ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით "დაშრიტე მწუხარება ჩემი", დაბრძანებულია მოსკოვში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში, პუპიშჩევოზე. ეს ხატი მოსკოვში მეფე ალექსი მიხეილის ძის დროს, 1640 წელს, კაზაკებმა ჩაიტანეს.
გადმოცემამ შემოინახა ამ ხატის პირველი განდიდების ამბავი, რომელიც XVII საუკუნის შუა წლებში მოხდა. მოსკოვიდან მოშორებით მცხოვრები ერთი ქალბატონი უკვე დიდი ხანი იყო ორგანიზმის საშინელი დაუძლურებით იტანჯებოდა. ექიმების მცდელობა ტანჯვას არ უმსუბუქებდა, ძალა ელეოდა და გამუდმებით სიკვდილს ელოდა. ერთხელ, როცა ამ უნუგეშო მდგომარეობაში უგონოდ იწვა, იხილა ღვთისმშობლის ხატი და მოესმა ხმა: "მოითხოვე, მოსკოვში წაგიყვანონ. იქ პუპიშჩევოზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, არის ღვთისმშობლის ხატი "დაშრიტე მწუხარება ჩემი". მის წინაშე ილოცე და განიკურნები". ხილვა დასრულდა. სნეული გონს მოვიდა და საკუთარ თავში ახალი სიცოცხლე შეიგრძნო, შინაურებს ხილვის შესახებ მოუთხრო და სთხოვა, მოსკოვში წაეყვანათ. არც ერთი მათგანი იქ არასოდეს ყოფილიყო.
მოსკოვში ჩავიდნენ, პუპიშჩევო მოძებნეს და სნეული ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარში მიიყვანეს. ავადმყოფმა ყველა ხატი დაათვალიერა, მაგრამ ის, რომელიც ხილვაში გამოეცხადა, ვერ იპოვა. მისმა ახლობლებმა მომხდარი ღვთისმსახურს უამბეს, რომელმაც მორჩილებს უბრძანა, სამრეკლოდან ღვთისმშობლის ყველა ხატი ჩამოეტანათ. ხატი "დაშრიტე მწუხარება ჩემი" მათ შორის აღმოჩნდა. მტვრით ისე იყო დაფარული, რომ ღვთისმშობლის სახეს ძნელად თუ გაარჩევდით, მაგრამ ავადმყოფმა, რომელიც სისუსტის გამო ვეღარ ლაპარაკობდა და ვერც ხელებსა და ფეხებს ფლობდა, მოულოდნელად იყვირა: "ისაა, ის!" - და პირჯვარი გადაიწერა, ხოლო როცა პარაკლისის შემდეგ ხატს მიემთხვია, ძალის ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ დაუხმარებლად გავიდა ეკლესიიდან და შინ სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. ეს სასწაული 25 იანვარს მოხდა. მას შემდეგ ყოველ წელიწადს, ამ დღეს, აღესრულება დღესასწაული ღვთისმშობლის ხატისა "დაშრიტე მწუხარება ჩემი".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი