ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი) - პალიასტომისა
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - 28 სექტემბერი (11 ოქტომბერი) - პალიასტომისა
პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე. აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი მას მე-16 საუკუნით ათარიღებს. ხატის ქვედა არშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება:
"ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით. . . ლსა ადამისა დედასა ღმრთისასა, ძუელ ოდესმე მოსესგან მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონისსა სოფლისა განმანათლებელო შენ ცათა მობძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღმრთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხოვრებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე, მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმინდისა ღმრთისმშობლისა, პირველ მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო, მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გვექმენ მას დღესა განკითხვისა, ამინ, შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქრონიკონ". . .

საინტერესოა მე-17 საუკუნის მოსკოველი ელჩების ა. იევლევისა და ტოლოჩანოვის აღწერილობანი. ა. იევლევი 1651 წელს ბაგრატის ტაძრის     დათვალიერებისას ეხება რა ტაძარში წარმოდგენილ ღვთისმშობლის ხატს, წერს: "ამ ხატის შესახებ საკრებულო საყდრის ხუცესმა, მღვდელ-მონაზონმა გაბრიელმა და მისმა შვილებმა სეხნიამ და სიმონმა გვიამბეს:

- წინათ ეს ღვთისმშობლის ხატი გურიაში იმყოფებოდაო და ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იყო დაბრძანებულიო, იმ საყდრის მთავარუხუცესმა სილიბისტრომ იმ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილაო. სილიბისტრო, თვით გაბრიელ ხუცესმონაზონის შორეული წინაპარი და ნათესავი იყო. თითქოს, სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო, მთავარი ხუცესი, საკრებულო ტაძარში შესულიყო და მისი ყოვლადწმინდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელისო. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერაო. ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადაო და იგივე აუწყაო, რომ ციხე-ქალაქი ჩაიძირება და ხატი გამოიტანეო.

მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა და არც სხვას გააგებინა ამის შესახებ რამეო. თვით მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, სხვა საყდრის მახლობლადო. მალე ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგიო, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა, თავისუფლად უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. და როცა მთავარხუცმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლადო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენაო.

KARIBCHEკიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმინდესი ხატის ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანაო. მთავარხუცესმა ღვთისმშობელის ხატი ქუთაისში მოასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსაო. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, იმ ყოვლადწმინდა ხატის მახლობლად, მათი მოდგმა გამუდმებით ცხოვრობსო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის ის ხატი  ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილიო, დავით მეფის შვილიშვილის დროსო" (ა. იევლევის 1650-1652 წ.წ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა. გამოც. ი. ცინცაძისა; 1968წ. გვ. 139)


ა. იევლევის ეს ცნობა უაღრესად საინტერესოა პალიასტომის ტბის შესახებ დაცული ლეგენდის შესასწავლად და, რა თქმა უნდა, იმ ხატის წარმომავლობის გასარკვევად, რომელთანაც დაკავშირებულია ა. იევლევის მიერ ჩაწერილი გადმოცემა. ყოველ შემთხვევაში, მე-17 საუკუნეში, საქართველოში ამ გადმოცემას ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაცულ ღვთისმშობლის ხატს უკავშირებდნენ. ამასთან, ეს გადმოცემა იმდენად დამახასიათებელი ყოფილა ამ ხატისთვის, რომ ტაძრის მოსამსახურე პირებს მიზანშეწონილად ჩაუთვლიათ ეს თავგადასავალი გაეცნოთ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.

ამ უკანასკნელთაც დიდი დაინტერესება გამოუჩენიათ და დაწვრილებით ჩაუწერიათ. ელჩი ამით არ დაკმაყოფილდა და გადმოცემის შინაარსის დადასტურებაც მოუწადინებია. ა. იევლევს ზაქარია მიტროპოლიტისთვის უკითხავს, მართალს ამბობენ თუ არა ხუცები ამ ხატის შესახებო? იმ ხატმა ასეთი სასწაული მართლა აჩვენა და გურიიდან პალიასტომის ციხე-ქალაქის ჩაძირვის შემდეგ ჰაერით გამოვიდა და თავისი უწმინდესი სახე ნამდვილად დაიცვა? ზაქარია მიტროპოლიტმა ა. იევლევს დაუდასტურა, რომ წიგნში ჭეშმარიტად ისეა მოთხრობილი სასწაულმოქმედების შესახებ, როგორც გიამბესო (იქვე გვ. 140). ჩვენ არ ვიცით, რომელ წიგნზე მიუთითებს ზაქარია ქვარიანი, მაგრამ ჩანს, ასეთი წიგნი მართლაც არსებობდა, რომელშიც მოთხრობილი იყო "ღვთისმშობლის" ხატის სასწაულმოქმედების შესახებ.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ პალიასტომის ტბის გაჩენის შესახებ პირველი ცნობა არც მე-18 საუკუნეში ყოფილა ფიქსირებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ და არც მოსკოველი ელჩი ა. იევლევი ჩაითვლება მის პირველ ჩამწერად,რომელიც 1651 წ. იყო ქუთაისში. ზაქარია ქვარიანის პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ გადმოცემა ადრე ყოფილა ჩაწერილი. ა. იევლევი წერს, რომ ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი, დავით მეფის შვილიშვილის დროსო. ე.ი. გიორგი მესამის დროს (მე-12 ს.-ში), რომელიც დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო.

გვეწეოდეს პალიასტომის სასწაულმოქმედი ღვთისმშობელი!

სტატიის წყარო:

http://www.kutais-gaenati.ge/paliastomi.html


............................

აქვე წაიკითხეთ:

იქნებ ბიზანტიიდან მოსულ ხატთმებრძოლებს გაერიდა "პალიასტომის ღვთისმშობლის" ცნობილი ხატი

ჩვენი სულიერი და ეროვნული საგანძური
ბეჭდვაელფოსტა
11.10. 2015
www.kutais-gaenati.ge
http://www.kutais-gaenati.ge/paliastomi.html
02.04. 2015
გიორგი
ამინ!!! ამინ!!! ამინ!!!
23.03. 2015
გიორგი
ამინ!!!!!!!!!!!!
02.03. 2015
sheecios misi madli saqartvelos
xvtishobelo daicavi saqartvelo
23.11. 2014
ნონა
შეგვეწიოს შენი მადლი დედაო!
სხვა სიახლეები
24.02.2023
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.
04.12.2022
600-ზე მეტი წლის წინ, პოჩაევოს მთაზე  ორი მონაზონი ცხოვრობდა. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი ლოცულობდა და ლოცვის შემდეგ მოინდომა მთის წვერზე ასვლა.
28.11.2022
მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ეს წმინდა ხატი 1282 წლის 20 ნოემბერს გამოჩინდა კიევის ახლოს.
04.11.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, "ყოველთა მწუხარეთა სიხარული", განდიდდა 1688 წელს:
26.10.2022
1615 წლის 13 ოქტომბერს ღვთისმშობლის ეს წმინდა ხატი უსტიუგიდან სედმიეზერის ღვთისმშობლის უდაბნოში
26.10.2022
ალექსი მიხეილის ძის მმართველობისას, პატრიარქ ნიკონის დროს, 1648 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვში ივერიის ღვთისმშობლისსასწაულმოქმედი ხატის ასლი ჩამოაბრძანეს.
24.10.2022
უფლის დედის ეს ხატი განდიდდა 1691 წელს, ჩერნიგოვის მაზრის სოფელ მოხნატინში. ეს წმინდა ხატი გამოსახულებით რუდენსკის ღვთისმშობლის ხატს წააგავს

24.10.2022
ღვთისმშობლის ეს ხატი გამოეცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეს 732 წელს
24.10.2022
წმინდა ხატი ესვენა წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ანტონის კელიაში.
09.10.2022
1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri