კალუგასთან ახლოს სოფელ ტინკოვოში ცხოვრობდა მემამულე ვასილი ხიტროვი. ერთხელ მისი ორი მსახური სხვენზე ძველ ნივთებს არჩევდნენ.
ერთი მათგანი ევდოკია უწესოდ ლაპარაკობდა. ამ დროს მათ დიდ ტილოზე დახატული შავსამოსიანი ქალბატონის სურათი იპოვეს, რომელსაც ხელთ წიგნი ეპყრა. მეგობარმა ის იღუმენიას სურათად ჩათვალა და ევდოკიას უთხრა, ამის მაინც შეგრცხვესო. მან კი უპასუხა, მე შენი იღუმენიასი არ მეშინიაო და ხატს შეანერწყვა. ევდოკია ეშმაკეული გახდა და ძირს უგონოდ დაეცა. შეშინებულმა მეგობარმა ევდოკიას მშობლებს შვილის მკრეხელობის ამბავს მოუყვა. შემდგომ ღამეს ევდოკიას მშობლებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ და უბრძანა, გოგონას მიერ შეგინებულ ხატთან წყლის კურთხევის პარაკლისი გადაეხადათ, ნაკურთხი წყალი გოგონასთვის ეპკურებინათ და განიკურნებოდა. პარაკლისის შემდეგ ევდოკია გამოჯანმრთელდა. შემდგომში ხატი სამრევლო ეკლესიაში გადაიტანეს და მრავალი რწმენით შევედრებული განკურნა. გამოხდა ხანი და ხატი კალუგის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადააბრძანეს. ხატი მრავალგზის შეწევნია რუსეთს და კალუგის მოსახლეობას.
კალუგის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას წელიწადში რამდენჯერმე დღესასწაულობენ, მათ შორის 02 სექტემბერს, 12 ოქტობერს, 18 ივლისს და პეტრე-პავლეს მარხვის პირველ კვირა დღეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი