დღესასწაული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა "მსწრაფლშემსმენელი" (X) - 09 (22) ნოემბერი
დღესასწაული ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა "მსწრაფლშემსმენელი" (X) - 09 (22) ნოემბერი
ეს საკვირველი ხატი ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერშია დაბრძანებული და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს: მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმინდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მეათე საუკუნეში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულმოქმედია და უძველესი.
ძალი თვისი პირველად 1664 წელს გამოავლინა:
ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა ხოლმე. ერთხელაც, ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა:
- აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ მიმჭვარტლავ სახეს!
უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა და არც ანთებული კვარით სიარული მოუშლია.
გამოხდა ხანი და ნილოსს კვლავ ესმა:
- ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო? - და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა.
ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა
და დაუდევრობის გამო. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა: ეგდო ხატის წინ დამხობილი, სანამ არ დადგა დღე.
შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულმოქმედი ხატის წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია საკმეველი.
ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღედაღამ დამხობილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა. ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიტყვებს.
ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა მისგან:
- ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ გასაჭირის ჟამს და ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი მეოხებით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება "მსწრაფლშემსმენელად", რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ!
ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აღეხილა.
ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმინდა მთაზე და მრავალი ბერი, მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს.
ამასობაში, ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელისგან მოპირდაპირე მხარეს, მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული, გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს.
გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ მსოფლიო მშვიდობისათვის.
მსახურ მღვდელს ევალება თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას. "მსწაფლშემსმენლის" სამლოცველოში კვირაში ორჯერ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულია ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობელად. ამ კანდელების ზეთიც შემოწირულია.
ღვთაებრივი "მსწარაფლშემსმენლის" ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა თვალი, კოჭლებმა იწყეს სიარული, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვეები და მრავალი სხვა. დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებით და შემუსრვილი გულით.
ევედრებიან მრავალთა უძლურებათა - სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას.
....................
აქვე წაიკითხეთ:

"მსწრაფლშემსმენელი"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.02.2023
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.
04.12.2022
600-ზე მეტი წლის წინ, პოჩაევოს მთაზე  ორი მონაზონი ცხოვრობდა. ერთხელ ერთ-ერთი მათგანი ლოცულობდა და ლოცვის შემდეგ მოინდომა მთის წვერზე ასვლა.
28.11.2022
მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ეს წმინდა ხატი 1282 წლის 20 ნოემბერს გამოჩინდა კიევის ახლოს.
04.11.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, "ყოველთა მწუხარეთა სიხარული", განდიდდა 1688 წელს:
26.10.2022
1615 წლის 13 ოქტომბერს ღვთისმშობლის ეს წმინდა ხატი უსტიუგიდან სედმიეზერის ღვთისმშობლის უდაბნოში
26.10.2022
ალექსი მიხეილის ძის მმართველობისას, პატრიარქ ნიკონის დროს, 1648 წლის 13 ოქტომბერს მოსკოვში ივერიის ღვთისმშობლისსასწაულმოქმედი ხატის ასლი ჩამოაბრძანეს.
24.10.2022
უფლის დედის ეს ხატი განდიდდა 1691 წელს, ჩერნიგოვის მაზრის სოფელ მოხნატინში. ეს წმინდა ხატი გამოსახულებით რუდენსკის ღვთისმშობლის ხატს წააგავს

24.10.2022
ღვთისმშობლის ეს ხატი გამოეცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეს 732 წელს
24.10.2022
წმინდა ხატი ესვენა წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ანტონის კელიაში.
09.10.2022
1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri