ეს დღესასწაული იმ მიზეზით დაწესდა, რომ ყოველი მოციქულის თანასწორობა გაცხადებულიყო და მათ მიმდევართ შორის უთანხმოებაც აღკვეთილიყო.
ეს ადამიანები, არაფრის მქონენი, ერთგვარად, უფლის წინამორბედებად იქცეოდნენ ხოლმე და იმ მიწის მკვიდრთ განამზადებდნენ, სადაც ქრისტე ქადაგებდა.
სამოცდაათი მოციქული სრულყოფილებას და რაოდენობას განასახიერებდა: - 7 სრულყოფილებას აღნიშნავდა, ათი კი - ოდენობას.
შემდგომში მათ სხვა მოწაფენიც შეუერთდნენ, წუთისოფელი დაუტევეს და ქრისტეს გაჰყვნენ.
სულიწმიდის გარდამოსვლის და მოციქულთა ღვთის სიტყვის საქადაგებლად განბნევის შემდგომ ქრისტეს სხვა მოწაფენიც გამოჩნდნენ, რომელთაგან ზოგი უფლის ამქვეყნიურ ცხოვრებას ვერც მოესწრო.
70 მოციქულს მიათვლიან აგრეთვე კეფას, რომელსაც უფალი გამოეცხადა აღდგომის შემდეგ (1 კორ. 15, 5-6) და სვიმეონს, ნიგერად წოდებულს (საქმე 13,1), რადგან მათაც დიდად გაითქვეს სახელი თავიანთი მოციქულებრივი ღვაწლით.
აქვე მოკლედ შეგახსენებთ ზოგიერთის ხვედრს იმ ცნობათა თანახმად, რომელიც მატიანემ ჩვენამდე მოიტანა:
წმინდა მოციქულ ონისიფორეს მოციქული პავლე ახსენებს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში: "მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალგზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ უჩნდა, არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა. მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი" (2 ტიმ. 1.16-18).
წმინდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამებრივად ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად) აღესრულა, სადაც წარმართთა მოსაქცევად ჩავიდა.
უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს, როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონა ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული.
რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმინდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.
სოსთენე წმინდა პავლეს ახლდა მოგზაურობებისას და მცირე აზიის ქალაქ კოლოფონის ეპისკოპოსი გახდა.
წმინდა აპოლოსი ალექსანდრიიდან გახლდათ, მოშურნე მქადაგებელი. ეფესოდან კორინთოს გადავიდა და მოციქულ პავლეს მსგავსად, წარმართთა მოქცევა განაგრძო.
ორატორულმა ნიჭმა იმგვარი სახელი მოუხვეჭა, კორინთელები ორ ბანაკად - პავლეს და სოსთენეს მომხრეებად გაიყო.
გადმოცემის თანახმად, წმინდა სოსთენეს შემდგომ კესარიის ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
ეპაფროდიტე, რომელმაც ქრისტე მაკედონიის ქალაქ ფილიპში იქადაგა, მოციქულ პავლესთვის შესაწირის შესაკრებად რომს იქნა მივლინებული, სადაც პავლე საპყრობილეს იმყოფებოდა.
მძიმე სნეულების მიუხედავად, ეპაფროდიტემ, ღვთის შეწევნით, მისია აღასრულა და შინ მობრუნებულმა თან მოციქულ პავლეს ეპისტოლე წამოიღო ფილიპელთა მიმართ.
გადმოცემის თანახმად, ეპაფროდიტე სოსთენეს შემდგომ კოლოფონის მღვდელმთავრად იკურთხა, სხვა ცნობით კი იგი ფილიპელთა ეპისკოპოსი იყო.
მოციქულ კესარის წმინდა მოციქული პავლე ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (ფილ. 4, 22).
წმინდა ტვიქიკე ტომით მცირე აზიიდან გახლდათ და მოციქულ პავლეს კორინთოდან იერუსალიმამდე თან ახლდა. გადმოცემის თანახმად, სწორედ იგი გახლდათ კოლოფონის მღვდელმთავარი სოსთენეს შემდგომ, სხვა წყაროს თანახმად კი - ქალკედონის მღვდელმთავრად დაესხა ხელი.
მოციქული კეფა კონიის ეპისკოპოსი გახლდათ.
წმინდა ონისიფორე კი დიდად შეეწეოდა ტყვედქმნილ მოციქულ პავლეს, შემდეგ კი კოლოფონის პირველ ეპისკოპოსად იკურთხა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი