კიევ-პეჩორის ლავრაში მრავალი სიწმინდეა დავანებული, მრავალი ძვირფასი ხატითაა შემკობილი ტაძრები.
თითოეულ სიწმინდეს თავისი ისტორია აქვს. იქ ყოფნის დროს მათ შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. პეჩორის ლავრაში შეძენილი წიგნებიდან კი საფუძვლიანი შთაბეჭდილება შემექმნა, რასაც თქვენც გაგიზიარებთ, ჩვენო მკითხველო.
ღვთისმშობლის მიძინების ხატის - ამ უდიდესი სიწმინდის - ისტორია ლავრის დაარსებას უკავშირდება. გადმოცემით ვიცით, რომ პეჩორის მონასტერი. საქართველოს მსგავსად, ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილია. ნიშნად მფარველობისა და წყალობისა დედა ღვთისამ სავანეს თავისი ხატი გამოუგზავნა. აი რას მოგვითხრობს პეჩორის პატერიკი:
ზეციურმა დედოფალმა ისურვა მიძინების ტაძრის აგება პეჩორის მონასტერში და კონსტანტინეპოლიდან ოთხი ცნობილი ხუროთმოძღვარი მოიხმო. მათ გადასცა ღვთისმშობლის მიძინების ხატი შვიდი წამებულის წმინდა ნაწილებით (რომლებიც ტაძრის საძირკველში უნდა ჩაედოთ) და კიევისაკენ გზა დაულოცა.
მიძინების ხატი კიევში 1073 წელს ჩამოაბრძანეს. ჩამოტანისთანავე ხუროთმოძღვრებმა სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ხატი გადასცეს წმინდანებს, ღირს ანტონს და თეოდოსს. ხუროთმოძღვრებმა წმინდა მამებს უამბეს როგორ მიიწვიეს ისინი ვლაქერნის ეკლესიაში, სადაც იხილეს ღვთისმშობელი მრავალი ზეციური მეომრით გარშემორტყმული, როგორ მიაგეს მას თაყვანი.
ღვთისმშობელმა ხუროთმოძღვრებს უთხრა: - მინდა ჩემთვის ავაგო კიევში ეკლესია. კურთხევას გაძლევთ, სამი წლის სამყოფი ოქრო წაიღოთ ტაძრის ასაშენებლად.
– დედოფალო, - მივუგეთ ჩვენ. - შენ გვაკურთხებ წავიდეთ სხვის შორეულ ქვეყანაში, სადაც არასდროს ვყოფილვართ, ვისთან უნდა მივიდეთ?
– მე თქვენთან ერთად ვგზავნი ანტონის და თეოდოსს. თქვენ იქ ნახავთ ამ მამებს. სამი წლის სამყოფ ოქროს გატანთ. უთხარით ამ მორჩილებს, რომ მათ მოგიტანონ სარჩო და რაც საჭიროა. მამა ანტონი დაგლოცავთ, დალოცავს თქვენს საქმეებს, თავად კი სამარადისო განსასვენებელს დაიმკვდრებს. მამა თეოდოსი მას მიჰყვება მეორე წელს. მშვიდად გაუდექით გზას. არავის ძალუძს დაგაჯილდოვოთ ისე, როგორც მე. მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია, გულს არ უგრძვნია. თავად მოვალ ეკლესიაში და იქ დავმკვიდრდები.
გამოვიდნენ თუ არა ხუროთმოძღვრები ეკლესიიდან, დაინახეს ცაში არნახული სილამაზის ეკლესია, რომლის მსგავსი მათ უნდა აეშენებინათ ღვთისმშობლის საპატივცემულოდ. როცა ეკლესიაში დავბრუნდით, ვკითხეთ: - ქალბატონო, ვის სახელზე გსურთ ააშენოთ ტაძარი? მან გვიპასუხა: -მსურს უწოდოთ ჩემი, ღვთისმშობლის სახელი და გადმოგვცა ეს წმინდა, მიძინების ხატი.
ღირსმა ანტონიმ ხუროთმოძღვართა ნაამბობი რომ მოისმინა, უპასუხა: -შვილნო ჩემნო, ქრისტემ ღირსი გაგხადათ უდიდესი წყალობისა და მადლისა. თქვენ ვლაქერნაში თავად უწმინდესი ღვთისმშობელი იხილეთ, ანგელოზებით გარსშემორტყმული. როგორ გაჩვენათ ჩვენი სახეები, ეს მარტო ღმერთმა იცის. დალოცვილი იყოს თქვენი ჩამოსვლა.
ხუროთმოძღვრებმა ღვთისმშობლის ნება შეასრულეს და ააგეს პეჩორის უდიდესი ეკლესია, რომელსაც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უწოდეს.
დედა ღვთისას მიერ გამოტანებული ღვთისმშობლის მიძინების ხატი დაბრძანებული იყო ტრაპეზის მთავარი შესასვლელის თავზე. ხუროთმოძღვრები ბერად აღიკვეცნენ პეჩორის მონსტერში. მათი უხრწნელი, წმინდა სხეულები ლავრის მღვიმეებშია დაბრძანებული.
ღვთისმშობლის მიძინების ხატი შესრულებულია ძველი ბერძნული ხელწერით, კიპაროსის დაფაზე. ხატი მოთავსებულია მოოქროვილ ვერცხლის რკალში, რომელსაც ყოველდღიურად დილის ლიტურგიის დასრულების შემდეგ დაბლა უშვებენ, რათა მლოცველებს საშუალება ჰქონდეთ ემთხვიონ ამ სიწმინდეს.
ღვთისმშობლის ხატს ემთხვეოდნენ ღირსი ანტონი და თეოდოსი, ასევე სხვა წმინდანები. საბჭოთა პერიოდში ეს სიწმინდე დაიკარგა.
დღეს კი ახალდაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი ლავრაში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სატრაპეზოს შესასვლელის თავზეა მოთავსებული. ამ ხატს, როგორც წინამორბედს, ისეთივე სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ხატი მოოქროვილ, მრგვალ სახატეშია ჩაბრძანებული. როგორც წინათ იშვებოდა ხატი ლიტურგიის შემდეგ, დღესაც მლოცველებს შეუძლიათ თაყვანი სცენ. ხატი დაწერილია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ბიშევსკის მიერ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი