წმინდა მოწამენი ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი (I) - 14 (27) ოქტომბერი
წმინდა მოწამენი ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი (I) - 14 (27) ოქტომბერი
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა. როცა წამოიზარდა, დიდხანს ფიქრობდა, რომელი რწმენა აერჩია, მამის თუ დედისა. ბოლოს, დედის წმინდა ლოცვით გულისხმაქმნილმა ქრისტიანობა აირჩია და ის წმინდა ეპისკოპოსმა ლინემ (5 ნოემბერი) მონათლა. როცა წმინდა ნაზარმა სრულყოფილ ასაკს მიაღწია, ის სათნოებებითაც სრულყოფილი გახდა: გულმოდგინედ ემსახურებოდა უფალს და მარტო საკუთარი ცხონებისთვის კი არ ზრუნავდა, მრავალი ურწმუნო მოაქცია ქრისტესკენ. მალე ნაზარიმ რომი დატოვა. მან მშობლებს თავისი წილი მემკვიდრეობისა გამოართვა და ქველმოქმედებას შეუდგა. ჩავიდა მედიოლანში და რაც კი რამ ებადა, ყველაფერი გასცა, გლახაკებს დაურიგა და თავისი ქონებით ქრისტეს რწმენისთვის დატყვევებულებს მოემსახურა.

როცა უწმინდური მეფის, ნერონის დროს ქრისტიანების დიდი დევნა წამოიწყეს, მრავალი ქრისტეს აღმსარებელი ბორკილდადებული საპყრობილეში ჩაჰყარეს. მათ შორის იყვნენ წმინდა მოწამენი - გერვასი და პროტასი. წმინდა ნაზარი ხშირად მიდიოდა მათთან და ანუგეშებდა თავისი მადლიანი საუბრით: მან ისინი ძალზე შეიყვარა, რადგან ხედავდა, ღვთაებრივი სიყვარულით იყვნენ ავსებულნი და თავის დადება სურდათ უფლის რწმენისთვის, რომელმაც პირველმა დადო თავი კაცთა ხსნისათვის. ნაზარის აღარ სურდა მათ გაშორებოდა და არჩევდა, ერთად ვნებულიყვნენ. იმ ოლქის მმართველს, ანულინს, შეატყობინეს. - ნაზარი საპყრობილეში ტუსაღებს ნახულობს, მიაქვს საკვები, ტანსაცმელი და მათ ქრისტიანულ რწმენაზე განამტკიცებსო. ანულინმა ნაზარის შეპყრობა მიყვანა ბრძანა; სამსჯავროზე მიყვანილს ვინაობა გამოჰკითხა. რომ შეიტყო, წარმოშობით რომაელი და რწმენით ქრისტიანი იყო, დაუწყო დარწმუნება, მამა-პაპის ღმერთებს დაბრუნებოდა. წმინდანს მისი რჩევის გაგონებაც კი არ უნდოდა, დასცინოდა მათ ცრუ ღმერთებს და აღიარებდა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს იესო ქრისტეს. მაშინ მმართველმა ბრძანა, მისთვის სახეში ეცემათ. თუმცა წმინდანი მხნედ, მამაცურად განაგრძობდა კერპთაყვანისცემის მხილებას. მმართველი ძალზე გაბრაზდა და ბრძანა, წმინდანი გაეწკეპლათ, შემდეგ კი შეურაცხყოფით გააგდებინა ქალაქიდან. ნეტარი ნაზარი ხარობდა, რომ ქრისტეს გამო ჭრილობები მიიღო და განიდევნა ჭეშმარიტებისათვის. ახსენდებოდა მაცხოვრის სიტყვები: "ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს" (მათე 5,11). მხოლოდ ის ადარდებდა, რომ საყვარელ მეგობრებს - გერვასის და პროტასის დაშორდებოდა - მათთან ერთად სიკვდილი სწყუროდა. უფალმა ეს სურვილი შემდგომში აუსრულა. ახლა კი სხვა ქვეყანაში უნდა წასულიყო და კაცთა სულების გადასარჩენად ეზრუნა. მეორე ღამეს ძილში თავისი ნეტარი დედა გამოეცხადა და უბრძანა, გალების ქვეყანაში წასულიყო და იქ ექადაგა სახარება. მართლაც, წმინდანი წავიდა და მრავალი ადამიანი გამოიყვანა უმეცრების ბნელიდან. როცა წმინდა ქალაქ მელში (ანუ კიმელა) მივიდა, რომელიც დღევანდელი ნიცის სიახლოვეს მდებარეობდა. ერთმა კეთილშობილმა და მორწმუნე დედაკაცმა თავისი სამი წლის შვილი ფეხებთან დაუსვა და უთხრა: "წაიყვანე ეს ყრმა, დაე თან გახლდეს, სადაც წახვალ, რათა ღირს იქმნეს ქრისტეს საყდრის წინაშე წარდგომისა". ნაზარიმ ყრმა დიდი მადლიერებით ჩაიბარა, მონათლა კელსის სახელით და ღვთისმოშიშებით გაზარდა. ყრმას წლები და გონება ემატებოდა და საღმრთო მადლით ივსებოდა; როცა წამოიზარდა, თავის მასწავლებელ ნაზარის გაჰყვა. სწავლობდა მისგან უმაღლეს სიბრძნეს და საიმედოდ იმარხავდა გულში მის ღვთივშთაგონებულ სიტყვებს. ყრმა იმდენად განიბრძო, რომ მასწავლებელს გაუთანაბრდა. ისინი ერთად იღვწოდნენ კაცთა ხსნისათვის, ქადაგებდნენ ქრისტეს, დაითმენდნენ დევნას და წამებას და ბოლოს ერთად დაიდგეს მოწამის გვირგვინი.

ამ ქვეყნის მმართველმა დინოვიმ როცა შეიტყო, ნაზარი ქრისტიანობას სხვადასხვა ქალაქში ავრცელებდა, შეიპყრო კელსისთან ერთად, აცემინა და ორივე საპყრობილეში ჩაყარა. მეორე დღეს წამებას უპირებდა. დილით მმართველის ცოლმა დაინახა კელსი - 14 წლის ყმაწვილი, ნორჩი, ლამაზი, შეებრალა და ქმარს შეევედრა, თავის მასწავლებელთან ერთად გაეთავისუფლებინა; ქმარი უარობდა, მაგრამ ქალი არ მოეშვა, ვიდრე მმართველმა ქრისტიანი ტყვეები არ გაათავისუფლა. მაგრამ ამან არ გაახარა ქრისტეს მოწაფენი, რადგანაც ვერ მიიღეს სანატრელი მოწამის გვირგვინი. გაუდგნენ გზას და ჩრდილოეთ გალიაში ქალაქ ტრირში შევიდნენ. იქ ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ და მრავალი სული შესძინეს უფალს.

ბოროტმა ეს ვერ დაითმინა და კერპთაყვანისმცემლები აღძრა მათ წინააღმდეგ. ისინი შეიპყრეს და მეფე ნერონს გაუგზავნეს. წმინდანებმა მის წინაშე მხნედ აღიარეს თავისი ქრისტიანობა. რისთვისაც ნერონმა ნაზარი მიწაზე დასცა და ფეხით შედგა. კელსი გააშოლტინა. წმინდანებს აი-ძულებდნენ, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. მათ კი სიტყვით კერპები დაამხეს, რისთვისაც მხეცებს მიუყარეს შესაჭმელად. მაგრამ მხეცებმა არაფერი ავნეს. შემდეგ ზღვაში ჩაჰყარეს, მაგრამ მათ წყალზე ისე გაიარეს, თითქოს სწორ ველზე მიდიოდნენ. ეს რომ იხილეს მეფის მსახურებმა, ქრისტე იწამეს, მოინათლნენ წმინდა ნაზარის ხელთაგან, მიატოვეს სამეფო კარი, ამსოფლიური შფოთი და ქრისტეს ემსახურებოდნენ.

წმინდა ნაზარი კი კელსისთან ერთად კვლავ მედიოლანში ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ გერვასი და პროტასი ცო-ცხლები იყვნენ და საპყრობილეში ისხდნენ.

როცა წმინდა ნაზარმა სახარების ქადაგება დაიწყო მედიოლანში, კვლავ შეიპყრო ანულინმა. ჰკითხა, - ამდენ ხანს სად იყავიო. როცა შეიტყო, რომ ნერონს ჰყავდა შეპყრობილი და ცოცხალი გადაურჩა, ძალზე გაოცდა, ის ხომ ყველას ხოცავდა, უბრალოსაც და ბრალიანსაც. ანულინმა კიდევ ერთხელ სცადა კერპებისთვის ეთაყვანებინა წმინდანი, მაგრამ მან ძველებურად მხილება რომ დაუწყო, ნაზარი და კელსი აცემინა და საპყრობილეში ჩააყრევინა, გერვასისთან და პროტასისთან. წმინდა ნაზარმა დიდად გაიხარა მეგობრების ხილვით.

ამასობაში ანულინმა წერილი მისწერა ნერონს და აუწყა ნაზარის შესახებ. ნერონი განრისხდა, როცა გაიგო, ნაზარი ცოცხალიაო. თავისი მსახურების დასჯა მოინდომა, იფიქრა, ნაზარი გაუშვესო. მაგრამ ისინი ვერსად იპოვეს. მეფემ ანულინს მისწერა, ნაზარი და მისი მოწაფე სიკვდილით დასაჯეო. მართლაც, მმართველმა წმინდა ნაზარს და მის მოწაფეს, წმინდა კელსის, პატიოსანი თავები მოჰკვეთა.

ქალაქგარეთ მცხოვრებმა ერთ-ერთმა მორწმუნემ წმინდანთა სხეულები მოიპარა და შინ წაასვენა. მას განრღვეული ქალიშვილი ჰყავდა. როგორც კი ეს სიწმინდე სახლში შეაბრძანა, დამბლადაცემული ქალიშვილი განკურნებული ფეხზე წამოდგა და დიდად გაახარა სახლეულნი. კაცმა მოწამეთა ცხედრები თავის ბაღში დამარხა.

მათი დასჯიდან მალევე მედიოლანში მოვიდა სარდალი ასტაზი, რომელიც მორავიელებთან საომრად მიდიოდა. ადგილობრივი ქურუმები ეახლნენ და უთხრეს, ამ ომში ვერ გაიმარჯვებ, თუ არ დახოცავ გერვასის და პროტასისო. სარდალმა წმინდა გერვასი ზეთისხილის წკეპლის ცემით მოკლა, ხოლო პროტასს მახვილით თავი მოჰკვეთა. ქრის-ტიანმა ფილიპემ და მისმა ვაჟმა წმინდანების სხეულები თავის სახლში დამარხეს. ამგვარად, წმინდანების - ნაზარის, კელსის, გერვასის და პროტასის სხეულები დაფარული იყო კაცთაგან და მათ შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა მედიოლანის ეპისკოპოსი წმინდა ამბროსი გახდა.

გერვასის და პროტასის წმინდა ნაწილები მან თეოდოსი დიდის მეფობის დროს საღმრთო გამოცხადებით მოიპოვა, ხოლო წმინდა ნაზარის და კელსისა - არკადის და ჰონორიოსის მეფობის დროს. წმინდა ნაზარის და კელსის წმინდა ნაწილთა მოპოვებას ხუცესი პავლინი ასე იგონებს წმინდა ანდრიას ცხოვრებაში:

"წმინდა მოწამე ნაზარის წმინდა ნაწილები, ქალაქგარეთ, ბაღში ვიპოვეთ, ამბროსიმ მაშინვე მოასვენა მოციქულთა ტაძარში. ვუცქერდით კუბოში ჩასვენებულ წმინდანის სხეულს, რომელსაც თითქოს სისხლი ახლა წამოუვიდაო, თმა-წვერი ისე იყო შენარჩუნებული, თითქოს ახლახან ჩაასვენეს კუბოშიო. სახე ისე უბრწყინავდა, თითქოს ახალახან განბანესო. და განა ეს სასწაულია, როცა უფალი დაგვპირდა სახარებაში, რომ "და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს" (ლუკა 21:18). ამ დროს კეთილსურნელება ვიგრძენით, რომელიც ყველა სურნელზე აღმატებული იყო. ავიღეთ წმინდანის სხეული და ეტლზე დავასვენეთ. წმინდა ამბროსიმ მაშინვე წმინდა კელსის წმინდა ნაწილთა ძებნა დაიწყო. ბაღის პატრონისგან შევიტყვეთ, რომ მას წინაპრებმა ანდერძად დაუბარეს, ეს ადგილი არანაირი მიზეზით არ მიეტოვებინა, რადგან აქ უდიდესი საგანძური იყო დაკრძალული.

მართლაც ისეთი საგანძური ინახებოდა, რომელიც "არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან" (მათე 6,19).

წმინდა გერვასის და პროტასის წმინდა ნაწილთა მოპოვება ამგვარად აქვს აღწერილი წმინდა ამბროსის: "გასულ დიდმარხვას, ღვთის მოწყალებით, მმარხველთა და მლოცველთა შორის ვიყავი, შუაღამისას ლოცვაზე ვიდექი. უცებ უცნაურ მდგომრეობაში ჩავვარდი. თუმცა არ მეძინა, მაგრამ ვერც ვერაფერს ვგრძნობდი. ორი ჭაბუკი დავინახე სპეტაკი სამოსლით შემოსილნი, ხელებაღპყრობილნი ლოცულობდნენ, მე მათთან საუბარი არ შემეძლო, როცა გონს მოვედი, უჩინო შეიქნენ.

ვევედრებოდი გულმოწყალე უფალს, რომ თუ ეს ეშმაკის ხიბლია, მოეცილებინა, ხოლო თუ რაიმე საიდუმლო იყო დამალული, უფრო ნათლად განეცხადებინა.

სასურველის მისაღებად მარხვა გავაორმაგე. მეორე ღამესაც მამლის ყივილის დროს წინანდელის მსგავსი ჩვენება ვნახე. მესამე ღამეს, როცა ხორცი მოუძლურდა, მარხვისგან დავუძლურდი და ძილი ვეღარ შევძელი, და ამ დროს ის ჭაბუკები კვლავ გამომეცხადნენ. გასაოცარი ის იყო, რომ მე არ მეძინა. მათთან ერთად იყო ერთი კეთილმშვენიერი კაცი, რომელიც წმინდა პავლე მოციქულს წააგავდა - როგორსაც ხატავენ მას ხატებზე. ეს დიდებული კაცი მესაუბრებოდა, დანარჩენი ორნი კი დუმდნენ.

მან მითხრა:

- ესენი არიან ისინი, რომელთაც ისმინეს ჩემი სიტყვა, მოიძაგეს სოფელი, მისი სიმდიდრე და შეუდგნენ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, და არ ეძიებდნენ მიწიერსა და ხორციელს, დაჰყვეს რა აქ მედიოლანში ათი წელი ღვთისმსახუ-რებაში, ღირსნი შეიქნენ, ქრისტესთვის წამებულიყვნენ. მათ სხეულებს, კუბოში ჩასვენებულს, შენ ნახავ იმ ადგილას, სადაც დგახარ და ლოცულობ; ამოასვენე ისინი მიწიდან და მათ სახელზე ტაძარი ააშენე.

უცნობთა სახელები ვკითხე. მიპასუხა:

- შენ მათ თავთან იხილავ წიგნს, სადაც ყველაფერი წერია წმინდანთა დაბადებასა და გარდაცვალებაზე.

მოვიხმე ძმები და ეპისკოპოსები და ხილვის შესახებ მოვუთხრე. პირველად მე დავიწყე მიწის თხრა, მერე სხვები მომეხმარნენ, ვნახე ისე, როგორც მითხრა წმინდა პავლე მოციქულმა. წმინდანთა სხეულები სასიამოვნო სურნელებას აფრქვევდნენ.

მათ თავთან იდო წიგნი, სადაც ეწერა: "მე, მონამ ღვთისა ფილიპემ, ამ წმინდანთა სხეულებით შინ წავასვენე და აქ დავკრძალე. მათ მამას ვიტალი ერქვა, დედას ვალერია. წმინდანები ტყუპი ძმა იყო, ერთს პროტასი ერქვა, მეორეს - გერვასი. ვიტალი მეომარი გახლდათ, მედიოლანში ცხოვრობდა და საიდუმლოდ ემსახურებოდა უფალს ცოლთან ერთად. როცა ქალაქ რავენას მსაჯულ პავლინესთან იყო, მაშინ შეიტყვეს მისი ქრისტიანობა. აწამეს, მაგრამ ქრისტეს არ უღალატა. ღრმა ორმოში ჩააგდეს და ცოცხლად დამარხეს. მისმა მეუღლემ გაიგო ქმრის სიკვდილი, წავიდა, რათა შინ წამოესვენებინა, მაგრამ რავენას ქრისტიანებმა ნება არ მისცეს, რადგან მისი სახით მეოხსა და დამცველს ხედავდნენ.

ვალერია მედიოლანში დაბრუნდა. გზად ერთ სოფელში გაიარა, იქაურები ტყის ღმერთის, სილვანეს ხსენებას აღნიშ-ნავდნენ და ნაზორევ ხორცს ყველას სთავაზობდნენ. შესთავაზეს უცნობ მგზავრსაც. წმინდა ვალერიამ უარი უთხრა, - ქრისტიანი ვარო. კერპთაყვანისმცემლებმა ისე უმოწყალოდ სცემეს კეტებით, რომ თანამგზავრებმა შინ ძლივს მიიყვანეს.

ვალერიამ თავისი ვაჟები დამოძღვრა და სული თვისი უფალს ჩააბარა. მოწამე მშობლების აღსასრულის შემდეგ ძმებმა თავიანთი ქონება გლახაკებს, ქვრივ-ობლებს დაურიგეს, მონები გაათავისუფლეს. მაგრამ ისინი მმართველმა ანულინმა შეიპყრო და თერთმეტი წელი ერთ ქოხში ჰყავდა დამწყვდეული, სადაც ისინი მარხვა-ლოცვას და ღვთაებრივი წიგნების კითხვას იყვნენ მიცემულნი. მეთერთმეტე წელს მოწამენი ქრისტესთვის ევნენ.

როცა სარდალი ასტაზი მედიოლანიდან მორავიელთა წინააღმდეგ საომრად მიდიოდა, მას წარმართი ქურუმები გადაუდგდნენ და უთხრეს: - თუ გინდა, მეფესთან გამარჯვებული დაბრუნდე, აიძულე გერვასი და პროტასი, ღმერთებს მსხვერპლი შესწირონ, რადგან ეს ქრისტიანები დასცინიან ღმერთებს, ისინი გაბრაზებულები არიან და კითხვებზე აღარ გვპასუხობენო.

ეს რომ გაიგო, ასტაზიმ საპყრობილიდან გამოაყვანინა წმინდანები და მოსთხოვა კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ.

გერვასიმ უთხრა:

- გამარჯვება ყოვლისშემძლე ღმერთს უნდა სთხოვო და არა უსულო კერპებს, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით და არც ლაპარაკობენ.

მაშინ ასტაზიმ ბრძანა, წმინდა გერვასი ზეთისხილის წკეპლით იმდენ ხანს ეცემათ, ვიდრე არ მოკვდებოდა. წმინდა გერვასი ცემისგან გარდაიცვალა.

ასტაზიმ ბრძანა მისი სხეული მოეტანათ და პროტასის უთხრა:

- საცოდავო, დაინდე შენი სიცოცხლე, და შენს ძმასავით უგუნური ნუ იქნები.

- არ ვიცი, ჩვენ შორის რომელია უბედური: მე, რომელსაც შენი არ მეშინია, თუ შენ, რომელსაც ჩემი გეშინია.

- რაო, შენი მეშინია, უბედურო?

შენ გეშინია, რომ შეურაცხგყოფ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ; რომ არ გეშინოდეს, არ მაიძულებდი მსხვერპლის შეწირვას. მე შენი არ მეშინია და არად ვაგდებ შენს მუქარას; შენი კერპებიც არაფრად მიმაჩნია და მხოლოდ ერთ ღმერთს ვცემ თაყვანს, რომელიც ზეცაში მეფობს.

მაშინ ასტაზის ბრძანებით დიდხანს სცემეს პროტასი; ბოლოს, როცა წამოაყენეს, ასტაზიმ უთხრა:

- უბედურო! რატომ ხარ ამაყი და ურჩი? ნუთუ შენს ძმასავით სიკვდილი გინდა?
პროტასიმ უპასუხა:

- მე შენზე არ ვბრაზდები, ასტაზი, რამეთუ ვხედავ შენს სიბრმავეს: შენი ურწმუნოება ნებას არ გაძლევს, დაინახო ის, რაც ღვთაებრივია. უფალი არ ლანძღავდა თავის ჯვარმცმელებს, ლოცულობდა მათთვის, თქვა, რომ არ იციან რასა სჩადიან. შენც არ იცი, რას აკეთებ, ამიტომაც მებრალები. მაგრამ დაასრულე, რაც დაიწყე, რათა ჩემს საყვარელ ძმასთან ერთად ვიხილო ჩემი მაცხოვარი.

მაშინ ასტაზის ბრძანებით პროტასის თავი მოჰკვეთეს. ხოლო მე, მონა ღვთისა ფილიპემ, ჩემი ვაჟის დახმარებით შუაღამისას მათი სხეულები ჩუმად შინ მოვასვენე და მარმარილოს კუბოთი დავკრძალე. მრწამს, რომ მათი ლოცვით მეც შემიწყალებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად მეუფებს უკუნისამდე".

როცა ეს წმინდა ნაწილები მიწიდან ამოასვენეს, უამრავი ადამიანი განიკურნა, მათ შორის იყო ერთი ცნობილი ბრმა სევირუსი, რომელიც შეეხო თუ არა მოწამეთა სამოსს, მაშინვე თვალთ აეხილა. მათი ნაწილები საზეიმოდ გადაასვენეს მილანის მთავარ ეკლესიაში. ეს მოხდა 386 წლის 19 ივნისს (სწორედ ამ დღეს იხსენიებენ დასავლეთში).

რამდენიმე წლის შემდეგ, 7 დეკემბერს, წმინდა ამბროსიმ ნაზარის და კელსის წმინდა ნაწილებიც მოიპოვა (დასავლეთის ეკლესია მათ 28 ივლისს მოიხსენიებს).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat