წმინდა მოწამენი ანტონი, იოანე და ევსტათი (+1347) - 14 აპრილი (27 აპრილი)
წმინდა მოწამენი ანტონი, იოანე და ევსტათი (+1347) - 14 აპრილი (27 აპრილი)
ლიტვის ქალაქ ვილნოში XIV საუკუნეში ცხოვრობდა ორი ცეცხლთაყვანისმცემელი - ნეჟილო და კუმეცი, ღვიძლი ძმები. მათ მთელი გულით შეიყვარეს ქრისტე და ერთხელაც როცა ლიტვაში ვინმე ნესტორი მღვდელი ჩამოვიდა, მან ისინი მონათლა და ანტონი და იოანე უწოდა. ორივე ძმა ლიტვის მთავარის ოლგერდის კარზე მსახურობდა. ოლგერდს ცოლად ჰყავდა ვიტებსკელი მთავრის ასული მარიამი, მხოლოდ გამორჩენისთვის აღიარებდა ქრისტეს და მეუღლის სიცოცხლეში ქრისტიანობის ქადაგების ნებასაც იძლეოდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთავარმა დაიწყო მფარველობა ცეცხლთაყვანისმცემლებისა, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს. წმინდა იოანე და ანტონი ცდილობდნენ, თავიანთი აღმსარებლობა არ გამოეჩინათ, მაგრამ არც წარმართულ წესებს ასრულებდნენ, თუმცა ისე გამოირჩეოდნენ თავიანთი საქციელით, იერით, ჩვეულებებით, რომ ბოლომდე ვერ დამალეს. ისინი არც სხვებსავით იჭრიდნენ თმა-წვერს და არც მარხვაში ჭამდნენ სახსნილოს.

მალე მთავარმა შეამჩნია ძმების განდგომა და დაკითხა ისინი. წმინდანებმა აღიარეს ქრისტიანობა. ოლგერდმა მათ უბრძანა ქრისტიანობაზე უარი ეთქვათ და ტრაპეზზე მოტანილი ხორცი ეჭამათ. რადგანაც იმ დღეს მარხვა იყო, ძმებმა უარი განაცხადეს. წმინდანები საპყრობილეში ჩაყარეს. მათ სიხარულით მიიღეს ეს სასჯელი.

ძმები მთელი წელიწადი იტანჯებოდნენ ციხეში. ტყვეობისაგან დაუძლურებულ იოანეს წამებისა შეეშინდა და განაცხადა, რომ შეასრულებდა მთავრის ყველა ბრძანებას. გახარებულმა ოლგერდმა ორივე ძმა გაათავისუფლა და თავის უპირველეს კარისკაცებად დაადგინა.

იოანე გარეგნულად წარმართივით იქცეოდა, მაგრამ გულში ქრისტეს რწმენა შემონახული ჰქონდა და დაფარულად ევედრებოდა ღმერთს, ხოლო ანტონმა მცირედითაც არ შეიცვალა ცხოვრების წესი, არც თავის ქრისტიანობას მალავდა და ძმასაც საყვედურობდა სულმოკლეობას, მოუწოდებდა შეენანა ცოდვა და არ შეშინებოდა ქრისტეს აღიარების.

ერთხელ ძმები თავადთან სადილობდნენ. ოლგერდმა მათ ხორცი შესთავაზა. მარხვის დღე იყო, იოანემ შეჭამა, ხოლო ნეტარმა ანტონმა პირი არ დააკარა და გამოაცხადა - ქრისტიანი ვარო. მაშინ ის მთავრის ბრძანებით კვლავ ციხეში ჩაამწყვდიეს. ქრისტეს უარმყოფელი ძმა კი თავისუფალი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს არა მარტო ქრისტიანებმა, წარმართებიც ცუდად უყურებდნენ, როგორც მერყევ კაცს, რომელმაც არც ძველი წარმართული რწმენა შეინახა და არც ახალი ქრისტიანული სარწმუნოება. იოანე მიხვდა თავის დაცემას, ატირებული მონანული მღვდელ ნესტორთან მივიდა და სთხოვა, ეშუამდგომლა ძმასთან, რომ ეპატიებინა მისთვის ცოდვა და დალაპარაკებოდა. ანტონმა კი მოძღვარს უთხრა:

- ძმასთან მხოლოდ მაშინ მექნება ურთიერთობა, თუ აშკარად აღიარებს ქრისტეს და ქრისტიანულ რწმენას.

რამდენიმე ხნის მერე, იოანემ თავადისა და მრავალრიცხოვანი დიდებულების წინაშე ხმამაღლა გამოაცხადა თავი ქრისტიანად. მაშინვე შეიპყრეს, სხვადასხვა იარაღით სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. გაიხარა ანტონმაც და ორივემ ერთად ადიდა ღმერთი. მამა ნესტორმა ისინი უფლის სისხლსა და ხორცს აზიარა.

ხალხი უწყვეტ ნაკადად მიდიოდა ციხეში. ძმებმა ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს რჯულზე. საპყრობილე ქრისტიანულ სასწავლებლად გადაიქცა. შეშინებული ქურუმები ძმების დასჯას მოითხოვდნენ. წმინდა ანტონს ხეზე ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. სიკვდილის წინა ღამეს ძმებს არ უძინიათ, ლოცვაში გაატარეს. ანტონი უკანასკნელად მოეფერა ძმას, გაამხნევა, არ უღალატო ქრისტეს რწმენასო. ჩემი სიკვდილის შემდეგ მცირე ხანში შენც იმავე სიკვდილით აღესრულებიო.

1347 წლის 14 აპრილს წმინდა ანტონი ხეზე ჩამოახრჩვეს. უსჯულო მთავარს იმედი ჰქონდა, ძმის სიკვდილის შემდეგ იოანეს შეეშინდება და წარმართობას დაუბრუნდებაო, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, 1347 წლის 24 აპრილს წმინდა იოანეც იმავე ხეზე ჩამოკიდეს. მათი წმინდა ცხედრები ქრისტიანებმა ერთ ადგილას დიდი პატივით დაკრძალეს.

მალე ქრისტესთვის აღესრულა წმინდა ძმების ნათესავი კრუმლეცი, ნათლისღების შემდეგ ევსტათი. ისიც მამა ნესტორის დამოძღვრილი იყო და დიდად ერთგული ქრისტეს რწმენისა. ის მთავრის არმიაში მსახურობდა და გამოირჩეოდა სილამაზით, ვაჟკაცობით, მამაცობით, გონიერებითა და სიკეთით. ოლგერდს იგი გამორჩეულად უყვარდა. ერთხელ ოლგერდმა შენიშნა, რომ ევსტათის წარმართებისგან განსხვავებით გრძელი თმა ჰქონდა და ჰკითხა, ქრისტიანი ხომ არ ხარო. წმინდანმა თამამად განუცხადა, ქრისტიანი ვარო, დიდად განრისხდა ოლგერდი, მუქარით სცადა მისი ქრისტიანობისაგან გარდაქცევა და უბრძანა, ხორცი ეჭამა. წმინდა ევსტათიმ განაცხადა, რომ ქრისტიანია და შობის მარხვაში ხორცს არ ჭამს. წმინდა აღმსარებელს რკინის ჯოხებით დაუწყეს ცემა, მაგრამ ჭაბუკს კრინტიც არ დაუძრავს. ოლგერდმა ბრძანა, ყინვაში გაეყვანათ წმინდა ევსტათი და ცივი წყალი გადაესხათ. ამ სასჯელმაც ვერ გატეხა ქრისტიანის სული. გამძვინვარებული მთავრის ბრძანებით ევსტათის წვივები დაუმსხვრიეს, თმა კანიანად ააგლიჯეს და ყურები და ცხვირი მოაჭრეს. ქრისტეს მოწამე მხნედ ითმენდა ტანჯვას. მთელი ამ ხნის მანძილზე ის სიყვარულით გაამხნევებდა ქრისტიანებს, რომლებიც მისი ტანჯვის შემხედვარენი მწარედ ტიროდნენ.

თვით ჯალათები გააოგნა იმ ღვთაებრივმა ძალამ, რომელიც მას აძლიერებდა. წამების შემდეგ წმინდა ევსტათი ჩამოახრჩვეს იმავე მუხაზე, რომელზეც აღესრულნენ წმინდა იოანე და ანტონი. როცა ჩამოსახრჩობად მიჰყავდათ, წმინდანი ისე თავისუფლად და სწრაფად მიდიოდა, რომ იფიქრებდი, წვივები მას კი არა, სხვას დაუმსხვრიეს.

წმინდა მოწამემ სული თვისი უფალს 13 დეკემბერს ჩააბარა. ოლგერდის ბრძანებით სამი დღის მანძილზე ეკიდა წმინდანის გვამი ხეზე, მაგრამ ღრუბლის სვეტი იცავდა მას მხეცებისა და ფრინველებისაგან. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა ჩამოხსნეს წმინდა ევსტათის სხეული და ანტონისა და იოანეს სიახლოვეს დაკრძალეს. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ქალაქში ქრისტიანთა რიცხვი გამრავლდა და წმინდა სარწმონოება დღითი დღე გაძლიერდა. მორწმუნეები შეიკრიბნენ და მთავარს სთხოვეს მთთვის ის ადგილი გადაეცა, სადაც წმინდა მოწამეები აწამეს. მთავარი დათანხმდა. ქრისტიანებმა მუხა მოჭრეს და მის ადგილას წმინდა სამების სახელზე ტაძარი ააშენეს. მუხის ხისაგან ტაძრისთვის წმინდა ტრაპეზი გააკეთეს და შიგ ჩაასვენეს წმინდა მოწამეთა ნაწილები.

1364 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფილოთეოსმა, თავისი მოწაფის, კიევის მომავალი მიტროპოლიტის, კვიპრიანეს დახმარებით ნაწილი წმინდა მოწამეთა პატიოსანი ძვლებისა ვილნოდან კონსტანტინოპოლში ჩაასვენა, სადაც მათ მრავალი სასწაული მოახდინეს და ამის შემდეგ პა¬ტრიარქმა სამივე წმინდანის ხსენების დღედ 14 აპრილი განაჩინა. ფილოთეოსმა ღირს სერგი რადონეჟელს გაუგზავნა ჯვარი წმინდა მოწამეთა ნაწილებით. პირველი მსოფლიო ომის დროს წმინდა მოწამეთა ნაწილები მოსკოვში გადაიტანეს. 1946 წელს წმინდა ნაწილები ვილნიუსში დაბრუნდა და ახლა სულიწმიდის სახელობის მონასტერშია დასვენებული.

სტატიაში გამოყენებული ხატის წყარო: https://drevo-info.ru; @541@

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat