უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას
უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას
გარეჯელი მამები
დავითგარეჯის ლავრა, რომელიც დასაბამს VI საუკუნიდან იღებს, ყოველთვის გამოირჩეოდა იქ მოღვაწე მამათა და ძმათა ერთსულოვნებითა და ერთმანეთის დიდი ქრისტესმიერი სიყვარულით. დავითგარეჯის მონასტერს იქ მოღვაწე ბერ-მონაზონთა სიმრავლის გამო ბერთა ქალაქსაც უწოდებდნენ. ლავრა მრავალგზის დაურბევია მტერს, მრავალი გარეჯელი მამა აღსრულებულა მოწამებრივად, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფ 1616 წლის აღდგომა ღამეს ექვსი ათასი ბერის მიერ სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვას და მოგვიანებით, უკვე 1851 წელს, ლეკების მიერ უმოწყალოდ ამოხოცვას გარეჯის ძმობისა. ორივე შემთხვევაში მონასტრის ძმობამ გამოავლინა უდიდესი ერთგულება და სიყვარული ჯერ უფლის, შემდეგ კი ერთმანეთის მიმართ.

1615 წელს სპარსეთის შაჰი აბასი დიდძალი ლაშქრით დაესხა თავს საქართველოს. ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ სანადიროდ გარე კახეთის ველებისკენ გაემართა. გარეჯის მთებში შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად. შუაღამისას შაჰის ყურადღება შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა მიიპყრო. ურჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით ეკლესიას გარს უვლიანო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ბერები ამოეხოცათ.

ამავე ღამეს ანგელოზი გამოეცხადა დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: ,,უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით დიდი გამოცდა გელით - მახვილით მოისრებით. ვისაც სურს, დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისთვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს".

წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც მოწამებრივი ღვაწლისთვის მზადება იწყეს. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალნენ.

KARIBCHEწირვის ბოლოს "მამაო ჩვენოს" გალობისას სპარსი მეომრები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი რაზმის მეთაურს წარუდგა და სთხოვა, საძმოსთვის წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ. სპარსელებმაც მოითათბირეს და გადაწყვიტეს, მცირე დროის შემდეგ აღესრულებინათ შაჰის ბრძანება. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება, ერთმანეთი გაამხნევეს და საზეიმოდ შემოსილები წარდგნენ ურჯულოთა წინაშე.

სპარსელებმა პირველად წინამძღვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უმოწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან გაქცეულმა ორმა მორჩილმა ზეციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები იხილა, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან და მათაც თავიანთი საძმოს ბედი გაიზიარეს...

მოგვიანებით, უკვე მეცხრამეტე საუკუნეში, დავითგარეჯის ლავრაში კიდევ ერთხელ დაიღვარა ქრისტესთვის გულანთებული საძმოს სისხლი. ამჯერად ლეკების მოთარეშე რაზმმა შვიდი გარეჯელი მამა: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი - დაუნდობლად გამოასალმა სიცოცხლეს.

"პირველად ბერ-დიაკონი ოთარი აღესრულა მახვილით, შემდეგ იერო მონაზონ გერონტისა და სერაპიონს მოკვეთეს თავები. გერმანე მწირმონაზონს კი ჯერ მუცელი გაუპეს, ხოლო შემდეგ თავი მოკვეთეს... არ დაინდეს ბერი მიქაელიც... ხოლო მე, რომელიც ჩემი თვალით ვხედავდი ყოველივეს, დავწერე მათი წამების შესახებ", - წერს პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში ბერმონაზონი ისააკი, რომელიც ურჯულოებს დაღესტანში ტყვედ წაუყვანიათ და შემდეგ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს გამოუხსნია.

სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ამბავი აღუწერელი დარჩა, ჟამთა სიავემაც წარხოცა მრავალი დაწერილი ისტორია, დაიკარგა და მწირად მოგვეპოვება წმინდანების ბიოგრაფიული ცნობები, თუმცა დღემდე შემორჩენილი ამბებიდანაც ნათლად ჩანს, თუ რამხელა სიყვარული და ერთგულება ჰქონდა მონასტრის საძმოს უფლისა და ერთმანეთისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat