ქ. ვიტებსკიდან 13 ვერსის დაშორებით, მოსკოვის გზატკეცილზე არის ფალკოვიჩის ტაძარი, რომელშიც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება
და მას ადგილმდებარეობის მხიედვით, ფალკოვიჩისას უწოდებენ.
ხატი სასწაულებრივად გამოჩინებულად მიიჩნევა: ძველ დროში, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში ის ეკლესიის მახლობლად, მდინარის ნაპირზე, აკაციის ხეივანში იპოვეს. გამოჩინების ადგილას ზეციური შუამდგომელის სახელზე ტაძარი ააგეს. 1785 წლის რევიზიის ჩანაწერებში ფალკოვიჩის ხატი მოხსენიებულია, – როგორც ძველი და ოდითგანვე სასწაულებით განდიდებული.
სამამულო ომის დროს მოწინააღმდეგემ ფალკოვიჩის ტაძარი გაძარცვა და მისი მთავარი სიწმინდე – ღვთისმშობლის ხატიც დაზიანდა. მთელი მისი მორთულობა მტრის ნადავლი გახდა. მაგრამ როცა მკრეხელის ხელი თვით პერანგს შეეხო, კიბე გადმოვარდა და მასზედ მდგომი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაშავდა. სისხლის ლაქა ჩვენს დრომდე აჩნდა იატაკს, მანამდე, სანამ საღებავმა ღვთის სამართლიანი რისხვის კვალი არ დაფარა. ფალკოვიჩის ხატმა განსაკუთრებულად 1831 წელს გაითქვა სახელი, როდესაც საშინელი ქოლერა ყოველდღიურად ათასობით სიცოცხლეს იწირავდა. ხალხი შემწეობისათვის ღმერთს მიმართავდა. ყველა ერთად მივიდა ეკლესიაში და ღმერთს სთხოვეს, რომ წმინდა ხატთან ერთად მთელი ის მიდამო ლიტანიით შემოევლოთ, ზეციური დედოფლის შემწეობამ არ დააყოვნა: ამ მხარეში სიკვდილიანობა შეწყდა და ფალკოვიჩის ხატის სახელი უშორეს რაიონებში განდიდდა.
ფალკოვიჩის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ყოველწლიურად 15 და 22 აგვისტოს აღესრულება.
წყარო: წიგნიდან: "ყოვლდაწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ. (თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი