მოგზაურობა ძველ საქართველოში
მოგზაურობა ძველ საქართველოში
იმ დღეს თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში უჩვეულო ფუსფუსი იყო. მეათეკლასელები და მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მზია კიწმარიშვილი ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ, თან საპატიო სტუმრებს ელოდნენ. ასეთი ღონისძიებები მზია მასწავლებლის თაოსნობით რახანია ტრადიციად იქცა: სასწავლო წელიწადი ისე არ ჩაივლის, 3-4 შემეცნებითი, ხან სახალისო "ღია გაკვეთილი" არ ჩატარდეს, მაგრამ ეს ბოლო მაინც სხვა იყო - ამჯერად საათ-ნახევრის განმავლობაში ბავშვებს უნდა "ემოგზაურათ" ძველ საქართველოში, V საუკუნიდან თამარ მეფის ოქროს ხანამდე. რაღა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლიდნენ იმ წმინდანებს, რომლებმაც თავიანთი მოწამებრივი ცხოვრებითა და ღვაწლით უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბება-გაძლიერებაში, ქართული ენის შენარჩუნებასა და ერის გადარჩენაში.

ბავშვებს ესტუმრნენ მეცნიერები - მანანა გიგინეიშვილი და გია ალიბეგაშვილი. მათ წლები შეალიეს ქართული ჰაგიოგრაფიის კვლევას და მოსწავლეებს სახელმძღვანელო შეუდგინეს. დღეს უკვე ერთ წიგნშია თავმოყრილი ყველა ის თხზულება, რომელიც ქართველი ერის სიამაყესა და ღირსებას წარმოადგენს.

ღონისძიება არაორდუნარულად დაიწყო. ქალბატონმა მზიამ თავისი მოსწავლეები (ორი მეათე კლასი) სამ ჯგუფად დაყო. კენჭისყრით ერთს "შუშანიკის წამება" შეხვდა, მეორეს - "აბოს მარტვილობა", მესამეს - "ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა". ორი ჯგუფი ერთს სხვადასხვა კითხვას უსვამდა იმ ნაწარმოების ირგვლივ, რომელიც განსახილველად შეხვდა...

ძველი მწერლობის მიმოხილვის შემდეგ "ვეფხისტყაოსნის" ჯერიც დადგა. პირველივე წუთიდან ღონისძიების დასრულებამდე ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ბიჭები ქართულ საგალობლებს მღეროდნენ და დამსწრეთ დროში - მეხუთიდან მეთორმეტე საუკუნეებში - მოგზაურობის შეგრძნება ჰქონდათ.

KARIBCHEძალიან ემოციური იყო ქალბატონი მანანა გიგინეიშვილის შეფასება: საქართველოში თუ გვეყოლება მზია კიწმარიშვილის მსგავსი კიდევ ათი მასწავლებელი, ჩვენს ერს გადაშენება არ უწერიაო, - ბრძანა მეცნიერ-მკვლევარმა.

გია ალიბეგაშვილი: - რაც ვნახე და მოვისმინე, სულის შემძვრელი იყო. ჰაგიოგრაფია ღვთისმეტყველებაა და ამიტომაც, არაა იოლი ჰაგიოგრაფიის სულში წვდომა. უთუოდ მასწავლებლის დამსახურებაა, რომ მოსწავლეებმა მშვენივრად გაიგეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების არსი.

წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის დიაკონმა მამა საბამაც ვერ დაფარა აღფრთოვანება და აღნიშნა, რომ ეს იყო სრულყოფილი ღონისძიება, რაც შეიძლებოდა სკოლის კედლებში ჩატარებულიყო.

ღონისძიების სულისჩამდგმელსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მზია კიწმარიშვილს მიაჩნია, რომ მოზარდების ღირსეულ მამულიშვილებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი სწორედ სკოლას და პედაგოგებს ეკისრებათ. ღონისძიების ბოლოს მზია მასწავლებელმა იქ დამსწრეთ აჩვენა ეტრატი, ბავშვების ხელით ლამაზი ქართულით დაწერილი წერილები და ლექსები, რომლებიც ეძღვნება ჩვენს სულიერ მამას, უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

P.ს. რაც მეტი ჩატარდება ასეთი ღონისძიება - გაჯერებული სულიერებით, ქვეყნისა და ერის სიყვარულით, მით მეტ სასარგებლო ნაყოფს მივიღებთ სრულყოფილი პიროვნების სახით.

მარინა ბაბუნაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat