წმინდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე (+1389) - 15 (28) ივნისი
წმინდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე (+1389) - 15 (28) ივნისი
წმინდა ლაზარე დაახლოებით 1329 წელს დაიბადა პლილეცელი დიდებულის, ლაზარე ხრებელიანოვიჩის ოჯახში, რომელიც ძლევამოსილი მეფის სტეფანე დუშანის ლოგოფეტი იყო. სიყრმიდანვე ის ქრისტიანული რწმენით გაზარდეს. იყო ის კეთილი ზნის, მამაცი და კეთილშობილი გულის პატრონი. ლაზარე ღვთისგან ბოძებულ ტალანტებს ამრავლებდა და მალე ბევრ თანატოლს წარემატა და მეფის ყურადღებაც მიიპყრო. ლაზარე სკოპეში მეფის სასახლეში წაიყვანეს. მეფე დუშანის კარზე ლაზარემ საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა თავისი პატიოსნებით, სიმამაცით და გულწრფელი რწმენით. ლაზარე დუშანის სარდალი გახდა. მეფემ მას ცოლად შერთო თავისი ბიძაშვილი, დიდი თავადის ვრატკო ნემანიჩის ასული მილიცა. ამ ქორწინებიდან მალევე ლაზარეს თავადის ხარისხი უბოძეს. ლაზარეს და მილიცას ჯერ ხუთი ქალიშვილი და სამი ვაჟი შეეძინათ. რომელთაგან უფროსი ვაჟი სტეფანე შემდგომში მშობლებთან ერთად წმინდანად შეირაცხა.

მეფე დუშანის უეცარი სიკვდილის მერე, 1355 წელს, ტახტზე მისი ვაჟი სტეფანე ავიდა. მაგრამ მან ხელში ვერ დაიჭირა ურჩი დიდებულები და სახელმწიფომ დაშლა დაიწყო. არა მხოლოდ სერბეთი, მისი მეზობელი ბულგარეთიც ნაწილებად დაიშალა. თურქები უფრო და უფრო ესხმოდნენ თავს ბალკანურ მიწებს და დუშანის სამეფოს სამხრეთი მიწები დაიკავეს. წმინდა ლაზარე ერთი მცირეთაგანი იყო, ვინც ერთგული დარჩა მეფე სტეფანესი. მაშინ ლაზარემ ჯერ ნოვობრდის და ტოპლიცკოპოლიმის, შემდეგ რუდნიცისა და მორავიის თავადის ტიტული მიიღო. ბუნებით მშვიდობისმოყვარე ლაზარეს მთელი გულით ეწადა სერბული სამეფოების გაერთიანება და მტერზე გალაშქრება. წმინდა მეფე უროშის სიკვდილის შემდეგ (1371) ლაზარე დიდი გულმოდგინებით შეუდგა თავისი კეთილი განზრახვის განხორცილებას და თავის სამთავროს ნელ-ნელა შემოუერთა სხვა სერბული მიწები. მისი გავლენა განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, როცა (1375) სერბეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიები შეარიგა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოუხსნა სტეფანე დუშანის დროს დადებული ანათემა და აღიარა სერბეთის პატრიარქი.

მალე ლაზარემ ჰერცოგოვინა და ბანატი დაიმორჩილა და ეწოდა კეთილმსახური მთავარი სერბეთისა და პრიმორიისა. მან თავისი ქალიშვილები შერთო კოსოვოსა და სკოპლიას მმართველს ლუკა ბრანკოვიჩს და მეორე ზეტის (დღევანდელი ჩერნოგორია და ჩრდილოეთ ალბანეთი) მმართველს გიორგი სტრატიმოროვიჩს. ამგვარად, მან უსისხლოდ შეძლო სერბული მიწების დიდი ნაწილის გაერთიანება. თუმცა მას თავი მეფედ არ უკურთხებია, ხალხი მას ხშირად მეფედ მოიხსენიებდა.

წმინდა ლაზარემ განსაკუთრებული სიყვარული და ზრუნვა გამოიჩინა ეკლესია-მონასტრების აშენება-განახლების საქმეში. ბევრი მათგანის ქტიტორი გახდა. პატრიარქ დანიელ III-ს მოწმობით მან მთები და ბორცვები ღვთის ტაძრებითა და მონასტრებით აავსო. ბევრი მონაზონი ჩამოვიდა დამონებული ბალკანეთიდან და ათონის მთიდან. მის სამეფოს შეაფარეს თავი წმინდა გრიგოლ სინელის მოწაფეებმა. მთავარმა მათ მდინარე მლავეს ნაპირზე, ერთ მოფარებულ ადგილას ღვთისმშობლის ელესია ააგო და მონასტერი დააარსა. წმინდა ლაზარე ეხმარებოდა ქილანდარის მონასტრის მამებს. და როცა შეიტყო მონასტრის ტაძარი მლოცველებს ვერ იტევსო, ათონზე ოსტატები გააგზავნა და ტაძარი გააფართოვა. იერუსალიმში, სინას მთაზე მოღვაწე მამებიც არ დაუტოვებია უყურადღებოთ. ხოლო წმინდა ლაზარეს "ზადუშბინა" - საგვარეულო მონასტერი (სერბებს ჰქონდათ ტრადიცია, რომლითაც ძლიერ გვგვანან ჩვენ, ქართველებს. მათ უყვარდათ თავიანთი სულის საოხად მონასტრისა და ეკლესიის აშენება. ამას ისინი "სასულთაოს" ("ზადუშბინა") ეძახდნენ. "ზადუშბინებს" აგებდა ყველა - მეფეც, დიდებულიც, ჩვეულებრივი სერბიც. ქალაქებსა თუ ტყეებში შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, მეფეები პირველ რიგში "ღვთის სახლის" აშენებისთვის ზრუნავდნენ), გახდა რავენიცას დიდებული მონასტერი, რომელიც მან 1375 წელს დააარსა და უფლის ამაღლებას მიუძღვნა.

წმინდა ლაზარე დიდ მამობრივ ზრუნვას იჩენდა ქვრივ-ობლებსა და გლახაკებზე, აშენებდა და ინახავდა უცხოთშემწყნარებელ სახლებსა და საავადმყოფოებს. ტაძრებთან და მონასტრებთან აწყობდნენ სახალხო სკოლებს. მეფის კარზე შეიკრიბა მრავალი მეცნიერი და ბრძენი ადამიანი. აქ იყვნენ გამოცდილი კალიგრაფები, იზოგრაფები, იუველირები, რომლებიც სამხრეთ სერბეთისა და ბერძნული მიწებიდან გამოექცნენ მაჰმადიანების ძალადობას. მაგრამ თურქების ძალადობას ზღვარი არ ჰქონდა, მათ სისხლით მორწყეს სერბული მიწები. მეფე ლაზარე ეწინააღმდეგებოდა თურქთა თავდასხმებს. მაგრამ თურქები დასავლეთისკენ მიიწევდნენ, არ კმაყოფილდებოდნენ ხარკის აღებით, არამედ ესწრაფოდნენ, რომ ყველა ქრისტიანული ერი მთლიანად დაემორჩილებინათ.

თურქებს სათავეში ედგა სულთანი მურად I. მეფე ლაზარე მას პირველად 1387 წელს ტოპლიცეში შეება და უკან დაახევინა მტერს. მეორე წელს თურქები ბოსნიაში შეიჭრნენ, მათ იქ შეხვდა მამაცი სარდალი ვლატკო ვუკოვიჩი და ქალაქ ბილეჩთან დაამარცხა მტერი.

მაგრამ სერბთა შორის დაპირისპირებამ, დავა-კამათმა, მთავრის ღალატმა თავი იჩინა როცა წმინდა ლაზარემ კოსოვოში საომრად მოუწოდა. კრუშევიცეში გამართულმა სამხედრო კრებამ მიმართვა მიიღო და სერბებს ბრძოლისკენ მოუწოდა, მაგრამ ყველა არ გამოეხმაურა ამ მოწოდებას. დახმარება არც დასავლელ ქრისტანებიდან მოვიდა. სერბული ძალები კოსოვოსკენ გაემართა. მეფეს მოუსწრო სარდალმა ვლატკო ვუკოვიჩმა და ბან ივანიშ ხორვატმა. მეფის სიძემ კოსოვოს მმართველმა ვუკო რაკოვიჩმაც მოამზადა ჯარი. მურად I-ის ჯარი სერბულ არმიას ორჯერ აღემატებოდა.

გადმოცემით, ომის წინ წმინდა ლაზარეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჰკითხა, რას აირჩევდა: მიწიერ მეფობას თუ ცათა სასუფეველს? ანუ თუ მეფე მიწიერ მეფობას აირჩევდა, ლაზარე გაიმარჯვებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა, ვიდრე ის ცოცხალი იქნებოდა. ხოლო თუ ზეციურ სასუსუფეველს, ზეციურ სამეფოს აირჩევდა, მაშინ სერბები წააგებდნენ ამ ომს, მაგრამ არასდროს დაკარგავდნენ მართლმადიდებლურ რწმენას და გამზადებული იქნებოდა მათი ადგილი ცათა სასუფეველში. ამ წინადადებაზე მთავარმა უპასუხა: "როგორ შემიძლია ავირჩიო მიწიერი მეფობა, ასეთი უმნიშვნელო, ხრწნადი და მცირე ხნის საგანი, როცა ზეციური სასუფეველი (სამეფო) საუკუნოა".

ბრძოლის წინა დღეს მთელი ჯარი სამოდრეჟის თეთრი ეკლესიის წინ (წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის) შემოკრიბა, გადაიხადეს საღმრთო ლიტურგია და პატრიარქმა სპირიდონმა ხალხი აზიარა. ამ დროს სულთანმა მურადმა თავისი ჯარი, რომელიც სერბებს ორჯერ აღემატებოდა რიცხოვნობით, კოსოვოს ველზე განალაგა.

ეს საშინელი ბრძოლა გაიმართა 1389 წლის 15 ივნისს, სამშაბათს. ამ დღეს, ლაზარეს "ჯვრიანი დიდების" (ანუ გვარის მფარველი ანგელოზის ხსენების) დღეს, იხსენიება წმინდა ამოს წინასწარმეტყველი. წმინდა ლაზარემ აღთქმა დადო უფალთან, ხოლო თავის მეომრებს კი მიმართა: "დავირქვათ ქრისტეს მეომრების, ღვთისმოსაობისთვის მოწამეთა სახელები, ჩავეწეროთ ცხოვრების წიგნში, არ დავიშუროთ ომში სიცოცხლე, რათა გმირობის ნათელი გვირგვინი მივიღოთ, რადგან ტანჯვაში იბადება დიდება!" მტერი ორჯერ მეტი იყო. სერბთა ჯარის ცენტრში მეფე ლაზარე იდგა, მარცხნივ სიმამრი ედგა თავის ცხრა ვაჟთან ერთად, მარცხენა ფლანგზე მილოშ ობილიჩის ლაშქარი იყო განლაგებული, მარჯვენა ფლანგზე კი სიძის - ვუკო ბრანკოვიჩის ჯარი. დაიწყო ბრძოლა, მილოშ ობილიჩმა იმარჯვა, სულთნის კარვამდე მიაღწია და დანით განგმირა მურადი. ამან არია თურქების ჯარი, მაგრამ მურადის ვაჟმა ბაიაზიდმა ბრძოლის ბედი შეატრიალა. ჯერ მარცხენა ფლანგს შეუტია, მერე, როცა სერბების მარჯვენა ფლანგმა უკან დაიხია, მასზე მიიტანა იერიში. ვუკო ბრანკოვიჩის ღალატმა გადაწყვიტა ყველაფერი. მეფე ლაზარე გმირულად იბრძოდა, ორი ცხენი მოუკლეს და მესამეზე რომ შეჯდა, თექვსმეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გმირულად იბრძოდა მისი სიმამრი იუგო ბოგდანი. ის თავის ცხრა ძესთან ერთად კოსოვოს ველზე დაეცა. მძიმედ დაჭრილი მეფე ლაზარე მტერმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა, სიკვდილი განუჩინეს მილოშ ობილიჩსაც. მეფე ლაზარემ თავი მოუდრიკა მტრის მახვილს და ლოცვა წართქვა: "ჰოი, უფალო შემოქმედო ჩემო, მსაჯულო ჩემი ცოდვების, ხილულისა თუ უხილავისა! შენ მოგიხმობ და გევედრები: შემინდე უფალო ყოველივე, რითიც დავარღვიე შენი წმინდა ნება და დაიხსენი ჩემი ხალხი, უფრო სწორად შენი ერი!"

წმინდა მეფე ლაზარე ვაჟკაცურად შეხვდა სიკვდილს, ამან ბაიაზიდზეც იმოქმედა და ბერებს ნება მისცა, მეფე პრიშტინაში, ამაღლების ტაძარში დაეკრძალათ. ერთი წლის შემდეგ, პატრიარქის რჩევით, მეფე ლაზარეს ნეშტი მისმა ვაჟებმა რავენიცაში გადაასვენეს. როცა საფლავი გახსნეს, მეფის სხეული უხრწნელი დახვდათ და კეთილსურნელებას აფრქვევდა.

კოსოვოს ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს სერბებისთვის, მას ერის მეხსიერებიდან ვერ ამოშლი. ის სულიერი გამარჯვების სიმბოლოა. კოსოვოს ბრძოლის შემდეგ მრავალი სერბი დიდებული მონაზვნად აღიკვეცა. სერბმა ბერებმა აავსეს ათონის მთა და პალესტინის უდაბნოები.

კოსოვოს ბრძოლის მოღალატე ვუკო ბრანკოვიჩი, ჯიურაჯი სინანულმა შეიპყრო. მრავალი ტაძარი ააგო, მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობაზე და უარყო რომის პაპის შეთავაზება - ლათინურ მრწამსზე გადასვლისა. უხვად სწირავდა შესაწირს მონასტრებს ათონის მთაზე თუ პალესტინაში. მისი ორი ვაჟი თურქებმა დააბრმავეს, ქალიშვილი სულთნის ნათესავს შერთეს ცოლად, მაგრამ ჯიურაჯი ბოლომდე ქრისტეს მონად დარჩა.

როცა კოსოვოს ომი დასრულდა, ბრძოლის ველზე აუარება მკვდარი და დაჭრილი დარჩა. კოსოვოელი ქალიშვილები დახოცილთა შორის ცოცხლებს ეძებდნენ და მძიმედ დაჭრილებს - მომაკვდავებს ტანჯვას უმსუბუქებდნენ. მთელი თაობები უმღეროდნენ და განადიდებდნენ კოსოვოელ ქალწულებს, როგორც სიმბოლოს ძმათა თანაგრძნობისა და მამულის სიყვარულისა.

როცა მეფე ლაზარე მოკლეს, მაშინ მისი ვაჟი სტეფანე 12 წლისაც არ იყო. დედოფალი მილიცა იძულებული გახდა, ბაიაზიდისთვის თავისი ასული, ოლივერი გაეგზავნა საცოლედ, ოღონდ იმ პირობით, რომ მას რჯულის შეცვლას არ მოსთხოვდნენ. ბაიაზიდმა შეუსრულა მოთხოვნა. 1393 წელს მილიცამ ხელისუფლება თავის ვაჟს გადასცა და თვითონ მონაზვნად აღიკვეცა. სიკვდილის წინ ევფროსინიას სახელით დიდი სქემა შეიმოსა. მისი მირონმდინარე წმინდა ნაწილები სნეულებს კურნავდა.

წმინდა დიდმოწამე ლაზარეს ვაჟი სტეფანე 1403-1404 წლებში კოსოვოს ველზე მივიდა, პატივი მიაგო თავის მამას და სერბ მოწამეებს და იქვე მარმარილოს სვეტი ააგო.

წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილები რავენიცაში სერბების დიდ გადასახლებამდე (1690 წ) ესვენა, როცა თურქებს გამოქცეულმა მონაზვნებმა ისინი წმინდა ანდრიას ეკლესიაში გადააბრძანეს, 1697 წელს წმინდა ნაწილები ფრუშკუს მთაზე გადაასვენეს, სადაც მონაზვნებმა აღადგინეს ვრდნიკის მონასტერი და მას ახალი რავენიცა უწოდეს. ვრდნიკეში წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილები მეორე მსოფლიო ომამდე ესვენა. 1942 წლის 14 აპრილს ღვთისმეტყველების პროფესორმა რადოსლავ გრუიჩმა ისინი ბელგრადის საკათედრო ტაძარში გადაასვენა და გადაარჩინა ხორვატი ფაშისტების-უსტაშების მიერ განადგურებას. ხოლო 1989 წელს კოსოვოს ბრძოლის 600 წლისთავზე წმინდა მთავარ ლაზარეს წმინდა ნაწილები მთელი სერბეთის გავლით საზეიმოდ გადაასვენეს რავენიცაში.

ღირსი მამა იუსტინე (პოპოვიჩი) წმინდა ლაზარეს გმირობასა და სერბი ერის ცხოვრებაში მის კუთვნილ ადგილზე ამბობდა: "წმინდა საბასეული საყოველთაო იდეალი - "ყველაფერი გავცეთ ქრისტესთვის და არაფრის გულისთვის არ გავცეთ ქრისტე" ისე არავინ აღასრულა მთელი სისრულით, როგორც წმინდა დიდმოწამე მეფე ლაზარემ. მან ხორცი შეასხა ამ სახალხო იდეალს, ზეციური სასუფეველი აირჩია და მსხვერპლად შესწირა საკუთარი თავი კოსოვოში და თავისთან ერთად მთელი სერბი ხალხი".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat