ხუთი შუბით განგმირეს თომა მოციქული
ხუთი შუბით განგმირეს თომა მოციქული
უფალმა იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდგომ წარმოგზავნა 12 მოციქული, რათა ყოველი მისი სიტყვა ხალხისთვის გადაეცათ. უფლის მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში გაემართნენ საქადაგებლად. იესო ქრისტეს ერთ საყვარელ მოწაფეს, შემდგომში ურწმუნოდ წოდებულ თომას, უფლის სიტყვა სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყნებში უნდა გაევრცელებინა...

ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნის მეორე ნახევარში გალილეის ქალაქ პანეადაში დაიბადა უფლის წმინდა მოციქული თომა. ქალაქი, სადაც თომა მოციქული იშვა, მდებარეობს ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, სადაც მთავრდებოდა ნეფთალიმის ტომის სამკვიდრებელი.

განკაცებული მაცხოვრის ქადაგებების მოსმენამ და საკუთარი თვალით მრავალი სასწაულის ხილვამ საბოლოოდ მიაჯაჭვა თომა უფალ იესო ქრისტეს. იგი განუყრელად თან დაჰყვებოდა უფალს და ღირს იქმნა, მის 12 მოციქულთა შორის შერაცხილიყო, გახდა მოწმე უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა და ნებაყოფლობითი სიკვდილისა.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში იქადაგებდა. თომას სამხრეთ აზიის ქვეყნები ხვდა წილად, რამაც მეტად დაამწუხრა, რადგან ძალზე შორს და ველურ ხალხთან უწევდა წასვლა. გამოეცხადა მაცხოვარი და შეახსენა, რომ მუდამ მასთან იქნებოდა და ნურაფრის შეეშინდებოდა, ასევე ამცნო გზა, რომელსაც უნდა დასდგომოდა...

თომა მოციქული ინდოეთის სხვადასხვა ქვეყანაში სახარებას რომ ქადაგებდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აღსრულების ჟამიც დადგა (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15 წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან, ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო). მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს სულიწმინდის მიერ ყველა მოციქული გეთსემანიის ბაღში აღმოჩნდა, გარდა თომა მოციქულისა, რომელმაც 3 დღით დაიგვიანა. მოციქული ძალიან განიცდიდა, სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე რომ ვერ მიაცილა უფლის დედის სხეული. მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს, საგანგებოდ თომასთვის გაეხსნათ ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. თუმცა აღმოჩნდა, რომ, მსგავსად ძისა, დედა ღვთისას სხეულიც ზეცად ამაღლებულიყო...

ამის შემდეგ თომა კვლავ ინდოეთისკენ გაემართა, სადაც მრავალი მოაქცია და უამრავი სასწაული მოახდინა სულიწმინდის ძალით.

ქალამიდის ქვეყანაში ქადაგებისას მისი წყალობით მრავალი ეზიარა ქრისტიანობას, მათ შორის - მეფისწული აზანი, ქალები, რომლებმაც ურწმუნო მეუღლეებთან თანაცხოვრებაზე უარი თქვეს. ერთ-ერთი მათგანი მეფის მეუღლე გახლდათ. სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ლოცვასა და მარხვას შეუდგა. თომა კი კვლავაც განაგრძობდა უფლის სიტყვის ქადაგებას.

მეფემ დაიბარა თომა და ჰკითხა, ვინ იყო იგი. თომამ მიუგო, რომ იყო მონა ცათა და ქვეყანის ბატონისა და ქრისტიანობა უქადაგა. განრისხებულმა მეფემ მრავალი განსაცდელი მოუვლინა წმინდა მოციქულს. თუმცა განსაცდელმა უფრო განამტკიცა მოქცეულთა რწმენა, მრავალი ურწმუნო კი ქრისტეს გზაზე დააყენა.

მეფეს მოციქულის სიკვდილი გადაეწყვიტა, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან იცოდა, ხალხი არ აპატიებდა.

ერთხელაც თომა ქალაქგარეთ წაიყვანა. ეგონათ, მეფე მოციქულისგან სასწაულს მოელისო. თუმცა თვით მეფე ასე არ ფიქრობდა... როგორც კი ქალაქს ნახევარი საათის სავალით გასცდნენ, მოციქული ხუთ მხედარს გადასცეს და უბრძანეს, შუბებით განეგმირათ იგი. თომა მოციქულმა ლოცვისთვის დრო ითხოვა. შემდეგ მღვდლად და დიაკვნად დაასხა ხელი საფორსა და აზანს (აზანი მეფის ძე იყო, საფორი კი მისი მეგობარი), რომლებიც უკან მისდევდნენ და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისა და ქრისტეს სიტყვის განვრცობისთვის ეზრუნათ.

...ხუთი შუბით განგმირეს თომა მოციქული. საფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვრის ნეშტს, შემდეგ კი დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმინდა სხეული (მოციქულის მოწამებრივი აღსასრულის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდე კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმინდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისთვის). დაკრძალვის შემდეგ დამწუხრებულებს წმინდა თომა გამოეცხადა და ქალაქში დაბრუნება და ძმების რწმენაში განმტკიცება უბრძანა. ისინიც დაბრუნდნენ და, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტმა შეიპყრო, რამაც მეფე აიძულა, გაეხსენებინა წმინდა თომას შესახებ გაგონილი - მრავალი ეშმაკეული განკურნაო. მეფემ ირწმუნა, თუ თომას საფლავს გახსნიდა და მის ძვალს ძეს შეახებდა, განიკურნებოდა. საფლავი ცარიელი აღმოჩნდა - ერთ-ერთ მორწმუნეს ფარულად მესოპოტამიაში გადაესვენებინა წმინდანის ნაწილები. მაშინ ხელმწიფემ იმ ადგილიდან ერთი მუჭა მიწა აიღო, ნაჭერში გაახვია და ძეს ყელზე ჩამოჰკიდა, თან უფალს სასწაულის მოხდენას სთხოვდა. აღთქმაც დადო, რომ ირწმუნებდა იესო ქრისტეს. ლოცვის დასრულებისთანავე განიკურნა მისი ვაჟი, მეფე კი ქრისტეს სარწმუნოებას ეზიარა.

საეკლესიო მწერლების მოწმობით, თომა მოციქულის წმინდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, მისი ზოგიერთი ნაწილი ინდოეთშიც დარჩა. ედესოში წმინდა ნაწილებზე დიდებული ეკლესია ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ მლოცველნი. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლს გადაასვენეს და მის სახელობაზე ტაძარიც ააგეს. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204 წელს) უნგრეთის მეფე ანდრია მეორემ წმინდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადააბრძანა.

თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის წმინდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება.

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
24.10. 2016
უნდა იყოს ძველი ანუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის მეორე ნახევარში.
07.05. 2016
ზაზა ჩ.
პირველი საუკუნის მეორე ნახევარში როგორ დაიბადა?
21.08. 2015
cisana
dideba ualo.shegbewios wminda tomas madli.amitom vart wmindanta miwa,ramdeni saswaulmoqmedi wmindanis sxeulis nawilebia chvens qvekanashi.ghmerto shen daicav qartveli eri da sruliad saqartvelo
21.08. 2015
elene
dideba ufals!bednieria qartveli, udavod,am didi wyalobis gamo
24.06. 2015
გიორგი
წმინდა თომა მოციქულის თავის ქალის სახით, უდიდესი სიწმინდის პატრონები ვართ. მისი მადლი შეგვეწიოს საქართველოს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას.
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat