ნოვგოროდ-სევერიდან რვა ვერსის დაშორებით, მდინარე დესნის სანაპიროზე გაშენებულ სოფელ ლენკოვოში ღვთისმშობლის ხატი "დაღრჩობისაგან დამხსნელი" იმყოფება.
იმ მთის პირდაპირ, რომელზედაც ეკლესია დგას, დესნაზე საშიში მორევია, მისი გადაცურვა მეტად ძნელია. ხშირად მასში დიდი ბარკასებიც დაღუპულან. ერთხელ აქ ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდა; როდესაც ნაოსნები ლენკოვთან გაივლიდნენ, ნაპირს მიადგებოდნენ ხოლმე და ეკლესიაში ამ ხატის წინაშე ლოცულობდნენ, რათა დაღრჩობისაგან დამხსნელს ეხსნა ისინი. შემდეგ კენჭს იყრიდნენ, თუ ვის მოუწევდა ბარკასზე მესაჭეობა. ხატის გამოჩინების შემდეგ უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირდა.
"ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია", თბილისი, 2001 წ.
ლოცვა
მიმართავენ ისინი, ვინც წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებულნი
შუამდგომელო მხურვალეო, დედაო ღუთისა მაღლისაო, შენ ხარ შემწე და მეოხ ყოველთა ქრისტეანეთა, რომელნი ჭირსა შინა შთავრდომილ არიან. გარდამოიხილე მაღლით ჩუენზედა, რომელნი სარწმუნოებით თაყუანისვსცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა. გევედრებით, გარდამოუვლინე, მსწრაფლშეწევნაჲ შენი ყოველთა, რომელნი ზღუასა შინა იჭირვიან. ცხოვნებაჲ მიჰმადლე მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ყოველთა, რომელნი წყალსა შინა რღუნით მოსწყდებიან და ყოველთა მლოცუელთა ხსნისა მათისათვის მიანიჭე უხუებაჲ წყალობისა შენისა. რომელნი ხატსა შენსა შევრდომილნი, შენდა ვითარცა მწყალობელისა ჩუენისა მომართ შევსწირავთ ლმობიერთა გალობათა ჩუენთა: არა არს ჩუენდა მწე, არცა შუამდგომელ, არცა ნუგეშინისმცემელ თვინიერ შენსა, ჰოი, დედაო ყოველთა მწუხარეთა და მოგზაურობასა შინა მყოფთაო, შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი და ყოველსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
..................
სტატიის წყარო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი