სერბეთის მთავარი ვლადიმერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე. იგი ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. ვლადიმერი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმშვიდით, მოკრძალებით, სიბრძნით, კეთილგონიერებით.
როდესაც სამთავროს ტახტი მემკვიდრეობით მიიღო, მოწყალების საქმეს გაორმაგებული ენთუზიაზმით ემსახურებოდა. მას სურდა ეკლესიის წიაღში გაეერთიანებინა ქვეყნის ყველა მოქალაქე. ვლადიმერმა აღადგინა ბევრი მონასტერი, ააშენა ეკლესიები, დააარსა მოწყალების სახლები.
ერთ დღეს, მთავარი სამ კარისკაცთან ერთად უღრან ტყეში წავიდა სანადიროდ. იქ მან იხილა ოქროს არწივი, რომელსაც მხრებზე ჯვარი უბრწყინავდა. ვლადიმერი დაედევნა ფრინველს, ტყის სიღრმეში რომ შევიდნენ მდევარი და ფრინველი, არწივი ანგელოზად გადაიქცა, მთავარმა მუხლი მოიყარა მის წინაშე. მან მომავალში ამ ადგილას ეკლესია ააშენა და დღეში შვიდჯერ მიდიოდა იქ სალოცავად.
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერს სურდა მშვიდობიანად ეცხოვრა მეზობელ მმართველებთან ერთად, მას მაინც მოუწია დაპირისპირებოდა ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ს და ბულგარეთის მეფე სამოელს. ის მოერიდა ბულგარეთის მეფესთან სისხლიან ბრძოლას და მომხრეებთან ერთად მთებში გაიხიზნა. გარემოცვიდან ვიღაცამ უღალატა ვლადიმერს და სამოელის ჯარისკაცებმა მისი შეპყრობა შეძლეს. მეფემ მთავარი საპყრობილეში ჩასვა. დაპატიმრებული მთავარი მთელ დროს ლოცვას უთმობდა. ერთხელ ვლადიმერს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ მალე გათავისუფლდებოდა, თუმცა მოგვიანებით მოწამის გვირგვინით შეიმკობოდა.
ბულგარეთის მეფე სამოელს ჰყავდა მშვენიერი ასული კოსარა. ის ხშირად დადიოდა საპყრობილეში პატიმრების მოსანახულებლად. გოგონას შეუყვარდა მთავარი და მამას მასზე გათხოვების ნებართვა სთხოვა. სამოელი დათანხმდა ქალიშვილს, ვლადიმერი გაათავისუფლა, ასული ცოლად შერთო და სამთავროში დააბრუნა. ახალშეუღლებულმა ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, უბიწოება შეენახათ და-ძმასავით ეცხოვრათ უფლის სიყვარულით.
გავიდა დრო, გარდაიცვალა ბულგარეთის მეფე სამოელი, ტახტი მისმა ვაჟმა რადომირმა დაიკავა. ეს უკანასკნელი ტახტისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ბიძაშვილმა იოანე ვლადისლავმა მოკლა. მანვე მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოაკვლევინა ტაძრის კართან 1015 წლის 22 მაისს. კოსარა დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი