ჩვენი სულიერი და ეროვნული საგანძური
ჩვენი სულიერი და ეროვნული საგანძური
ქუთაისის ღვთისმშობლის ხატი "პალიასტომი"
პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის სახელწოდება, საქართველოში საკმაოდ გავრცელებული ლეგენდიდან მომდინარეობს , რომლის თანახმადაც თავიდან, ღვთისმშობლის ხატი პალიასტომის "ციხე-ქალაქის" საკრებულო ტაძარში ესვენა. ტაძრის მთავარ ხუცესს, სილიბისტროს, ღვთისმშობლის მითითებით, რომელიც მას სიზმარში გამოცხადებია, ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქის საკრებულო ტაძარში გადაუსვენებია, რადგან პალიასტომის ციხე-ქალაქს, თავისი ხალხით, წყალში ჩაძირვა ელოდა. ხატის ისტორია პალიასტომის ტბის აღმოცენების ლეგენდასთან არის დაკავშირებული, რასაც არ იზიარებენ მეცნიერ-მკვლევარები. ხატის წარწერაც საწინააღმდეგოს მიგვანიშნებს - "...დედაქალაქისა ქუთაისის ღვთისმშობელი" - მეტყველებს, რომ ხატი ქუთაისის სახელზეა შექმნილი და უშუალოდ ქუთაისში უნდა იყოს დამზადებული.

ეს უძველესი ხატი, რომელიც 1923 წლის 24 მაისიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატად იქცა, მეორედ რაფიელ მონაზონს მოუჭედავს.

ქუთაისის ღვთისმშობლის ხატის მასალად გამოყენებულია ხე, ვერცხლი, ოქრო, ლითონი, მინანქარი და ძვირფასი თვლები. ხატის შემკულობა სრულად არ არის მოღწეული. ნაწილობრივ დაზიანებულია ფერწერაც.

ქუთაისის ღვთისმშობლის - პალიასტომის ხატი (მისი ზომებია 135X32,5 სმ) ფერწერისა და ხელოვნების უიშვიათესი ნიმუშია, რომელიც 1612 წელს არის რესტავრირებული.

ცენტრალურ ნაწილში გამოსახული ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს სახეები შესრულებულია ხეზე ფერწერით, ხატის დანარჩენი ნაწილი კი მთლიანად ვერცხლით არის მოპერანგებული და დაფერილია ოქროთი. ღვთისმშობელსა და ყრმა იესოს ტანთ აცვიათ გრძელი მოსასხამები, ქრისტე მარჯვენა ხელით კურთხევას გამოსახავს, მარცხენაში კი გრაგნილი უჭირავს. ჭედურობა მაღალი რელიეფით არის შესრულებული. ღვთისმშობლის მხრებთან ასომთავრული წარწერაა: "დედა ღ(ვთის)ა", მაცხოვარს კი მარცხნივ აწერია: "ძე ღ(ვთის)ა". ღვთისმშობლის ნიმბზე დამაგრებულია ვერცხლის მოოქრული გვირგვინი, რომელზეც ოქროს თვალბუდეებში ჩასმულია 78 ფერადი თვალი, მათგან ნაწილი ოქროს ერთიან თვალბუდეშია ჩასმული, ნაწილს აჟურული ნაქსოვი ბუდე აქვს, ხოლო ნაწილის თვალბუდე დასმულია ფერადი ფინიფტის პატარა ოთხკუთხა მედალიონზე, გვირგვინი კი შემკულია მარგალიტის წვრილი მძივებით.

გვირგვინის კუთხეებში დაკიდებულია ერთი წყვილი საყურე 12 თვლით, რომლებსაც ირგვლივ მარგალიტის წვრილი მძივები აქვს შემოყოლებული.

ყრმა იესოს ნიმბზე მოყვითალო ვერცხლის გვირგვინი აქვს დამაგრებული ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც 6 თვალი ამკობს, გვირგვინს - 24 ფერადი თვალი და აჟურული ნაქსოვი ბურნუკები. გვირგვინის კუთხეებში დაკიდებულია წყვილი საყურე. თითოეულზე ოთხ-ოთხი თვალი და თვრამეტ-თვრამეტმარცვლიანი მარგალიტის მძივია დამაგრებული.

ღვთისმშობლის გვირგვინის ორივე მხარეს ორი მრგვალი მედალიონია წნული ორნამენტებით. მარჯვენა ორნამენტში გამოსახულია ფრთოსანი მთავარანგელოზი მიქაელი ასომთავრული წარწერით "ანგელ(ო)ზი", რომელსაც თავთან დამაგრებული აქვს ცხრათვლიანი ვერცხლის ფურცლის ნიმბი, გარშემო 16-მარცვლიანი მარგალიტის მძივით, ნიმბის ზედა ნაწილს კი, ორმოცმარცვლიანი მარჯნის მძივი ამშვენებს.

მარცხენა მედალიონზე გამოსახულ მთავარანგელოზ გაბრიელსაც ზუსტად ისეთივე წარწერა აქვს გაკეთებული, როგორიც მთავარანგელოზ მიქაელს. ანგელოზის ნიმბზე დამაგრებულია ცხრა თვალი, ერთ მათგანს ირგვლივ შემოყვება 14-მარცვლიანი მარგალიტის მძივი, ნიმბის ზემო მხრიდან კი, 41-მარცვლიანი მარჯნის მძივი.

ხატის მარცხენა ნაწილში 15 თვლით შემკული ჯვარია დაკიდებული გრძელ ძეწკვზე.

ხატის ოთხივე მხრიდან შემოყოლებული ფართო არშიების შიგა და გარე კიდეები, ორმაგი წნული და მცენარეული ორნამენტებით არის შემკობილი. აშიები ვერცხლის ფურცლებისგანაა დამზადებული.

ხატის ზედა აშიაზე გამოკვეთილია 13 მრგვალი მედალიონი. მეორე, მეოთხე, მეექვსე, მერვე, მეათე და მეთორმეტე მედალიონებზე გამოსახულია ყვავილოვანი და გეომეტრიული ორნამენტები. დანარჩენ მედალიონებზე, თანმიმდევრულად, ასომთავრული წარწერებით გამოსახულნი არიან: "წ(მიდ)ა იოვ(ა)კიმ, მთ(ა)ვ(ა)რ(ა)ნგელოზი მ(ი)ქაელ, ყ(ოვლა)დ წ(მიდ)ა დედა ღ(ვთის)ა, ი(ეს)უ ქ(რისტ)ე წიგნით ხელში, წ(მიდ)ა ი(ოვან)ე ნ(ა)თლ(ი)სმცემელი, მთ(ა)ვ(ა)რანგელ(ო)ზი გ(აბრიე)ლ, წ(მიდ)ა ანნა".

ექვსთაღოვან მედალიონში, მთელი ტანით არიან წარმოდგენილი: წ(მიდ)ა პ(ეტრ)ე - გრაგნილით ხელში, წ(მიდ)ა მ(ა)თე მ(ა)ხ(ა)რებელი - წიგნით ხელში. წ(მიდ)ა მ(ა)რკოზ მ(ა)ხ(ა)რებელი - წიგნით ხელში, წ(მიდ)ა ანდრია - წიგნით ხელში, წ(მიდ)ა ბ(ა)რთლომე გრაგნილით ხელში, წ(მიდ)ა თომა გრაგნილით ხელში.

ღვთისმშობლის ხატის მარცხენა აშიაზე, ოთხკუთხა მედალიონებში, მთელი ტანით არიან გამოსახულნი: წ(მიდ)ა პ(ავ)ლე - წიგნით ხელში, წ(მიდ)ა ლ(უ)კა მ(ა)ხ(ა)რებელი - წიგნით ხელში, წ(მიდ)ა ი(ოან)ე მ(ა)ხ(ა)რებელი - წიგნით ხელში, წ(მიდ)ა ი(ა)კობი - წიგნით ხელში წ(მიდ)ა სვიმ(ე)ონ - გრაგნილით ხელში და წ(მიდ)ა ფილიპე.

ხატის ქვედა აშიაზე გამოკვეთილია ექვსი მრგვალი მედალიონი. მეშვიდე მედალიონი, სამწუხაროდ, მოტეხილი და დაკარგულია. მედალიონებში, ასომთავრული წარწერებით, ასეთი თანმიმდევრობით არიან გამოსახული: წ(მიდ)ა გრიგ(ო)ლი, წ(მიდ)ა ბ(ა)სილი, წ(მიდ)ა ი(ოან)ე ოქროპ(ი)რი, წ(მიდ)ა ეკ(ა)ტერინე - გვირგვინით თავზე, რომელსაც ხელთ ჯვარი უპყრია, წ(მიდ)ა მ(ა)რია, ასევე ჯვრით ხელში (ყველა ქარაგმა მოყვანილია დედანთან შესაბამისად).

ხატის ქვედა აშიაზე, მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა (წარწერა გამოქვეყნებული აქვს მ. ნიკოლეიშვილს "მე-17 ს-ის ისტორიული მასალები ქუთაისის მუზეუმში, IIტ. 1971წ. გვ. 33-35). წარწერა ასე იკითხება: "ქ. შენ ღრუბელსა მსგავს ნათლისასა ქვეყანათა ზედა მაერთესა, ტომებით...ლსა ადამისა დედასა ღვთისასა ოდესმე მაყოლდ (სიც) მეორედ ხილულსა და შეუწველად დაცულსა ერონის (სიც) კუერთხსა აღვეყოლსა, რომელმან გამოიღო ნაყოფად უნაყოფოთა ნაყოფიერ მყოფელი და ყოვლისა სოფლისაგან მანათლებელო, შენ ცათა მობაძავსა დედაქალაქისა ქუთაისისა ღვთისმშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხორებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე. მე, ცვა ფარვათა თქვენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარებისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლადწმიდა ჩუენ მეორედ განვაახლეთ, შეიწირე დედაო ღმრთისაო მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გუექმენ დღესა მას განკითხვასა, ამინ. შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქორონიკონ".

წარწერაში მოხსენიებული არიან იმერეთის მეფე გიორგი მესამე (1606-1639წ.წ.) და მისი შვილი ალექსანდრე. აქედან გამომდინარე, ხატი მეორედ მოუჭედავთ მე-17 ს-ის დასაწყისში, კერძოდ, 1612 წელს, - დასძენს მეცნიერი, სხვა მოსაზრებით კი, ეს თარიღი 1548-1568 წლებს შორის მერყეობს.

ხატის მცირე ფრაგმენტები ცალკე ინახება, რომელთა შორისაა:

1. ოქროს მედალიონი, შუაში დიდი ზომის ზურმუხტით, რომელსაც ირგვლივ 7 იაგუნდის თვალი ამკობს (მერვე ამოვარდნილია). ოქროს თვალბუდეებში ჩასმულია 15 მწვანე თვალი, ზურმუხტის ოქროს ბუდე, მედალიონის შუაში დამაგრებულია მოძრავად პატარა ანჯამზე.

2. ოქროს თვალბუდე ღია მწვანე თვლით. თვალბუდეზე შეიმჩნევა მწვანე მინანქრის ნაშთი.

3. მარგალიტების წვრილი მძივი (46 მარცვალი) და ოქროს პატარა ფოთოლი, აცმული წვრილ მავთულზე.

4. ოქროს შარავანდედი, 6 ფერადი თვლით, ერთი თვალბუდე ამძვრალი და დაკარგულია.

5. პატარა ზომის აჟურული ბუნიკი.

6. მცირე დეტალი - პატარა ზომის სამი ცისფერი თვლით.

7. ოქროს მონეტა - ვენეციური დუკატი.

8. ერთი წყვილი ოვალური საყურე. თითოეულს შუაში ჩასმული აქვს თითო წითელი თვალი, რომლებსაც ირგვლივ 18-18 ცალი წვრილი მარგალიტი ამშვენებს სამ-სამი ცისფერი თვლით.

9. რგოლებზე აცმული მოგრძო ფორმის ერთი წყვილი საყურე 12 ფერადი თვლით და მარგალიტებით.

10. არქიმანდრიტის ვერცხლის ჯვარი თავისი ძეწკვით, რომელიც 10 წითელი, 3 თეთრი და 1 ყვითელი თვლით არის შემკული, 1 თვალი დაკარგულია.

დასანანია, რომ პალიასტომის ღვთისმშობელი თითქმის საუკუნეა, რაც ეკლესიის წირვა-ლოცვის მადლს არის მოკლებული და ასეთი ძვირფასი ხატი ქუთაისის მუზეუმის ექსპონატად იქცა. მისი მუზეუმიდან გამობრძანება და რამდენიმე დღით საკათედრო ტაძარში დასვენება, მხოლოდ ამ საუკუნის დამდეგს, ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის 100 წლის აღსანიშნავ საიუბილეო დღეებში გახდა შესაძლებელი, რამაც დიდად გაახარა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მრევლი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat