ხახულის ღვთისმშობლის ხატი
ხახულის ღვთისმშობლის ხატი
მართლმადიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელგანთქმული ხახულის ღვთისმშობლის ხატი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სიწმინდეა. ხატი, რომელიც უდიდესი სასწაულთმოქმედებებით იყო ცნობილი, თავდაპირველად ტაო-კლარჯეთში, ხახულის მონასტერში იქნა დაბრძანებული, მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან არის წარმომდგარი. ღვთისმშობლის კარედი ხატი სიმაღლით 1,47 მ-ია, ხოლო სიგანე, გაშლილი კარით 2,02 მ. ვერცხლით მოჭედილი დიდი კარედი ღვთისმშობლის ვედრების ხატისათვის იყო შესრულებული, როგორც შესანახი ბუდე. კარედის მოჭედილობიდან შემოინახა კარების გარეთა ნაწილზე დაბალი რელიეფით, ჭედურით შესრულებული ორნამენტული შემკულობა (X ს.). შემდგომში ხახულის ღვთისმშობლის ხატი ახლადაგებულ გელათის მონასტერში გადაასვენეს და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. XII საუკუნის I ნახევარში დავით აღმაშენებლის ბრძანებით, აქ იგი ხელახლა მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები - ოქროში დაფერილი ვერცხლით) რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრით და ჯვრებით გაამშვენეს. ორივე კარის ბოლოში მოთავსებულ წარწერაში მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრეა მოხსენიებული. ცნობილია, თუ როგორ დიდ პატივს მიაგებდნენ ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს საქართველოს მეფენი, კათოლიკოს-პატრიარქნი, სამღვდელონი და საერონი. მის წინაშე მუხლმოყრილს მრავალგზის ულოცია მეფეთ მეფე თამარს, რომელმაც შამქორის ომში ქართველთა ლაშქრის მუსულმანურ კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ, ნადავლიდან ყველაზე ძვირადღირებული, ბაღდადის ხალიფას მიერ მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისათვის ღაზოდ წარმოგზავნილი დროშა და უძვირფასესი მანიაკი სწორედ ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა. ცნობილია ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავი თამარისეული იამბიკო:

"... მე თამარ, მიწა შენი და მიერვე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა
ედემს ღადირად სამხრით და ჩრდილით
შუა მფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ,
ხალიფას დროშას თანავე მანიაკსა,
შევრთე ცრუ სჯულთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი..."
ხახულის ღვთისმშობლის ხატზე არის ასევე თამარისეული წარწერა.
"ქალწულებრივთა სისხლთა შენთაგან სძალო,
თბედ საიდუმლოდ ზენაისა განგებით,
ძისა ღმრთისა ძედ მეშვ იქმენ, არსთა მაცხოვნად
მე, თამარ, მჩენი ტომთაგან დავითებრთათ,
მამკევ, შემამკევ, მადიდე, აღმავლინე,
აწ მეცა ხელ-ვყავ შემკობად ხატსა შენსა
დედისა ძითურთ, და მეცა ძითურთ მფარევდ".

წმიდა მეფის, თამარის ცხოვრებიდან ერთი ასეთი შემთხვევაც არის ცნობილი, რომელიც ხახულის ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება. ერთხელ, მეფე თამარი თურმე გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. სეფექალები მის სამოსს ძვირფასი სამკაულებით რთავდნენ. მეფეს მოახსენეს, რომ მათხოვარი იყო მოსული და მას მოწყალებას თხოვდა. თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცათ მათხოვრისათვის, რომ მოეცადა მანამ, სანამ მეფე შემოსვას მორჩებოდა. როდესაც თამარი წასასვლელად მოემზადა და გარეთ გამობრძანდა, მას მათხოვარი იქ აღარ დახვდა. მსახურებმა მათხოვარი ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს. წმიდა თამარი ძალზედ შეაშფოთა იმან, რომ მან წყალობაზე უარი უთხრა თვით მაცხოვარს, რომელიც მათხოვრის სახით იყო მასთან მისული. დამწუხრებულმა წმიდა მეფემ სამოსიდან ყველა ძვირფასეულობა მოიხსნა, რამაც იგი წყალობის გაცემაში შეაფერხა და სინანულის ნიშნად ხახულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა...

ნ.ტოლოჩანოვისა და ა.იევლევის 1650-1652 წლებში იმერეთში ელჩობის მასალებში დაცული ხახულის კარედის აღწერილობაში ვკითხულობთ: "საკურთხევლის ჩრდილოეთის კართან, მიტროპოლიტის ადგილისა და მარცხენა სამგალობლოს პირდაპირ, რვაფურცლოვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატია, წელზედა გამოსახულების, მლოცველი, ისე, როგორც "ვედრების" ხატზე იხატება, უფლისადმი ხელაპყრობილი, საოცრად შემკული. მიტროპოლიტმა თქვა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს ხატი მსოფლიო მოციქ-ულის ლუკა მახარობლის დახატულია. ღვთისმშობლის ხატს სახე და ხელები მთელი აქვს, შესანიშნავად იყო დახატული, მაგრამ სამოსელი ჩამოცვივნული აქვს, გვირგვინი და არშიები ოქროთია მოჭედილი. მათზე ოცდაოთხი ჟოლოსფერი იაგუნდია, დიდი და საშუალო კაკლის ოდენა. გვირგვინს ქვებსა და არშიებს ორმუზდის დიდი მარგალიტები აქვს შემოვლებული. ღვთისმშობლის შუბლს ზემოთ კავიან ოქროს ბალთაში ჩასმულია დიდი რუსული კაკლის ოდენა ორმუზდის მარგალიტი, მკერდზე-წვრილად დაწახნაგებული რუსულ კაკალზე მოზრდილი კვამლისფერი ალმასი. ხატის შიდა ბუდე ოქროთია მოჭედილი და საშუალო ზომის იაგუნდებით, ზურმუხტებით და მარგალიტებით არის შემკული. ხოლო დღესასწაულთა სცენები, წმინდანები და ბალთები მინანქრისაა"...

მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, XIX საუკუნეში ხახულის ღვთისმშობლის ხატი (საქართველოს ეკლესიის სხვა უამრავ სიწმიდეთა მსგავსად) გაიძარცვა. კარედის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მთლიანად ტიხრული მინანქრის ხატი (რომელიც ტიხრული მინანქრით შესრულებული უდიდესი ხატი იყო მსოფლიოში) ქუთაისის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა სულ ნატეხ-ნატეხ გაიტანა საქართველოდან. დამპყრობელთა უწმიდურ ხელებს, ღვთის მადლით, ხატის მხოლოდ სახე და ხელები გადაურჩა.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსიის შემდეგ (1921 წ.), ბოლშევიკურმა ღვთისმგმობმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სხვა სიწმინდეებთან ერთად ჩამოართვა და იგი ამჟამად თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული


ხახულის სასწაული

ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევის შემდეგ სოფელ ხახულის მოსახლეობა მუსლიმი გახდა. ტაძარში აღარ ლოცულობდნენ. ეშინოდათ, მუსლიმები ვართ და ქრისტიანულ ტაძარში რომ შევიდეთ ღმერთი დაგვსჯისო. ტაძარი დაუკეტავთ და წლების განმავლობაში კარსაც არ აღებდნენ. გადმოცემის თანახმად, ერთი ქალი, რომელსაც მაჰმადიანობა იძულებით ჰქონდა მიღებული, მდინარის ნაპირზე სილით ჯამ-ჭურჭელს ხეხავდა. ქალს უფიქრია, რა იქნება, ეკლესიის ზარების ხმა გავიგონო ან ტაძრის კარები გაიღოს, შევიდე და იქ ვილოცოო. ამ ფიქრის შემდეგ ეკლესიის ზარების ხმა მართლაც ჩაესმა. უფიქრია, ღმერთო, იმის საშუალებაც მომეცი, მარიამ ღვთისმშობელი ტაძარში ვადიდოო. ქალს ციდან ხმა ჩაესმა-ნუ გეშინია, დადგება დრო, ტაძარში შეხვალთ და ილოცებთ, და ამის დასტურსაც იხილავთ, ეკლესია უპატრონოდ არ უნდა დატოვოთო. ამის შემდეგ მართლაც მომხდარა სასწაული. ტაძარი მოხრილა, გუმბათზე აღმართული ჯვრის ქიმი იმ ქალის გასახეხად გამოტანილი ტაფის ჩამოსაკიდ რგოლში გაყრილა და ისევ აღმართულა. ქალის ტაფა გუმბათზე დაეკიდა. იდუმალ ხმას ისევ უთქვამს-ეს არის დასტური, მრევლი დაგიჯერებს, ტაძარში შევა და ილოცებსო. ქალი სოფელში გაქცეულა, მეჩეთის ეზოში შეკრებილი ხალხისთვის უთქვამს, ჩვენ აქ არ უნდა ვილოცოთ, ტაძარში უნდა შევიდეთ და ღმერთი იქ ვადიდოთო. ქართველები ხახულის ტაძართან მისულან და სასწაული, რომ უხილავთ, ქალისთვის დაუჯერებიათ, ტაძარში შესულან და ლოცვები აღუვლენიათ. ეს ამბავი ორი საუკუნის წინ მომხდარა. ექვთიმე თაყაიშვილი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის შესახებ წიგნში წერს-ვინც ხახულის ტაძარში შევა, კარის უკან ნიში უნდა მონახოს, სადაც ჩუქურთმებით ღვთისმშობელია გამოსახული და იგი სასწაულთმოქმედიაო.

ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შესრულებულია იგავმიუწვდომელი ხელოვნებით და თვალნათლივ ასახავს შუა საუკუნეების საქართველოს "ოქროს ხანის" როგორც სულიერი, ისე მატერიალური და კულტურული სიმაღლის სიდიადეს.

მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ
გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", № 9 (111), 2001 წ.
.................................
აქვე წაიკითხეთ:

ხახულის კარედი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat