მღვდელმოწამე თევდორე, კველთელი მღვდელი (+1608-1609) - 08 ივნისი (21 ივნისი)
მღვდელმოწამე თევდორე, კველთელი მღვდელი (+1608-1609) - 08 ივნისი (21 ივნისი)
წმინდა თევდორე კველთელი XVII საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო სეფიანთა ირანის გავლენისქვეშ იმყოფებოდა.

1609 წლის დასაწყისში ოსმალეთმა იძალა სპარსეთზე, წაართვა ბაღდადი, შემდგომ მიიტაცა სამცხე-საათაბაგო და იმავე წლის ივნისში ახალციხიდან მრავალრიცხოვანი ჯარით, რომელშიც ორი ათასი ყირიმელი თათარი ერია, ქართლს შემოესია.

ოსმალებმა სწრაფად განვლეს ჯავახეთი, თრიალეთი, ქართლში შემოსასვლელი გზების მცველი ქართველები ამოხოცეს და მოულოდნელად მოადგნენ მანგლისს.

მანგლისის ღვთისმშობლის ეკლესია დარბევას სასწაუ¬ლებრივად გადაურჩა. მემატიანე წერს:

"ესევითარმა ღრუბელმა ზრქელმა და ნისლმა დაფარა იგი, ვიდრეღა პირისპირ მისა ჩავლეს ესოდენმა სიმრავლემან მეომართამან და ეკლესია იგი სოფლითურთ ვერ იხილეს".

ამ დროს საქართველოში მეფობდა ახალგაზრდა მეფე წმინდა ლუარსაბ II (ხს. 21 ივნისს). ის მცირე ამალით ცხირეთის ციხეში, თავის საზაფხულო რეზიდენციაში, იმყოფებოდა.

ოსმალებმა, რომლებმაც მეფის სამყოფელი იცოდნენ, გადაწყვიტეს უმოკლესი გზით შეჭრილიყვნენ შიდა ქართლში, ცხირეთის ციხეს თავს დასხმოდნენ, შეეპყროთ ლუარსაბი და ამ გზით მთელი საქართველო დაემორჩილებინათ. ოსმალ-თათრებს საქმეს ისიც უადვილებდა, რომ წმინდა ლუარსაბმა, რომელსაც მათგან 4-5 საათის სავალი მანძილი აშორებდა, არაფერი იცოდა მის სამეფოში მტრის ლაშქრის შემოჭრის შესახებ.

მანგლისიდან ცხირეთამდე რამდენიმე გზა მიდიოდა, თითოეული საკმაოდ მოუხერხებელი იყო. ოსმალებს ვერ გადაეწყვიტათ, რომელ გზას დასდგომოდნენ. ცხადია, თავისი მიზნების შესასრულებლად მათ ყველაზე მოკლე და მოხერხებული გზა სჭირდებოდათ.

მანგლისის ახლოს, სოფელ კველთაში, თათრებმა ქართველი მღვდელი შეიპყრეს. მემატიანე წერს:

"კველთას შეიპყრეს მღვდელი ერთი, სახელად თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისა თვისისა".

{"კველთას თედორე შეიპყრეს, მცოდნე და კარგი მღვდელიო", - გვიდასტურებს იოსებ თბილელი. ოსმალები რომ მოვიდნენ, მღვდელი თურმე ეკლესიას კეტავდა. სხვებთან ერთად ტყეში გაქცევა ვერ მოესწრო, რადგან, პირველ რიგში, მტრის ხელყოფისგან ეკლესიის სიწმინდეთა დაცვასა და გადამალვაზე ეზრუნა.

მამა თევდორეს ოსმალებმა მეგზურობის გაწევა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი ელოდა.

მემატიანე მოგვითხრობს:

{"და რა მოვიდნენ გოსტიბის თავსა, დაუწყეს მღვდელს თევდორეს ლანძღვითა ცემა და ეტყოდეს, ვითარმედ მიგვიძეღ მეფეზედა და სწადდათ სიკუდილი მეფისა.

მღვდელმა თევდორემ გულში თქვა: ჩემის ორის დღის სიცოცხლისათვის ამას რატომ ვიქმ, აწ მივუძღვე და მეფე მოვაკვლევინო და ქართლიც ააოხრონ და მე რაღა მეშველებაო ან ჩემსა სულსაო".

მემატიანის მიერ გადმოცემული ამბის ჭეშმარიტებას XVIII საუკუნის I ნახევრის ცნობილი კათალიკოს-პატრიარქი, ბესარიონ ორბელიშვილიც ადასტურებს:

"ხოლო მან, სანატრელმა ხუცესმა, აღირჩია სიკვდილი, ვიდრე განცემა მეფისა და გაწირვა საქართველოისა".

კათალიკოსი ბესარიონი განაგრძობს:

{"მაშინ წარუძღვა ხუცესი იგი, წარიყვანა იგინი უგზოთა ადგილთა, აღხდა მთასა მას ზედა და გარდაუქცია გზა იგი ცხირეთს მიმყვანებელი და წარიყვანა და შთახდა ხევსა კოდისასა, გზასა ძნელთა და იწროთა და კლდოვანთა, და სხვასა მათსა ცხენნი მრავალნი და კაცნი შთაცვინეს კლდეთა და კაბანთა და მოსწყდეს.

იხილნეს რა თავნი ესრე მოცთომილნი და შეიწრებულნი, კაცთა მათ სახელოვანთა შეიპყრეს ხუცესი იგი და თავი წარკვეთეს".

XVIII საუკუნის I ნახევრის მემატიანე ბერი ეგნატაშვილი დასძენს:

{"თევდორე მღვდელი შეირაცხა წმინდათა მოწამეთა თანა". ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I თავის ნაშრომში {"მარტირიკა" წერს:

{"მღვდელმა თევდორემ სიკვდილით მიიღო სანატრელი აღსასრული ცხოვრებისა წმინდათა თანა".

თევდორეს თავდადებამ ნაყოფი გამოიღო. მტერმა წადილი ვერ შეისრულა. წმინდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო, შემდეგ კი ქართველთა ლაშქარმა თბილისის მურავის გიორგი სააკაძისა და თავად ზაზა ციციშვილის სარდლობით მოთარეშეებს მუსრი გაავლო.

{"თევდორე მღვდელმა მოიპოვა იმისთანა სახელი, რომ ქებით, დიდებით და კურთხევით იხსენიება ყველა ქართველისაგან, ვიდრე დედამიწის ზურგზე ჩვენი ერი იცოცხლებს" - წერდა იაკობ გოგებაშვილი.

გადმოცემის თანახმად, მანგლისის სიონის ტაძრის სამხრეთ შესასვლელის პირდაპირ მდებარე ქვის ჯვრის ქვეშ თევდორე კველთელის ნაწილები განისვენებს.

წმინდა მღვდელმოწამე თევდორეს ლოცვა ეწეოდეს სრულიად საქართველოს. ამინ.

* * *
წმინდა თევდორე მღვდლის ტროპარი

გზათა წრფელთა უფლისათა მავალმან გზაუშჯულოთა მათ დრკუდ წარუმართენ, რამეთუ დასდევ სული შენი მეფისა და ერისათუის შენისა, ვინაცა, მღდელობისა წესითა განშუენებული, წამებისა სისხლითა შეიმკევ, თევდორე, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.
...............................
აქვე წაიკითხეთ:

იაკობ გოგებაშვილი - თავდადებული მღვდელი თევდორე

წმინდა მღვდელმოწამე თევოდორეს ლოცვა ეწეოდეს სრულიად საქართველოს!

თევდორე მღვდელი

ტროპარ-კონდაკი წმიდისა მოწამისა თევდორე მღვდელისა (კველთელისა)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat