წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I) - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა ლუკა მახარებელი დაიბადა სირიის ქალაქ ანტიოქიაში. მისი მშობლები არ ყოფილან ებრაელები: ამას მოწმობს, პირველ ყოვლისა, ის ადგილი პავლე მოციქულის ეპისტოლედან კოლასელთა მიმართ, სადაც იგი აშკარად გამოჰყოფს ლუკას სხვა მოწაფეთა შორის, "რომელნი-იგი იყვნეს წინადაცვეთილებისაგანნი" (კოლას. 4, 10-15), ანუ იუდეველნი, ებრაელნი; მეორე მხრივ კი, ეს ჩანს თვით ლუკას სახელიდან, რომელიც წარმოადგენს შემოკლებულ სახელს "ლუკან"-ისგან, რასაც ლუკას სახარების ზოგიერთ უძველეს ლათინურენოვან ხელნაწერში ვხვდებით. მიუხედავად არაებრაელობისა, ლუკა საფუძვლიანად იცნობდა იუდეველთა წეს-ჩვეულებებს და მოსეს სჯულიც იცოდა, რაც კარგად ჩანს მის მიერ დაწერილ სახარებასა და საქმე მოციქულთაში. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლუკამ ჯერ კიდევ ქრისტეს შედგომამდე მიიღო იუდეველთა სარწმუნოება.

თავის მშობლიურ ქალაქ ანტიოქიაში, რომელიც სახელგანთქმული იყო განათლების კერებით, მეცნიერებით და ხელოვნებით, ლუკამ ჯეროვანი აღზრდა-განათლება მიიღო და სხვადასხვა მეცნიერული ცოდნით განიმდიდრა გონება. პავლე მოციქულის ზემოხსენებული ეპისტოლედან ვხედავთ, რომ ლუკას მკურნალის ხელოვნება შეუსწავლია - მოციქულთა თავი მას "საყვარელ მკურნალს" უწოდებს (კოლას. 4, 14), საეკლესიო გადმოცემა კი იმასაც გვიმოწმებს, რომ იგი ხატმწერიც იყო. უეჭველია ისიც, რომ მოციქული ლუკა საერთოდაც დიდად განათლებული და წიგნიერი კაცი გახლდათ; ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ მისი ნაწერების ენა (ბერძნული) გაცილებით უფრო დახვეწილი და სწორია, ვიდრე ახალი აღთქმის სხვა დამწერთა...

როცა ამბავი იესო ქრისტეს სასწაულქმედებებისა და ღვთაებრივი მოძღვრებისა გალილეიდან სირიასაც მისწვდა, ლუკა ანტიოქიიდან პალესტინაში ჩავიდა და უფლის მიმდევრებს შეუერთდა გალილეაში, იქ, სადაც მაცხოვარმა თავისი მხსნელი სწავლების მარცვალთა დათესვა დაიწყო. ამ მარცვლებმა კეთილი ნიადაგი პოვეს ლუკას გულში და ასმაგი ნაყოფიც გამოიღეს. მალე ლუკა ღირს-იქმნა უფლის 70 მოციქულთა შორის შერაცხულიყო. დაიმოძღვრა რა უფლისაგან და სასწაულმოქმედების ძალაც მიიღო მისგან, ლუკაც სხვა მოციქულებთან ერთად იქნა წარვლენილი იმ ქალაქებსა და დაბებში, სადაც მაცხოვარი აპირებდა მისვლას. და ისიც ქადაგებდა იქ ცათა სასუფევლის მოახლოებას და ამით გზას განუმზადებდა უფალ იესო ქრისტეს (ლუკა 10, 1-24). მართალია, თავისი სახარების დასაწყისში ლუკა თითქოს გამორიცხავს თავს იმ მოციქულთაგან, "რომელნი დასაბამითგან თვით-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყვისა მის" (ლუკა 1, 2), მაგრამ ამით მას მხოლოდ იმის თქმა სურს, რომ თვითონ არ ყოფილა შერაცხილი უფლის 12 მოციქულთა შორის, რომელთაც, რა თქმა უნდა, მეტი იხილეს და მეტი იცოდნენ მაცხოვრის საზოგადო მსახურების შესახებ, ვიდრე 70-მა მოციქულმა.

მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის გამოცხადება მოციქულებთან ემაუსის გზაზე მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებში, როცა, მწყემსის შეპყრობასთან და მის ვნებასთან ერთად, მისი ცხვრებიც მიმოიფანტნენ, წმინდა ლუკა იერუსალიმში იმყოფებოდა, წუხდა უფლის გამო და დასტიროდა მას, ვინც ნებაყოფლობით ევნო. მისი ჯვარცმის ჟამს, ალბათ, ლუკაც "შორით" იდგა, სხვა მოციქულთა და მოწაფეთა მსგავსად და ღრმა მწუხარებით შეჰყურებდა ჯვარცმულს (ლუკა 23, 49). მაგრამ სულ მალე მისი მწუხარება უზომო სიხარულმა შეცვალა, რადგან მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე თავისი აღდგომის პირველსავე დღეს ანუგეშებდა ლუკას, როცა ღირს-ჰყო იგი თავისი გამოცხადებისა და საუბრისა. ამის შესახებ ზედმიწევნით და ცხოვლად წერს ლუკა თავის სახარებაში (24, 13-32). მართალია, იგი არ ასახელებს თავს და ლაპარაკობს უფლის ორ მოწაფეზე, რომლებიც დაბა ემაუსის გზაზე მიდიოდნენ, მაგრამ საეკლესიო გადმოცემით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ ლუკა მახარებელია: იმ დღეს იგი უფლის სხვა მოწაფესთან, კლეოპასთან ერთად, იერუსალიმიდან ემაუსს მიდიოდა, დამწუხრებული მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის და გაკვირვებული მენელსაცხებლე დედათა მიერ უწყებული ამბის გამო - იესო ქრისტე საფლავში აღარაა და მკვდრეთით აღდგაო. და აი, თვით უფალი იესო ქრისტე მიუახლოვდა მათ და თან გაჰყვა. წმინდა მარკოზ მახარებლის სიტყვით, უფალი მათ "გამოეცხადა სხვითა ხატითა" (მარკ. 16, 12), და არა იმ სახით, რომლის ხილვასაც მაცხოვრის ამქვეყნად ყოფნის ჟამს იყვნენ ჩვეულნი. გარდა ამისა, "თვალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაითა ვერ იცნან იგი" (ლუკა 24, 16). ამიტომ ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი თანამგზავრი ერთ-ერთი მომლოცველი იუდეველი იყო, რომელიც პასექის დღესასწაულზე ასულიყო იერუსალიმში.

უფალმა ჰკითხა მათ:

- "რაჲ არნ სიტყვანი ესე, რომელთა იცილობთ ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქვენ მწუხარე?" (ლუკა 24, 17).

ერთ-ერთმა მოწაფემ, კლეოპამ მიუგო:

- როგორ, შენ ერთ-ერთი მწირთაგანი ხარ, იერუსალიმს ნამყოფი ამ დღეებში, და ნუთუ არაფერი გსმენია იმაზე, რაც იქ მოხდა?!

- რა ამბავს ამბობთ? - ჰკითხა უფალმა გამოსაცდელად, რათა შეეტყო, თუ რას ფიქრობდნენ მოწაფეები მისი ჯვარზე ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის გამო.

- იმ ამბავს, რომელიც იესო ნაზარეველს შეემთხვა, - მიუგეს მას, - კაცს წინასწარმეტყველს, ძლიერს საქმითაც და სიტყვითაც წინაშე ღვთისა და მთელი ხალხისა: თუ როგორ მისცეს იგი ჩვენმა პირველმღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილით დასასჯელად და როგორ აცვეს ჯვარს. ჩვენ კი ვხედავდით, რომ სწორედ იგია ის, ვინაც უნდა იხსნას ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, ზოგიერთმა ჩვენმა დედაკაცმა დიდად განგვაკვირვა, რადგან კვირას, ადრე დილით, საფლავზე მისულან და ვერ უხილავთ მისი სხეული, საფლავი ცარიელი დახვედრიათ. ისინი მოვიდნენ ჩვენთანაც და ისიც გვითხრეს, რომ ანგელოზებიც იხილეს იქ, რომელთაც უთხრეს, - იესო ცოცხალი არისო. მაშინ ზოგიერთი ჩვენგანიც წავიდა იესოს საფლავზე. მართლაც, ყოველივე ისე დახვდათ, როგორც დედაკაცებმა თქვეს. და იესოც ვერ ნახეს იქ.

მაშინ უფალმა უთხრა მათ:

"ჰოი, უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათვის ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინასწარმეტყველნი! ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესვლად დიდებასა თვისსა?!" (ლუკა 24, 25-26).

და იწყო საღმრთო წერილიდან ყველა იმ ადგილის გახსენება და განმარტება, სადაც, დაწყებული მოსეთი, ყველა წინასწარმეტყველი იტყოდა მისთვის - აღთქმული მესიისა და ადამიანთა მხსნელისათვის.

ასე, უფალთან საუბარში, მოწაფეები თავისდა შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ ემაუსს. რადგან საუბარი საკვირველ თანამგზავრთან ესოდენ სასიამოვნო იყო მათთვის, ხოლო ის კი, როგორც ჩანდა, გზის გაგრძელებას აპირებდა, ამიტომ სთხოვეს უფალს, ჩვენთან დარჩი, საცაა, დაღამდებაო.

მართლაც, უფალი შევიდა დაბაში და მოწაფეებთან ერთად გაჩერდა ერთ სახლში. როცა ინახით დაჯდა სერობისას, აიღო პური, აკურთხა, განტეხა და მოწაფეებს მიაწოდა. მათ თვალები აეხილათ და მაშინვე იცნეს უფალი, რამეთუ ამას უფალი მანამდეც ხშირად აღასრულებდა თავის მოწაფეებთან ტრაპეზობისას; გარდა ამისა, კლეოპამ და ლუკამ, ალბათ, უფლის სამსჭვალთაგან მოწყლული ხელებიც იხილეს - ეს ხომ უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ მათ წინ ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე იჯდა. მაგრამ როგორც კი მათ შეიცნეს უფალი, იგი უმალვე უხილავი გახდა მათთვის და ისინიც გაკვირვებულნი ეკითხებოდნენ ერთმანეთს:

- როგორ აღგვეგზნო გულები, როცა უფალი გამოგვეცხადა, გვესაუბრებოდა გზაზე და საღმრთო წერილსაც განგვიმარტავდა, ჩვენ კი ვერ შევიცანით იგიო!

მაგრამ გული სიხარულით აღვსებოდათ, და რაკი სურდათ სხვა მოწაფეებისთვისაც გაეზიარებინათ ეს სიხარული, ლუკა და კლეოპა მაშინვე წამოდგნენ და ღამითვე დაბრუნდნენ იერუსალიმში, სადაც ერთ სახლში შეკრებილნი ნახეს მოციქულები და სხვა მორწმუნენი, რომელნიც ამბობდნენ, - ნამდვილად მკვდრეთით აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ეჩვენა სიმონს, ანუ მოციქულ პეტრესო. ლუკამ და კლეოპამაც დაწვრილებით მოუთხრეს მათ, თუ როგორ გამოეცხადათ იესო ემაუსის გზაზე და როგორ განუმარტავდა საღმრთო წერილს, როგორ განტეხა პური, აკურთხა და მიაწოდა მათ და მათაც როგორ შეიცნეს ბოლოს იესო. ამ სასიხარულო საუბარში იყვნენ ყველანი, როცა ანაზდად თვით მკვდრეთით აღმდგარი უფალი გამოეცხადათ და უთხრა:

- მშვიდობაჲ თქვენ თანა! (ლუკა 24, 36)

ისინი შეძრწუნდნენ. ეგონათ, სული მოგვევლინაო. მაგრამ უფალმა დაამშვიდა ყველანი, უსაყვედურა კიდეც, "რაჲსათვის გულის-სიტყვანი მრავალნი მოვლენან გულთა თქვენთა?" და შემდეგ, მათ დასარწმუნებლად, სამსჭვალ¬თაგან მოწყლული ხელ-ფეხიც უჩვენა და ბოლოს, მათთან ერთად საზრდელიც მიიღო. ლუკა მახარებელი სხვებთან ერთად აქაც ღირს-იქმნა, თვით უფლისაგან მოესმინა ყოველივე იმის განმარტება, რაც მის - აღთქმული მესიის - შესახებ იყო ნათქვამი ძველი აღთქმის წმინდა წიგნებში, და საღმრთო წერილის გულისხმის-ყოფის ნიჭიც შეიძინა...

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწ¬მიდის გარდამოსვლის შემდეგ, ლუკა მახარებელი, სხვა მოწაფეებთან ერთად, ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა, მაგრამ მალე, საეკლესიო გადმოცემის მოწმობით, თავის სამშობლოში, ანტიოქიაში წავიდა, სადაც უკვე ბევრი ქრისტიანი იყო. გზად ქალაქ სელევკიაში იქადაგა ღვთის სიტყვა. აქ უფლის წინამორბედის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის უხრწნელი ნაწილები ესვენა.

სელევკიიდან წასვლისას ლუკას უნდოდა, თან წაეღო ისინი თავის სამშობლოში, მაგრამ იქაურმა მორწმუნეებმა არ დაანებეს, რადგან გულმოდგინედ ეთაყვანებოდნენ უფლის წინამორბედს. მაშინ ლუკამ მარჯვენა ხელი გამოსთხოვა მათ, რომელსაც ოდესღაც მორჩილად მოუხარა ქედი იორდანეზე ნათლობისას თვით უფალმა იესომ. სწორედ ამ ფასდაუდებელი საუნჯით ჩავიდა წმინდა ლუკა სამშობლოში და დიდად გაახარა ანტიოქიელი ქრისტიანები (იოანე ნათლისმცემლის მარჯვენის მოპოვება იდღესასწაულება 12 ოქტომბერს, მალტიურ სიწმინდეთა გადასვენების დღეს).

ანტიოქიიდან იგი მხოლოდ მას შემდეგ გაემგზავრა, როცა წმინდა პავლე მოციქულის თანამგზავრი და თანამოღვაწე გახდა სამახარობლო საქმიანობაში (ზოგიერთი ძველი საეკლესიო მწერლის ცნობით, ლუკა ხორციელ ნათესავადაც ეკუთვნოდა პავლე მოციქულს). ეს მოხდა პავლე მოციქულის მეორე სამოციქულო მოგზაურობისას (52-დან 55 წლამდე ქრისტეს შობიდან). მაშინ ისინი საბერძნეთს გაემართნენ ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც პავლემ მაკედონიის ქალაქ ფილიპეში დატოვა ლუკა მორწმუნეთა რწმენაში განსამტკიცებლად და ეკლესიის მოსაწყობად. აქედან მოყოლებული, წმინდა ლუკა მახარებელი რამდენიმე წელი იღვწოდა ქრისტიანობის გავრცელება-დამკვიდრებისათვის მაკედონიაში, საბერძნეთის ჩრდილოეთით.

როცა მოციქული პავლე თავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობის ბოლოს კვლავ ჩავიდა ფილიპეში, ლუკა იქ დახვდა და, მოციქულთა თავის დავალებით, პალესტინის ღარიბ და მოშიმშილე ქრისტიანთათვის მოწყალების შესაგროვებლად კორინთოს გაემგზავრა. როცა ეს საქმე აღასრულა, პავლე მოციქულთან ერთად გაემართა პალესტინისკენ და თან წაიღო შეკრებილი მოწყალება. გზად მრავალი ქალაქი თუ დაბა-სოფელი მოვლეს კუნძულებზე, მცირე აზიის სანაპიროზე, ფინიკიასა და იუდეაში. და როცა იუდეველთა შესმენით წმინდა მოციქული პავლე საპყრობილეში ჩააგდეს პალესტინის ქალაქ კესარიაში, ლუკა მახარებელიც მასთან ერთად იმყოფებოდა.

მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ წმინდა მოციქული პავლე წერს: "და მის (ანუ მოციქულ ტიტეს) თანა მივავლინე ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა, და არა ხოლო თუ ესე, არამედ ხელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩვენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩვენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად და გულსმოდგინებისა თქვენისათვის" (თავი 8, მუხლები 18-19). წმინდა მამების აზრით, აქ "ძმაში" პავლე მოციქული სწორედ ლუკა მახარებელს გულისხმობს, ხოლო წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვით, "ხელდასხმასა და ეკლესიათაგან კურთხევაში" უნდა დავინახოთ წმინდა ლუკას კურთხევა ეპისკოპოსად.

მას არც მაშინ მიუტოვებია პავლე, როცა ის რომს გაგზავნეს მისივ მოთხოვნით კეისრის სამსჯავროს წინაშე წარსადგომად. მოციქულთა თავთან ერთად დაითმინა იმჟამინდელი მძიმე მოგზაურობა ზღვაზე და ბევრჯერ სიკვდილის საფრთხეც დაემუქრა (შემდეგში მან ეს განსაცდელით აღსავსე მოგზაურობა "საქმე მოციქულთაში" აღწერა, 27-28-ე თ.თ.).

რომში ჩასვლის შემდეგაც ლუკა მახარებელი პავლე მო¬ციქულის გვერდით იყო განუყრელად მარკოზ მახარებელთან, არისტარქესთან და მოციქულთა თავის ზოგიერთ სხვა თანამოღვაწესთან ერთად, და იგიც მხნედ ქადაგებდა ღმრთის სიტყვას იმჟამინდელი მსოფლიოს ამ დედაქალაქში. სწორედ რომში დაწერა სახარებაც და წმინდა მოციქულთა საქმენიც (დაახლოებით 61-63 წლებში ქრისტეს შობიდან). ორივე ეს წიგნი ერთი კაცისათვის - თეოფილესათვის დაწერა, რომელიც, გადმოცემით, ანტიოქიელი წარჩინებული ქრისტიანი იყო.

თავის სახარებაში ლუკამ ზედმიწევნით აღწერა ჩვენი უფლის ამქვეყნიური ცხოვრება და საზოგადო მსახურება არა მხოლოდ ყოველივე იმის საფუძველზე, რაც თვითონ ენახა და მოესმინა, არამედ ისიც გაითვალისწინა, რაც სხვა მოციქულებმა და მოწაფეებმა გადასცეს მას, "რომელნი და¬საბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყვისა მის" (ლუკა 1, 2). ამ საქმეში მას, რა თქმა უნდა, წმინდა მოციქული პავლე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ბოლოს მოიწონა კიდეც წმინდა ლუკას მიერ დაწერილი სახარება. ლუკას სახარებასთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "სხვა მახარებელთაგან განსხვავებით, წმინდა ლუკა უფრო მეტი სისრულით აღწერს ახალი აღთქმის მოვლენებს, დაწყებული იოანე ნათლისმცემლის შობით, რომლის შესახებაც მხოლოდ ის ლაპარაკობს. ასევე სახარების უკანასკნელი მოვლენაც - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებაც, რაც მათესა და იოანეს ნახსენებიც არა აქვთ, ხოლო მარკოზს - მხოლოდ გაკვრით, წმინდა ლუკა მახარებელს დაწვრილებით აქვს აღწერილი". აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებულებით, ლუკას სახარება ყოველდღე იკითხება საღმრთო ლიტურგიაზე მე-17 შვიდეულიდან 29-ე შვიდეულამდე სულთმოფენობის შემდეგ, ხოლო 29-ე შვიდეულიდან ხორციელის კვირამდე მხოლოდ შაბათ-კვირაობით, აგრეთვე ხორციელის შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს.

საეკლესიო გადმოცემით, მოციქულთა საქმენიც წმინდა ლუკა მახარებელმა პავლე მოციქულის კურთხევით დაწერა, რომლის საყვარელი მოწაფე და უახლოესი თანამოღვაწეც თვითონ იყო.

რომში ორწლიანი პყრობილების შემდეგ მოციქული პავლე გაათავისუფლეს და მანაც თავის მიერ დაარსებული ეკლესიები მოინახულა. ამ მოგზაურობისასაც ლუკა თან ახლდა მოციქულთა თავს და ყოველივეში შეეწეოდა. სულ მალე იმპერატორმა ნერონმა ქრისტიანთა სასტიკი დევნულება დაიწყო რომში. პავლე მოციქულიც ხელმეორედ ჩამოვიდა რომს, სადაც კვლავ შეიპყრეს. წმინდა ლუკა მახარებელმა ამჯერადაც უერთგულა თავის მოძღვარს: პავლეს ყველა სხვა მოწაფეთა და თანამოღვაწეთაგან იმ მძიმე დღეებში მხოლოდ იგი იყო მოციქულთა თავთან, რომელიც თავის თავს დასაკლავად განწირულ მსხვერპლს ადარებდა: "მე აწ ესერა შევიწირვი, - სწერდა იგი ტიმოთეს, - და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია... ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე, რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყვარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისკე - გალატიად, ტიტე - დალმატიად; ლუკა არს მარტოი ჩემ თანა" (II ტიმ. 4, 6, 10). ამ დროს ლუკა, როგორც ხელოვანი მკურნალი, ალბათ, ხორციელ უძლურებათაც უმსუბუქებდა პავლე მოციქულს, რომელიც საეკლესიო გადმოცემით, თავის ტკივილითა და სხვა სნეულებებითაც ევნებოდა. სწორედ ამის გამო იწოდა ლუკა პავლე მოციქულის მიერ "საყვარელ მკურნალად". ალბათ, ლუკა მახარებელი წმინდა პავლე მოციქულის მოწამებრივი აღსასრულის მოწმეც იყო რომში. მოციქულთა თავის აღსრულების შემდგომ წმინდა ლუკა ღვთის სიტყვას ქადაგებდა იტალიაში, დალმაციაში, გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი), განსაკუთრებით - მაკედონიაში, სადაც უწინაც დაშვრებოდა სამოციქულო ღვაწლში რამდენიმე წლის მანძილზე; ახარებდა იგი მაკედონიის მეზობელ მხარეშიც - აქაიაში (საბერძნეთის სამხრეთით).

უკვე ღრმად მოხუცი იყო, როცა წმინდა ლუკა მოციქული შორეულ ეგვიპტეში გაემგზავრა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ბევრი იღვაწა იქ იესოს სახელის განსადიდებლად, ბევრი ჭირიც დაითმინა და იტანჯა. ეგვიპტემდე კი მთელი ლიბია მოვლო (ჩრდილოეთი აფრიკა), თებეიდას უდაბნოში მრავალნი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქალაქ ალექსანდრიაში ლუკამ ეპისკოპოსად დაასხა ხელი ვინმე აბილიოსს, რომელმაც მარკოზ მახარებლის მიერ ხელდასხმული ანანია შეცვალა - ანანია მანამდე 22 წელი მღვდელმთავრობდა აქ. შემდეგ კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა და კეთილმოაწყო ეკლესიები, უპირატესად ბეოტიის მხარეში (შიდა საბერძნეთი), ხელს ასხამდა და აკურთხებდა მღვდლებს, დიაკვნებს, რწმენაში განამტკიცებდა ქრისტიანებს, განკურნავდა ადამიანებს სულიერადაც და ხორციელადაც. თავისი მეგობრისა და მასწავლებლის, პავლე მოციქულის მსგავსად მასაც შეეძლო ეთქვა: "ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოებაი დამიმარხავს. ამიერთაგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან" (II ტიმოთე, 4, 7-8). აღესრულა იგი 84 წლისა, აქაიაში, მოწამებრივი სიკვდილით: როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მოწმობს თავის პირველ სიტყვაში იმპერატორ იულიანე განდგომილის წინააღმდეგ, წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა ზეთისხილის ხეზე მიამსჭვალეს და ასე მოაკვდინეს წარმართებმა, რადგან ჯვარი არ ჰქონდათ. მისი პატიოსანი სხეული ბეოტიის მთავარ ქალაქ თებეში დაკრძალეს ქრისტიანებმა, სადაც მახარებლის წმინდა ნაწილებიდან მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. IV საუკუნის II ნახევარში ისინი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილების ადგილმდებარეობა ცნობილი გახდა IV საუკუნეში იმ სასწაულებრივ კურნებათა მეშვეობით, რომლებიც აქ აღესრულებოდა. განსაკუთრებით ბევრი კურნება იმ ადამიანების მიმართ აღესრულებოდა, რომლებიც თვალის სნეულებებით ევნებოდნენ - თითქოსდა ლუკას მკურნალობის აღსანიშნავად, უფალი მისი დაკრძალვის ადგილას სამკურნალო წყალს აწვიმებდა ხოლმე, რომელსაც სნეულნი თვალებზე ისვამდნენ და იკურნებოდნენ. როცა იმპერატორმა კონსტანციუსმა შეიტყო თავისი აქაიელი ეპისკოპოსისგან, წმინდა ლუკა მახარებლის ნაწილები თებეში განისვენებსო, უბრძანა მმართველს, არტემიოსს, დედაქალაქში გადმოესვენებინა ისინი, რაც მან უდიდესი პატივითა და ზეიმით აღასრულა. კონსტანტინოპოლში, ზღვის სანაპიროდან ტაძარში გადასვენებისას, ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილებისაგან ერთი ასეთი სასწაულიც აღესრულა: ხელმწიფის ერთ-ერთი ფარეში, საჭურისი ანატოლი უკურნებელი სნეულებით დაავადდა. დიდძალი ოქრო-ვერცხლი დაახარჯა მკურნალობას, მაგრამ შვება ვერ მიიღო და სასიკვდილოდ იყო განწირული. და აი, ლუკა მახარებლის წმინდა ნაწილების გადმოსვენებისას რწმენით ევედრებოდა წმინდანს სასწაულებრივ განკურნებას, იმ ლუსკუმასაც მიუახლოვდა, რომლითაც წმინდა ნაწილები მოჰქონდათ და როგორც შეეძლო, ეხმარებოდა მის მტვირთველთ. და როგორც კი ლუსკუმასთან ერთად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, სნეულებამ დატოვა ანატოლი. ამის შემდეგ უზომოდ გახარებულმა ატარა იგი წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძრამდე, სადაც დაასვენეს წმინდა ლუკა მახარებლის ნაწილები ანდრია და ტიმოთე მოციქულების წმინდა ნაწილების გვერდით. აქ მრავალრიცხოვანი სასწაულის წყარო გახდნენ, განსაკუთრებული სიყვარულით ეთაყვანებოდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები.

ძველი დროის საეკლესიო მწერლები გადმოგვცემენ, რომ პირველ ქრისტიანთა კეთილმოწიწებითი მოთხოვნით, წმინდა ლუკა მახარებელმა შექმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პირველი ხატი: საღებავებით შესრულებულ ამ ხატზე ქალწულ მარიამს ხელთ თავისი ღვთაებრივი ყრმა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე უპყრია; ლუკას თავისი ნახატი ღვთის დედისათვის მოუტანია მსჯავრის გამოსატანად, რომელსაც სიხარულით მოუხილავს იგი და უთქვამს: "ჩემგან შობილის მადლიმც იყოს ამ ხატზე და ჩემი წყალობაც ჰფარვიდეს მას!" გარდა ამისა, წმინდა ლუკა მახარებელს ძელის დაფებზე დაუხატავს წმინდა მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს გამოსახულებანი და ამით მიუცია დასაბამი ამ კეთილი საქმისათვის - წმინდა ხატწერისათვის - სადიდებელად ღმრთისა, შესამკობელად ეკლესიათა და ხსნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა, რომელნიც ეთაყვანებიან ამ ხატებს და მით უფალ ღმერთს განადიდებენ.
.............................
აქვე წაიკითხეთ

წმინდა მოციქული და მახარებელი ლუკა - პავლე მოციქული მას "საყვარელ მკურნალს" უწოდებს

მოციქულნი: ნათანაელი, ლუკა და კლიმენტი (I) - 22 აპრილი (5 მაისი)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat