სამანი ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს. სამანთმფარველი - ასე ეწოდება მესაზღვრეთა მფარველ დედა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და მესაზღვრეების მოძღვრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზის მიქაელ მაჭარაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
ივერიის ღვთისმშობლის, სამანთმფარველის ხატი მესაზღვრეების შემოწირულობებით ხატმწერმა ლაშა მათიაშვილიმა დაწერა. დედა ხატის წერა 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო და 2008 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა. მასალად გამოყენებულია ცაცხვის მერქანი, რომელიც დაფერილია ბუნებრივი პიგმენტებით, კვერცხის ტემპერით და ოქროს თხელი ფირფიტებით.. სამანთმფარველის სულ 12 ხატი დაიწერა.
22 ივნისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა საქართველოს საზღვრების მფარველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი "სამანთმფარველი" აკურთხა და დალოცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები. დალოცვის ცერემონიას ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები. ხატები სხვადასხვა ეპარქიებში გადააბრძანეს.
როგორც მამა მიქაელმა საუბრისას აღნიშნა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და მასთან შეთანხმებით დედა ხატი დაბრძანებულია დარიალის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის და წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსში..
შემდგომ დაწერილი ხატები დაბრძანებულია: სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის სამლოცველოში (მცხეთა–თბილისის ეპარქია), სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს "ჯავა-ონის" ადმინისტრაციულ შენობაში (ნიკორწმინდის ეპარქია), ცხვარიჭამიის მამათა მონასტრის ამაღლების ტაძარში, ლაგოდეხის ეპარქიის, ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში (ლაგოდეხის ეპარქიას ხატი გადაეცა სასზღვრო პოლიციის სამმართველო "ლაგოდეხის" მიერ), სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს "წითელი ხიდის" ადმინისტრაციულ შენობაში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის (ჯაყისმანი) აღდგომის სახელობის მამათა მონასტერში (აღდგომის სახელობის მამათა მონასტერს ხატი გადაეცა სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ახალციხის" მიერ), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის (დედოფლისყარო) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. (ეპარქიას ხატი გადაეცა სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "დედოფლისწყაროს" მიერ), სამეგრელო-ზემო სვანეთის ეპარქიის, მესტიის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში (ხატი გადაეცა სასაზღვრო პოლიციის "მესტიის" სამმართველოს მიერ), სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ფოთის" ადმინისტრაციულ შენობაში, სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ბარისახოს" ადმინისტრაციულ შენობაში, ბათუმში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში (ხატი გადაეცა სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ბათუმის" მიერ), სასაზღვრო პოლიციის სამმართველო "ზემო-აფხაზეთში" (ყოფილი "აჟარა").
შეეწიოს სრულიად საქართველოს დედა ღვთისა, ივერიის ღვთისმშობელი ს ა მ ა ნ თ მ ფ ა რ ვ ე ლ ი!
ჰოი, ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, ივერიის სამანთმფარველო, გადააფარე ჩემს სამშობლო საქართველოს შენი დედობრივი წმინდა კალთა, დაგვიფარე ხილული და უხილავი მტრებისაგან შინ და გარეთ, მოგვმადლე ზეციური საქართველოს საზღვრების დაბრუნება და გაძლიერება, რადგან შენ ხარ ზეცით მშვენება გაბრწყინებული და ქვეყნის ნუგეში იმედიანი.
ამინ, ამინ, ამინ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი