აჭარლები არ მაჰმადიანდებოდნენ, ამიტომ დღედაღამ ხალხს თავებს აყრევინებდნენ...
აჭარლები არ მაჰმადიანდებოდნენ, ამიტომ დღედაღამ ხალხს თავებს აყრევინებდნენ...
ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის ერთი დოკუმენტი გვამცნობს, თუ რა გადახდა მოციქულთა მიერ განათლებულ აჭარას ოსმალთაგან და რა ვაება გამოიარა ქრისტესთვის ჯვარცმულმა მხარემ.

მეთექვსმეტე საუკუნის ირან-ოსმალეთის ზავის შედეგად სამცხე, აჭარა და ჭანეთი ოსმალეთს ერგო, რომელმაც უმოწყალოდ გაანადგურა იქაურობა.

"რომელ ხორცეულ ენას შეუძლია, რომ წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი: ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზედ გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლით და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზედ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზეც სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის კი ანთებულ კირში აგდებდნენ" (ახალციხის ფონდის ხელნაწერი).

ალბათ, ძალიან დროულია, ჩვენთვის თითქმის უცნობ ათასობით მოწამეზე მეტი შევიტყოთ და მათმა ლოცვებმა გაგვაძლიეროს, ამიტომ უფრო დაწვრილებით გიამბობთ მათზე (მასალა ეფუძნება ახალციხის მუზეუმის ხელნაწერებს და ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომს).

აჭარისა და ხულოს მოწამენი
ოსმალონი ლაზისტანში შემოვიდნენ თუ არა, მთლად დაიჭირეს იქაურობა. მაქრიალის ციხეში ფეხი გაიმაგრეს, იქიდან კი აჭარლებზე მოინდომეს გამოლაშქრება და მათი გამაჰმადიანება. აჭარლებმა ჭკუის საკითხავი ხალხი შეკრიბეს და გამოსავლის ძიება იწყეს. დიდკაცებმა დაასკვნეს, "ჩვენ ძალი არა გვაქვს, ტყუილად წავიხდენთ თავს, ამიტომ, უმჯობესი იქნება, წავიდეთ იქა და მაჰმადიანობა გამოუცხადოთო".

ხალხის უმრავლესობამ იუარა: "ჩვენ მათ ვერ ჩავბარდებით და გინდ ჩავბარდეთ, სჯულს მაინც არ გამოვიცვლით. ასეთი პირობა გავგზავნოთ, რომ ჩვენ თქვენი დიდი ერთგულები ვიქნებით, ხარჯს გადავიხდით, მხოლოდ გთხოვთ, რომ სჯულს ნუ შეგვაცვლევინებთო.

ამ გადაწყვეტილების წაღება იქ ვერავინ გაბედა. ოსმალნი პასუხს უცდიდნენ. ბოლოს ორმა მღვდელმა წაიღო ეს ამბავი და მივიდნენ მაქრიალში".

მღვდლებს მაშინვე თავები წარკვეთეს, პასუხი კი ოსმალოებმა თავისიანებს გამოატანეს.

"ამის შემდეგ კიდევ წავიდნენ მოსალაპარაკებლად მღვდლები, მაგრამ იქ ნებას არ აძლევდნენ, იჭერდნენ და თავებს აყრევინებდნენ".

მოთხრობილია სოფელ აგარის მაჰმადიან დევაძეთა მიერ.

***
ოსმალთ აჭარა დაიმორჩილეს და ისლამის გავრცელება იწყეს, თუმცა ეს ერთობ გაუჭირდათ - აჭარლები პასუხობდნენ: "გვიმსახურეთ, როგორც გენებოთ, ხოლო სჯულს თავი დაანებეთ, ჩვენ ჩვენს სულს არ დავკარგავთ და არ გავმაჰმადიანდებითო".

ქართველების უარი ოსმალთა ფაშას ძლიერ ეწყინა. ოსმალოებმა ბოლოს ხერხს მიმართეს და ხალხის ფულით გადმობირება იწყეს. "პირველად სოფელი ერგე შეისყიდეს, ბათუმის ზემოთ, კახაბრისა და აჭარის (აჭარა იმ დროს დღევანდელი აჭარის ერთ-ერთ კუთხეს ერქვა) შუა, და პირველად სოფელ ერგეს ხალხი გამაჰმადიანდა. აქედან წავიდნენ აჭარისკენ და დაიწყეს მეცადინეობა, მაგრამ ვერსად რა მოახერხეს, ვერც თხოვნით და ვერც შიშით ვერავინ გაამაჰმადიანეს...

აქედან წავიდნენ მერისში, სადაც 700 კომლი ცხოვრობდა. ოსმალთ მერისელთაც აცნობეს გამაჰმადიანება, მაგრამ მერისელთ უარი უთხრეს: არ გავთათრდებით, გინდა დაგვხოცეთ და მაგას კი ვერ ვიზამთო".

რამდენიმე დღეში ოსმალებმა მთელი სოფელი ამოწყვიტეს, მხოლოდ ორიოდე ოჯახი გადარჩა. "დანარჩენები კი - ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა და ყმაწვილი გამწყდარან მთლად სჯულისათვის ბრძოლაში.

ოსმალნი წასულან ხულოში. მაშინ იქ ერთი დიდი მღვდელი მჯდარა და ერთიც ქართველი თავადისშვილი. ოსმალთ ამათთვისაც განუცხადებიათ, - გამაჰმადიანდითო... დიდმა მღვდელმა და თავადმა ფადიშაჰის ბრძანება ხალხს ამცნეს, მაგრამ ხალხმა თქვა: - დავიხოცებით და მაგას არ ვიზამთო.

მეორე დღის საღამოს შეშინებული დიდი მღვდელი და თავადი ხულოდგან სხვაგან გაიქცნენ და დაიმალნენ. ხალხი უპატრონოდ დარჩა, დაიბნა, ოსმალთაც ბევრი აღარ აცალეს და პირველ ბრძანებისთანავე დაუწყეს გამაჰმადიანება, მაგრამ ერთობ ძვირად დაუჯდათ: "ზეგნელები ცხარედ იბრძოდნენ სჯულის გამო და თითქმის მთლად გაწყდნენ".

ჩაწერილია სოფელ ზვარელის მკვიდრ 80 წლის მოხუცის, სელიმ აღა-იშიოღლისა და მაჰმადიანი თურმანიძისაგან.

***
აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელდა. განსაკუთრებული სიმტკიცით და სითამამით მოხუცი ქალები გამოირჩეოდნენ და ოსმალო მოლა-ხოჯებსაც კი ეკამათებოდნენ, გათათრებულ ახალგაზრდებს კი გამუდმებით მოუწოდებდნენ, - ქრისტიანობას დაუბრუნდითო. ასეთი მოხუცები მაშინ იქ ბევრნი ყოფილან. ისე შეაწუხა ამან ოსმალნი, შეუპყრიათ ყველა და გათათრება მოუთხოვიათ. "მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, საპატიმროებში ხოჯები მიუგზავნიათ და ხოჯებს ლოცვები დაუწყიათ. ზოგიერთი მოხუცებული მიუზიდნიათ მაჰმადიანობაზედ, ზოგი კი - ვერა. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა... ამ ხიდზედ დაუდგიათ თავსაკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავებს სჭრიდნენ, მერე - ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო... ეს საქმეები მომხდარა 1790 წელს".
ჩაქვისთაველი ღრმად მოხუცის, ყად ს. ჩიჯავაძის ნაამბობი

ჩაქვისა და კინტრიშ-ქობულეთის მოწამენი
"მე პატარა ვიყავი, როცა ოსმალები ბათუმს აქეთ გადმოვიდნენ და ციხის ძირს მოადგნენ. ციხის ძირთან დიდძალი ხალხი გაუწყვიტეს ოსმალთ, მაგრამ ბოლოს მაინც გაჭირდა საქმე, ოსმალთ გვძლიეს და ციხის ძირს გადმოვიდნენ... მთელი კინტრიშ-ქობულეთის მამაკაცები ერთ ალაგას დაიბარეს და გამაჰმადიანება გამოუცხადეს. ხალხმა შესძახა:

- დავიხოცებით და მაგას არ ვიზამთო!

ოსმალთ არ ჰმნეს, არ შეისმინეს თხოვნა. ამ ჩხუბის დროს გუგუნავა, დუმბაძე და ჭყონია მაჰმადიანებად აღმოჩნდნენ. ესენი წინადვე გამაჰმადიანებულიყვნენ ოსმალთა შესყიდვით. ამათ იყვირეს: - ბიჭო, ჩვენ გავმაჰმადიანდით და რა დაგვაკლდა? - არაფერი. გირჩევთ, გამაჰმადიანდეთ, თორემ ბევრი დაიხოცებით. ხონთქარი ძლიერიაო.

ხალხმა მაინც არ ჰქმნა. ოსმალებმა მოთავე კაცები დაიჭირეს და ამათ სთხოვდნენ, - ხალხს გამაჰმადიანება ურჩიეთო. ამათ არ ჰქმნეს და იმ დროს გამაჰმადიანებული თავდგირიძეები დიდად ლანძღეს. ამაზედ ჩხუბი ასტყდა და ეს კაცები ერთი კვირის შემდეგ ჭახათის ზემოთ, ტყეში დაახრჩვეს და დამხრჩვლები რამდენიმე დღეს თოკით ეკიდნენ ხეებზე... ოსმალნი ქრისტიანებს აქ არ აყენებდნენ და არც სხვაგან უშვებდნენ. ჩვენები კიდევ არ მაჰმადიანდებოდნენ და ამიტომ დღე და ღამე ხალხის ხოცვა იყო...

ოსმალთ ბევრი ხალხი დახოცეს, მალე ჭახათისკენ, გემის საბამისკენ ქვის სარჩობელა და თავსაკვეთი გააკეთეს და ძლიერ ბევრი ხალხი ჩამოახრჩვეს, მაგრამ მაინც ვერ შეაშინეს იქაურები...

დიდი ამბები მოხდა, ქრისტიანებს ძლიერ გაუჭირდათ, ყველას ხოცავდნენ. ეს რომ ნახეს და აღარც ძალა ჰქონდათ ბრძოლისა, მაშინ ყველანი გამაჰმადიანდნენ, ისე რომ, აღარსად სოფელში კაცი არ დარჩენილა გაუთათრებელი მოხუც ქალებს გარდა. ჩვენც მაშინ გავმაჰმადიანდით, ვიქნებოდი 16-17 წლისა.

თუმცა გავმაჰმადიანდით, მაგრამ ეკლესიებსა და ხატებს პატივს ვცემდით... ეს ამბები ხოჯებმა ხონთქარს აცნობეს და მალე იქიდგან ბრძანება მოვიდა, რომ ეკლესიები ან დააქციეთ, ან ჯამეებად გადააკეთეთო. ჩვენში ეს ამბები წინადვე შეიტყვეს, ამიტომ ერთ დილას მამამ მე და ბიძები გაგვაღვიძა, აჭყვის მთავარანგელოსის ეკლესიაში წაგვიყვანა, კარი გააღო. შიგ ბევრი რამ იყო: წიგნები, ხატები, ფული, ჯვრები და სხვანი. ყველა ესენი ერთად შეკრიბეს, ეკლესიის ზეით ერთი დიდი ორმო გათხარეს და შიგ ჩააწყეს, ზევიდან ჯერ ხეები დააყარეს, მერე - მიწა, რომ ოსმალთ არ წაეღოთ. ზევიდან კი პატარა ღობე შემოავლეს, რომ ნადირი ან სხვა ვინმე არ მივიდეს და არ წაბილწოსო. ეს საეკლესიო ნივთები დღევანდლამდე იქ მარხიაო. ადგილიც დამანახა".

ზაქარია ჭიჭინაძისთვის ეს ამბავი სოფელ აჭყვისთაველ 120 წლის ქამჯარაძეს უამბია.

***
სოფელ ჩაქვის მკვიდრნი მთლად გაწყვეტილან ქრისტიანობის შესანარჩუნებლად ოსმალებთან ბრძოლაში. ჩაქველმა მოხუცებულმა, გვარად მჟავანაძემ, ზაქარია ჭიჭინაძეს უამბო: "თვით ჩვენი ძველები იტყოდნენ და მეც მოვსწრებივარ იმ კაცებს, რომლებიც კინტრიშში გაამაჰმადიანეს, ქობულეთსა და და ჩაქვის ხეობაში კი ჩუმად ინახავდნენ ქრისტიანობას. ხალვაშენების და გორგაძნეების გვარში მღვდლებს ჩუმად ინახავდნენ, საერო ტანსაცმლით ჰყავდათ. ბოლოს ეს ოსმალებმა შეიტყვეს და ერთ დღეს კინაღამ არ ამოხოცეს ყველა. როგორც ამბობენ, ჩვენი ძველები ქრისტიანობაზედ ძალიან მაგრა მდგარან, ძლიერ ბევრი უშრომიათ მის შენახვაზედ და ბევრიც უწვალნიათ და უტანჯნიათ გამაჰმადიანების გამო. ვერ ნახავთ ვერც ერთ ოჯახს ჩვენი ძველებისა, რომ იქ გათათრების გამო დიდი სისხლი არ იყოს დაღვრილი".

ლივანას მოწამენი
ბევრი ქრისტიანის სისხლი დაიღვარა თურმე ლივანაში. ვინც არ გამაჰმადიანდა, მაქრიალის ციხეში სულთან სელიმს მიჰგვარეს, რომელმაც ჰკითხა: - რატომ არ გინდათ, ჩვენი წმინდა რჯული მიიღოთო!

ტყვედქმნილებს უთქვამთ: - ქართველები ვართ, ქრისტიანები და ასეც უნდა დავიხოცოთ. რაც გენებოთ, გვთხოვეთ, ოღონდ რჯულს არ შევიცვლითო.

მაქრიალის ციხის თავსაკვეთთან ყველას თავები დააყრევინეს, გვამები ზღვას მისცეს, ზოგიერთი მოკვეთილი თავი კი სარზე ჩამოაცვეს, გაახმეს და ქრისტიან ქართველთა შესაშინებლად აქეთ-იქით დაჰქონდათ თურმე.

***
ლივანაში, ჩხალის ხეობაში, ძველად დედათა მონასტერი ყოფილა. ოსმალოები მონაზვნებს თავიდან არ ერჩოდნენ, მღვდლები და ბერები კი პირწმინდად გამოუძევებიათ, თუმცა დედებიც მალევე დაურბევიათ - მონასტერი გაუძარცვავთ, მონაზონთაგან კი, ერთი მოხუცი მონაზვნის გარდა, ყველა მოუტაციათ - ზოგი ტრაპიზონს გაუყიდიათ, ზოგიც ადგილობრივი თათრებისთვის მიუციათ.

ის მოხუცი მონაზონი თურმე მონასტერს არ შორდებოდა. ბევრი ტანჯვა-წამება გამოატარეს ოსმალოებმა, ის კი ოჯახ-ოჯახ დადიოდა და ახალგამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს შეაგონებდა, - ქრისტეს დაუბრუნდითო.

ეს რომ ბეგმა შეიტყო, შეუთვალა, - მაგ ადგილს თავი ანებე, თორემ მოგკლავთო.

მონაზონს შეუთვლია, - სიკვდილი ყველგან დამხვდება, აქედან არსად წავალ, ტაძარს უნდა ვუპატრონოო.

მალე მართლაც მოკლეს, ფარულმა ქრისტიანმა ქალებმა კი გულითადად გამოიგლოვეს მოხუცი მოწამე და მიწასაც მათ მიაბარეს.

***
"ლივანის გამაჰმადიანება ყველაზე მეტად კახაბრისა და ჩაქვის სოფლებს ეწყინათ. ქართველნი ძლიერ სწუხდნენ ამაზედ. ბევრს მღვდელს მოსდიოდა ჯავრი, რომ ამდენი ხალხი გაათათრეს. ამ დროს მახინჯაური გურიას ეკუთვნოდა და აქ სულ ქრისტიანობა იყო, თავიანთი ეკლესიაც ჰქონდათ. მღვდლად ყოფილა ვიღაც კეკიძე. ამას ხალხში გამოუცხადებია, - მე მარადიდში უნდა გადავსახლდე, იქაურს დიდს ეკლესიას უნდა ვუპატრონოთო".

მღვდელი მართლაც გადასახლებულა მარადიდში. ოსმალთ მისთვის იქ ყოფნა აუკრძალავთ, ბოლოს კი ნება მიუციათ, - მხოლოდ ეკლესიის პატრონობის უფლება გაქვს, როგორც კი ვინმეს გადაიბირებ, მაშინვე მოგკლავთო. იმ დროს მარადიდში მრავლად ყოფილან ფარული ქრისტიანები, რომლებიც ფარულად დადიოდნენ მღვდელთან და ლოცულობდნენ.

მღვდელი ლივანაში 30 წელიწადს დარჩენილა და ბევრი გამაჰმადიანებული მოუქცევია. ბოლოს ყველაფერი გამჟღავნებულა. ფარულ ქრისტიანებს მღვდელი გაუფრთხილებიათ, - გაიქეცით, მამაო, ფაშას დამქაშები თქვენს მოსაკვდინებლად მოდიანო. მართლაც გაქცეულა მღვდელი, მაგრამ ოსმალებს გზად შეუპყრიათ და თავი მოუკვეთიათ.

***
ქვემო მარადიდში ასეთი ამბავი მომხდარა: ხოჯას ფარული ქრისტიანები შეუპყრია, მათ შორის საეროდ შემოსილი მღვდელიც - მათი მოძღვარი. მიურეკიათ ყველანი ჭოროხთან და უბრძანებიათ: - თქვით, რომ დღეიდან თათრები ხართ და ქრისტეს უარყოფთო.

- არ შეგვიძლიაო, - უპასუხიათ ერთხმად.

- არ შეგიძლიათ და შეცურეთ ჭოროხში, ვინც ნაპირზე გავა, ხომ კარგი, ხელს აღარ ვახლებთ და რჯულსაც შევუნახავთ, უკან მობრუნებულებს კი სიკვდილს შევამთხვევთო.

ზოგმა შიშით მიიღო ისლამი, ხოლო ვინც მდინარეში შევიდა, ყველა დაიღუპა, ნაპირამდე ვერავინ გააღწია - ჭოროხი მაშინ ადიდებული ყოფილა. "ჩვენ კარგად ვიცით, რომ მარადიდელნი ქრისტიანობის გულისთვის ოსმალების წინ ეწამნენ, დაიტანჯნენ, მათგან დედაკაცებიც კი ებრძოდნენ ოსმალებს და გათათრების გულისათვის სისხლს ღვრიდნენო".
სოფელ მერისელის მაჰმადიანი ქართველის, ერისთავის ნაამბობიდან

***
მაჭახელაში ოსმალებს დიდი წინააღმდეგობა დახვდათ, მაგრამ ბოლოს მაინც დაიპყრეს ის მხარე. ძალაუფლების განმტკიცებისთანავე მოლებმა ადგილობრივებს მოსთხოვეს, - ისლამი უნდა მიიღოთო, რასაც ვითარების უარესი გამწვავება მოჰყვა - ხალხი აჯანყდა და ქრისტესავით ბევრი სისხლიც დაიღვარა.

ბოლოს ხერხს მიმართეს: ვინც ისლამს არ მიიღებდა, დიდძალ ბეგარას აკისრებდნენ, ყოველმხრივ ავიწროებდნენ და უდანაშაულოდ სჯიდნენ - უმნიშვნელო დანაშაულისთვის მამულებს ართმევდნენ და გამაჰმადიანებულ ქართველებს აკუთვნებდნენ...

მაჭახელაში ერთ შეძლებულ აზნაურს, გვარად ძნელაძეს, უცხოვრია, რომელსაც მტკიცედ დაუცავს თავისი რჯული და ამ პრივილეგიებზეც უარი უთქვამს.

ამის გამო მთელი ავლადიდება დაუკარგავს. მალე მისმა ოჯახმაც მიიღო ისლამი, ის კი ძველებურად მტკიცედ იდგა...

ასეთ სიღატაკესა და ტანჯვაში სნეულებამ და სიბერემ უწია და სასიკვდილო სარეცელს მიაჯაჭვა. იმ დროისათვის მაჭახელაში აღარც მღვდელი იარებოდა, აღარც ქრისტიანი და აღარც ეკლესია იყო - ზოგი დააქციეს, ზოგიც ჯამედ გადააკეთეს.

სიკვდილის წინ ძნელაძემ შვილები დაიბარა და ცრემლებით შესთხოვა: - ეს არის, ვთავდები, ბევრი წამება გამოვიარე, სჯულის შესანახად ყოველივე დავთმე და მეშინია, ვაითუ მაჰმადიანად დამმარხოთ ქრისტიანი კაციო.

შვილებმა ფიცი მისცეს, რომ მღვდელს მიუყვანდნენ და ქრისტიანულად დამარხავდნენ. ასეც მოიქცნენ - მოძღვარი ართვინიდან გადმოიყვანეს და წესი იმას ააგებინეს.
ბაზარეთელი მოხუცებული მაჰმადიანის, ძნელაძის ნაამბობიდან

სხალთის ხეობის მოწამენი
ამ ხეობის ქრისტიანებს დიდხანს შეუნახავთ ქრისტიანობა, მაგრამ ბოლოს მაინც გაურჯულოებულან. მამა-პაპათა რწმენა ერთმა სოფელმა - ყინჩაურამღა შეინახა, რომელსაც დიდად მოღვაწე, მხურვალე მქადაგებელი და განათლებული მღვდელი ჰყოლია. სწორედ ეს სულმნათი კაცი განამტკიცებდა ყინჩაურელებს და უკვე გამაჰმადიანებულ მეზობელ სოფლელებსაც შეარცხვენდა და შეაგონებდა: - რიგიანი ქართველი სჯულს არ გამოიცვლის, თქვენ არავინ დაგხოცავთ და თუ დაიხოცებოდით, უკეთესიც იქნებოდა, რწმენა კი უნდა შეგენახათო.

ამ მღვდლის მეოხებით ბევრი ახალგათათრებული ქართველი მოუბრუნდა მამა-პაპის სჯულს.
სხალთელი მაჰმადიანის, მემედ ოღლი ბოლქვაძის ნაამბობიდან
ბეჭდვაელფოსტა
19.03. 2017
teona
gmertma maradiuli sasufeveli daumkvidros yvela qristians.... gmerti ertia veyanaze ies qriste dze wminda mariamisa. nu miatvebt tvens rjuls iwamet misi is xm yvelas exmareba... gmert daifare sruliad saqartvel da ukve acharashi bevria qristiani da bevric apirebs rom moiatls da is rac warrtves is sulis siwminde daibruns gmertma yvelas mgvexmaros da gagvadzliers.... amin
18.03. 2017
სატერო
ძალა ერთობაშია და ასეთი ერთობა ჰქონდა ოსმალოს, რომაელებს, მონგოლებს...ქართველი კაცი არ ფიქრობდა სხვა ერზე თავდასხმას და მიწაზე მუშაობით ირჩენდა თავს, ვაზს უვლიდა და ისტორიას ჰქმნიდა, აშენებდა და მსოფლიოს ულამაზეს ადამიანებს "ჩუქნიდა"...ეს არის ქართველი ერის ერთადერთი დანაშაული. სამწუხაროდ ზოგ-ზოგი სულდაცემულის გამო გაიწეწა ქართველობა და გაიგლიჯა ისე რომ მეეჭვება თუ შეძლებს როდესმე შეკოწიწებას და ამ დაგლეჯილი სხეულის გამრთელებას... ამას ნუ დავამატებთ კიდევ ერთმანეთის ლანძღვა გინებას...ყოველმა კუთხემ საქართველოსი მისი საკმარისი სიმწარე გამოსცადა...
18.03. 2017
Lela
Mecineba magrad tbilishi xo cxovroben namdvili qartvelebi??? 80 procenti iegovelia, 50 ianelia da urjuloa, pirjvars ar iweren eklesiashi ar dadian da ase shemdeg.... Amatma rwmenaze rogor unda gelaparakon????
18.03. 2017
რამაზ ჭეიშვილი
ჩემი აზრი იყო... და ამ ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ ქართველების ( აჭარლები, მესხები და დანარჩენი სამხრეთის ქართველობა) სამ შტოდ შეიძლება დაყო:პირველნი - ვაჟკაცები და კაცურ-ქალები, რომლბმაც გმირობა (ან სიჯიუტე) გამოიჩინეს და დაიხოცნენ ქართველობისათვის და რწმენისთვის; მეორენი - მოხერხებულნი (როცა ძალა აღმართს ხნავდა), რომლებმაც რჯული შეიცვალეს, მაგრამ ქართველობა, ქართული ენა და მეხსიერებაში ქრისტიანობა შემოინახეს; დღეს მათი შთამომავლები ქრისტინობას უბრუნდება; მესამენი - ლაქიები,ლაჩრები( დღესაც რომ თურქების შიშის ქვეშ არიან - დათვი, რომ მოგერიოს -ბაბაია დაუძახეო -ს აზროვნებით რომ არიან გამსჭვალულები, ან თურქული ფულის გამო რომ ყიყინებენ); ესენი პოტენციურად თურქების დასაყრდენები არიან საქართველოში.
18.03. 2017
არ დაიღალეთ ხოო
მოკლედ ძალიამ ბევრს წუხხართ მუსლომებზე, ისე მუსლიმები სადმე ერთად შევიკრიბოთ და ერთბაშათ ხომ არ ამოვწყდეთ ამა ქვეყნიდან, რათა არ შეგაწუხოთ ჩვენი არსებობით. ვაი თქვენს პატრონს ვაი! გყაავთ, რომ პატრონი?! კი გყავთ კაცო როგორ არა. თქვენი მენტალური და მატერიალური პატრინი ჩრდულოეთი და მის მიერ ხელდასმული კანტორებია. გამოდით-გამოდით გიცანით უკვე. ნუ იმალებით პუტინის ქართულო ფილიალებო გიცანით. გისამძირებთ ჩემო ბატონებო, თქვენი (კომუნიზმის) დრო დასრულდა. ვერც ჩედილოეთი გიშველით აწი და ვერც მისი წარმომადგენლობა საქართველოში! ეს 21-ე საუკუნეა. თქვენდა სამწუხაროდ აღარ ჭრის ძველი ურა პატრიოტიზმი, კომუნისტური ლოზუნგები და მსგავსი ბოდვები რასაც თქვენ წერთ უბრალოდ სასაცილოა მეტი არაფერი.
სხვა სიახლეები
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს და რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარის წმინდანთა კრებულში.
03.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
03.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler