casino siteleri 2023
დილით მდინარის შუაგულში ჯვრისებრ ხელგაშლილი და ნაწამები მოძღვრის სხეული დაინახეს... - კარიბჭე
დილით მდინარის შუაგულში ჯვრისებრ ხელგაშლილი და ნაწამები მოძღვრის სხეული დაინახეს...
დილით მდინარის შუაგულში ჯვრისებრ ხელგაშლილი და ნაწამები მოძღვრის სხეული დაინახეს...
ახალმოწამენი
არ ვიცი, რამდენი წმინდანი ჰყავს სამყაროს, არც ის ვიცი, რამდენია იმათ შორის ახალმოწამე , ალბათ, ვარსკვლავებივით დაუთვლელი და იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე სრულქმნილ ადამიანურ გონს შეუძლია წარმოიდგინოს...

ამ დრომდე, ძირითადად, ქართველ ახალმოწამეებზე ვაგროვებდი მასალას, შემდეგ რუს მოღვაწეთა ცხოვრებითაც დავინტერესდი და ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანზე მინდა, გიამბოთ...

1918 წლის 3 აგვისტოს, რუსეთისთვის ჩვეულ, არცთუ ისე ცხელ დღეს, უფრო ზუსტად, გამთენიისას, სოლიკამსკის ციხიდან სამი ტუსაღი გამოიყვანეს: - ექიმი, ოფიცერი და მღვდელი, თითოეულს ორ-ორი მცველი ახლდა, რომლებიც ადგილობრივ გლეხთაგან შეერჩიათ...

ისინი მღვდლის, მიხეილ ნაკარიაკოვის ყოფილი სულიერი შვილები, აწ გაბოლშევიკებული ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც არ სურდათ მოძღვრის მოკვლა, ამიტომ სთხოვეს: - ჩვენ ჰაერში ვისვრით, თქვენ კი, მამაო, ამასობაში საზიდარზე ადით და უცებ დაეცით, რომ ტყვია აგცდეთო...

მაგრამ მღვდელმა მტკიცედ იუარა: - ამ საქციელს მთვარობა ძვირად დაგიფასებთ და ეგებ, სიცოცხლესაც გამოგასალმონ, ამიტომ რაც გიბრძანეს, აღასრულეთო...

წითელარმიელებმა ექიმი და ოფიცერი გზაშივე გამოასალმეს სიცოცხლეს, მღვდელი კი ვერა და ვერ გაიმეტეს, მერე ტყის სიღრმეში შეიყვანეს და კვლავ ჰაერში ისროლეს...

იდგა მამა მიხეილი მკვლელებად ქცეული უბედური სულიერი შვილების წინაშე და ხმას არ იღებდა...

მაშინ ერთმა ბადრაგთაგანმა მოძღვარს თავში კონდახი ჩაარტყა...

მღვდელი გონს რომ მოვიდა, ბინდდებოდა და ამ ბინდში მოძრავი ჩრდილებიც გაარჩია, რომლებიც საზირადზე სხდებოდნენ, შორიახლო ექიმისა და ოფიცრის გვამები დაეყარათ, მუჭა მიწაც არ გაემეტებინათ მათთვის...

გულმოკლულმა და ნაგვემმა მამა მიხეილმა ამ საბრალოთათვის სულთმობრძავის ლოცვების კითხვა იწყო, რამაც ბადრაგის ყურადღება მიიქცია.

- შეხედეთ, მღვდელი ისევ ცოცხალი ყოფილაო! - იყვირა ერთმა და მისმა ნასროლმა ტყვიამ მამა მიხეილს მარჯვენა ხელი, ფეხი და მკერდი განუგმირა...

დილით ბადრაგი ტყეში გვამების დასამარხად მიბრუნდა და რას ხედავენ! - სასწაულებრივად გადარჩენილი მღვდელი ჯირკვზე არ ზის?!

ვერც ამჯერად შეძლეს მოძღვრისათვის სასიკვდილო ტყვიის დახლა, ამიტომ საზიდარზე დასვეს და იმ იმედით, ეგებ სოფელ-სოფელ სიარულისას ვინმე ღვთისნიერმა შეიფაროსო, დიდი რისკის ფასად წაიყვანეს...

რამდენიმე სოფელი კი გამოიარეს, მაგრამ ისეთი არავინ აღმოჩნდა, ვინც სიკვდილმისჯილი მღვდლის შეფარებას გაბედავდა, - ზოგს ბოლშევიკთა სიმხეცისა შეეშინდა, ზოგს გულიც არ შესტოკებია, ზოგს გაუხარდა კიდეც, დასისხლიანებული მღვდელი რომ დაინახა...

შეფარებას ვიღა ჩიოდა, ჭრილობების მობანაც ვერავინ გაბედა, მათ შორის, ვერც იქაურმა მღვდელმა, რომელმაც ბადრაგს შორიდანვე ანიშნა, - მამა მიხეილი ჩემთან არ მოიყვანოთო...

კარგა ხანს ატარეს სოფელ-სოფელ მარხილით დაჭრილი მღვდელი ჯარისკაცებმა და ბოლოს, - სხვა რა გზა ჰქონდათ, - ისევ ციხეში დააბრუნეს...

საკანში მამა მიხეილი თეთრგვარდიელ ოფიცერთან, გვარად პონომარიოვთან ერთად მოხვდა, რომელსაც ყველაფერი დაწვრილებით უამბო და გააფრთხილა, - ჯარისკაცებს ტუსაღები მოტყუებით მიჰყავთ დასახვრეტადო...

მართლაც, მეორე დღეს ბადრაგმა ორივეს განუცხადა: - მოემზადეთ, სამუშაოდ უნდა გაგიყვანოთო, შემდეგ ციხის ეზოში გამოიყვანეს, მამა მიხეილს კონდახების ცემით ამოხადეს სული, პონომარიოვმა კი ბადრაგის უყურადღებობით ისარგებლა და თავს უშველა.

ბევრი ეძებეს წითელარმიელებმა გაქცეული ტუსაღი, მაგრამ ვერსად მიაგნეს, მაშინ ნაწამები მამა მიხეილის სხეული მდინარემდე მიათრიეს, უზარმაზარი ლოდი გამოაბეს და წყალს მისცეს...

ეს ყოველივე ხიდის ბურჯთან დამალულმა პონომარიოვმა საკუთარი თვალით იხილა.

გათენდა დილა და სარეცხის გასავლებად მდინარესთან გამოსულმა ქალებმა წყლის შუაგულში ქვის სიმძიმისგან სასწაულებრივად გათავისუფლებული, ჯვრისებრ ხელებგაშლილი, ნაწამები მოძღვრის ცხედარი დაინახეს... მათ წივილზე სხვებმაც მოირბინეს, ჩეკისტებიც მივიდნენ... ხალხმა მოძღვრის სხეული წყლიდან ამოასვენა და საზიდრით წაასვენა...

ამ ყოველივეს უამრავი ადამიანი დაესწრო, - ვეღარც ხელისუფალთა მუქარამ შეაშინა, ვერც ლანძღვა-გინებამ და ვერც ჰაერში სროლამ... წითელრაზმელებმა რამდენიმე მათგანი დაჭრეს და ასე გაფანტეს დანარჩენები...

სოფელ უსოლიეში მამა მიხეილის მეუღლეს უამრავმა ადამიანმა მიაკითხა და თანაუგრძნო... რამდენიმე დღეში ხელისუფლებამ მას ქმრის შესახებ საუბარიც კი აუკრძალა და პატიმრობით დაემუქრა...

ბიოგრაფიიდან
მღვდელი მიხეილ ნაკარიაკოვი 1866 წელს მოევლინა ქვეყნიერებას. მღვდლად ხელდასხმის შემდგომ ქალაქ სოლიკამსკის მახლობელ სოფელ უსოლიეს ფერისცვალების სახელობის ტაძარში იწყო მსახურება. ამ ტაძარში მის გარდა კიდევ ორი მღვდელი მოღვაწეობდა, მაგრამ ხალხს მამა მიხეილი უზომოდ გულმოწყალე და უანგარო ბუნების გამო გამორჩევით ესათნოებოდა... ის იყო მათი მწყემსი კეთილი...

გარდა ტაძარში მსახურებისა, მამა მიხეილი სატაძრო სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულსაც ასწავლიდა და ამ საქმესაც უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით აკეთებდა...

ხელმოკლე ოჯახთა ბავშვებისათვის შემოწირულობათა შეგროვებისას პირველად მამა მიხეილს აკითხავდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ის ყველაზე მეტს გაიღებდა...

აღდგომა რომ გაბრწყინდებოდა, ჩამოივლიდა მამა მიხეილი ღატაკთა სამყოფელს და ზოგს რას დაუტოვებდა, ზოგს - რას.

1918 წელს, ივნისში, მთავარეპისკოპოს ანდრონილეს დაპატიმრების შემდეგ, პერმის ეპარქიის მღვდლებმა, მათ შორის, მამა მიხეილმაც, მეუფის დაპატიმრებამდე გაცემული განკარგულების თანახმად, მსახურება შეწყვიტეს (რომელიმე სასულიერო პირის დაპატიმრების შემთხვევაში მის გათავისუფლებამდე მსახურება ყველა მღვდელს უნდა შეეწყვიტა).

მღელვარების თავიდან ასაცილებლად სასულიერო პირები ე. წ. "ჩეკაში" გამოიძახეს და მკაცრად მოსთხოვეს, - მსახურება დაუყოვნებლივ განაგრძეთო...

ამ ულტიმატუმს კი მამა მიხეილმა ასე უპასუხა: - "მღვდლად კურთხევისას ჯვრის წინაშე დავდე ფიცი, რომ ჩემს ეპისკოპოსს დავემორჩილებოდი, ამიტომ მისი განკარგულების გარეშე ვერც ერთ მსახურებას ვერ აღვასრულებო..."

რამდენიმე დღის შემდეგ მამა მიხეილი დააპატიმრეს და სოლიკამსკის ციხეში გამოამწყვდიეს...

წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, ღამისთევის ლოცვაზე, ეპისკოპოსმა თეოფანემ (ილმინსკი) მრევლს სთხოვა, გულმხურვალედ ელოცათ მამა მიხეილისთვის, რადგან დახვრეტა ელოდა.

მრევლმა მართლაც ცრემლით, მხურვალედ შეავედრა თავისი მოძღვარი უფალს... შეეცადნენ, გირაოს სანაცვლოდ გამოეხსნათ მამა მიხეილი, მაგრამ უარი მიიღეს, - ხელისუფლებას მისი ავტორიტეტის შეეშინდა.

სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა, მაგრამ მღელვარების თავიდან ასარიდებლად ხალხს აუწყეს, - მამა მიხეილს იძულებით სამუშაოებზე ჩერდინში ვგზავნითო...

მამა მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ეპისკოპოსმა თეოფანემ მისი სულის საოხად ლოცვები აღავლინა და იგი მღვდელმოწამედ მოიხსენია, შემდგომში მისი ვაჟიშვილი, ნიკოლოზი იხმო, რომელიც პერმში დიაკვნად მსახურობდა და მღვდლად აკურთხა. იგი სოფელ კოლცოვოს ტაძარში მსახურობდა...

ერთ დღეს სოფელი წითლებმა დაიპყრეს და მამა ნიკოლოზს (შვილს) დასახვრეტად მიაკითხეს... მრევლმა სანდო პირთა მეოხებით მოძღვრის გაფრთხილება მოასწრო... ამ ცნობამ მასზე ისე იმოქმედა, ტაძარში თურმე ცრემლმდინარე დიდხანს ლოცულობდა...

ერთ-ერთმა მონაზონმა თურმე შენიშნა ახალგაზრდა, შეწუხებული მღვდელი და ყოველივე გამოჰკითხა, შემდგომ შესთავაზა, იქაურობას გაშორებოდა და ბახარევის მონასტერში ეღვაწა, რომელიც საიმდროოდ მოძღვრის გარეშე იყო დარჩენილი. მამა ნიკოლოზი დასთანხმდა. მონასტრის იღუმენიამ, დედა გლაფირამ, მოძღვარს ბინა უშოვა და სამოსი და ყველა საჭირო ნივთი შეუგროვა...

პერმიდან მონასტერში მიმავალ მამა ნიკოლოზს ორი წითელარმიელი დახვდა და დახვრეტა დაუპირა, - მოძღვარი საზიდრიდან გადმოსვეს და იარაღი დაუმიზნეს, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრეს და გაათავისუფლეს, მაგრამ ეს ელდა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 22 წლის მამა ნიკოლოზი მძიმედ დაავადდა და მესამე დღეს მიიცვალა...

მამა მიხეილის მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ ხელისუფლება ყოველმხრივ დევნიდა და ავიწროებდა მის ოჯახს, თუმც უფალს ისინი არასოდეს დაუტევებია...

ზოგიერთი სულიერი შვილი მამა მიხეილს, როგორც წმინდანს, ისე იხსენიებდა. მისი ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც შემდეგ მღვდლად ეკურთხა, მამა მიხეილისადმი აღვლენილი ლოცვების წყალობით სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას და საპყრობილიდანაც გათავისუფლდა.

პატიმრობაში აღესრულა მამა მიხეილის ცოლისძმა, მღვდელი პავლე კონიუხოვი, რომელმაც ღარიბი ბავშვებისთვის სკოლა დააარსა.

მოწამებრივად აღესრულა მამა მიხეილის დის ქმარიც, მღვდელი სერგეი ბაჟენოვი, რომელიც ეკატერინბურგის მახლობლად მსახურობდა და ბოლშევიკებმა სასტიკად აწამეს...

გვფარავდეს ამ მამათა წმინდა ლოცვები, ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
02.09.2023
წმინდა ათანასე XVIII საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა და წარჩინებულ და კეთილმსახურ ქრისტიან მშობელთა შვილი გახლდათ.
07.07.2023
წმინდა მოწამე ელისაბედი ჰესენ-დერმშტადტის ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და პრინცესა ალისას (ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ქალიშვილის) მეორე შვილი გახლდათ.
07.07.2023
წმინდა კვიპრიანე XVII საუკუნეში ცხოვრობდა, წარმოშობით საბერძნეთის გულიდან, სოფელ კლიცოსიდან გახლდათ.
14.06.2023
ქრისტესთვის წამებულნი, გამოიცდებოდნენ რა ცეცხლით, მახვილითა და მრავალგვარი სატანჯველით, თავიანთი მოწამებრივი სიკვდილით ღმერთს ადიდებდნენ,
14.06.2023
წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო.
13.06.2023
წმინდა ანთიმოზ ივერიელის საეკლესიო ღვაწლი და ცხოვრებისეული მაგალითი ადამიანის მიერ ღვთისა და საზოგადო ვალის აღსრულების გამორჩეული ნიმუშია.
10.06.2023
წმინდა იოანე 1684 წლის 12 ივნისს ქრისტესთვის მოკლეს დამასკოში, კვირა დღის მწუხრზე, ფაშა სარი ჰუსეინის დროს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri