შეგვიწყალე, მამაო და მოგვხედე მოწყალების თვალით
შეგვიწყალე, მამაო და მოგვხედე მოწყალების თვალით
როცა ვარლამ ეგზარქოსის ყურამდე ბესარიონ ბერის ღვთისმოსაობამ მიაღწია, ბრძანა, რომ ოსეთის სასულიერო კომისიის სამივე მღვდელი ბესარიონს დამორჩილებოდა. მღვდლებს არც ეგზარქოსის გადაწყვეტილება მოსწონდათ და არც ის, რომ მამა ბესარიონი ღვთისმსახურებას უსასყიდლოდ ასრულებდა. მაგრამ უკმაყოფილებას აშკარად ვერ გამოხატავდნენ და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ, რათა იგი თავიდან მოეშორებინათ. ეს დროც დადგა.

1817 წელს საქართველოს ახალდანიშნულმა ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა თეოფილაქტე რუსანოვმა, ვარლამ ერისთავის მიერ დაწყებული საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია დაასრულა. 1818 წლის ახალი საშტატო განრიგით, ოსეთის სასულიერო კომისიას მიწერილ მთის მოსახლეობის თითოეულ კომლს დაუკანონდა, რომ მათ ღვთისმსახურებისთვის წლიურად უნდა გადაეხადათ შვიდი აბაზი. უკმაყოფილო მოსახლეობამ დახმარებისთვის თავის მოძღვარს მიმართა. ბესარიონ ბერმა მთიულეთ-ხევის მოსახლეობის უკმაყოფილების საფუძველზე 1819 წლის 6 აგვისტოს, ეგზარქოს თეოფილაქტეს მიმართა ვრცელი მოხსენებით, რომელშიც მკაცრად იყვნენ მხილებული აღნიშნული სასულიერო პირები. იგი ეგზარქოსს ურჩევდა, ოსეთის სასულიერო კომისიის მღვდლების ნაცვლად მთიულეთ-ხევში მღვდლად ეკურთხებინათ დიაკვნები - შიო ღუდუშაური, დიმიტრი ფიცხელაური და იოანე ხუციშვილი, რომლებიც ღვთისმოსაობით გამოირჩეოდნენ და მოსახლეობაშიც ავტორიტეტით სარგებლობდნენ. "შემიტყობინებია და მომიხსენებია, - სწერდა იგი ეგზარქოსს, - ქვეყანა უწირავი, ულოცავი და უმღვდელო არის. ან ეს სამი დიაკონი უკურთხებინეთ, ფული კი განამტკიცეთ, რომ სწორედ სწირონ და არა დააფლონ. თორემ სჯული განირყვნება და ქვეყნის საკიცხელი სასაცილო შევიქმნებით და სჯულიც გამსუბუქდება... თუ მღვდლები არ უბოძეთ, ამ მოციქულის ხალხის სულები ღმერთს დაეკარგება". იგი ეგზარქოსს სთხოვდა, უარი ეთქვა დაწესებულ საეკლესიო გადასახადზე, რადგან სიღარიბის გამო "ამათ ეგ არ შეუძლიათ, ერთი საწყლები არიან. ღმერთმან იმდენი თქვენი მადლი შეაწიოს ჩემს ცოდვილს თავს, რამდენი იყოს, რომ დღიური საზრდელი არა ჰქონდესთ. და აბა, მაგათი ყალანი სად შეუძლიან ამ საწყლებსა. მეც ამას გევედრებით და ეს ხალხიც შეძლებისამებრ იმსახურონ და შეუძლებელს კი დასხნენ".

მამა ბესარიონის მოწოდებით, ხევი-მთიულეთის მოსახლეობამაც მიმართა ეგზარქოსს დახმარებისთვის. წერა-კითხვის უცოდინრობის გამო მიმართვა ბესარიონმა დაწერა, ხელმოწერით კი მოსახლეობას უნდა დაედასტურებინა. ეგზარქოსისადმი მიმართულ თხოვნაში აღნიშნული იყო: "გევედრებით ყოველნი სულნი მუხლდადგმით, ხელმეორედ ნუღარ დაგვაურჯულოებთ და ეს დიაკვნები გვიკურთხებინეთ, ჟამნდავითნის და წირვის ხმას მაინც გაგვაგონებენ, თავის დროზე მაინც გვილოცავენ და გვიზიარებენ.

...ქვეყანაზედ ჩვენისთანა საწყალი არსად არ არის, შეგვიწყალე, მამაო და მოგვხედე მოწყალების თვალით, ვითარცა უძღები შვილი იგი".

ამ მიმართვებით მამა ბესარიონი თბილისში წასვლას აპირებდა, მაგრამ ოსეთის სასულიერო კომისიის მღვდელმა ბართლომე ყაზიშვილმა, შიო ფაჯიშვილმა და სპირიდონ სუჯაშვილმა ხელიდან არ გაუშვეს შემთხვევა. იგი დააბეზღეს, მთიულეთის გამგებელ მაიორ ქანანოვთან, რომელსაც აცნობეს, თითქოს მამა ბესარიონი ხევის მოსახლეობას აბუნტებდა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ქანანოვმა საქმის გამოძიება დაავალა სახლთუხუცეს დურმიშხან კობიაშვილს, რომელიც ბესარიონ ბერისა და მოსახლეობის დაკითხვით დარწმუნდა, რომ "მღვდლების ბეზღობა ტყუილი აღმოჩნდა". მან ეგზარქოსისადმი გადასაცემი მიმართვები ბესარიონ ბერს ჩამოართვა და მაიორ ქანანოვს მიართვა, თანაც აუწყა, რომ ოსეთის სასულიერო კომისიის მღვდლების საჩივარი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ქანანოვმა 1819 წლის 10 აგვისტოს სოფელ კაიშაურიდან მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა საქართველოს გუბერნატორს გენერალ-მაიორ ხოვენს, თან სთხოვა მიეცა უფლება, რომ "იგი ბერი ფალავანოვი ტფილისში გავაგზავნო, რათა აქაურს მცხოვრებთა შორის თავისის უგუნურისა გონებით არავითარი მღელვარება არ მოახდინოს რა". გუბერნატორმა ხოვენმა იმავე წლის პირველ სექტემბერს ყოველივე მოახსენა საქართველოს ეგზარქოსს თეოფილაქტეს. ეგზარქოსმა საქართველო-იმერეთის სინოდურ კანტორას დაავალა დაწვრილებით შეესწავლა ეს საკითხი. გამოძიების გასაიოლებლად სინოდურმა კანტორამ წინასწარ შეადგინა კითხვარები, რის საფუძველზეც სურდათ გაერკვიათ ბესარიონ ბერის ვინაობა, მისი მოღვაწეობის მიზანი, ხალხის უკმაყოფილების მიზეზი და სხვა. 1819 წლის 3 სექტემბერს ბესარიონ ფავლენიშვილი თბილისში გამოიძახეს. მან სინოდურ კანტორას წარუდგინა ვრცელი განმარტება მომხდარი ფაქტის შესახებ. ჩვენებები ჩამოართვეს აგრეთვე დიაკვნებს - შიო ღუდუშაურსა და დიმიტრი ფიცხელაურს. მართალია, ჩვენებების შეჯერების საფუძველზე საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორა დარწმუნდა ბესარიონ ბერის სამართლიანობაში, მაგრამ იმავე წლის 10 სექტემბერს მკაცრი განაჩენი გამოუტანა მღვდელმონაზონს. დადგენილებაში აღნიშნული იყო: "რადგან ბესარიონ მღვდელმა სამივე წერილები თავისი ხელით დაწერილად გამოაცხადა და მისი ჩვენებიდან ჩანს, რომ იგი სუსტი ჭკუისაა, ამიტომ მის დასასჯელად და გასაფრთხილებლად წარიგზავნოს შიომღვიმის უდაბნოში და დაენიშნოს წელიწადში ექვსი თუმანი". სინოდურმა კანტორამ შიომღვიმის მონასტრის არქიმანდრიტ ათანასეს დაავალა, რომ ბესარიონ ბერისთვის მკაცრად ედევნებინა თვალი.

გამოძიების ასეთი ოპერატიულობა და უდანაშაულო მღვდელმონაზვნისადმი გამოტანილი მკაცრი სასჯელი გამოწვეული იყო 1819 წელს საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციით. ბესარიონ ბერის ქმედებასა და მთის მოსახლეობის საჩივარში რუსმა მოხელეებმა საშიში ძალა დაინახეს. მათი შიში საფუძველს არ იყო მოკლებული. 1819 წელს დასავლეთ საქართველოში საეკლესიო რეფორმების გამო ე.წ. "საეკლესიო აჯანყება" მიმდინარეობდა. რუსეთის საერო და სასულიერო მმართველობა შეშინდა, რომ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მათი წინდაუხედაობის გამო აღმოსავლეთ საქართველოშიც განვითარდებოდა.

ხევის მოსახლეობამ მძიმედ განიცადა ბესარიონ ბერთან განშორება. მის წინაშე ისინი მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ, ხოლო სახელის ხსენებაზე პირჯვარს იწერდნენ. XX საუკუნის დასაწყისში მღვდელი კ. კარბელაშვილი წერდა: "დღესაც მოხუცებულნი მოხევენი ლოცვა-კურთხევით ახსენებენ ბესარიონის სახელს".

შიომღვიმის მონასტერში მამა ბესარიონი განმარტოებით ცხოვრობდა მიძინების ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე გამოქვაბულში. რადგან მონასტრის "ძმათა უსულგულო ყოფა-ცხოვრებას ვერ მიეჩვია და ვერ აიტანა ხილვა მთის უსაქმურობისა და გაურჯელობისა". ბესარიონმა აქაც გაითქვა სახელი, ხალხი დიდ პატივს სცემდა და ხშირად მოწყალებას უგზავნიდა. მამა ბესარიონს შიომღვიმის მონასტერშიც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები რადგან თავისი მეამბოხეობის გამო იგი არ მოსწონდათ. რამდენჯერმე დააბეზღეს, დასწამეს ცილი, საეკლესიო ქონების მითვისებაც კი. "საღმრთო მორჩილების გარდა სხვა არა მორჩილება არ შეუძლიან, სისულელისა გამო", - წერდნენ ისინი". 1823 წლის 23 ივლისს მონასტრის არქიმანდრიტმა ათანასემ სემინარიის რექტორს არქიმანდრიტ ირინეოსს მისწერა: არ მემორჩილება და მბრძანებლობა-ბატონობას არ იშლისო. თავისუფლად დაიარება აქეთ-იქით და მთელი კვირაობით მონასტერში არ იმყოფებაო. მანვე ბესარიონს აუკრძალა მწიგნობრული მოღვაწეობა. შიომღვიმის მონასტრის ბერებისგან შევიწროებული ბესარიონი თბილისში ჩამოვიდა და არქიმანდრიტ ირინეოსს სთხოვა ეგზარქოსთან მიეყვანა, რომ მისთვის ეთხოვა განმარტოებით ცხოვრების უფლება. გაბრაზებულმა ირინეოსმა იგი გარეთ გამოაგდო. ათანასე არქიმანდრიტის მოხსენების საფუძველზე მამა ბესარიონი, ეგზარქოსის ბრძანებით, თბილისის დარიას მონასტერში გამოკეტეს. ბესარიონ ბერი ხედავდა, რომ უსამართლოდ ეპყრობოდნენ და ამიტომ არ ემორჩილებოდა მონასტრის ძმობას, რის გამოც 1823 წლის 23 აგვისტოს სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა ირინეოსმა ეგზარქოსთან დააბეზღა და მოითხოვა მისი მკაცრი დასჯა. საეგზარქოსოში მისულ მამა ბესარიონს ჩვენება ჩამოართვეს. განაწამები მღვდელ-მონაზონი მოხსენებაში წერს: "ჩემზედა, მაიძულებენ. ვთხოვო მთავრობას, ამხადოს მღვდლობის ხარისხი". ამას, ეტყობა, საეგზარქოსოს კანცელარია არ დათანხმებია - ვაითუ, ამას ხალხის უკმაყოფილება მოჰყვესო. ბესარიონს მოუთხოვია, ჩემს მშობლიურ ერედვში დამაბრუნეთო, სადაც იგი "დაეყუდებოდა მოსახლეობისაგან განმარტოებით მთაში მდებარე მცხეთის ჯვრის საყდარში". 1823 წლის 27 აგვისტოს საქართველო-იმერეთის სინოდურმა კანტორამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და დაადგინა: "მიეცეს ნება ერედვში ცხოვრებისა და ხელწერილი ჩამოერთვას, არსად იაროს". ასეთია სოფელ ერედვში მისი გადაყვანის ოფიციალური ვერსია. მაგრამ ჩვენ მიერ არქივში მოძიებული ბესარიონ ბერის შესახებ არსებული ზეპირი მასალა სხვა რამეს ამტკიცებს.

XX საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლში მოღვაწე მღვდელი ისაკ (ყარამან) მენთეშაშვილი, რომელიც აღიზარდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში, გადმოგვცემს იქაური სასულიერო პირების მონათხრობს მამა ბესარიონზე. ირკვევა, რომ ბესარიონი შიომღვიმის მონასტრის შემდეგ იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დამკვიდრებულა, სადაც მწიგნობრულ საქმიანობას ეწეოდა და განმარტოებით ცხოვრობდა. ურთიერთობა არავისთან ჰქონდა და ხმასაც არავინ სცემდა. ბერებს შეშურდათ მისი, ეგზარქოსთან დააბეზღეს და ბრალი დასდეს ამპარტავნობაში. ეგზარქოსმა მამა ბესარიონი დაიბარა, მაგრამ მას არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია. გაბრაზებულ ეგზარქოსს სილა გაუწნავს და პირიდან მამა ბესარიონს კენჭები გადმოსცვენია. ეგზარქოსი მიმხვდარა: ბერს მდუმარების აღთქმა ჰქონდა დადებული. თურმე შეწუხებულმა ეგზარქოსმა ბესარიონის წერილობით თხოვნას წააწერა, დაკმაყოფილდეს მისი სურვილი და იგი დაუბრუნდეს სოფელ ერედვსო.

რამდენად მართალია ეს ზეპირი მასალა, ძნელი სათქმელია, ერთი რამ კი ცხადია, ბესარიონ ბერი დიდი ხნის მანძილზე ლეგენდების სახით ცოცხლობდა ხევისა და შიდა ქართლის მოსახლეობის მეხსიერებაში.

სოფელ კავთისხევის მღვდლის სიმონ ინდუაშვილის მონათხრობით, სოფელ ერედვის მოშორებით, მთაში, წმინდა ილია წინასწარმეტყველის საყდრის მახლობლად, ქვაბში, მამა ბესარიონი ცხოვრობდა და "განდეგილი სოფლისგან" განუწყვეტლივ ლოცულობდა. საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორა გორის ოლქის ხელმძღვანელობის საშუალებით საიდუმლოდ თვალყურს ადევნებდა მამა ბესარიონის საქმიანობას. 1824 წლის 19 ივნისს ყაჩაღებმა, ვითომდა გაქურდვის მიზნით, მამა ბესარიონი თავის სადგომში მოკლეს. არის ცნობები, რომ მკვლელები მთავრობის დავალებას ასრულებდნენ. სოფელ ერედვის მოსახლეობამ მისი წამებული გვამი წამოასვენა და წმინდა გიორგის ეკლესიაში, ამბიონის წინ დაკრძალა. ჯაჭვის პერანგი, რკინის სარტყელი და რკინის კუნკულა, რომელსაც შიგნით წვეტიანი ლურსმნები ჰქონდა, ბესარიონის საფლავზე XX საუკუნის დასაწყისამდე ინახებოდა. ხალხი აღშფოთებული იყო ბესარიონ ბერის სიკვდილით. "ყველა ცდილობდა ამ წმინდა კაცის ტანისამოსის ნახევი ან მისი თმის ბეწვი შეეძინა და ისე თაყვანს სცემდა, როგორც წმინდა ნაწილებს. ამ ნეტარ მოღვაწეს ახლაც კურთხევით იხსენებენ მოხევენი და ბევრი გადმოცემაც არის ხალხში დარჩენილი", - წერდა 1903 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ს. მერკვილაძე.

ბესარიონ ბერს 1821 წელს გადაუწერია ერთი ხელნაწერი "სახარება წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მოწყალისა ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა, აღწერა ლეონტის ეპისკოოზმან ნიკოპოლისმან. რომელ არს კიპრიასა". ეს ხელნაწერი ამჟამად დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. ხელნაწერს აქვს მამა ბესარიონის საინტერესო მინაწერები. ერთ-ერთი მინაწერი გვამცნობს: "საიდანამც გადაიწერა ეს წიგნი, იყო ყველას ფრით უნიშნო ღრამატიკურის ნიშნებითა და ამისთვის ესეც ისრეთ გადაიწერა. გარდა ამისა, დედანში ხშირად იყო ნახმარი ქარაგმით სიტყვები ისევ გამორკვევით გადმოწერილია და ზოგან არის ნახმარი სალოსის ანდროსგან წმინდა ეპიფანესაგან უფლის მაგიერ ოსტატი, მომეტებულის ნაწილი დასაწყისიდგან ვიდრე წიგნის პირველს ნახევრამდე". ბესარიონის მიერ გადაწერილი ხელნაწერილი აპოკრიფული ძეგლია. ერთ მინაწერში ამის შესახებ იგი წერს: "ამ წიგნსა ეწოდების ბერძნულად "აპოკრიფა", რომელ არს მოძღვართა ხოლო საკითხავი და არა ერის საჯმნო ყოფათა და უმეცართა. ვითარცა სჯულის კანონი, უწყის უფალმან. თუ მიხვდეს კაცი ბრძენი გულისხმიერი, დედა არს ყოვლისა მეცნიერებისა".

ამ ხელნაწერის ტექსტის გამართვა და მისი მინაწერები ბესარიონ ბერის ღრმა განსწავლულობაზე მეტყველებს.

ბესარიონ ბერი მსხვერპლად შეეწირა სამშობლო-ქვეყნისა და სარწმუნოების ინტერესებს.

გაზეთ "საპატრიაქოს უწყებანში" გამოქვეყნებული
ელდარ ბუბულაშვილის წერილის მიხედვით


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat