ძველი სტილით 24 სექტემბერს (7 ოქტომბერს) მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისგან კუნძულ კიფირაზე მომხდარ სასწაულს იხსენიებს.
კუნძული კიფირა ამაყობს თავისი მფარველით-"მირტიდიოტის" ღვთისმშობლით. ძველი თქმულების თანახმად, ეს სასწაულმოქმედი ხატი იპოვეს პატარა დაბა მირტიდაში, რომელიც განლაგებულია კუნძულის ოდესღაც უდაბურ, მურტის ხეების გაბარდვნილ რაიონში.
ერთმა ღვთისმოსავმა მწყემსმა მგზნებარე ლოცვის დროს გაიგონა ხმა, რომელიც მოუწოდებდა მას:
-თუ მიმოიხედავ ირგვლივ, მაშინ იპოვი ჩემს ხატს. მე უკვე დიდი ხანია, აქ ვიმყოფები და მინდა, ამ ადგილს დავეხმარო.
და მართლაც, მალე მურტის ხეების ტოტებს შორის მწყემსმა აღმოაჩინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ის, გაოცებული ემთხვია მას და თავის ქოხში გადაასვენა.
მეორე დილით მოხდა სასწაული, ხატი გაქრა. მწყემსმა ის ისევ იქ ნახა, სადაც ადრე იპოვა. მაშინ ამ ადგილას პატარა სამლოცველო ააგო, დაასვენა მასში წმინდა ხატი, უწოდა "მირტიდიოტისა", რადგან მირტიდაში ნახეს, მურტის ხეების ბარდებში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამ სასწაულმოქმედ ხატზე ღვთისმშობელი გამოხატულია ჩვილით ხელში. მისი სახე, ისევე, როგორც უფლის სახე, ნაღვლიანია, მუქია, მოჩარჩოებულია სუფთა ოქროთი და ძვირფასი თვლებით. ჩვეულებრივ, სახის ნაკვთები ხატზე ძნელად გასარჩევია. თუმცა, იშვიათ მომენტებში ღვთისმშობლის სახე უეცრად იცვლის ფერს და ხდება ვარდისფერი. ტუჩებზე გამოისახება აუწერლად მომხიბვლელი ღიმილი, ხოლო თვალები მხიარულად უყურებს მორწმუნეს. ეს გრძნობა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და შემდეგ მარადის ქალწულის დიდებული სახე თავის ჩვეულ იერს იბრუნებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი