22 მაისს, დილიდან, ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე) მიაბრძანებენ
22 მაისს, დილიდან, ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე) მიაბრძანებენ
22 მაისს, დილიდან, ამერიკიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე) მიაბრძანებენ, შუადღიდან დღის ბოლომდე კი - სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.
2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს,მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა.
შეძრწუნებულმა ნექტარიოსმა ძვირფასი აღმოჩენა მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. და მამა ანტონმა იქ მყოფთ უთხრა: ეს მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. მაგრამ 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცველი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო.ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ახლა კი, 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, რადგან სასწაულმოქმედი ხატი თვითონ წყვეტს, როდის სად უნდა მივიდეს. მაგალითად, ერთხელ სრულიად გამართული მანქანა ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. აქ სადმე, ალბათ, სამლოცველოა და იქ უნდა მისვლაო, მიხვდა ხატის თანმხლები. გაიკითხეს და აღმოჩნდა, რომ მართლაც, რამდენიმე კილომეტრში დედათა მონასტერი იყო. ხატით იქაურობა მოილოცეს, უკან დაბრუნდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დაუბრკოლებლად გააგრძელეს გზა. საქართველოშიც ასეა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვითონ წყვეტს, სად უნდა წავიდეს. ამიტომაც ზუსტი განრიგის შედგენა ჭირს. უკვე ბრძანდებოდა ქაშუეთში, სვეტიცხოველში, ალავერდში, ბოდბეში. დღეს მახათას მთაზე მიაბრძანეს და იქიდან დალოცავს თავის წილხვედრ ქვეყანას, გატანჯულსა და გავერანებულს.მიუხედავად იმისა, რომ მირონდენა ზოგჯერ წყდება ხოლმე (ასე ხდება, მაგალითად, ვნების შვიდეულში, მაგრამ აღდგომის ღამის დადგომისთანავე კვლავ იფარება სურნელოვანი წვეთებით), ქაშუეთში ყოფნისას მას გამუდმებით სდიოდა მირონი და იმდენი, რომ, კივოტიდან კი არა, კივოტზე შემოკრული მატერიიდანაც კი ჟონავდა. ხოლო სამებაში მიბრძანების შემდეგ, პატრიარქის მიახლებისთანავე, იმდენად იმატა, რომ საფარველი მთლიანად დაუსველდა. ხატის მცველის დაკვირვებით, ასე ხატი მაშინ იქცევა, როდესაც მას განსაკუთრებული სულიერებისა და სიწმინდის მქონე ადამიანი მიეახლება. ჰავაისად წოდებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მონრეალის მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ფოტოპირია, რომელიც მისი მცველის, იოსებ მუნიოს კორტესის, სასტიკი რიტუალური მკვლელობის შემდეგ, უკვალოდ გაქრა. ისიც სწორედ ასე, თავის მცველთან ერთად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და განსაცდელში მყოფთ ნუგეშად ევლინებოდა. მის შესახებ დაწვრილებით ჩვენს მომდევნო ბლოგში ვისაუბრებთ. ჰავაის ღვთისმშობლის ხატმა აუამრავი სასწაული აღასრულა: ბრმებს თვალისჩინი დაუბრუნა, მრავალი სნეული განკურნა, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნიც. . . მაგრამ ნექტარიოსის თქმით, ყველაზე დიდი სასწაული ისაა, რომ მასთან მიახლოებისას ადამიანში სულიერი ფერისცვალება ხდება და მას უჩნდება სურვილი, უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან.ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება. 6 მაისიდან მოყოლებული, იგი ტაძრიდან ტაძარში დაბრძანდება და მომლოცველებს აძლიერებს. ეკლესიის მსახურები ცდილობენ, რაც, შეიძლება, მეტმა ადამიანმა შეძლოს ხატთან მიახლება.ახლა დედაღვთისას მირონმდინარე ხატი საქართველოშია – მაშინ, როდესაც ასე მოძალებულია ღვთის გმობა და უზნეობა, როდესაც მართლმადიდებლური და ქართული ცხოვრების წესი სასაცილოდ არ ჰყოფნით მავანთ, პროგრესისა და დემოკრატიის სახელით მოარულთ, სწორედ მაშინ ინება ჩამობრძანება – დაგვიფაროს, გადაგვარჩინოს, გაგვაძლიეროს და გონს მოგვიყვანოს! განკურნოს ჩვენი დაუძლურებული სულები, აღგვადგინოს და ღირსეულად ცხოვრების სურვილი და ძალა მოგვცეს, ამინ!მარიამ ბურჯანაძე
ბეჭდვაელფოსტა
15.05. 2014
ქეთევანი
მოგესალმებით, სიონში ამ წუთებში პანაშვიდი ყოფილა და სტიქაროსანს უთქვამს "ივერიის ღვთისმშობლის ხატს სავარაუდოდ ორშაბათს მოაბრძანებენ"-ო. შეგიძლიათ ინფორმაცია გადაამოწმოთ და განახლებული განბრიგი გამოაქვეყნოთ? მადლობა
15.05. 2014
xvtismoshoblis dala da madli paravdes sruliad saqarvelos.
xvtis mshoblis dala da madli paravdes srulid saqartvelos.saqartveloshi mcxovreb kvela qristians.
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat