"მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე"
"მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე"
ჩვენი სტუმარია ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საგვარეულოს გამგეობის თავმჯდომარე, მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" მეურვე, ჟურნალისტი ია ბაგრატიონ-მუხრანელი.

- ქალბატონო ია, გთხოვთ გაიხსენოთ ის წლები, როდესაც თქვენ ეკლესიას დაუახლოვდით...

- 1989 წლის 9 აპრილი, ჩვენი ერის შავი აპრილი, ტრაგედიის განცდის, ერის გამთლიანებისა და ამაღლების მხრივ იყო საკრალური თარიღი უახლეს ისტორიაში, როცა ისტორიული არჩევანი გაკეთდა, საქართველომ აირჩია თავისუფლება და მართლმადიდებლობა, ეროვნული იდეოლოგია და ეკლესია. მაშინ მე საკავშირო გაზეთ "სოვეტსკაია კულტურას" საკუთარი კორესპონდენტი ვიყავი. როდესაც მთავრობამ ჯარის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, პროტესტის ნიშნად დავტოვე საკავშირო გაზეთი. მეტი გულისყურით შევუდექი სახარების, მოციქულთა ცხოვრების კითხვას. მაშინ დიდი იმედით ვუყურებდი მომავალს. 1991 წლიდან დაიწყო ჩემი ბიოგრაფიის ყველაზე რთული, ამაღლებული და ამავდროულად, ყველაზე ტრაგიკული პერიოდი. 29 დეკემბერს მთავრობის სასახლეში ჩემი ვაჟი - ვახტანგ ამირეჯიბი დაიღუპა. დაბნელდა... მუდმივ წყვდიადში აღმოვჩნდი. მამა არჩილ მინდიაშვილმა და ეკლესიამ გადამარჩინეს. მრევლის სითბო და ძალა მასულდგმულებს.

- ბაგრატიონ-მუხრანელთა შტოდან მეცნიერთა, პოეტთა, მხედარმთავართა გვერდით მრავალი მთავარეპისკოპოსი, ბერ-მონაზონი გამოვიდა. ამ გვარის თითქმის ყველა წარმომადგენელი ღრმად მორწმუნე პიროვნება იყო. იმ ავბედით წლებში წარმომავლობის გამო მილიონობით ადამიანმა განიცადა დევნა. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც თქვენი ოჯახი იქნებოდა...

- მუხრანბატონთა შტო 1510 წლიდან არსებობს, როცა ბაგრატ ბაგრატიონმა სამფლობელოდ მუხრანის ველზე "სამუხრანბატონო" მიიღო. დაარსდა სამეფო დინასტიის ეს განშტოება და აშენდა "ქვეყანა მუხრანი". აქ გაშლილი იყო ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურული მუშაობა. მუხრანბატონები იყვნენ: ვახტანგ V, გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი ბატონიშვილი, აშოთან მუხრანელის ასული - ქეთევან წამებული, ნიკო ბაგრატიონი (ბური)... პაპაჩემის მამასთან - გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელთან ხშირად ჩერდებოდა ილია ჭავჭავაძე, როცა დუშეთში მიემგზავრებოდა. მან მონათლა ნიკოლოზი და პაპაჩემი დავითი.

საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, 1921 წლიდან 1924 წლამდე 22 ბაგრატიონი დახვრიტეს.

მამაჩემი ლეონიდე 10 წლის იყო, როცა ოჯახი მუხრანიდან გააძევეს. მას კარგად ახსოვდა გიგლა ბერბიჭაშვილის ჭორფლიანი სახე, ჯალათი, რომელიც ამაყობდა ილიას მკვლელობაში მონაწილეობით. მან მიითვისა ბაგრატიონ-მუხრანელის ქონება, ისტორიული ხელნაწერები, ხატები. საგვარეულო ეკლესიაში ჯართის საწყობი გახსნეს. დიდედაჩემმა - ეკატერინემ ოთხი შვილით ძლივს გამოაღწია მუხრანიდან. პაპაჩემი დავითი, მთელ კავკასიაში ცნობილი ვეტექიმი, მთებში დაიღუპა. ჩვენს ოჯახში 1921-დან 1937 წლამდე ღამის 4 საათზე შემოჭრა, ჩხრეკა, ძარცვა - ჩვეულებრივი ამბავი იყო. თავადიშვილებს არ იღებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში, ცინიკურად ეპყრობოდნენ. შეურაცხმყოფელი და აბუჩი დამოკიდებულება, მეტსახელი "კნიაჟნა", მეც მხვდა წილად. 1990 წლიდან უფრო ღრმად დავინტერესდი ოჯახის ისტორიით. ბევრი საინტერესო დოკუმენტი აღმოვაჩინე...

დავრწმუნდი მზაკვრული გეგმის - ქართული გენის, ქართული მსოფლმხედველობის, ქართული აზრის განადგურების სისტემის არსებობაში. ეს მექანიზმი დღესაც მუშაობს.

- გვიამბეთ თავად-აზნაურთა საკრებულოს ამჟამინდელ საქმიანობაზე...

- დიდძალი მასალის მოპოვების შემდეგ დავრწმუნდი, თუ რა ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა თავადაზნაურობას ეროვნული იდეოლოგიის, ერთიანი ქართული სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში. თავადაზნაურობის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ქვეყნისა და ერის დაცვა იყო. რუსეთმა ჯერ სამეფო მოსპო, მერე მრავალი აჯანყება 1804, 1810, 1812, 1820-21, 1832... სისხლში ჩაახშო. მოსპო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ქართველი ერის გენოციდს შეუდგა.

1990 წელს მე, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დიდი მხარდაჭერით დავაარსე საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულო. ჩვენი იდეოლოგია ეყრდნობა 4 საკრალურ სიტყვას: "მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე". ვართ პატრიოტები და მონარქისტები, ვთვლით, რომ მხოლოდ ღვთივკურთხეული მეფე გადაარჩენს საქართველოს, იგი იქნება ქვეყნის, ერისა და ბერის დამცველი და სტაბილურობის გარანტი.

რა გაკეთდა 1990 წლიდან მნიშვნელოვანი? რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს შეგახსენებთ: ვიყავით აფხაზეთში და მონარქიაზე ვსაუბრობდით ერთ მაგიდასთან ძირძველ აფხაზებთან ანუ ქართველებთან, როგორც წერდა დიმიტრი გულუა. 1992 წლიდან დავგმეთ რუსეთის მიერ ინსპირირებული ბოლშევიკური გადატრიალება და პირველად შემოვიღეთ დეფინიცია, რომ ეს სისხლიანი 1991 წლის დეკემბრის და 1992 წლის გადატრიალება და კანონიერი ხელისუფლების და პრეზიდენტის დამხობა იყო რუსეთ-საქართველოს ანექსია-ოკუპაციის მესამე ეტაპი (პირველი - 1801, მეორე - 1912წ.), შევქმენით ქვეგანაყოფები ყველა რეგიონში, დავამყარეთ კავშირები მრავალ დიდგვაროვანთან, დავაარსეთ თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი, ჩამოვაყალიბეთ მონარქისტული მოძრაობა - "სამეფო გვირგვინი," მოვამზადეთ მრავალი პუბლიკაცია, კონფერენცია, გამოფენა...

- რა მიზანს ემსახურება ქართველი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების, მოვლა-პატრონობისა და დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - "სამეფო გვირგვინის" საქმიანობა?

- მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" საქმიანობის ძირითადი მიზნები გახლავთ ეროვნული იდეალების ხორცშესხმა, იბერიელ-კავკასიელი ხალხების გაძლიერება, შეკავშირება და გაერთიანება;

ტრადიციულ ფასეულობათა პოსტულატების: "მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე" - დამკვიდრება;

რეფერენდუმის გზით, ხალხის ნების გამოვლინების შემთხვევაში, ბაგრატოვანთა დინასტიის აღდგენა კონსტიტუციური მონარქიის სახით;

ბაგრატოვანთა დინასტიის ისტორიული პრიორიტეტების აღდგენა კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილების დაბრუნება მშობლიურ მიწა-წყალზე;

ქართული ენის, კულტურის, ისტორიის, მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა, როგორც ქართველი ერის და საქართველოში მცხოვრებ ხალხთა გამაერთიანებელ ფენომენზე.

- ქალბატონო ია, რა მნიშვნელობას ანიჭებთ მომავალი თაობის ჯანსაღ, ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებულ აღზრდას?

- უწმინდესი და უნეტარესი, ქართველთა სულიერი მამა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხშირად შეახსენებს ერს განათლების მნიშვნელობას, ეროვნული საწყისებისა და რწმენის აუცილებელ ურთიერთკავშირს. განათლება ნათელის, მართლმადიდებლობის, ჭეშმარიტი რელიგიურობის გარეშე მკვდარი სქოლასტიკაა. ეს კარგად ესმოდათ ჩვენს წინაპრებს. ათასწლეულთა სიღრმეში იკარგება ქართველთა ეთნოსის ფესვები. როდესაც "ფარნავაზმა შეკრიბა მხედარნი ქართლისანი და განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახვებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული", ამ დიდ მამულიშვილურ საქმეს უსწრებდა სწავლული პედაგოგების მომზადება, ცოდნის სისტემის შექმნა და დახვეწა.

შემთხვევითი როდია, რომ ჩვენში ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ ღვთაებრივ საუნჯეს, რომელიც დანერგილი იყო პირველ სკოლებსა თუ აკადემიებში. სავალდებულო საგნებს - "ტრივიუმ პლუს კვადრიუმ" - მათემატიკას, რიტორიკას, ღვთისმეტყველებას, ხატწერას, გალობას, გეომეტრიას, ლინგვისტიკას ემატებოდა მევენახეობა, მეფუტკრეობა (იყალთოში) და ხუროთმოძღვრება, კალიგრაფია, მინიატურა (გელათში). ბექა და ბეშქენ ოპიზრების ეპოქაში საეკლესიო ფრესკულ ფერწერასთან ერთად გაძლიერდა ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრის თვითმყოფადი და უნიკალური ხელოვნება. ყოველი ოსტატის ირგვლივ ახალგაზრდა შეგირდები იკრიბებოდნენ, სწავლობდნენ წარსულს, ამდიდრებდნენ აწმყოს, ფიქრობდნე მომავალზე.

მევენახე და ხუროთმოძღვარი, ხატმწერი თუ მეაბრეშუმე, მჭედელი თუ მწყემსი შესანიშნავად გრძნობდა ჭეშმარიტების ღვთაებრივი ჯაჭვის არსებობას, რომელიც კრავდა ქართველობას ზნეობრივ, რელიგიურ, მეცნიერულ, კულტურულ და ხალხურ ტრადიციათა რკალის ირგვლივ. ამჟამინდელ საქართველოში, სამწუხაროდ, გაუფასურდა ცოდნაც, შელახულია რწმენაც და ტრადიციაც, რომელიც ყოველთვის აძლიერებს პატარა ერს.

- ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენი სკოლის შესახებ.

- ჩვენი სკოლა ორმაგ დაქვემდებარებაშია. იგი ექვემდებარება განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამების გარდა, ჩვენ ვუმატებთ კატეხიზმოს, რელიგიის ისტორიას, ხატწერას, გალობას, ქართულ ცეკვას, ხრიდოლს, ჭადრაკს. ხრიდოლში ჩვენი საბრძოლო ხელოვნების ტრადიციებია შეტანილი და ეს აუცილებელია ახალგაზრდა ჯანსაღი ორგანიზმის განვითარებისთვის. კვირაში ერთხელ, პარასკეობით, ბავშვები მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში დადიან, სადაც ეუფლებიან კატეხიზმოს, გალობას, ხატწერას (ჩვენი მოძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი ხატმწერი გახლავთ).

ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ჯაჭვი "ოჯახი - ეკლესია - სკოლა" - იყოს აუცილებლად ქმედითუნარიანი. თუ რომელიმე რგოლი ამოვარდება, შედეგს ვერ მივიღებთ. სიტყვა "განათლება" ნათელიდან მოდის. განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის შეძენა. განათლება შეიცავს რწმენას, ტრადიციულ ფასეულობათა რგოლს, ოჯახის ინსტიტუტის და აუცილებლად ეროვნულ სულისკვეთებას. ცხრა ძმა ხერხეულიძე წმინდანებად შერაცხეს, ჩვენ არ ვიცით არც მათი და არც მათი დედის სახელები. მხოლოდ მათი გვარი ვიცით. გმირობა სასიქადულოა, მაგრამ ამას ხომ აღზრდა სჭირდება. უზნეო გლობალისტები გმირობას ვერ ჩაიდენენ. სამშობლოს ქილიკით ხსენება მხოლოდ დაცემამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია იგრძნობა. ტელეეკრანიდან ასეთი რამეც კი მოვისმინეთ: "პატრიოტიზმი ქვენა გრძნობაა"... აქედან იწყება დაცემა.

სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობა ქვეყნის ხვალინდელი დღეა. თუ ჩვენ გავზრდით გოგო-ბიჭებს სატელევიზიო შოუებით, უნიჭო, უნიათო გადაცემებით, რომლებშიც ნებსით თუ უნებლიეთ ხრწნიან პატარა ქართველებს, საქართველოს მომავალს ძალიან გაუჭირდება. ჩვენ ვერ გავუძლებთ XXI საუკუნის ქარტეხილებს, ვერ გავუმკლავდებით მტრებს. წმინდა ილია მართალი ქვეყნის ძირითადი მიზნების შესახებ წერდა: "გუთანი, ხმალი, სამეფო გვირგვინი" - ეს სამი სიტყვა და, რა თქმა უნდა, უკვდავი ტრიადა: "მამული, ენა, სარწმუნოება" არის ჩვენი პატარა სასწავლებლის, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის სასწავლო პროგრამის ქვაკუთხედი.

ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის სკოლებში გაიზრდებიან თაობები, რომლებიც დაიცავენ ღვთივკურთხეულ მიწას და მოესწრებიან საქართველოს სულიერ აღორძინებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat