ღმერთი სწორედ ასეთ ადამიანებთან არის ყველაზე ახლოს
ღმერთი სწორედ ასეთ ადამიანებთან არის ყველაზე ახლოს
"მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენეთა მათ მისთა, - ვკითხულობთ სახარებაში, - მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით; რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო! ოდეს გიხილეთ შენ მშიერი, და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი, და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ, და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი, და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური, ანუ საპყრობილესა, და მოვედით შენდა? და მიუგო მეუფემან მან და ჰრქუა მათ: ამინ გეტყვი თქვენ, რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25:31-40). უფალს არავითარი სესხი არ სჭირდება ადამიანისგან, მაგრამ თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო მან თავი ჩვენს მოვალედ აღიარა ყველა იმ სიკეთისათვის, რასაც კი გაჭირვებაში ჩავარდნილ მოყვასს გავუკეთებთ. ამ სიკეთის სანაცვლოდ უფალი წარუვალ ნეტარებას, ზეციურ სასუფეველს გვპირდება.

გვინდა, მოგითხროთ ასოციაცია "მკურნალის" შესახებ, რომელიც ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიისა და საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) კეთილშობილური ინიციატივით დაფუძნდა. ასოციაცია "მკურნალის" დაარსების იდეა 2000 წელს დაებადა ქალბატონ ლალი მესხს, რომელსაც სიხარულით დაუჭირა მხარი წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგიმ (ჩაჩავამ). მამა გიორგი, რომელიც ამ ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ, ფონდების მოზიდვისა და ორგანიზაციის პოპულარიზაციისთვის იღვწის.

- მამაო, როგორც ვიცი, ამ პროექტის მიზანი თავდაპირველად სოციალურად დაუცველი ბავშვების გადარჩენა, ქუჩისა და კრიმინალური სამყაროს მავნე ზემოქმედებისაგან ხსნა იყო. გვიამბეთ, როგორ განხორციელდა ეს პროექტი და ვინ აფინანსებს ამ კეთილშობილურ საქმეს.

- 2000 წელს უცხოელებთან ერთად ანტიკრიმინალური პროგრამა წამოვიწყეთ. განზრახული გვქონდა, ბავშვების ანტიკრიმინალური, ანტიკორუფციული სწავლება დაგვეწყო და ეს იდეა განვახორციელეთ კიდეც - დღეს უკვე 115 სკოლაში ისწავლება ანტიკრიმინალური საგნები, მაგრამ როცა იმავეს გაკეთება მიუსაფარ ბავშვებთანაც ვცადეთ, სერიოზული დაბრკოლების წინაშე აღმოვჩნდით: ვთქვათ, ვასწავლეთ, რომ არ შეიძლება მოწევა, ქურდობა და ა.შ., მაგრამ აქვთ კი საშუალება, ეს არ ჩაიდინონ?! დავუშვათ, ჩვენი ლექციების შემდეგ ერთი-ორი დღე არ მოიპარეს, მაგრამ მესამე დღეს, ისევ რომ მოშივდებათ, ხომ მაინც იქურდებენ? ესე იგი, ჩვენ მათ მხოლოდ ის კი არ უნდა ავუხსნათ, რომ ქურდობა ცუდია, არამედ უნდა მივცეთ შანსი, ეს არ ჩაიდინონ. რომ არ მოიპარონ, პატიოსანი გზით უნდა მოიპოვონ არსობის პური, თავიანთი ყოველდღიური საზრდო, ამისთვის კი მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც პროფესია. ამიტომაც დავაარსეთ კურსები, ვასწავლეთ ოქრომჭედლობა, კომპიუტერის შეკეთება, თმის შეჭრა და ... აი, აქ წავაწყდით მთავარ პრობლემას: უმუშევრობას. საბოლოოდ იძულებულნი გავხდით, დაგვეფუძნებინა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სადაც ბავშვებს მიეცემოდათ საშუალება, ემუშავათ, გამოეყენებინათ შეძენილი პროფესია და საკუთარი ხელფასიც ჰქონოდათ. თავდაპირველად ბრიტანეთის საელჩოსთან არსებულმა ორგანიზაციამ (დფIდ) დაგვაფინანსა, მას შემდეგ კი ძირითადად თვითდაფინანსებაზე ვართ. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამდენიმე პროექტი ქალაქის მერიამ დაგვიფინანსა. ერთ-ერთი იყო ვებრაიდის შესწავლის პროგრამა, რომელშიც პირველადი ინვალიდებიც ჩავრთეთ. მიხარია, რომ უცხოეთის თანადგომის შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც დაინახეს ეს პრობლემა და ამ პროგრამების განხორციელებაში დაგვეხმარნენ.

- როგორ დახმარებას უწევთ ინვალიდებს და რა კეთდება იმისათვის, რომ მათი შესაძლებლობები და უნარები უფრო განვითარდეს?

- დილაობით ისინი შინიდან სპეციალური ტრანსპორტით მოჰყავთ ნაძალადევში მდებარე სამსართულიან სახლში. აქ ისინი ტრაპეზობენ, მეცადინეობენ, თამაშობენ, ისვენებენ, საღამოს კი შინ ბრუნდებიან. ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალება, უნარშეზღუდულ წევრებს სათანადო ყურადღება მიაქციოს და ისინი მთელი დღე მარტო არიან, აქ კი საზოგადოებაში იმყოფებიან და თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. ბევრს მდგომარეობა შესამჩნევად გაუუმჯობესდა, უფრო უკეთესადაც მეტყველებენ, ზოგი ხატავს, ზოგი კითხულობს. წელიწად-ნახევარია, რაც მათთან ვთანამშრომლობ და პროგრესი უკვე აშკარად ჩანს.

- თქვენ რეგულარულად ხვდებით მათ, მოძღვრავთ, ცდილობთ, გაუღრმავოთ რელიგიური ცოდნა, გაამხნევოთ, ანუგეშოთ და ხვალინდელი დღის იმედი მისცეთ. რას ნიშნავს ამ ადამიანთა ცხოვრებაში ეკლესია და სახარებისეული სიბრძნე?

- დიდ დღესასწაულებზე ინვალიდები ხანდახან ტაძარში მოჰყავთ, სადაც მათთვის ტარდება შვიდგზის ზეთისცხება, ეზიარებიან კიდეც. ეს მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან დავრდომილ ადამიანს მეტი დრო აქვს იმისთვის, რომ ესაუბროს ღმერთს. ასეთი გამოთქმაც არსებობს: ადამიანი ავად იმიტომ ხდება, რომ ღმერთს მასთან საუბარი სურსო. ამა სოფლიურ ამაოებაში ჩაფლულები, ხშირად იმისთვისაც ვერ ვიცლით, რომ წუთით შევჩერდეთ და ღმერთს ვესაუბროთ ანუ ვილოცოთ... ღმერთი სწორედ ასეთ ადამიანებთან არის ყველაზე ახლოს. მკურნალი ავადმყოფებს სჭირდებათო, ბრძანებს უფალი. ეკლესიაც ცდილობს, ეს მცნება შეასრულოს. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, წვეთია ზღვაში, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მესამედს თუ ვიყენებთ და, რაღა თქმა უნდა, გვმართებს იმის სწავლა, თუ როგორ გავაკეთოთ უფრო მეტი.

- ჩვენს ირგვლივ უამრავი შეჭირვებულია, რომელიც შემწეობას ითხოვს, მაგრამ, როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, ყველაზე დიდი დახმარება ისაა, რომ "ადამიანს თევზი კი არ მისცე, არამედ მისი დაჭერა ასწავლო". თქვენი მოღვაწეობაც ხომ ამ მიზანს ემსახურება?

- ადამიანში ყოველთვის უნდა ცოცხლობდეს აზრი, რომ აკეთებს იმას, რისი ნიჭიც, მაცხოვრის განუზომელი ღვაწლის წყალობით, მიეცა. ჩვენც, რაკიღა მისი მოწაფეები ვართ, გვევალება, მასავით ვემსახუროთ ხალხს, თვითშეწირვამდეც კი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ლაპარაკობს სიკეთეზე, მაგრამ ცოტა თუ სჩადის მას. ჩვენს ირგვლივ უამრავი ხელმოკლე, ავადმყოფი, უძლური ადამიანია, რომელთაც რეალური დახმარება სჭირდებათ. ისეთი კი არა, ქუჩაში მათხოვარს ხურდას რომ ჩავუყრით ხელში; უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ დავეხმაროთ ამ ბავშვებს ჭეშმარიტად. თუ ეს დღეს არ გავაკეთეთ, ხვალ ისინი კრიმინალურ სამყაროს შეავსებენ და ჩვენი გულგრილობა ბუმერანგივით დაგვიბრუნდება უკან. ხანძართან ბრძოლა ყველაზე ადვილი მაშინ არის, როცა ხანძარი ჯერ კიდევ არ ჩანს. თუ დღეს ამ ბავშვის დასახმარებლად მცირე თანხას მაინც გავიღებთ, ხვალ აღარ მოგვიწევს მილიონების დახარჯვა ბოროტმოქმედებასთან ბრძოლაში. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბავშვებთან მუშაობა საწინდარია იმისა, რომ მათ არ მოერევათ ყველაზე მძიმე სენი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს - ნარკომანია.

- ასეთი საქმის საკეთებლად აუცილებელია, ერი და ბერი გამთლიანდეს...

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ასე აზროვნებენ: ჩემი, შენი, მისი... ეს ასე არ უნდა იყოს. სანამ არ მივხვდებით, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და როცა ერთს მცირეთაგანს უჭირს, უჭირს მთელ საზოგადოებას, წინ ვერ წავალთ. არ არსებობს ჩემი, შენი, იმისი ბავშვი. ყველა მათგანი ჩვენია, ყველასი, ჩვენი ხვალინდელი დღეა და თუ ხვალინდელ დღეზე დღესვე არ ვიზრუნეთ, ხვალ ავი დილა გაგვითენდება.

ნინო ჭუბაბრია, ასოციაცია "მკურნალის" ვიცე-პრეზიდენტი:

- ქალბატონო ნინო, სიონის ქუჩაზე მდებარე ქარვასლაში, ასოციაცია "მკურნალის" სახელოსნოებში (საოქრომჭედლოში, სამინანქროში), უკვე 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისწავლა ხელობა. ზოგიერთი მათგანი ამავე სახელოსნოებშია დასაქმებული. რამდენადაც ვიცი, თქვენი საქმიანობა სწორედ იქით არის მიმართული, რომ დაეხმაროთ ქუჩის ბავშვებს და რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩართოთ ამა თუ იმ ხელობის შემსწავლელ კურსებში...

- გარდა იმისა, რომ ქუჩის ბავშვებთან ვმუშაობთ, ხელობას ვასწავლით მათ და შემდგომში ვასაქმებთ, ვეხმარებით ციხეში მყოფ ბავშვებსაც. ამჟამად უზრუნველვყოფთ ორი ბავშვის საადვოკატო დაცვას ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის საადვოკატო ბიუროს პრეზიდენტთან. გარკვეულ შედეგებსაც მივაღწიეთ. კვირაში ორჯერ მივდივართ ციხეში და არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საჩუქრები მიგვაქვს.

- როგორ დაეუფლნენ ბავშვები სამინანქრო და საოქრომჭედლო ხელოვნებას?

- ურთიერთობა გვაქვს გალერეა "ორნამენტთან". ისინი არიან ჩვენი მთავარი კონსულტანტები. სწორედ გალერეის კვალიფიციურმა პედაგოგებმა შეასწავლეს ჩვენს აღსაზრდელებს მინანქრის ხელოვნება, დღეს კი თავად ისინი ასწავლიან და არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა სახელოსნოებშიც. გამოფენები მოვაწყვეთ ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, იუგოსლავიაში, თურქეთში და ყველგან დიდი წარმატება გვხვდა წილად.

- შეძლეს თუ არა ბავშვებმა, ხელოვნების გზით გამოეხატათ თავიანთი ტკივილი, თავიანთი სათქმელი? რა შეცვალა მათ ცხოვრებაში ხელოვნების სამყაროსთან ზიარებამ?

- ხელოვნება ემოციის, ტკივილის გარეშე არ არსებობს. განცხრომაში მცხოვრები ადამიანი ფასეულს ვერაფერს შექმნის. ტკივილი, განცდა, ემოცია ამ ბავშვებს არ აკლიათ, ზედმეტიც კი აქვთ, - თავიანთი ასაკის კვალობაზე მათ ხომ ბევრი რამ გადაიტანეს. წარმოსახვა, ფანტაზიაც საოცრად აქვთ განვითარებული. ჩვენი დამსახურება მხოლოდ ის არის, რომ მათ ნიჭსა და უნარს სწორი კალაპოტი მივეცით. ცოტა ხნის წინ ზოგიერთი მათგანი წებოს ყნოსავდა და ამ გზით ცდილობდა მწარე რეალობიდან გაქცევას... ადამიანი ნარკოტიკებს რომ მოსწყვიტო, სანაცვლოდ უნდა შესთავაზო ახალი სამყარო, საქმე, რომელიც დააინტერესებს. ამ თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული შრომითი თერაპიაა. მთავარია, ისე მოიქცე, რომ ადამიანს შრომა მოანდომო. ყველა ჩვენგანს სჭირდება თვითრეალიზაცია. ხელოვნების ნიჭი შეიძლება ყველას არ აღმოაჩნდეს, მაგრამ ისიც დიდი საქმეა, რომ ბავშვები მთელი დღე ქუჩაში არ არიან, მოდიან, სწავლობენ, ქმნიან რაღაც ისეთს, რაც მათ ცხოვრებას ახალისებს და ალამაზებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა"
დიდი ხნის ნანატრი შვილი შეეძინათ მეფე გიორგის და დედოფალ ბურდუხანს - მშვენიერი თამარი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler