ხატი მეფე თამარს ეკუთვნოდა და გაენათის ტაძარში იმყოფებოდა.
ამ ხატის სახელწოდება უკავშირდება ქალაქ ქუთაისთან ახლოს მდებარე გელათის (გაენათი) მონასტერს. მონასტერი 1106 წელს დააარსა საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა. მეფის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი მისი ძვალთშესალაგი გახდა. გელათის მონასტერი დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, ხოლო XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია. 1994 წლიდან ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
მონასტრის უძველესი სახელწოდებაა გაენათი, ამჟამად გელათი. გელათის მონასტრის უძველესი სახელწოდება (გაენათი) მომდინარეობს ბერძნული "გენატჰლაკონ" (დაბადება) და უკავშირდება სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს, რომელიც აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე. გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გაენათის სასწაულმოქმედი ხატი თამარ მეფეს ეკუთვნოდა.
საქართველოში ასევე აღნიშნავენ გელათის მონასტრის კიდევ ერთი ხატის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გელათის ხატის დღესასწაულს. შესაძლებელია, რომ გაენათისა და გელათის ხატები ერთი და იგივე ხატია, თუმცა განსხვავდება მათი ისტორიები. თუ გაენათის ხატი თამარ მეფის სახელს უკავშირდება, გელათის ხატი მონასტერში ბაგრატ მეფემ და დედოფალმა ელენემ ჩამოაბრძანეს.
წყარო: Икона Богородицы Гаенатская
......................................
გელათის მოზაიკა
გელათის ღვთისმშობლის ტაძრის, საკურთხევლის აფსიდის კონქში, მოზაიკური მხატვრობაა, რომელიც შესრულებულია 1125-1130 წლებში. საკურთხევლის აფსიდის კონქის შემკობა მოზაიკით ჯერ კიდევ ძველი მოვლენაა (მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი და წრომი, VII ს.). საკურთხევლის მოზაიკა შესრულებულია დავით აღმაშენებლის ანდერძით, მისი შვილის, დემეტრე მეფის დაკვეთით, 1125-1130 წლებში.
კონქის ცენტრში მოზაიკით ოქროსფერ ფონზე წარმოდგენილია მდგომი ღვთისმშობელი ყრმა იესო ქრისტეთი ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. მოზაიკა საერთოდ კარგად არის მოღწეული, მაგრამ მოზაიკის მხატვრობის ქვედა ნაწილი ჩამოწვენილია, რომელიც XVI საუკუნეში ფრესკით შეუვსიათ.
ღვთისმშობლის ფიგურა ყრმა იესოთი, რომელსაც მთელ კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, ოდნავ მობრუნებულია მარჯვნივ და ერთგვარად ბუნებრივი მოძრაობით ხასიათდება. აქ პირველადაა დარღვეული საზეიმო მონუმენტალობა და მოზაიკის მხატვრობაში დინამიკურობაა მიღწეული.
გელათის მოზაიკის კომპოზიცია მხატვრული გადაწყვეტით წმინდა ქართული შემოქმედებაა, რომელსაც პარალელი იმ დროის მსოფლიო ხელოვნებაში არ მოეძებნება. ამგვარი გადაწყვეტა ახალი მოვლენაა.
ბიზანტიურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ღვთისმშობელი გადმოცემულია ფრონტალურად, მკაცრი რელიგიურ-დოგმატური გაგებით. გელათის საკურთხევლის მოზაიკაში კი, ღვთისმშობლის მარჯვნივ მობრუნებით, პირველად და გაბედულად დარღვეულია ეს ბიზანტიური ტრადიცია.
გელათის საკურთხევლის მოზაიკის ღვთისმშობლის პირისახის ნაკვთები საგრძნობლად განსხვავებულია ბიზანტიური ძეგლების ასეთივე საკურთხევლის ღვთისმშობლისაგან.
გელათის ქართულ ღვთისმშობელს საგრძნობლად მოგრძო პირისახე აქვს, თვალის ჭრილი გრძელი, თხელი ცხვირი თითქოს მოღუნული, გამოყვანილი ტუჩები. მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს.
ბიზანტიურ მოზაიკაში, თითქმის ყველა დროის ძეგლში, ღვთისმშობელს აქვს ერთნაირი დამახასიათებელი პირისახე. ოვალური სახის მოყვანილობა, გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი და ა.შ.
ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული გელათის მოზაიკა სრულიად ორიგინალური მხატვრული ძეგლია. აქვე აღსანიშნავია, რომ გელათის მოზაიკაში კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი სოფიის ტაძარში. ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრული გაფორმება შესანიშნავია იმითაც, რომ მოზაიკასთან შერწყმულია ფრესკაც, ხოლო ასეთი ერთიანობა არ იცის ბიზანტიურმა მხედველობამ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი