ღირსი იოანე დამასკელი, გალობათა აღმწერელი (+780) - 04 (17) დეკემბერი - გვერდი 6
ღირსი იოანე დამასკელი, გალობათა აღმწერელი (+780) - 04 (17) დეკემბერი - გვერდი 6
წმინდა იოანე საბაწმინდის ლავრაში

წმინდა საბას ლავრა იერუსალიმიდან 13-15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ჩვენი წინაპრები მას საბაწმინდას უწოდებდნენ. სახელი სავანემ დამაარსებლის - წმინდა საბა განწმენდილის პატივსაცემად მიიღო.

საბაწმინდა V საუკუნეში დაარსდა მეტად პირქუშ და სასტიკ ადგილას. ეს იყო თვალჩაუწვდენელი უფსკრულებით, პირალესილი კლდეებით გარშემორტყმული ხრიოკი, უწყლო ადგილი, მაგრამ სულის ხსნის მოშურნე ბერმონაზვნობა სწორედ ასეთ "ფიცხელ" ადგილებს ეტანებოდა და მალე ლავრა მოსაგრე მამებით აივსო.

აი ასეთ დიდებულ სავანეში მივიდა წმინდა იოანე, თავადაც დიდებული.

ვინ გაბედავდა სახელგანთქმული იოანეს დამრიგებელი ყოფილიყო საბაწმინდის ლავრაში? ყველანი უარზე იყვნენ. ბოლოს, მოიძებნა ვინმე ბერი, უბრალო, მაგრამ ბრძენი, რომელიც იოანეს მორჩილებაში აყვანას დათანხმდა.

ბერის პირველი მცნება იყო: არაფერი ეკეთებინა საკუთარი ნებით, ღვთის მიმართ ხანგრძლივად ელოცა და თავისი ცოდვების გამო განუწყვეტლივ ეგლოვა. ბერთან იოანე დიდხანს ცხოვრობდა, მის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებდა. ბერს უხაროდა, როცა ხედავდა, როგორი სისწრაფით ადიოდა იოანე სულ უფრო მაღალი სრულყოფილებისკენ.

ერთხელ იოანეს მოძღვარმა ბერმა დამასკელის მორჩილებისა და თავმდაბლობის გამოცდა მოისურვა. მოაგროვა მრავალი კალათი, რომლებსაც ისინი ერთად წნავდნენ და იოანეს გასაყიდად დამასკოში გაატანა.

- იცოდე, იმაზე ნაკლებ ფასად არავის მიჰყიდო, რომელსაც მე გეტყვი, - თქვა მან და იმაზე ბევრად დიდი ფასი დაადო, ვიდრე ისინი ღირდა.

წავიდა იოანე, ბერისთვის არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ფასი მეტისმეტად მაღალი იყო, რომ შორია გზა, რომ გაცილებით ნაკლებ ფასად მათი გაყიდვა იერუსალიმშიც შეიძლებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს, რცხვენია ზურგზე კალათებმოკიდებულს იმ ქალაქში სიარული, სადაც მას ადრე მდიდარი ცხოვრებით იცნობდნენ. მხოლოდ თქვა: "მაკურთხე, მამაო!" - კალათები აიღო და წავიდა.

ღარიბულად ჩაცმული იოანე დამასკოს ქუჩებსა და მოედნებზე დადიოდა, კალათებს სთავაზობდა მყიდველებს, მაგრამ როცა ფასს იგებდნენ, არავინ ყიდულობდა. დასცინოდნენ კიდეც და ამბობდნენ: "ჭკუაზე თუ ხარ, ამდენ ფულს რომ ითხოვ?"
რა თქმა უნდა, ვერავინ იცნო ამ გარუჯულ, დამტვერილ და გამხდარ მონაზონში ხალიფას მრჩეველი იოანე. მხოლოდ ერთი კაცი, იოანეს ყოფილი მსახური, დააკვირდა და მიხვდა, ვინ იყო იგი. ტკივილით გული შეეკუმშა, როცა თავისი ყოფილი ბატონი ასეთ გასაჭირში დაინახა. ვითომ არაფერი იცოდა, იოანესთან მივიდა და ყველა კალათი იყიდა იმ ფასად, რასაც იოანე ითხოვდა.

იოანე გახარებული დაბრუნდა სავანეში, მაგრამ როგორც საამო და თბილ ზაფხულს ნესტიანი შემოდგომა მოსდევს, შემოდგომას კი - მკაცრი ზამთარი, როგორც სიცილსა და სიხარულს ცრემლები ცვლის, როგორც წარმატებას წარუმატებლობა ენაცვლება, - ასევე დამასკოში კარგად შესრულებული დავალების შემდეგ იოანეს მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდა.

მაშინ, როდესაც წმინდანთა თაყვანისცემა დანაშაულად ითვლებოდა და იდევნებოდა, შეიქმნა იმ საეკლესიო საგალობელთა უდიდესი ნაწილი, რომელთაც დღესაც გალობენ ეკლესიაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ღვთისსათნო წმინდანთა სადიდებლად. შთაგონებულ საგალობელთა ერთ-ერთი შემქმნელი იყო იოანე დამასკელი.

იმ ლავრის მონაზვნებს შორის, სადაც იოანე მოღვაწეობდა, ორი ღვიძლი ძმა იყო, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ერთი მათგანი გარდაიცვალა. ცოცხლად დარჩენილი ძმა უნუგეშოდ ტიროდა.

იოანე ანუგეშებდა, მაგრამ მისი წუხილი იმდენად დიდი იყო, რომ იოანეს სიტყვები მას ვერ ამშვიდებდა. მგლოვიარე მონაზონმა სთხოვა იოანეს, ისეთი სამგლოვიარო გალობა დაეწერა, რომელიც მის სულს დაამშვიდებდა.

იოანეს ახსოვდა თავისი მოძღვრის სიტყვები - თვითნებურად არაფერი ეკეთებინა და უარს ამბობდა, მაგრამ მონაზონი ისეთი დაჟინებით, ისეთი ცრემლით ევედრებოდა, რომ იოანე მის ნებას დაჰყვა.

ისეთი დიდი იყო გარდაცვლილი ძმის გამო წუხილი, რომ ის იოანესაც გადაედო და საოცარი გალობა დაწერა, რომელსაც დაკრძალვის დროს ეკლესიაში დღესაც გალობენ: "რომელი შუებაჲ სოფლისაჲ დაადგრების თუნიერ მწუხარებისა, რომელი დიდებაჲ ჰგიეს ქუეყანასა ზედა შეუცვალებელად; ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს; ერთი წამი, და ამას ყოველსა სიკუდილი უჩინო-ჰყოფს. არამედ ნათელსა პირისა შენისასა, ქრისტე, და სიტკბოებასა შენისა შუენიერებისასა, რომელი გამოირჩიე, განუსუენე, ვითარცა მხოლო კაცთმოყუარე ხარ".

"სადა არს სოფლისა ამის სიხარული და საწუთოჲსა საოცრება, სადა არს ოქრო, გინა ვეცხლი, სადა არს მონათა სიმრავლე და ამბოხი; აჰა ესერა ყოველივე იქმნა ავლ, ყოველივე ესე იქმნა მტუერ, ყოველივე ესე იქმნა სიზმარ და აჩრდილ.
არამედ მოვედით და ხმა-ვყოთ უკუდავისა მიმართ მეუფისა: საუკუნეთა კეთილთა შენთა ღირს-ყვენ, უფალო, ჩუენგან მიცვალებულნი, და განუსუენე მათ დაუსრულებელსა მას შინა ნეტარებასა შენსა".

ბერი ამ დროს სენაკში არ იყო; რომ დაბრუნდა, იოანეს ხმა გაიგონა და შემოსულმა მკაცრად დატუქსა: "რა ჩქარა დაგავიწყდა შენი აღთქმა; ტირილის ნაცვლად გალობა მესმის..."

იოანე შეეცადა მოძღვრისთვის გალობის მიზეზი აეხსნა და თავის დაწერილ ტროპარს უჩვენებდა, ბოლოს ფეხებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა, მაგრამ ბერს არაფრის გაგონება არ სურდა და იოანე გააგდო.

მან მთელი დღე მოძღვრის სენაკთან ტირილში გაატარა და მიტევებას სთხოვდა. ბერი შეუბრალებელი იყო. სხვა ბერები, რომლებსაც იოანე თავმდაბლობისა და თვინიერებისათვის უყვარდათ, შუამდგომლობდნენ და ეუბნებოდნენ ბერს:

- ეპიტიმია დაადე, მაგრამ შენთან ურთიერთობას ნუ აღუკვეთ, ნუ გააგდებ!

ბერმა ამაზე უპასუხა: - თუკი იოანეს მიტევება უნდა, ლავრის მთელი სიბინძურე საკუთარი ხელით გაწმინდოსო.

იოანემ ეს რომ გაიგონა, არათუ დამწუხრდა, სიხარულით შეუდგა დაკისრებულ საქმეს. ჰოი, საოცარი თავმდაბლობა ჭეშმარიტი მორჩილისა.

როცა ბერმა იოანეს თავმდაბლობისა და მორჩილების სიღრმე დაინახა, გული მოულბა, მასთან მიირბინა, მოეხვია, იმ ხელებს უკოცნიდა, რომლითაც იოანე ის-ის იყო, სიბინძურეს ეხებოდა და სიხარულით იძახდა: "ოი, როგორი მორჩილი მომმადლა ქრისტემ!"

ცოტა ხნის შემდეგ ბერს ძილში თვით ყოვლადწმინდა დედოფალი გამოეცხადა და უბრძანა ნება დაერთო იოანესათვის, რომ მას ღვთისადმი ქება და ჰიმნები შეეთხზა. ამის შემდგომ იოანეს კალმიდან შთაგონებულმა საგალობლებმა იწყო დინება.

საუკეთესო ჰიმნად შეიძლება პასექის კანონი ჩაითვალოს:

"აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო; პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკუდილისაგან მიხსნნა და ქვეყანით ცად აღმიყვანნა სუფევად ძლევისა მგალობელნი დღეს" (I გალობის ძლისპირი).

ამ კანონში ჟღერს სულიერი აღტაცება, რომელსაც აღდგომის ღამეს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში განიცდიან მლოცველები.

ამ აღტაცების მოწმე ხშირად ყოფილა თავისი მონასტრიდან წმინდა ქალაქში ჩამოსული იოანე. სწორედ ეს განწყობაა ასახული, მის გასაოცარ საგალობლებში, რომლითაც აღდგომის ბრწყინვალე ღამეს ვტკბებით.

ეკლესია იოანე დამასკელს უნდა უმადლოდეს საზეიმო სააღდგომო მსახურებას, უფლისა და ღვთისმშობლის მთავარი დღესასწაულების, სულთმოფენობისა და მრავალი წმინდანის მოსახსენიებელ კანონებს. მანვე შეადგინა რვა ხმად დაყოფილი საკვირაო მსახურებანი.

იოანე დამასკელის მიერ შექმნილ საგალობელთა და ლოცვათაგან უმეტესობა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში ჩართეს ღვთისმსახურებაში. გარდა საგალობლებისა, მან შეადგინა "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", "დიალექტიკა", "წიგნი ერესების შესახებ", მჭევრმეტყველური სიტყვები წმინდა ხატების მგმობელთა წინააღმდეგ.

კოპრონიმოსის მიერ გაჩაღებული დევნის დროს იოანემ მცირე ხნით დატოვა სავანე და ისევ მოევლინა კონსტანტინოპოლს ხატების დამცველად. ტაძრის ამბიონიდან თვით კოპრონიმოსმა გადასცა იგი ანათემას, მაგრამ იოანე დამასკელმა ისევ განაგრძო ერესის უშიშრად მხილება.

წმინდა იოანემ 104 წელი იცოცხლა და უფალთან იმქვეყნად მიიცვალა, "სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქუმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი".

ტროპარი:
მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლადბრძენო იოანე, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განმანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი:
გალობათა აღმწერელსა პატიოსანსა და ღმრთისმეტყუელსა, ეკლესიათა წარმმართებელსა და მოძღუარსა და მტერთა და წინააღმდგომთა მბრძოლსა იოანეს უგალობდეთ, რამეთუ საჭურველად აღიღო ჯუარი უფლისა და განაგდო მწვა¬ლებელთა საცთური, და ვითარცა მხურვალე მეოხი ღმრთისა მიმართ, ყოველთა მოანიჭებს ცოდვათა შენდობასა.

წმინდა იოანე დამასკელთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები - გადადით შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler