ღირსი იოანე დამასკელი, გალობათა აღმწერელი (+780) - 04 (17) დეკემბერი - გვერდი 5
ღირსი იოანე დამასკელი, გალობათა აღმწერელი (+780) - 04 (17) დეკემბერი - გვერდი 5
ხატთა თაყვანისცემის დამცველი იოანე

აღმოსავლეთს ხატთა თაყვანისცემის უძლიერეს დამცველად მოევლინა იოანე დამასკელი. როგორც კი დამასკომდე მიაღწია ცნობამ ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ იმპერატორის ბრძოლის შესახებ, იოანემ კონსტანტინოპოლის ეკლესიას მისწერა რამდენიმე ეპისტოლე, სადაც დიდი შემართებით დაიცვა ქრისტიანთა უფლება - გამოესახათ განხორციელებული ქრისტე, თაყვანი ეცათ მაცხოვრისა და მისი წმინდანების გამოსახულებებისთვის, რაც კერპთაყვანისმცემლობას სრულიადაც არ ნიშნავდა.

მისმა ეპისტოლეებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მოღვაწეებზე და გაამხნევა მართლმადიდებლები.

ერთ-ერთ ეპისტოლეში იოანე წერდა: "შეგნებული მაქვს რა ჩემი უღირსება, მე უეჭველად უნდა ვმდუმარებდე და მხოლოდ საკუთარ ცოდვებს დავტიროდე ღმერთის წინაშე, მაგრამ როცა ვხედავ, თუ როგორ შფოთავს და მღელვარებს ღვთის ეკლესია სასტიკი ქარიშხლით, ვფიქრობ, რომ ახლა დრო არ არის მდუმარებისათვის; მეშინის ღმერთისა უფრო, ვიდრე ქვეყნიური ხელმწიფისა, თუმცა ამ უკანასკნელის ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მას ადვილად შეუძლია ხალხის გაყოლიება"...
ამ ეპისტოლეშიც დიდი სიბრძნით იყო დაცული წმინდა ხატები და მხილებული ხატმებრძოლი მწვალებლობა, თუმცა ლეონ ისავრიელის მისამართით ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ ეწერა.

იმპერატორმა ლეონმა ვერ აიტანა თავისი უკეთურების საჯარო მხილება და გადაწყვიტა შური ეძია იოანეზე. ამისთვის თანამოაზრე მწვალებლებს მოუწოდა და უბრძანა მოჩვენებითი კეთილმსახურების სახით მისულიყვნენ მართლმადიდებლებთან, რათა როგორმე ხელში ჩაეგდოთ თვით იოანეს მიერ დაწერილი რომელიმე ეპისტოლე.

ეს ლეონ ისავრიელს თავისი მზაკვრული გეგმის განსახორციელებლად სჭირდებოდა. მართლაც ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ მეფის ბოროტმა თანამზრახველებმა მოახერხეს ერთი მორწმუნისაგან თვით იოანეს ხელით ნაწერი წერილის მოტყუებით მოპოვება და უმალ ხელმწიფეს მიართვეს იგი.

ლეონ ისავრიელმა თავის დახელოვნებულ გადამწერთ დაავალა ყველანაირად ეცადათ იოანეს ხელწერისათვის მიებაძათ და მისი სახელით დაეწერათ შემდეგი შინაარსის წერილი (ვითომცდა იოანეს მიერ გამოგზავნილი დამასკოდან კონსტანტინოპოლში):

"გიხაროდეს, მეფეო! და მეც მიხარის შენი ხელმწიფების გამო ჩვენი საერთო რწმენის გულისთვის! თაყვანს გცემ და ღირსსაფერ პატივს მოგაგებ შენს სამეფო დიდებულებას...

ამასთან გაუწყებ, რომ ჩვენი ქალაქი დამასკო, რომელიც აწ სარკინოზებს უპყრიათ ხელთ, ცუდად არის დაცული; აქ თითქმის სულ არა ჰყავთ მტკიცე მეციხოვნეები; ჯარიც მასში სუსტი და მცირერიცხოვანია.

ამისთვის გვედრი, მეფეო, მოწყალე იყავ ამ ქალაქისადმი და ღვთის გულისთვის წარმოგზავნე აქეთ შენი მხედრობა!

ოღონდ ისე მოაჩვენე, თითქოს იგი სხვა მხარეს მიემართება, და მოულოდნელად დაეცი დამასკოს, მაშინ შენ გაუჭირვებლად ეუფლები ქალაქს, ამ საქმეში მეც დიდად შეგეწევი, რამეთუ ქალაქიცა და მთელი ქვეყანაც ჩემს ხელთაა!"

როცა ეს ვერაგული წერილი დააწერინა მსახურებს, ვითომცდა იოანეს მიერ მისთვის მოწერილი დამასკოდან, მზაკვარმა მეფემ ახლა უკვე თავისი სახელით მისწერა სარკინოზთა მთავარს:

- "მშვიდობა შენდა, სირიის განმგებელო!.. ვგონებ, არაფერია იმაზე უმჯობესი, რომ მშვიდობით და მეგობრობით ვჰგიებდეთ ერთურთთან, რამეთუ სამშვიდობო დაპირებების შესრულება მეტად საქებარი საქმეა კაცთაგან და ღმერთისთვისაც მოსაწონი.
ამიტომ შენთან დამყარებული მშვიდობაც მე მსურს ბოლომდე ერთგულად და პატიოსნად შევინარჩუნო. მაგრამ ქრისტიანი დიდ-მოხელე ვინმე, მცხოვრები შენს სახელმწიფოში წამდაუწუმ მიგზავნის წერილებს და მომიწოდებს დავარღვიო ეს მშვიდობა, ამასთან, მპირდება გაუჭირვებლად ჩამაბაროს ქალაქი დამასკო, თუკი მე მოულოდნელად წარმოვგზავნი ჩემს ლაშქარს...

გიგზავნი ერთ-ერთს იმ წერილთაგან, რომელნიც ამ ქრისტიანს მოუწერია ჩემთვის, - ეს დაგარწმუნებს, რომ მე შენი მეგობარი ვარ. იმ კაცში კი, ვინც კადნიერად ასე მომწერს, შენ უტყუარ ღალატს და მტრობას შეიცნობ, და გეცოდინება, როგორი სიკვდილითაც დასაჯო იგი!"

ეს ორი წერილი ლეონ ისავრიელმა თავის ერთ დაახლოებულ პირს გაატანა დამასკოში სარკინოზების მთავართან. როცა ამ უკანასკნელმა წაიკითხა წერილები, უმალ მოუწოდა იოანეს და უჩვენა ის ცრუ წერილი, რომელიც ვითომცდა მას მიეწერა ლეონ მეფისათვის. იოანემ წაიკითხა წერილი, ყურადღებით დააკვირდა და თქვა:

- ამ გრაგნილზე დაწერილი ასოები რამდენადმე ჰგავს ჩემს ხელწერას, მაგრამ მე არ დამიწერია ეს, რადგან არასდროს აზრადაც არ მომსვლია წერილის მიწერა ბერძენი მეფისათვის. არ ეგების, რომ მე მზაკვრობით ვემსახურებოდე ჩემს ბატონს!..
იოანე მიხვდა, რომ ეს ბოროტ მწვალებელთა მზაკვრული საქმე იყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო განრისხებულ სარკინოზთან, რომელმაც ბრძანა, მარჯვენა ხელი მოეკვეთათ უდანაშაულო იოანესთვის.
იოანე სთხოვდა მთავარს, მცირე ხანს მოეცადა და დრო მიეცა მისთვის თავისი უდანაშაულობისა და იმ სიძულვილის დასამტკიცებლად, რომლითაც ბოროტი მწვალებელი მეფე იყო გამსჭვალული იოანესადმი, მაგრამ უზომოდ განრისხებულმა სარკინოზმა ყურიც არ დაუგდო მას და უბრძანა მსახურთ დაუყოვნებლივ აღესრულებინათ სასჯელი.

და აი, წმინდა იოანე ხალხმრავალ მოედანზე გაიყვანეს და მარჯვენა მოჰკვეთეს, - ის ხელი, რომელიც მართლმადიდებლებს განამტკიცებდა ღმერთის რწმენაში; და ეს ხელი, რომელიც თავისი ნაწერებით უფლის მოძულეთ ამხელდა, ახლა მელნით კი არა, საკუთარი სისხლით იყო დასვრილი!

მოკვეთის შემდეგ იოანეს მარჯვენა ქალაქის შუაგულში, ბაზრის მოედანზე გამოჰკიდეს ბოძზე ყველას დასანახად, თვით იოანე კი, ტკივილისა და სისხლის დაკარგვისაგან დაუძლურებული მისსავ სახლში წაიყვანეს. საღამოთი, როცა შეიტყო, სარკინოზთა მთავრის რისხვა დამცხრალაო, ნეტარმა იოანემ თხოვნა შეუთვალა:

- გევედრები, ბატონო ჩემო, უბრძანე, დამიბრუნონ ჩემი მოკვეთილი ხელი! ტკივილი სულ უფრო მატულობს და გამოუთქმელად მტანჯავს; სულს ვერ მოვითქვამ მანამდე, სანამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა ჰაერშია გამოკიდებული ქალაქის მოედანზე... დამიბრუნე, რომ მიწაში დავმარხო, რადგან ასე მგონია, თუ ის დაიკრძალება, ტკივილიც შემიმსუბუქდება...

მთავარმა შეუსრულა ეს თხოვნა და ბრძანა საზოგადო ადგილიდან ჩამოეხსნათ იოანეს მოკვეთილი მარჯვენა და მისთვის შინ მიეტანათ.

იოანემ აიღო თავისი ხელი, თავის სამლოცველო ოთახში შეიტანა და ქვე დაემხო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, რომელიც ყრმა მაცხოვართან ერთადაა გამოსახული; მოკვეთილი მარჯვენა დარჩენილ იდაყვზე მიიდო და ცხარე ცრემლითა და სულთთქმით იწყო ლოცვა:

- დედუფალო ჩვენო, ყოვლადწმინდაო დედაო, რომელმაც შობე ღმერთი ჩემი! - გულის სიღრმიდან შეჰღაღადებდა იგი ღვთისმშობელს.

- აი, ჩემი მარჯვენა მოკვეთილია ღვთაებრივ ხატთა დაცვისათვის! შენ უწყი, რამაც განარისხა მეფე ლეონი. მაშ, ისწრაფე და განმიმრთელე მარჯვენა! უზენაესის მარჯვენა, რომელიც შენგან ხორციელ-იქმნა, შენი ლოცვით და მეოხმყოფელობით მრავალ სასწაულთ აღასრულებს.

ამიტომ მეც გევედრები, რომ ჩემი ხელიც განკურნოს შენი მეოხებით. ჰოი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო! დაე, ამ მარჯვენამ მხოლოდ ის დაწეროს, რის ნებასაც შენ დართავ სადიდებელად შენისა და შენი ძისა, და დაე, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებას შეეწიოს იგი თავისი ნაწერებით! შენ ყოველივე ძალგიძს მოიმოქმედო, თუკი ისურვებ, რამეთუ დედა ხარ ღვთისა!..

ამას და კიდევ მრავალს იტყოდა იოანე ცრემლებით, და ამ მხურვალე ლოცვისას მიერულა და ძილში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა, რომელიც ხატიდან ნათელი, მოწყალე თვალებით შემოსცქეროდა და ეუბნებოდა:

- ხელი შენი აწ განმრთელებულია! დანარჩენზე ნუ იურვი! გულმოდგინედ იშრომე, როგორც მე აღმიქვი! მალიად მწერლის კალმად აქციე შენი მარჯვენა!

გამოღვიძებულმა იოანემ ხელი მოისინჯა, დახედა და სრულიად განმრთელებული იხილა!

მხოლოდ მოკვეთის ხაზი ეტყობოდა. იგი უდიდესი სიხარულით აღივსო ღმერთის ამ სასწაულის გამო, რომელიც უფალმა და მაცხოვარმა ყოვლადწმინდა მარადის ქალწულის - თავისი დედის მარიამის მეოხებით აღასრულა მასზე.

მაშინ ზე-აღაპყრო ორივე ხელი და მუხლებზე დამხობილმა მადლობა შესწირა ღმერთსა და ღვთისმშობელს. მთელი ღამის განმავლობაში განიხარებდა იოანე თავის სახლეულთა ერთად და ახალ საგალობელს უგალობდა უფალს:

- "მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს, ძალითა შენითა მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი" (გამოსვლ. 15, 6); შენმა მარჯვენამ ჩემი მოკვეთილი მარჯვენა განკურნა, და იგი შენს მტრებსაც შემუსრავს, რომელნიც პატივს არ მიაგებენ შენს პატიოსან და შენი ყოვლადწმინდა დედის ხატებას; შენი ამაღლებული განდიდებისათვის მოსპობს სარწმუნოების მტრებს, რომელნიც წმინდა ხატებს სპობენ!..

როცა იოანე ამგვარად განიხარებდა მთელი თავის სახლეულთან ერთად და სამადლობელ საგალობლებს უძღვნიდა ღმერთს, მეზობლებმაც გაიგონეს ეს და როცა მისი სიხარულის მიზეზიც შეიტყვეს, ძალზე გაოცდნენ.

მალე მომხდარის შესახებ სარკინოზთა მთავარმაც გაიგო და მაშინვე თავისთან მოუწოდა იოანეს, ხოლო როცა ის სასახლეში წარუდგა, უბრძანა გამრთელებული ხელი ეჩვენებინა.

მოკვეთის ადგილას, ღვთისმშობლის ნებით, წითელი, თხელი ძაფისებრი ხაზი დარჩენილიყო ნიშნად იმისა, რომ მარჯვენა მართლაც მოკვეთილი იყო. ამის დანახვაზე დიდად გაოცებულმა სარკინოზმა იკითხა:

- რომელმა მკურნალმა ქმნა ეს?! და რა საკურნელებლით გაგიმრთელა ასე კარგად მარჯვენა?! ვინ განგიკურნა იგი ასე სწრაფად? ვინ განგიცოცხლა იგი ისე, თითქოს არც ყოფილიყო მოკვეთილი და მომკვდარი?!

იოანემ არ დაუმალა აღსრულებული სასწაული და ყველას გასაგონად დაადასტურა იგი:

- ეს უფალმა ჩემმა, ყოვლისშემძლე მკურნალმა განმიმრთელა მარჯვენა თავისი ყოვლადძლიერებით! ეს ჩემმა ღმერთმა განკურნა ჩემი ჭრილობა და განმიცოცხლა ის ხელი, რომელიც შენი ბრძანებით მომკვეთეს! უფალმა იესო ქრისტემ ქმნა ეს, როცა შეისმინა ჩემი მხურვალე ლოცვა-ვედრება თავისი ყოვლადწმინდა დედის მეშვეობით!

მაშინ გაკვირვებულმა მთავარმა შესძახა:

- ვაგლახ მე! ვერ შევიცანი ცილისწამება, უმართლოდ განგსაჯე და უდანაშაულოდ დაგსაჯე, ჰოი, კეთილო კაცო! გევედრები, შეგვინდე, რომ ასე მალიად და უგნურად განგიკითხეთ!

მიიღე ჩვენგან უწინდელი წოდება და უწინდელი თანამდებობა, და იყავ ჩვენი პირველი მრჩეველი! ამიერიდან უშენოდ და შენი რჩევის გარეშე არაფერი აღსრულდება ჩვენს სახელმწიფოში!

მაგრამ იოანე ფერხთ ჩაუვარდა მთავარს და დიდხანს ევედრებოდა, - გამიშვი ისე ვიცხოვრო, როგორც მე მსურს, ნუ შემიშლი ხელს, ამიერიდან ჩემს უფალს შევუდგე იმ ბერმონაზვნებთან ერთად, რომელთაც უარუყვიათ საკუთარი თავი და უფლის უღელი უდვიათ ქედსო...

სირიის განმგებელს არ უნდოდა მისი გაშვება და ყოველმხრივ ეცადა დაერწმუნებინა იოანე კვლავაც მასთან დარჩენილიყო, მთელი მისი კარის უფროსი და სრულიად სირიის განმკარგულებელი ყოფილიყო.

ამის გამო ბატონსა და ქვეშევრდომს შორის ხანგრძლივი ცილობა იყო: ისინი მხურვალედ სთხოვდნენ ერთურთს თავისას და ორივე ცდილობდა, თხოვნით ეძლია ერთურთისათვის.

ბოლოს, ღვთის განგებით, იოანემ გაჭირვებით მიაღწია საწადელს: დიდი ხნის თხოვნის შემდეგ მიიღო მთავრისაგან სასურველი თავისუფლება, ამიერიდან შეეძლო თავის ნებისამებრ მოქცეულიყო.

იოანე შინ მივიდა, მაშინვე ნათესავებს უხმო და თავისი გადაწყვეტილება გამოუცხადა. თავისი სიმდიდრე მათ დაუტოვა, მონების გათავისუფლება და იმდენი ფულის მიცემა უბრძანა, რომ მათ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლებოდათ.

იოანემ ყველაზე უბრალო კაბა გადაიცვა, აბგაში რამდენიმე ხმელი კვერი ჩაიდო, კვერთხი აიღო, დილაადრიანად მოგზაურივით გამოვიდა და იერუსალიმისაკენ გზას დაადგა.

წმინდა ადგილების თაყვანისცემის შემდეგ იორდანეს გადაღმა, უდაბნოს მიაშურა, სადაც წმინდა საბას ლავრაში ბერები მოღვაწეობდნენ. წინამძღვარმა მაშინვე იცნო იოანე და გაიხარა, რომ ასეთი ადამიანი თავმდაბლურად ითხოვდა მათ ძმობაში შესვლას.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler