ღირსი იოანე დამასკელი, გალობათა აღმწერელი (+780) - 04 (17) დეკემბერი
ღირსი იოანე დამასკელი, გალობათა აღმწერელი (+780) - 04 (17) დეკემბერი
ღირსი იოანე დამასკელი 680 წელს სირიის დედაქალაქ დამასკოში, არაბი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. იოანეს წარჩინებული და კეთილმსახური მშობლები ჰყავდა.

მაშინ მძიმე დრო იდგა ქრისტიანთათვის; სირია სარკინოზებს - მაჰმადიან არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი დედაქალაქიანად და მრავალ უბედურებას სწევდნენ იქ მცხოვრებ ქრისტიანებს: ზოგს კლავდნენ, სხვებს ატყვევებდნენ და მონებად ჰყიდდნენ, და არავის აძლევდნენ უფლებას, თავისუფლად ეღიარებინათ ქრისტეს სარწმუნოება.

ამ განსაცდელის ჟამს იოანეს მშობლები, ღვთის განგებით, უვნებლად გადარჩნენ და თავიანთი მამულებიც შეინარჩუნეს; მათ არც წმინდა რწმენისთვის უღალატნიათ, რამეთუ ღმერთმა მიანიჭათ შესაძლებლობა სარკინოზთა კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.

ასე რომ, უკეთურნი აგარიანნი არ უკრძალავდნენ მათ განცხადებულად ეღიარებინათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და დაუფარავად განედიდებინათ უფლის წმინდა სახელი. მეტიც, იოანეს მამა - სერგი მანსური დამასკოს მსაჯულად და მთავარ ლოგოფეტად, ანუ ხაზინადრადაც კი დაადგინეს; მასვე ევალებოდა ყველა ახალმშენებლობათა უფროსობა.

ასეთი ხელსაყრელი მდგომარეობის წყალობით იგი მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებდა ქრისტიან თანამოძმეთათვის: ტყვეობიდან გამოისყიდდა მათ, სიკვდილისაგან იხსნიდა განსჯილთ, მძიმე ბორკილთაგან ათავისუფლებდა პყრობილთ და ყოველმხრივ შეეწეოდა გაჭირვებულებს...

იოანეს გარდა სერგი მანსურს შვილობილიც ჰყავდა - ადრეულ სიყრმეში დაობლებული კოსმა.

სერგი ზრუნავდა, რომ ორივე ვაჟი კეთილსახიერად აღ¬ზრდილიყო და მაჰმადიან არაბთა ჩვეულებები კი არ ესწავლა - მათი მხედრული ხელოვნება, ნადირობა თუ სხვა საერო საქმე, არამედ ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, მორჩილება და, რაც მთავარია, საღმრთო წერილი.

ამიტომ მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს ისეთი ბრძენი და კეთილმსახური ადამიანის მოვლინებას, ვინც მოძღვრად შეექმნებოდა ყრმა იოანეს და კოსმას. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა და მართლად მიანიჭა ასეთი მოძღვარი.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა იოანე დამასკელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით ლინკზე


სერგი მანსურის მიერ იტალიელი ბერი კოსმას ტყვეობიდან დახსნა


იმხანად დამასკელი არაბები ავაზაკურად ესხმოდნენ თავს მეზობელ მხარეებს, ზღვაზეც მეკობრეობდნენ და მრავლად მოჰყავდათ ტყვე ქრისტიანები, რომელთაც ბაზრობებზე მონებად ჰყიდნენ, ხოლო თუ რომელიმე ტყვე გასაყიდად არ გამოდგებოდა, კლავდნენ კიდეც.

ერთხელაც მათ, სხვებთან ერთად, ვინმე ბერი დაატყვევეს, სახელად კოსმა, გარეგნულად კეთილსახიერი და სულითაც მშვენიერი კაცი, იტალიიდან იყო. სხვა ტყვეებთან ერთად ისიც დამასკოს ბაზარზე გაიყვანეს გასაყიდად.

სასიკვდილოდ განწირული ტყვეები კოსმას უვარდებოდნენ ფერხთ და თვალცრემლიანნი ევედრებოდნენ, ილოცე ღვთის წინაშე ჩვენი სულებისთვისო. რაკი მის ამგვარ პატივს ხედავდნენ, სარკინოზნი დაინტერესდნენ, - რა წოდება თუ თანამდებობა გქონდა შენს სამშობლოში, რომ თანამოძმე ქრისტიანები ასე გაფასებენო, რაზეც კოსმამ მიუგო:

- არანაირი წოდება და თანამდებობა მე არ მქონია! მღვდლადაც კი არ ვყოფილვარ ნაკურთხი, რადგან ერთი ცოდვილი და უღირსი ბერი ვარ მხოლოდ, განსწავლული ფილოსოფიაში. ეს კია, რომ ქრისტიანული ფილოსოფიის გარდა, ყოველივე ისიც შემისწავლია, რაც წარმართ ბრძენკაცებს მოუაზრებიათ!

ამ სიტყვების თქმაზე კოსმას თვალთაგან ცრემლები წასკდა. იქვე შორიახლოს იოანეს მამაც იდგა, სერგი მანსური, რომელიც მიუახლოვდა ქრისტიან ბერს და სანუგეშოდ ასე უთხრა:

- ტყუილად მისტირი, ღვთის კაცო, ამა ქვეყნის დაკარგვას, რომელსაც დიდი ხნის წინ განშორებიხარ და რომლისთვისაც მომკვდარი უნდა იყო, როგორც ამას შენი საბერმონაზვნო შესამოსელი გავალებს!

- მე ამაქვეყნის დაკარგვას სულაც არ მივტირი! - მიუგო კოსმამ, - მისთვის, როგორც კარგად თქვი, მე მომკვდარი ვარ! არც რაიმე ქვეყნიურისთვის ვწუხვარ, რაკი ვუწყი, რომ არსებობს სხვა ცხოვრება - უმჯობესი ამქვეყნიურ წარმავალ ცხოვრებაზე, - უკვდავი და მარადიული ნეტარი ცხოვრება, განმზადებული ქრისტეს მონათათვის, რომელთა შორისაც მეც მივითვლი თავს და მეც ვსასოებ ღვთის შეწევნით დავიმკვიდრო იგი! მე იმას დავტირი, რომ ამაქვეყნიდან უშვილოდ მივდივარ, მემკვიდრეს არ ვტოვებ!

სერგი მანსურს მეტად გაუკვირდა ბერის ეს სიტყვები:

- მამაო, შენ მონაზონი ხარ, ვისაც თავი ღმერთისთვის მიგიძღვნია სიწმინდისა და უქორწინებლობის შესანარჩუნებლად და არა შვილების გასაჩენად! მაშ, როგორღა მწუხარებ უშვილობის გამო?!

მაშინ კოსმამ განუმარტა:

- შენ არ გესმის, ბატონო ჩემო, ჩემი ნათქვამი: მე ხორციელ შვილზე და ქვეყნიურ მემკვიდრეობაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ სულიერ შვილზე და სულიერ მემკვიდრეობაზე! მე, როგორც თვით ხედავ, ღარიბი ბერი ვარ და არაფერი გამაჩნია, მაგრამ უხვად მაქვს სიბრძნის საუნჯე, რომლითაც სიჭაბუკიდან განვმდიდრდი ღვთის შეწევნითა და დაუღალავი შრომით. მრავალი სხვადასხვა კაცობრივი მეცნიერება შემისწავლია ჩემს წუთისოფელში - რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, მოცემული სტაგირელი ბრძნის (არისტოტელეს) და არისტონის ძის (პლატონის) მიერ; კარგად ვიცი მიწის გაზომვა და მუსიკა, ზეციურ სხეულთა მოძრაობა და ვარსკვლავთა მიმოქცევა, ასე რომ, ქმნილების სიმშვენიერისა და მისი ყოვლად ბრძნული მოწყობისაგან შემიძლია თვით შემოქმედის უფრო ღრმა შეცნობამდე ავმაღლდე; დაბოლოს, მე კარგად შემისწავლია ბერძენი და რომაელი ღვთისმეტყველების მიერ შედგენილი მოძღვრებაც მართლმადიდებლობის საიდუმლოთა შესახებ. აი, ასეთი საუნჯის მფლობელი ვარ და ჯერ არავისთვის არ მიწილადებია იგი! ახლაც არ ძალმიძს სხვას გადავცე ის, რაც შემისწავლია, რადგან არც დრო მაქვს ამისთვის, არც მოწაფეები და არც შესაძლებლობა! და ვგონებ, აქვე მოვკვდები აგარიანთა მახვილისგან და ასე უჯეროდ წარვუდგები ჩემს უფალს, ვითარცა უნაყოფო ხე და ვითარცა ის ურგები ბოროტი მონა, რომელმაც თავისი უფლისაგან მიღებული ტალანტი მიწაში ჩაფლა და არ განამრავლა (მათე 25, 15). აი, რას დავტირი და რისთვის ვმწუხარებ! საერო დაქორწინებული კაციც ხომ მწუხარებს თავის უშვილობას, და მეც ვიურვი იმისთვის, რომ სულიერი ძე არა მყავს, ერთიც კი, რომელიც ჩემ შემდგომ მემკვიდრე გახდებოდა მთელი ჩემი სიბრძნისეული სიმდიდრისა!..

ამ სიტყვების გაგონებაზე წმინდა იოანეს მამამ დიდად განიხარა, რადგან აი, ღვთის წყალობით, დიდი ხნის სასურველი საუნჯეც იპოვა; ამიტომ სიხარულით უთხრა ბერს:

- ნუ იურვი, მამაო! ღმერთი მოწყალეა და გულის სურვილს უსათუოდ შეგისრულებს!

მერმე საჩქაროდ გაეშურა სარკინოზთა მთავართან, ფერხთ შეუვარდა და მხურვალედ სთხოვა, ტყვე ბერი მაჩუქეო.

მანაც შეუსრულა თხოვნა და მიუძღვნა კოსმა, რომელიც ნამდვილად ყოველგვარ საბოძვარზე უფრო ძვირფასი იყო.

შემდეგ ნეტარი კოსმა სახლში წაიყვანა და მრავალი ხანგრძლივი გაჭირვების სანაცვლოდ ქრისტესმიერი სიყვარულით ანუგეშა - შეიტკბო, შეიფარა და მოსვენებაც მიანიჭა თავის ჭერქვეშ.

- მამაო, - ეუბნებოდა სერგი მანსური კოსმას, - ამიერიდან ბატონი იყავი ჩემი სახლისა, მოზიარე ყველა ჩემი სიხარულისა და მწუხარებისა! - და შემდეგ დასძენდა:

- აი, ხედავ, ღმერთმა ოდენ თავისუფლება კი არ მოგანიჭა, ნანატრი სურვილიც აღგისრულა, რამეთუ მე ორი ძე მყავს, ერთი ჩემი ხორციელი შვილია - იოანე, მეორე კი - ნაშვილები, ტომით იერუსალიმელი, ადრეული სიყრმიდანვე დაობლებული შენი სეხნია, კოსმა!..გევედრები, მამაო, ასწავლე მათ სიბრძნე და კეთილი ზნე, დამოძღვრე ისინი ყოველ კეთილ საქმეში, აქციე ისინი შენს სულიერ ძეებად, აღზარდე და ააღორძინე ღმრთივსულიერი სწავლით, და შენს შემდგომ იმ სულიერი სიმდიდრის მემკვიდრეებად დასტოვე, რომელსაც ვერავინ ვერ მოსტაცებს მათ!

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ბერი კოსმას შეგირდები იოანე და კოსმა


ბერმა კოსმამ ღმერთი განადიდა ასეთი წყალობისათვის და გულმოდგინედ შეუდგა ორივე ყრმის აღზრდას. ყრმები კი მეტად გონიერნი იყვნენ, ადვილად ითვისებდნენ მოძღვრისაგან ნასწავლს და წარმატებით ეუფლებოდნენ ყოველგვარ სიბრძნეს.
იოანე მაღლად მფრენი არწივის მსგავსი იყო სწავლაში და ცოდნის უმაღლეს საიდუმლოებებს სწვდებოდა, მისი სულიერი ძმა კოსმა კი ზურგის ქარით სწრაფად მცურავი ხომალდივით შორს მიემართებოდა სიბრძნის ზღვაში. და მის სიღრმეებსაც ჩასწვდებოდა.

ორივე ძალზე გულმოდგინედ სწავლობდა და მცირე დროში ზედმიწევნით შეისწავლეს გრამატიკა, ფილოსოფია და არითმეტიკა, და ამაში პითაგორასა და დიოფანეს მიემსგავსნენ! მიწის გაზომვაც ისე კარგად შეისწავლეს, რომ ახალ ევკლიდეებად შეიძლებოდა მათი აღიარება. ხოლო თუ როგორ დახელოვდნენ პოეზიაში, ამას ნათლად მოწმობენ მათ მიერ შედგენილი საეკლესიო ჰიმნები და საგალობლები.

განზე არ დაუტოვებიათ ნიჭიერ ყრმებს არც ასტრონომია, და ასევე კარგად შეისწავლეს საღვთისმეტყველო საიდუმლონიც.

გარდა ამისა, კეთილი ზნე-ჩვეულებებიც შეითვისეს და სათნოდ ცხოვრებასაც მიეჩვივნენ, გახდნენ რა სავსებით სრულყოფილნი ცოდნაში - სულიერ სიბრძნეშიც და ქვეყნიურშიც. განსაკუთრებით იოანე წარემატებოდა სწავლაში.
მის გამო მასწავლებელიც კი ჰკვირობდა, რომელსაც მოწაფე აღემატა კიდეც სიბრძნის ზოგიერთ დარგში. რამეთუ იოანე უდიდესი ღმრთისმეტყველი იყო შემდეგში, რასაც ცხადად მოწმობენ მისი ღმრთივსულიერი წიგნები. მაგრამ იგი არ იქადოდა თავისი სიბრძნით.

როგორადაც ნაყოფით დახუნძლული ხე სულ უფრო დაბლა იხრება, ასევე იოანეც, რაც უფრო მეტად წარემატებოდა სიბრძნეში, მით ნაკლებ ფიქრობდა საკუთარ თავზე და შეეძლო სიჭაბუკისმიერი ოცნებებისა და ზრახვების დაურვება, თავის სულს კი, კანდელივით ზეთით აღსავსეს, საღმრთო სურვილის ცეცხლით აღაგზნებდა.

და აი, ერთხელაც მოძღვარმა კოსმამ ასე უთხრა იოანეს მამას - სერგი მანსურს:

- აღსრულდა შენი სურვილი, ჩემო ბატონო: შენი ყრმები კარგად განისწავლნენ, ისე რომ, უკვე მეც კი აღმემატებიან სიბრძნით! ასეთი მოწაფეები ვერ დაკმაყოფილდებიან იმით, რომ თავიანთ მასწავლებელს გაუტოლდნენ. ბრწყინვალე მეხსიერებისა და განუწყვეტელი მეცადინეობის წყალობით ისინი სავსებით ჩასწვდნენ სიბრძნის მთელ სიღრმეს, ღმერთმა კი კიდევ უფრო განამრავლა მათი ნიჭი. ამიერიდან მათ აღარ ესაჭიროებათ ჩემი მოძღვრობა, რადგან უკვე თვით შეუძლიათ სხვათა სწავლება. ამიტომ გევედრები, ჩემო ბატონო, გამიშვი მონასტერში! იქ მე თვით გავხდები მოწაფედ და უზენაეს სიბრძნეს ვისწავლი სრულყოფილ ბერმონაზონთაგან. ის საერო ფილოსოფია, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მისწავლია, სულიერ ფილოსოფიასთან წარმგზავნის, საეროზე უფრო ღირსეულთან და განწმენდილთან, რამეთუ მხოლოდ მას მოაქვს ნამდვილი სარგებლობა ადამიანისათვის იმით, რომ იხსნის მის სულს.

ამის გაგონებაზე იოანეს მამა დამწუხრდა, რადგან არ სურდა დაეკარგა ესოდენ ღირსეული და ბრძენი მოძღვარი. მაგრამ მან არ იკადრა მოხუცი ბერის ძალით შეკავება, რათა არ შეეურვებინა იგი.

ამიტომ აღუსრულა სურვილი: უხვად დაასაჩუქრა და მშვიდობით განუტევა. ბერმაც პალესტინაში ღირსი მამის, საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა იერუსალიმის მახლობლად, სადაც მშვიდობით დაჰყო გარდაცვალებამდე და მერმე ყოვლად სრულყოფილ სიბრძნეს - შემოქმედ ღმერთს შეერთო...

რამდენიმე წლის შემდეგ იოანეს მამაც - სერგი მანსურიც გარდაიცვალა. სარკინოზთა მთავარმა იოანეს მოუწოდა თავისთან და შესთავაზა, ჩემი პირველი მრჩეველი იყავიო.

იოანე უარს ეუბნებოდა, რაკი სულ სხვა სურვილი უღვიოდა გულში - ღმერთის წინაშე ემუშაკა განმხოლოებასა და მდუმარებაში.

მაგრამ სირიის განმგებელმა აიძულა დამორჩილებოდა მის ნებას, და იოანემაც, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მიიღო ეს მაღალი თანამდებობა, - და აი, ქალაქ დამასკოში მან თავის მშობელ მამაზე მეტი ძალაუფლება მოიპოვა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ხატმებრძოლობის ერესი


ამ დროს ეკლესიას მოულოდნელად თავს დაატყდა ახალი ერესი - ხატთმბრძოლობა, რამაც თითქმის ერთი საუკუნე იბობოქრა და აღმოსავლეთ საქრისტიანოში უდიდესი არეულობა გამოიწვია.

მაჰმადიანები გამუდმებით საყვედურობდნენ ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემლობას, რომ თითქოს განუდგნენ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემაზე დამყარებულ ძველ ღვთისმსახურებას, სამაგიეროდ თაყვანს სცემენ სამ ღმერთს და აღმერთებენ კერპებს - ასე უწოდებდნენ წმინდა ხატებს.

იუდეველები გულმოდგინედ იმეორებდნენ ამ უკანასკნელ ბრალდებას და უხაროდათ, რომ ქრისტიანთა შეურაცხყოფის საშუალება მიეცათ.

მაჰმადიანებზე სამხედრო გამარჯვებებით სახელგანთქმულმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741 წწ.) მოინდომა, ხატების განადგურებით "ცრურწმენისგან" გაეწმინდა ეკლესია და ამ გზით გაექრისტიანებინა მაჰმადიანები და იუდეველები.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ სცადა იმპერატორის დაყოლიება, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე; განუმარტა ხატთა თაყვანისცემის ნამდვილი მნიშვნელობა და გააფრთხილა, რომ არც იმპერატორს და არც პატრიარქს უფლება არა აქვთ, შეცვალონ ეკლესიის ტრადიციები. თავის მხრივ კი დასძინა, რომ სიკვდილი ერჩივნა ამ უკანონობისთვის ხელშეწყობას.

მეფემ არ შეისმინა პატრიარქის რჩევები და 728 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად იკრძალებოდა ხატების თაყვანისცემა ტაძრებსა და სახლებში.

მამაცმა პატრიარქმა წინააღმდეგობის ნიშნად უარი განაცხადა თავის წოდებაზე, რის გამოც იგი შეურაცხყვეს, სცემეს და კონსტანტინოპოლიდან განდევნეს, ხოლო მის ადგილას დანიშნეს იმპერატორის სრული მორჩილი ანასტასი. ღრმად მოხუცი პატრიარქი გერმანე აღესრულა დევნულებაში, დაგვიტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თხზულება.

იმპერატორმა დეკრეტის გამოცემა არ იკმარა და ბრძანა: ტაძრებიდან და სახლებიდან გამოეტანათ და სახალხოდ დაეწვათ ხატები. ხალხი უკიდურესად აღშფოთდა. მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან საიმპერატორო სასახლის კარიბჭის თავს ამშვენებდა, ახლა უნდა გაენადგურებინათ. ხელისუფლისგან გამოგზავნილმა სამხედრო მოხელემ კედელს კიბე მიადგა და ბრძანების შესრულებას შეუდგა. ამაოდ ევედრებოდა ცრემლმომდგარი ხალხი, ხელი არ ეხლო წმინდა, ყველასთვის თაყვანსაცემი გამოსახულებისთვის - მეომარმა ხატს ურო მაინც დაჰკრა. მაშინ გამწარებულმა დედაკაცებმა კიბე გადააყირავეს და შემცოდე მეომარი სასიკვდილოდ დაშავდა. ამას მოჰყვა აჯანყება, რომელიც იარაღით ჩააქრეს; ბევრი ეჭვმიტანილი სიკვდილით დასაჯეს...

ბრძანებისადმი ქვეშევრდომთა დაუმორჩილებლობით განრისხებულმა იმპერატორმა მიმართა უმკაცრეს ზომებს: განდევნას, ქონების ჩამორთმევას, პატიმრობას, წამებასა და სიკვდილით დასჯას.

ლეონ ისავრიელმა დაანგრია სასწავლებელი, რომლის მოძღვრებიც არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს ხატების შესახებ, კონსტანტინოპოლში დაწვა უზარმაზარი ბიბლიოთეკა და მისი თორმეტი ბიბლიოთეკარი მარტო იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ხელნაწერებში ხატთმბრძოლობის განმაქიქებელ გამონათქვამებზე მიუთითებდა.

მღელვარება გადაედო ყველა მხარეს, სადაც კი იმპერატორის ბრძანებამ მიაღწია. ზოგიერთი ეპისკოპოსი ლეონ ისავრიელისადმი მაამებლობისა თუ საკუთარი შეხედულების გამო ბეჯითად შეუდგა მისი ბრძანების შესრულებას, რამაც სახალხო მღელვარება უფრო გააღვივა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთი მწყემსმთავრებიც, რომლებიც უშიშრად იცავდნენ ეკლესიის ძველ წესებს.

რომის პაპმა გრიგოლ II დაგმო ხატთმბრძოლობის ერესი და იმპერატორი წერილით მკაცრად გაკიცხა მისი საქციელისათვის.

ლეონმა მამხილებელი პაპის დამხობა გადაწყვიტა, მაგრამ მთელი რომი გამოექომაგა თავის მღვდელთმთავარს.

იტალიის ბევრ ქალაქში განრისხებულმა ხალხმა დაამსხვრია იმპერატორის გამოსახულება; მზად იყო, აერჩია ახალი ხელისუფალი და ისავრიელის წინააღმდეგ ებრძოლა.

მაშინ პაპებმა - გრიგოლ II-მ და გრიგოლ III-მ შეაჩერეს მოსახლეობიდან გადასახადების აკრეფა იმპერატორისთვის.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

ხატთა თაყვანისცემის დამცველი იოანე

აღმოსავლეთს ხატთა თაყვანისცემის უძლიერეს დამცველად მოევლინა იოანე დამასკელი. როგორც კი დამასკომდე მიაღწია ცნობამ ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ იმპერატორის ბრძოლის შესახებ, იოანემ კონსტანტინოპოლის ეკლესიას მისწერა რამდენიმე ეპისტოლე, სადაც დიდი შემართებით დაიცვა ქრისტიანთა უფლება - გამოესახათ განხორციელებული ქრისტე, თაყვანი ეცათ მაცხოვრისა და მისი წმინდანების გამოსახულებებისთვის, რაც კერპთაყვანისმცემლობას სრულიადაც არ ნიშნავდა.

მისმა ეპისტოლეებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მოღვაწეებზე და გაამხნევა მართლმადიდებლები.

ერთ-ერთ ეპისტოლეში იოანე წერდა: "შეგნებული მაქვს რა ჩემი უღირსება, მე უეჭველად უნდა ვმდუმარებდე და მხოლოდ საკუთარ ცოდვებს დავტიროდე ღმერთის წინაშე, მაგრამ როცა ვხედავ, თუ როგორ შფოთავს და მღელვარებს ღვთის ეკლესია სასტიკი ქარიშხლით, ვფიქრობ, რომ ახლა დრო არ არის მდუმარებისათვის; მეშინის ღმერთისა უფრო, ვიდრე ქვეყნიური ხელმწიფისა, თუმცა ამ უკანასკნელის ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მას ადვილად შეუძლია ხალხის გაყოლიება"...
ამ ეპისტოლეშიც დიდი სიბრძნით იყო დაცული წმინდა ხატები და მხილებული ხატმებრძოლი მწვალებლობა, თუმცა ლეონ ისავრიელის მისამართით ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ ეწერა.

იმპერატორმა ლეონმა ვერ აიტანა თავისი უკეთურების საჯარო მხილება და გადაწყვიტა შური ეძია იოანეზე. ამისთვის თანამოაზრე მწვალებლებს მოუწოდა და უბრძანა მოჩვენებითი კეთილმსახურების სახით მისულიყვნენ მართლმადიდებლებთან, რათა როგორმე ხელში ჩაეგდოთ თვით იოანეს მიერ დაწერილი რომელიმე ეპისტოლე.

ეს ლეონ ისავრიელს თავისი მზაკვრული გეგმის განსახორციელებლად სჭირდებოდა. მართლაც ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ მეფის ბოროტმა თანამზრახველებმა მოახერხეს ერთი მორწმუნისაგან თვით იოანეს ხელით ნაწერი წერილის მოტყუებით მოპოვება და უმალ ხელმწიფეს მიართვეს იგი.

ლეონ ისავრიელმა თავის დახელოვნებულ გადამწერთ დაავალა ყველანაირად ეცადათ იოანეს ხელწერისათვის მიებაძათ და მისი სახელით დაეწერათ შემდეგი შინაარსის წერილი (ვითომცდა იოანეს მიერ გამოგზავნილი დამასკოდან კონსტანტინოპოლში):

"გიხაროდეს, მეფეო! და მეც მიხარის შენი ხელმწიფების გამო ჩვენი საერთო რწმენის გულისთვის! თაყვანს გცემ და ღირსსაფერ პატივს მოგაგებ შენს სამეფო დიდებულებას...

ამასთან გაუწყებ, რომ ჩვენი ქალაქი დამასკო, რომელიც აწ სარკინოზებს უპყრიათ ხელთ, ცუდად არის დაცული; აქ თითქმის სულ არა ჰყავთ მტკიცე მეციხოვნეები; ჯარიც მასში სუსტი და მცირერიცხოვანია.

ამისთვის გვედრი, მეფეო, მოწყალე იყავ ამ ქალაქისადმი და ღვთის გულისთვის წარმოგზავნე აქეთ შენი მხედრობა!

ოღონდ ისე მოაჩვენე, თითქოს იგი სხვა მხარეს მიემართება, და მოულოდნელად დაეცი დამასკოს, მაშინ შენ გაუჭირვებლად ეუფლები ქალაქს, ამ საქმეში მეც დიდად შეგეწევი, რამეთუ ქალაქიცა და მთელი ქვეყანაც ჩემს ხელთაა!"

როცა ეს ვერაგული წერილი დააწერინა მსახურებს, ვითომცდა იოანეს მიერ მისთვის მოწერილი დამასკოდან, მზაკვარმა მეფემ ახლა უკვე თავისი სახელით მისწერა სარკინოზთა მთავარს:

- "მშვიდობა შენდა, სირიის განმგებელო!.. ვგონებ, არაფერია იმაზე უმჯობესი, რომ მშვიდობით და მეგობრობით ვჰგიებდეთ ერთურთთან, რამეთუ სამშვიდობო დაპირებების შესრულება მეტად საქებარი საქმეა კაცთაგან და ღმერთისთვისაც მოსაწონი.
ამიტომ შენთან დამყარებული მშვიდობაც მე მსურს ბოლომდე ერთგულად და პატიოსნად შევინარჩუნო. მაგრამ ქრისტიანი დიდ-მოხელე ვინმე, მცხოვრები შენს სახელმწიფოში წამდაუწუმ მიგზავნის წერილებს და მომიწოდებს დავარღვიო ეს მშვიდობა, ამასთან, მპირდება გაუჭირვებლად ჩამაბაროს ქალაქი დამასკო, თუკი მე მოულოდნელად წარმოვგზავნი ჩემს ლაშქარს...

გიგზავნი ერთ-ერთს იმ წერილთაგან, რომელნიც ამ ქრისტიანს მოუწერია ჩემთვის, - ეს დაგარწმუნებს, რომ მე შენი მეგობარი ვარ. იმ კაცში კი, ვინც კადნიერად ასე მომწერს, შენ უტყუარ ღალატს და მტრობას შეიცნობ, და გეცოდინება, როგორი სიკვდილითაც დასაჯო იგი!"

ეს ორი წერილი ლეონ ისავრიელმა თავის ერთ დაახლოებულ პირს გაატანა დამასკოში სარკინოზების მთავართან. როცა ამ უკანასკნელმა წაიკითხა წერილები, უმალ მოუწოდა იოანეს და უჩვენა ის ცრუ წერილი, რომელიც ვითომცდა მას მიეწერა ლეონ მეფისათვის. იოანემ წაიკითხა წერილი, ყურადღებით დააკვირდა და თქვა:

- ამ გრაგნილზე დაწერილი ასოები რამდენადმე ჰგავს ჩემს ხელწერას, მაგრამ მე არ დამიწერია ეს, რადგან არასდროს აზრადაც არ მომსვლია წერილის მიწერა ბერძენი მეფისათვის. არ ეგების, რომ მე მზაკვრობით ვემსახურებოდე ჩემს ბატონს!..
იოანე მიხვდა, რომ ეს ბოროტ მწვალებელთა მზაკვრული საქმე იყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო განრისხებულ სარკინოზთან, რომელმაც ბრძანა, მარჯვენა ხელი მოეკვეთათ უდანაშაულო იოანესთვის.
იოანე სთხოვდა მთავარს, მცირე ხანს მოეცადა და დრო მიეცა მისთვის თავისი უდანაშაულობისა და იმ სიძულვილის დასამტკიცებლად, რომლითაც ბოროტი მწვალებელი მეფე იყო გამსჭვალული იოანესადმი, მაგრამ უზომოდ განრისხებულმა სარკინოზმა ყურიც არ დაუგდო მას და უბრძანა მსახურთ დაუყოვნებლივ აღესრულებინათ სასჯელი.

და აი, წმინდა იოანე ხალხმრავალ მოედანზე გაიყვანეს და მარჯვენა მოჰკვეთეს, - ის ხელი, რომელიც მართლმადიდებლებს განამტკიცებდა ღმერთის რწმენაში; და ეს ხელი, რომელიც თავისი ნაწერებით უფლის მოძულეთ ამხელდა, ახლა მელნით კი არა, საკუთარი სისხლით იყო დასვრილი!

მოკვეთის შემდეგ იოანეს მარჯვენა ქალაქის შუაგულში, ბაზრის მოედანზე გამოჰკიდეს ბოძზე ყველას დასანახად, თვით იოანე კი, ტკივილისა და სისხლის დაკარგვისაგან დაუძლურებული მისსავ სახლში წაიყვანეს. საღამოთი, როცა შეიტყო, სარკინოზთა მთავრის რისხვა დამცხრალაო, ნეტარმა იოანემ თხოვნა შეუთვალა:

- გევედრები, ბატონო ჩემო, უბრძანე, დამიბრუნონ ჩემი მოკვეთილი ხელი! ტკივილი სულ უფრო მატულობს და გამოუთქმელად მტანჯავს; სულს ვერ მოვითქვამ მანამდე, სანამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა ჰაერშია გამოკიდებული ქალაქის მოედანზე... დამიბრუნე, რომ მიწაში დავმარხო, რადგან ასე მგონია, თუ ის დაიკრძალება, ტკივილიც შემიმსუბუქდება...

მთავარმა შეუსრულა ეს თხოვნა და ბრძანა საზოგადო ადგილიდან ჩამოეხსნათ იოანეს მოკვეთილი მარჯვენა და მისთვის შინ მიეტანათ.

იოანემ აიღო თავისი ხელი, თავის სამლოცველო ოთახში შეიტანა და ქვე დაემხო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რომელიც ყრმა მაცხოვართან ერთადაა გამოსახული; მოკვეთილი მარჯვენა დარჩენილ იდაყვზე მიიდო და ცხარე ცრემლითა და სულთთქმით იწყო ლოცვა:

- დედუფალო ჩვენო, ყოვლადწმინდაო დედაო, რომელმაც შობე ღმერთი ჩემი! - გულის სიღრმიდან შეჰღაღადებდა იგი ღვთისმშობელს.

- აი, ჩემი მარჯვენა მოკვეთილია ღვთაებრივ ხატთა დაცვისათვის! შენ უწყი, რამაც განარისხა მეფე ლეონი. მაშ, ისწრაფე და განმიმრთელე მარჯვენა! უზენაესის მარჯვენა, რომელიც შენგან ხორციელ-იქმნა, შენი ლოცვით და მეოხმყოფელობით მრავალ სასწაულთ აღასრულებს.

ამიტომ მეც გევედრები, რომ ჩემი ხელიც განკურნოს შენი მეოხებით. ჰოი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო! დაე, ამ მარჯვენამ მხოლოდ ის დაწეროს, რის ნებასაც შენ დართავ სადიდებელად შენისა და შენი ძისა, და დაე, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებას შეეწიოს იგი თავისი ნაწერებით! შენ ყოველივე ძალგიძს მოიმოქმედო, თუკი ისურვებ, რამეთუ დედა ხარ ღვთისა!..

ამას და კიდევ მრავალს იტყოდა იოანე ცრემლებით, და ამ მხურვალე ლოცვისას მიერულა და ძილში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელიც ხატიდან ნათელი, მოწყალე თვალებით შემოსცქეროდა და ეუბნებოდა:

- ხელი შენი აწ განმრთელებულია! დანარჩენზე ნუ იურვი! გულმოდგინედ იშრომე, როგორც მე აღმიქვი! მალიად მწერლის კალმად აქციე შენი მარჯვენა!

გამოღვიძებულმა იოანემ ხელი მოისინჯა, დახედა და სრულიად განმრთელებული იხილა!

მხოლოდ მოკვეთის ხაზი ეტყობოდა. იგი უდიდესი სიხარულით აღივსო ღმერთის ამ სასწაულის გამო, რომელიც უფალმა და მაცხოვარმა ყოვლადწმინდა მარადის ქალწულის - თავისი დედის მარიამის მეოხებით აღასრულა მასზე.

მაშინ ზე-აღაპყრო ორივე ხელი და მუხლებზე დამხობილმა მადლობა შესწირა ღმერთსა და ღვთისმშობელს. მთელი ღამის განმავლობაში განიხარებდა იოანე თავის სახლეულთა ერთად და ახალ საგალობელს უგალობდა უფალს:

- "მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი" (გამოსვლ. 15, 6); შენმა მარჯვენამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა განკურნა, და იგი შენს მტრებსაც შემუსრავს, რომელნიც პატივს არ მიაგებენ შენს პატიოსან და შენი ყოვლადწმინდა დედის ხატებას; შენი ამაღლებული განდიდებისათვის მოსპობს სარწმუნოების მტრებს, რომელნიც წმინდა ხატებს სპობენ!..

როცა იოანე ამგვარად განიხარებდა მთელი თავის სახლეულთან ერთად და სამადლობელ საგალობლებს უძღვნიდა ღმერთს, მეზობლებმაც გაიგონეს ეს და როცა მისი სიხარულის მიზეზიც შეიტყვეს, ძალზე გაოცდნენ.

მალე მომხდარის შესახებ სარკინოზთა მთავარმაც გაიგო და მაშინვე თავისთან მოუწოდა იოანეს, ხოლო როცა ის სასახლეში წარუდგა, უბრძანა გამრთელებული ხელი ეჩვენებინა.

მოკვეთის ადგილას, ღვთისმშობლის ნებით, წითელი, თხელი ძაფისებრი ხაზი დარჩენილიყო ნიშნად იმისა, რომ მარჯვენა მართლაც მოკვეთილი იყო. ამის დანახვაზე დიდად გაოცებულმა სარკინოზმა იკითხა:

- რომელმა მკურნალმა ქმნა ეს?! და რა საკურნელებლით გაგიმრთელა ასე კარგად მარჯვენა?! ვინ განგიკურნა იგი ასე სწრაფად? ვინ განგიცოცხლა იგი ისე, თითქოს არც ყოფილიყო მოკვეთილი და მომკვდარი?!

იოანემ არ დაუმალა აღსრულებული სასწაული და ყველას გასაგონად დაადასტურა იგი:

- ეს უფალმა ჩემმა, ყოვლისშემძლე მკურნალმა განმიმრთელა მარჯვენა თავისი ყოვლადძლიერებით! ეს ჩემმა ღმერთმა განკურნა ჩემი ჭრილობა და განმიცოცხლა ის ხელი, რომელიც შენი ბრძანებით მომკვეთეს! უფალმა იესო ქრისტემ ქმნა ეს, როცა შეისმინა ჩემი მხურვალე ლოცვა-ვედრება თავისი ყოვლადწმინდა დედის მეშვეობით!

მაშინ გაკვირვებულმა მთავარმა შესძახა:

- ვაგლახ მე! ვერ შევიცანი ცილისწამება, უმართლოდ განგსაჯე და უდანაშაულოდ დაგსაჯე, ჰოი, კეთილო კაცო! გევედრები, შეგვინდე, რომ ასე მალიად და უგნურად განგიკითხეთ!

მიიღე ჩვენგან უწინდელი წოდება და უწინდელი თანამდებობა, და იყავ ჩვენი პირველი მრჩეველი! ამიერიდან უშენოდ და შენი რჩევის გარეშე არაფერი აღსრულდება ჩვენს სახელმწიფოში!

მაგრამ იოანე ფერხთ ჩაუვარდა მთავარს და დიდხანს ევედრებოდა, - გამიშვი ისე ვიცხოვრო, როგორც მე მსურს, ნუ შემიშლი ხელს, ამიერიდან ჩემს უფალს შევუდგე იმ ბერმონაზვნებთან ერთად, რომელთაც უარუყვიათ საკუთარი თავი და უფლის უღელი უდვიათ ქედსო...

სირიის განმგებელს არ უნდოდა მისი გაშვება და ყოველმხრივ ეცადა დაერწმუნებინა იოანე კვლავაც მასთან დარჩენილიყო, მთელი მისი კარის უფროსი და სრულიად სირიის განმკარგულებელი ყოფილიყო.

ამის გამო ბატონსა და ქვეშევრდომს შორის ხანგრძლივი ცილობა იყო: ისინი მხურვალედ სთხოვდნენ ერთურთს თავისას და ორივე ცდილობდა, თხოვნით ეძლია ერთურთისათვის.

ბოლოს, ღვთის განგებით, იოანემ გაჭირვებით მიაღწია საწადელს: დიდი ხნის თხოვნის შემდეგ მიიღო მთავრისაგან სასურველი თავისუფლება, ამიერიდან შეეძლო თავის ნებისამებრ მოქცეულიყო.

იოანე შინ მივიდა, მაშინვე ნათესავებს უხმო და თავისი გადაწყვეტილება გამოუცხადა. თავისი სიმდიდრე მათ დაუტოვა, მონების გათავისუფლება და იმდენი ფულის მიცემა უბრძანა, რომ მათ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლებოდათ.

იოანემ ყველაზე უბრალო კაბა გადაიცვა, აბგაში რამდენიმე ხმელი კვერი ჩაიდო, კვერთხი აიღო, დილაადრიანად მოგზაურივით გამოვიდა და იერუსალიმისაკენ გზას დაადგა.

წმინდა ადგილების თაყვანისცემის შემდეგ იორდანეს გადაღმა, უდაბნოს მიაშურა, სადაც წმინდა საბას ლავრაში ბერები მოღვაწეობდნენ. წინამძღვარმა მაშინვე იცნო იოანე და გაიხარა, რომ ასეთი ადამიანი თავმდაბლურად ითხოვდა მათ ძმობაში შესვლას.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

წმინდა იოანე საბაწმინდის ლავრაში


წმინდა საბას ლავრა იერუსალიმიდან 13-15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ჩვენი წინაპრები მას საბაწმინდას უწოდებდნენ. სახელი სავანემ დამაარსებლის - წმინდა საბა განწმენდილის პატივსაცემად მიიღო.

საბაწმინდა V საუკუნეში დაარსდა მეტად პირქუშ და სასტიკ ადგილას. ეს იყო თვალჩაუწვდენელი უფსკრულებით, პირალესილი კლდეებით გარშემორტყმული ხრიოკი, უწყლო ადგილი, მაგრამ სულის ხსნის მოშურნე ბერმონაზვნობა სწორედ ასეთ "ფიცხელ" ადგილებს ეტანებოდა და მალე ლავრა მოსაგრე მამებით აივსო.

აი ასეთ დიდებულ სავანეში მივიდა წმინდა იოანე, თავადაც დიდებული.

ვინ გაბედავდა სახელგანთქმული იოანეს დამრიგებელი ყოფილიყო საბაწმინდის ლავრაში? ყველანი უარზე იყვნენ. ბოლოს, მოიძებნა ვინმე ბერი, უბრალო, მაგრამ ბრძენი, რომელიც იოანეს მორჩილებაში აყვანას დათანხმდა.

ბერის პირველი მცნება იყო: არაფერი ეკეთებინა საკუთარი ნებით, ღვთის მიმართ ხანგრძლივად ელოცა და თავისი ცოდვების გამო განუწყვეტლივ ეგლოვა. ბერთან იოანე დიდხანს ცხოვრობდა, მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდა. ბერს უხაროდა, როცა ხედავდა, როგორი სისწრაფით ადიოდა იოანე სულ უფრო მაღალი სრულყოფილებისკენ.

ერთხელ იოანეს მოძღვარმა ბერმა დამასკელის მორჩილებისა და თავმდაბლობის გამოცდა მოისურვა. მოაგროვა მრავალი კალათი, რომლებსაც ისინი ერთად წნავდნენ და იოანეს გასაყიდად დამასკოში გაატანა.

- იცოდე, იმაზე ნაკლებ ფასად არავის მიჰყიდო, რომელსაც მე გეტყვი, - თქვა მან და იმაზე ბევრად დიდი ფასი დაადო, ვიდრე ისინი ღირდა.

წავიდა იოანე, ბერისთვის არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ფასი მეტისმეტად მაღალი იყო, რომ შორია გზა, რომ გაცილებით ნაკლებ ფასად მათი გაყიდვა იერუსალიმშიც შეიძლებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს, რცხვენია ზურგზე კალათებმოკიდებულს იმ ქალაქში სიარული, სადაც მას ადრე მდიდარი ცხოვრებით იცნობდნენ. მხოლოდ თქვა: "მაკურთხე, მამაო!" - კალათები აიღო და წავიდა.

ღარიბულად ჩაცმული იოანე დამასკოს ქუჩებსა და მოედნებზე დადიოდა, კალათებს სთავაზობდა მყიდველებს, მაგრამ როცა ფასს იგებდნენ, არავინ ყიდულობდა. დასცინოდნენ კიდეც და ამბობდნენ: "ჭკუაზე თუ ხარ, ამდენ ფულს რომ ითხოვ?"
რა თქმა უნდა, ვერავინ იცნო ამ გარუჯულ, დამტვერილ და გამხდარ მონაზონში ხალიფას მრჩეველი იოანე. მხოლოდ ერთი კაცი, იოანეს ყოფილი მსახური, დააკვირდა და მიხვდა, ვინ იყო იგი. ტკივილით გული შეეკუმშა, როცა თავისი ყოფილი ბატონი ასეთ გასაჭირში დაინახა. ვითომ არაფერი იცოდა, იოანესთან მივიდა და ყველა კალათი იყიდა იმ ფასად, რასაც იოანე ითხოვდა.

იოანე გახარებული დაბრუნდა სავანეში, მაგრამ როგორც საამო და თბილ ზაფხულს ნესტიანი შემოდგომა მოსდევს, შემოდგომას კი - მკაცრი ზამთარი, როგორც სიცილსა და სიხარულს ცრემლები ცვლის, როგორც წარმატებას წარუმატებლობა ენაცვლება, - ასევე დამასკოში კარგად შესრულებული დავალების შემდეგ იოანეს მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდა.

მაშინ, როდესაც წმინდანთა თაყვანისცემა დანაშაულად ითვლებოდა და იდევნებოდა, შეიქმნა იმ საეკლესიო საგალობელთა უდიდესი ნაწილი, რომელთაც დღესაც გალობენ ეკლესიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ღვთისსათნო წმინდანთა სადიდებლად. შთაგონებულ საგალობელთა ერთ-ერთი შემქმნელი იყო იოანე დამასკელი.

იმ ლავრის მონაზვნებს შორის, სადაც იოანე მოღვაწეობდა, ორი ღვიძლი ძმა იყო, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ერთი მათგანი გარდაიცვალა. ცოცხლად დარჩენილი ძმა უნუგეშოდ ტიროდა.

იოანე ანუგეშებდა, მაგრამ მისი წუხილი იმდენად დიდი იყო, რომ იოანეს სიტყვები მას ვერ ამშვიდებდა. მგლოვიარე მონაზონმა სთხოვა იოანეს, ისეთი სამგლოვიარო გალობა დაეწერა, რომელიც მის სულს დაამშვიდებდა.

იოანეს ახსოვდა თავისი მოძღვრის სიტყვები - თვითნებურად არაფერი ეკეთებინა და უარს ამბობდა, მაგრამ მონაზონი ისეთი დაჟინებით, ისეთი ცრემლით ევედრებოდა, რომ იოანე მის ნებას დაჰყვა.

ისეთი დიდი იყო გარდაცვლილი ძმის გამო წუხილი, რომ ის იოანესაც გადაედო და საოცარი გალობა დაწერა, რომელსაც დაკრძალვის დროს ეკლესიაში დღესაც გალობენ: "რომელი შუებაჲ სოფლისაჲ დაადგრების თუნიერ მწუხარებისა, რომელი დიდებაჲ ჰგიეს ქუეყანასა ზედა შეუცვალებელად; ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს; ერთი წამი, და ამას ყოველსა სიკუდილი უჩინო-ჰყოფს. არამედ ნათელსა პირისა შენისასა, ქრისტე, და სიტკბოებასა შენისა შუენიერებისასა, რომელი გამოირჩიე, განუსუენე, ვითარცა მხოლო კაცთმოყუარე ხარ".

"სადა არს სოფლისა ამის სიხარული და საწუთოჲსა საოცრება, სადა არს ოქრო, გინა ვეცხლი, სადა არს მონათა სიმრავლე და ამბოხი; აჰა ესერა ყოველივე იქმნა ავლ, ყოველივე ესე იქმნა მტუერ, ყოველივე ესე იქმნა სიზმარ და აჩრდილ.
არამედ მოვედით და ხმა-ვყოთ უკუდავისა მიმართ მეუფისა: საუკუნეთა კეთილთა შენთა ღირს-ყვენ, უფალო, ჩუენგან მიცვალებულნი, და განუსუენე მათ დაუსრულებელსა მას შინა ნეტარებასა შენსა".

ბერი ამ დროს სენაკში არ იყო; რომ დაბრუნდა, იოანეს ხმა გაიგონა და შემოსულმა მკაცრად დატუქსა: "რა ჩქარა დაგავიწყდა შენი აღთქმა; ტირილის ნაცვლად გალობა მესმის..."

იოანე შეეცადა მოძღვრისთვის გალობის მიზეზი აეხსნა და თავის დაწერილ ტროპარს უჩვენებდა, ბოლოს ფეხებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა, მაგრამ ბერს არაფრის გაგონება არ სურდა და იოანე გააგდო.

მან მთელი დღე მოძღვრის სენაკთან ტირილში გაატარა და მიტევებას სთხოვდა. ბერი შეუბრალებელი იყო. სხვა ბერები, რომლებსაც იოანე თავმდაბლობისა და თვინიერებისათვის უყვარდათ, შუამდგომლობდნენ და ეუბნებოდნენ ბერს:

- ეპიტიმია დაადე, მაგრამ შენთან ურთიერთობას ნუ აღუკვეთ, ნუ გააგდებ!

ბერმა ამაზე უპასუხა: - თუკი იოანეს მიტევება უნდა, ლავრის მთელი სიბინძურე საკუთარი ხელით გაწმინდოსო.

იოანემ ეს რომ გაიგონა, არათუ დამწუხრდა, სიხარულით შეუდგა დაკისრებულ საქმეს. ჰოი, საოცარი თავმდაბლობა ჭეშმარიტი მორჩილისა.

როცა ბერმა იოანეს თავმდაბლობისა და მორჩილების სიღრმე დაინახა, გული მოულბა, მასთან მიირბინა, მოეხვია, იმ ხელებს უკოცნიდა, რომლითაც იოანე ის-ის იყო, სიბინძურეს ეხებოდა და სიხარულით იძახდა: "ოი, როგორი მორჩილი მომმადლა ქრისტემ!"

ცოტა ხნის შემდეგ ბერს ძილში თვით ყოვლადწმინდა დედოფალი გამოეცხადა და უბრძანა ნება დაერთო იოანესათვის, რომ მას ღვთისადმი ქება და ჰიმნები შეეთხზა. ამის შემდგომ იოანეს კალმიდან შთაგონებულმა საგალობლებმა იწყო დინება.

საუკეთესო ჰიმნად შეიძლება პასექის კანონი ჩაითვალოს:

"აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო; პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკუდილისაგან მიხსნნა და ქვეყანით ცად აღმიყვანნა სუფევად ძლევისა მგალობელნი დღეს" (I გალობის ძლისპირი).

ამ კანონში ჟღერს სულიერი აღტაცება, რომელსაც აღდგომის ღამეს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში განიცდიან მლოცველები.

ამ აღტაცების მოწმე ხშირად ყოფილა თავისი მონასტრიდან წმინდა ქალაქში ჩამოსული იოანე. სწორედ ეს განწყობაა ასახული, მის გასაოცარ საგალობლებში, რომლითაც აღდგომის ბრწყინვალე ღამეს ვტკბებით.

ეკლესია იოანე დამასკელს უნდა უმადლოდეს საზეიმო სააღდგომო მსახურებას, უფლისა და ღვთისმშობლის მთავარი დღესასწაულების, სულთმოფენობისა და მრავალი წმინდანის მოსახსენიებელ კანონებს. მანვე შეადგინა რვა ხმად დაყოფილი საკვირაო მსახურებანი.

იოანე დამასკელის მიერ შექმნილ საგალობელთა და ლოცვათაგან უმეტესობა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში ჩართეს ღვთისმსახურებაში. გარდა საგალობლებისა, მან შეადგინა "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", "დიალექტიკა", "წიგნი ერესების შესახებ", მჭევრმეტყველური სიტყვები წმინდა ხატების მგმობელთა წინააღმდეგ.

კოპრონიმოსის მიერ გაჩაღებული დევნის დროს იოანემ მცირე ხნით დატოვა სავანე და ისევ მოევლინა კონსტანტინოპოლს ხატების დამცველად. ტაძრის ამბიონიდან თვით კოპრონიმოსმა გადასცა იგი ანათემას, მაგრამ იოანე დამასკელმა ისევ განაგრძო ერესის უშიშრად მხილება.

წმინდა იოანემ 104 წელი იცოცხლა და უფალთან იმქვეყნად მიიცვალა, "სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქუმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი".

ტროპარი:
მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო იოანე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განმანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი:
გალობათა აღმწერელსა პატიოსანსა და ღმრთისმეტყუელსა, ეკლესიათა წარმმართებელსა და მოძღუარსა და მტერთა და წინააღმდგომთა მბრძოლსა იოანეს უგალობდეთ, რამეთუ საჭურველად აღიღო ჯუარი უფლისა და განაგდო მწვა¬ლებელთა საცთური, და ვითარცა მხურვალე მეოხი ღმრთისა მიმართ, ყოველთა მოანიჭებს ცოდვათა შენდობასა.

წმინდა იოანე დამასკელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:


ღირსი იოანე დამასკელი (VIII) - 4 (17) დეკემბერი

სამხელა

ხილანდარის მონასტერი


იხილეთ დასაწყისი



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler