"ის ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს"
"ის ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს"
ახალმოწამე მღვდელმონაზვნის ვასილ ფირცხელავას მშობლიური სოფელ ზუმიდან (ჩხოროწყუს რაიონი) ბეთანიის მონასტერში ჩამოვიდნენ ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები. რადგან მამა ვასილის ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება ბეთანიას, მოსწავლეების სურვილი სწორედ მისი მოლოცვა იყო.

მამა ვასილის ბეთანიაში ყოფნის ჟამს მონასტერი სულიერების დიდ სავანეს წარმოადგენდა, რადგანაც იქ მოღვაწეობდნენ უდიდესი წმინდანები - წმინდა გიორგი-იოანე (მხეიძე) და წმინდა იოანე (მაისურაძე). მონასტერს ხშირად სტუმრობდა XX საუკუნის უდიდესი ბერი გაბრიელი (ურგებაძე). მამა გაბრიელსა და მამა ვასილს ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ - წმინდა მამა გიორგი-იოანე (მხეიძე). დიდი მოძღვრის მორჩილებაში მამა ვასილი სწრაფად ჩამოყალიბდა დიდი სულიერების მქონე ბერად. მის მონაზვნურ ღვაწლზე საუბრობენ ეკლესიის თანამედროვე მამები, არქიმანდრიტები: გაგი (მოსეშვილი), რაფაელი (კარელინი), იღუმენი ფილარეტი (გუდინოვი). ასევე შემონახულია მამა გაბრიელის სიტყვები: "მამა ვასილი წმინდანი იყო, ანგელოზი იყო, იგი შეუწყვეტელი ლოცვის ძალას ფლობდაო". ხელისუფლების წარმომადგენლები ძალზე ავიწროებდნენ ახალგაზრდა სასულიერო პირს, აიძულებდნენ, დაეტოვებინა მონასტერი, რაზეც მამა ვასილი მტკიცედ პასუხობდა: "მე მონასტერს არ დავტოვებო!" როდესაც არც მუქარამ, არც დაშინებამ არ გაჭრა, იგი სიცოცხლეს გამოასალმეს, რასაც აღნიშნავდა ამერიკაში გამოცემული ჟურნალი "მართლმადიდებლური სიტყვა".

მამა ვასილის ანდერძი იყო, ბეთანიაში დაეკრძალათ მამა იოანეს გვერდით, მაგრამ იგი ნათესავებმა და თანასოფლელებმა ძალით გადაასვენეს სამეგრელოში. ამ მოვლენების გამო წმინდა მამა გიორგი (მხეიძე) მოწამებრივად აღსრულებულ თავის საყვარელ სულიერ შვილზე, ახალგაზრდა მამა ვასილზე ამბობდა: "ის ორგზის მოწამეა... ამისთვის ორმაგ ჯილდოს მიიღებს; სადაც არ უნდა იყოს მისი სხეული, სულით ის ჩვენთანაა!"

მამა ვასილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისა და წარმოჩენის მიზნით ზუმის საჯარო სკოლაში განხორციელდა მეტად საინტერესო სასწავლო პროექტი (მიზნობრივი ჯგუფი - IX კლასი, ხელმძღვანელი - გულნარა ლემონჯავა, ფილოლოგი). მოსწავლეებმა მოიძიეს ღირსი მამის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალა (ზეპირი, წერილობითი) და საპრეზენტაციოდ წარმოადგინეს დაგეგმილ გაკვეთილებზე. გამოსცეს გაზეთი "ამბიონი", რომლის პირველი ნომერი მამა ვასილს მიეძღვნა. შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა ახალმოწამის დაბადების დღეს, 16 იანვარს, რომელზეც მოიწვიეს სტუმრები: სამღვდელოება, ბერის ნათესავები და მეგობრები. ამ საღამოზე გამოითქვა გულისტკივილი იმაზე, რომ ღირსი მამის ანდერძი ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

ბეთანიის მოლოცვასთან ერთად პროექტი ითვალისწინებდა შეხვედრას უწმინდესთან და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან, რაც შედგა კიდეც ამა წლის 29 მაისს. პატრიარქმა გულთბილად მიიღო ბავშვები, დალოცა ისინი და დაასაჩუქრა. დაისვა მამა ვასილის ანდერძის შესრულების საკითხი. უწმინდესმა იკითხა, ნათესავები ხომ არ არიან წინააღმდეგნიო, და როცა დადებითი პასუხი მიიღო, ბრძანა: "მისი სული გაიხარებს, როცა გადმოსვენება მოხდებაო".

დაისახა სამომავლო გეგმები: კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა მომზადდეს დოკუმენტური ფილმი მამა ვასილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე, ასევე ჩატარდეს მოსამზადებელი ღონისძიებები ამ ისტორიულ მოვლენასთან - ახალმოწამის გადმოსვენებასთან დაკავშირებით.

მოამზადა
ლევან ფირცხალავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat