ყოველთა მოწამეთა, სერბეთში ქრისტესთვის ვნებულთა - 15 (28) ივნისი
ყოველთა მოწამეთა, სერბეთში ქრისტესთვის ვნებულთა - 15 (28) ივნისი
ამ დღეს მოიხსენიება სერბი მოწამენი წმინდა კეთილმსახურ თავად ლაზარეს დროიდან ვიდრე დღემდე; მათ შორის: მღვდელმოწამენი დოსითეოსი, ზაგრების მიტროპოლიტი, პეტრე სარაევოს მიტროპოლიტი, იოანიკე ჩერნოგორის მიტროპოლიტი, საბა გორნო-კარლოვაცის ეპისკოპოსი, პლატონი ბანიალუკის ეპისკოპოსი; ღირსმოწამე რაფაელ შიშატოვაცკი, მღვდელმოწამეები ბრანკო დობროსავლევიჩი, გიორგი ბოჟიჩი, დანა ბაბიჩი, მღვდლები და მოწამე ვუკაშინი.

2000 წელს ქრისტიანობის ორიათასწლოვანი ისტორიის აღსანიშნავი ზეიმისას სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ამ დღეს ედღესასწაულათ ყველა სერბი მოწამის ხსენება თურქეთის ბატონობის დროიდან მოყოლებული ვიდრე XX საუკუნემდე. განსაკუთრებით მოიხსენიებენ ფაშისტური გერმანიის მხარდაჭერით გათამამებულ უსტაშების ხორვატული რეჟიმის მიერ მოწყვეტილ მართლმადიდებლებს. 1941-45 წლებში უსტაშებმა დაახლოებით შვიდასიათასი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საშინელი წამებით მოკლეს, ასეთი რამ სამყაროში ნერონის შემდეგ არ უნახავთ, რადგანაც მათ უარი თქვეს კათოლიკობის მიღებაზე, რომელსაც აღიარებდნენ ხორვატი უსტაშები.

ზაგრების მიტროპოლიტი დოსითე ნიშის ეპისკოპოსად 1913 წელს დაადგინეს. პირველი მსოფლიო ომის დროს დააპატიმრეს და თავის ეპარქიაში დაბრუნება მხოლოდ 1918 წელს შეძლო. 1931 წელს ის ზაგრების ახალი ეპარქიის მღვდელმთავრად აირჩიეს. მან სახელი გაითქვა მოწყალების საქმეებით და წმინდა პარასკევას სახელობის სემინარიის დაარსებით. წმინდა დოსითეოსი ასრულებდა გორნო-კარლოვაცის და ბანიალუკის ეპარქიების მმართველის მოვალეობას და ეხმარებოდა ეპისკოპოს მირონ პეტრაცკუს. სწორედ წმინდა დოსითეოსი ცვლიდა პატრიარქ ბარნაბას, როცა ის მძიმედ ავად გახდა, და მისი გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე ახალ პატრიარქს აირჩევდნენ, მართავდა ბელგრად-კარლოვაცის სამთავარეპისკოპოსოს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ოთხმოცი წლის წმინდა დოსითეოსი ზაგრების პოლიციამ დააკავა. და მძიმედ სნეული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის სანიტრად მომუშავე კათოლიკე მონაზვნების ცუდად მოპყრობისაგან საშინლად იტანჯებოდა. ისე იყო გაწამებული, რომ გონებადაკარგული გადაიყვანეს ბელგრადის ტაძრად მიყვანების სახელობის მონასტერში. სადაც ის ჭრილობებისგან გარდაიცვალა 1943 წლის 13 იანვარს.

სარაევოს მიტროპოლიტი პეტრე 1866 წელს დაიბადა. იგი ჯერ რელოვოს, ხოლო შემდგომ სარაევოს საღვთისმე-ტყველებო ფაკულტეტზე ასწავლიდა. 1903 წელს დაადგინეს ჰერცოგოვინის ეპისკოპოსად, ხოლო 1920 წელს სარაევოს მიტროპოლიტად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მღვდელმთავარს ურჩიეს სარაევო დაეტოვებინა, და ან სერბეთში, ან ჩერნოგორიაში შეეფარებინა თავი. მან უპასუხა: "მე ჩემი ხალხის მწყემსი ვარ და ვალდებული ვარ მათი ხვედრი გავიზიარო. ამიტომაც დავრჩები ჩემს ადგილზე". წმინდანი არ დანებდა გესტაპოს და უსტაშების ზეწოლას, უარი თქვა მართლმადიდებლობის ღალატზე. 1941 წლის 12 ივნისს წმინდა პეტრე შეიპყრეს და ზაგრების ციხეში ჩაამწყვდიეს. იქ მას წვერი გაპარსეს, მღვდელმთავრის სამოსი გახადეს და დიდხანს აწამეს. ბოლოს კი იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ტანჯვაში ამოხადეს სული.

ბანიალუკის ეპისკოპოსი პლატონი დაიბადა ბელგრადში 1874 წელს. პირველ მსოფლიო ომში ჯერ სამხედრო მღვდლად მსახურობდა, ხოლო შემდეგ ოქრიდის ეპარქიას მართავდა. ოკუპაციის დროს წმინდანმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ქვრივ-ობლების დასახმარებლად. 1936 წელს ის ჯერ მორავიჩის, ხოლო ორი წლის შემდეგ ოქრიდი-ბიტოლის ეპიკოპოსად აირჩიეს, შემდეგ წელს კი ხორვატიაში, ბანიალუკის ეპარქიაში გადაიყვანეს. გერმანელების შეჭრისა და ხორვატიის ფაშისტური სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ (1941 წლის აპრილი) მას შეატყობინეს, რომ ხორვატია უნდა დაეტოვებინა, როგორც სერბეთის მოქალაქეს. წმინდა პლატონმა მათ უპასუხა, რომ კანონიკურად იყო არჩეული და კანონიერად ემსახურებოდა ბანიალუკის ეპარქიის მართლმადიდებლებს. და როგორც კეთილი მწყემსი, მზად იყო თავი დაედო თავისი სულიერი სამწყსოსთვის. როცა ზეწოლა გაძლიერდა, მან კათოლიკე ეპისკოპოსს შუამდგომლობის გაწევა სთხოვა, რომ წასვლა რამდენიმე თვით გადაევადებინათ. მაგრამ იმავე საღამოს (1941 წლის 3 მაისს) წმინდა პლატონი, რამდენიმე მღვდელთან ერთად შეიპყრეს უსტაშებმა. ჯალათებმა ფეხები ცხენივით დაუნალეს და აიძულეს ასე გაევლო ქალაქამდე რამდენიმე კილომეტრი. როცა ძალ-ღონე გამოეცალა და ძირს დაეცა, ჯალათებმა მასა და მღვდლებს წვერი დააგლიჯეს. შემდეგ კი წმინდა პლატონის მკერდზე კოცონი დაანთეს, ბოლოს ნაჯახით თავი მოჰკვეთეს და სხეული მდინარე ვრბანიაში გადააგდეს.

გორნო-კარლოვაცის ეპიკოპოსი საბა დაიბადა 1884 წელს. სამღვდელო ხარისხის მიღების შემდეგ, მალევე კრუშედოლის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 1934 წელს წმინდა საბა სრემის ქორეპისკოპოსად აირჩიეს, 1938 წელს გორნო-კარლოვაცის ეპისკოპოსად. ომის გამოცხადების შემდეგ იტალიის საოკუპაციო ხელისუფლებამ შესთავაზა ბელგრადში გადასულიყო. უარი განუცხადა. 1941 წლის 17 ივლისს ის უსტაშებმა დააპატიმრეს და სამ მღვდელთან და ცამეტ სერბ ერისკაცთან ერთად ციხეში ჩაყარეს. შემდეგ ფეხებზე ბორკილდადებული მღვდლები გოსპიჩის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს და ერთთვიანი წამების შემდეგ დახოცეს. ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში წმინდა საბა ველებიტის მთებში გაიყვანეს და ორიათას მართლმადიდებელ სერბთან ერთად თავი მოჰკვეთეს. მათი საფლავის ადგილ¬სამყოფელი უცნობია.

ჩერნოგორიის მიტროპოლიტი იოანიკე 1880 წელს დაიბადა კოტორის ყურის სანაპიროს, სოფელ სტოლივოში. განათლება ბელგრადში მიიღო, 1912 წელს მღვდლად ხელი დაასხეს. ოცდარვაწლიანი მსახურების შემდეგ ბუდიმილის ქორეპისკოპოსად აირჩიეს, მცირე ხანში სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა ის ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტად დაადგინეს. მძიმე დრო იდგა. ომის მძიმე პირობების მიუხედავად მღვდელმთავარმა ცეტინის სემინარიის ფუნქციონირებას ხელი შეუწყო; ხოლო მღვდლებს უბრძანა, ნებისმიერ კანონიერ ხელისუფალს დამორჩილებოდნენ. როცა მღვდლების უმეტესობა კომუნისტმა პარტიზანებმა დააპატიმრეს, წმინდა იოანიკემ ჩვიდმეტ მღვდელთან ერთად ქვეყნის დატოვება განიზრახა, მაგრამ ყველანი ზიდანის ხიდზე დააპატიმრეს. მღვდლები ადგილზევე დახვრიტეს, ხოლო წმინდა იოანიკე არანჟელოვაცის (ბელგრადის სამხრეთით მდებარე შუმადიის მხარეში მდებარეობს) უღრან ტყეში გაიყვანეს, სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს (1945 წელს). უცნობია სად დამარხეს მისი სხეული.

მღვდელ-მონაზონი რაფაელი (მონსილოვიჩი) არაჩვეულებრივი ხატმწერი და პორტრეტისტი იყო. ის სრემის სიახლოვეს სისატოვაცის იღუმენი გახდა. 1941 წლის აგვისტოში წმინდა რაფაელი უსტაშებმა დააპატიმრეს თავის სამ მონაზონთან ერთად და სლავონსკა პოჟეგას საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანეს. ჯალათებმა სამღვდელო პირნი აწამეს, წვერი დააგლიჯეს და სცემეს. ბანაკში საშინლად აწამებდნენ და 1941 წლის 3 სექტემბერს წმინდა რაფაელი სიკვდილით დასაჯეს. უცნობია საფლავი.

მღვდელი ბრანკო დობროსავლევიჩი ღირსეულად ემსახურებოდა ბუვაჩის რადოვიცას და ველიუნსის სამრევლოებს. 1941 წლის 6 მაისს გიორგობას, წმინდა ბრანკო ხუთას სერბთან ერთად შეიპყრეს, მათ შორის იყო ბრანკოს ვაჟი ნებოიშა და მღვდელი დიმიტრი სკორუპანი. ის ღამე მათ პოლიციის განყოფილებაში გაატარეს, ხოლო მეორე დღეს კესტენოვაცის ტყეში დახვრიტეს. უსტაშებმა აიძულეს მამა ბრანკო, საკუთარი ვაჟისთვის, ვიდრე დახვრეტდნენ ორივეს, ცოცხალისთვის აეგო წესი.

გიორგი ბოჟიჩი მღვდელი იყო ნაჟჩეში. უსტაშებმა შეიპყრეს და მინდორზე გაიყვანეს. ის იქ ერთ ხეზე მიაბეს, მოაჭრეს მას ყურები, ცხვირი, ენა, წვერი დააგლიჯეს და თვალები ამოთხარეს. თან აწამებდნენ და თან საშინლად შეურაცხყოფდნენ. ერთმა უსტაშმა მას მუცელი გაუფატრა და ნაწლავები კისერზე სამკაულივით შემოახვია, ბოლოს თოკი გადაჭრეს და წმინდა მამა გიორგი ტყვიით განგმირეს.

მღვდელი დან ბაბიჩი ბანიას ოლქში, სოფელ სვინიჩაში დააკავეს. ჯალათებმა ის ნახევრად ჩამარხეს მიწაში. მის გარშემო ველურებივით დახტოდნენ და სხეულიდან ხორცის ნაჭრებს აგლეჯდნენ. რამდენიმე საათში სახედაკარგული ნაწამები მღვდელი გარდაიცვალა. ხოლო მისი სხეული ხალხის შესაშინებლად დატოვეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat