ეს წმინდა ხატი XII საუკუნის რუსეთში დაიხატა კეთილმსახური თავად ანდრია ბოგოლიუბოვის თხოვნით, ნიშნად მისადმი ღვთისმშობლის გამოცხადებისა.
1155 წელს თავადი ანდრია ვიშგოროდიდან სუზდალის მიწაზე გადასახლდა და თან წაიღო წმინდა ლუკა მახარებლის დახატული ხატი, რომელსაც შემდგომში ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ეწოდა. ვლადიმირიდან შვიდ მეტრში ცხენი, რომელსაც ხატის კიოტი მიჰქონდა, შეჩერდა და ადგილიდან აღარ დაიძრა. ანდრიამ თანამგზავრ მღვდელს ღვთისმშობლის ხატისადმი პარაკლისის გადახდა სთხოვა და თვითონ ცრემლმორეული ევედრებოდა. შემდეგ სალაშქრო კარავში გადავიდა, მაგრამ ლოცვას არ წყვეტდა. ამ დროს მას ღვთისმშობელი გამოეცხადა ხელში გრაგნილით და უბრძანა ვიშგოროდიდან წამოღებული თავისი ხატი ვლადიმირში დაესვენებინა, ხოლო გამოცხადების ადგილას ტაძარი და წმინდა სავანე აეგო. მან ლოცვად ხელები ზეცისკენ აღაპყრო, და ქრისტესგან კურთხევა მიიღო, რომელიც ამ დროს გამოჩნდა. და ხილვაც შეწყდა. თავადმა ანდრიამ გამოცხადების ადგლას ღვთისმშობლის შობის ეკლესია ააშენა და წმინდა მონასტერიც ააგო. ხოლო გამოცდილ მხატვარს გამოცხადების მიხედვით ღვთისმშობლის ხატი დაახატვინა, რომელიც შემდგომში ახალაშენებულ ეკლესიაში დააბრძანა. წმინდა ანდრიამ მონასტერს და მის გარშემო წარმოქმნილ ქალაქს ბოგოლიუბოვი, ანუ ღვთივსაყვარელი უწოდა, რადგან მისივე თქმით: "ღვთისმშობელმა შეიყვარა ეს ადგილი". ამ სავანის სახელწოდების მიხედვით წმინდა ანდრიას ბოგოლიუბოვი და მისი შეკვეთით დახატულ ხატსაც ბოგოლიუბისა ეწოდა. ღვთისმშობლის ამ წმინდა ხატისა და მისი უძველესი წმინდა ასლებიდან, უამრავი სასწაული აღესრულება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი