ზარზმის ფერისცვალების ხატი
ზარზმის ფერისცვალების ხატი
ზარზმის სიძველეებიდან, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია, "ფერისცვალების" ხატი უადრესია (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). ასომთავრულ წარწერაში აღნიშნულია ზუსტი თარიღი – "… ქორონიკონი იყო რ~ვ", ე.ი. 886 წელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ "ეს ხატი წარმოადგენს ფუძემდებლურ, ამოსავალ ძეგლს შუა საუკუნეთა ქართულ ჭედურ ხელოვნებაში სკულპტურული ევოლუციის გასაგებად" (გ. ჩუბინაშვილი).

"ფერისცვალების" ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIII) საუკუნეების ამბებია აღწერილი. ერთგან აქ ნათქვამია, რომ ზარზმის წინამძღვარმა "სრულყო ეკლესიაY და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისაY". სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131ხ74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი. თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე. "ფერისცვალების" დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის "ფერისცვალების" ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000). ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი, რომელიც "ღირს იქმნა შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა". ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა.
წყარო: http://www.zarzma.ge/
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.02.2023
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.
04.12.2022
600-ზე მეტი წლის წინ, პოჩაევოს მთაზე  ორი მონაზონი ცხოვრობდა. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი ლოცულობდა და ლოცვის შემდეგ მოინდომა მთის წვერზე ასვლა.
28.11.2022
მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ეს წმინდა ხატი 1282 წლის 20 ნოემბერს გამოჩინდა კიევის ახლოს.
04.11.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, "ყოველთა მწუხარეთა სიხარული", განდიდდა 1688 წელს:
26.10.2022
1615 წლის 13 ოქტომბერს ღვთისმშობლის ეს წმინდა ხატი უსტიუგიდან სედმიეზერის ღვთისმშობლის უდაბნოში
26.10.2022
ალექსი მიხეილის ძის მმართველობისას, პატრიარქ ნიკონის დროს, 1648 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვში ივერიის ღვთისმშობლისსასწაულმოქმედი ხატის ასლი ჩამოაბრძანეს.
24.10.2022
უფლის დედის ეს ხატი განდიდდა 1691 წელს, ჩერნიგოვის მაზრის სოფელ მოხნატინში. ეს წმინდა ხატი გამოსახულებით რუდენსკის ღვთისმშობლის ხატს წააგავს

24.10.2022
ღვთისმშობლის ეს ხატი გამოეცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეს 732 წელს
24.10.2022
წმინდა ხატი ესვენა წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ანტონის კელიაში.
09.10.2022
1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri