უფალს ისევე უნდა შევევედროთ, როგორც მოსეს გამოსვლის დროს ევედრებოდნენ ებრაელები
უფალს ისევე უნდა შევევედროთ, როგორც მოსეს გამოსვლის დროს ევედრებოდნენ ებრაელები
მდინარე იორდანეში ნათლობიდან სულიწმინდით აღვსების შემდეგ იესო 40 დღე-ღამე უდაბნოში მარხულობდა. როცა ძალიან მოშივდება, გამოცდის მას ეშმაკი.

- თუ ძე ხარ ღვთისა, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს.

- არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღვთის ყოველი სიტყვით, - მიუგებს იესო.

- თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება მთელი ამქვეყნიური დიდება და ხელმწიფება, რომელიც მომეცა და იმას მივცემ, ვისაც მინდა, - არ ცხრება ბოროტი სული და მთის მაღალი გადმოსახედიდან ერთ წამში უჩვენებს მთელ თავის მიწიერ მეუფებას და ავლა-დიდებას.

- წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო! დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს, სცე თაყვანი და მხოლოდ მას მსახურებდე, - პასუხობს მაცხოვარი, რომელიც ჩვენი პირველი მშობლების - ადამ და ევასაგან განსხვავებით, ყოველნაირ გამოცდას წარმატებით გაართმევს თავს და გაწბილებული ეშმაკიც დროებით დაეხსნება.

კაცთა მოდგმის ხსნისა და გადარჩენის სახარებაში აღწერილ მრავალ შემთხვევათაგან ერთი ასეთი ამბავიც არის მოთხრობილი.

მდიდარი, რომელიც სიყრმიდან იცავდა სჯულის უმთავრეს მცნებებს, ქრისტეს დაედევნება, მის წინაშე მუხლს მოიდრეკს და ეტყვის:

- კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მივიღო?

იესოს დანახვისთანავე შეუყვარდება იგი და ასეთ დარიგებას აძლევს:

- უკეთუ გნებავს სრულყოფაი, ერთიღა გაკლს; წარვედ და რაოდენი გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, აღიღე ჯვარი, მოვედ და შემომიდეგ მე.

ეს სიტყვები მდიდარს ძალზე დააღონებს და შეწუხებული გაეცლება იქაურობას. სწორედ მაშინ იტყვის უფალი:

- უმალ აქლემი ნემსის ყუნწში გაძვრება, ვინემ მდიდარი ღვთის სასუფეველში შევაო.

- ვინღა გადარჩება? - გადაულაპარაკებენ ერთმანეთს გაკვირვებული მსმენელები.

- კაცთათვის შეუძლებელი, შესაძლებელ არს ღვთისათვის, - არის იმედიანი პასუხი უფლისა.

მახარებელთა და წმინდა მამათა სწავლებიდან ასეთ დასკვნამდე მივდივართ: სიმდიდრე და მაღალი თანამდებობრივი მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში დამღუპველია ადამიანის სულისათვის, თუმცა ცდუნების სხვა მრავალი გზაც არსებობს.

ბოროტსა და კეთილ ძალებს შორის დასაბამიდან დაწყებულ ამ მართლაცდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მეტნაკლებად ყველანი ვმონაწილეობთ. ღვთისგან მონიჭებული თავისუფალი ნებიდან გამომდინარე ბრძოლის ტაქტიკასაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ, საკუთარი სულის დასაღუპად ან გადასარჩენად.

ისტორიული გამოცდილებით, ხალხსა და ქვეყანას სასჯელი მაშინ ეგზავნება, როცა იგი ღვთის მთავარ მცნებებს ივიწყებს და სულიერად დაცემულ მდგომარეობაშია, ერი ხომ ცოცხალი ორგანიზმია და დაცემა-აღმავლობა მასზე აისახება.

1. საქართველოს დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოვიგერიოთ ხილული თუ უხილავი მტრის შემოტევა ისე, რომ დავძლიოთ ცთუნება, ეშმაკს სული არ მივყიდოთ და ყოველი გამოცდა ღირსეულად Gავაბაროთ ღვთისა თუ ერის წინაშე?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას უფალთან?

3. "მზიანი ღამეა, მალე გათენდება?!" (საქართველო და გლობალიზაცია)

4. გაქვთ თუ არა შეკითხვა მოძღვართან?

დღევანდელ ანკეტაში მონაწილეობენ ფინანსისტი ვალერი ფუტკარაძე, ექიმი-ენდოკრინოლოგი მანანა ანუა და ეკონომისტი ლევან გიორგობიანი.


ვალერი ფუტკარაძე, 35 წლის, ფინანსისტი, ბანკ "რესპუბლიკის" კორპორაციული საბანკო საქმიანობის სამმართველოს უფროსი. ჰყავს მეუღლე - დოდო ბანძელაძე.

1. რამდენიმე წლის წინ პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, - შენ, უპირველეს ყოვლისა, შენში, შენს ოჯახში, შენს სამეგობროში, შენს გარემოცვაში უნდა დაიცვა შენი წილი საქართველო, ესაა დღეს შენი დიდგორი, ესაა დღეს შენი ბასიანიო... საოცარი ფორმულაა გადარჩენისა, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა, და მეტიც, საბოლოო გამარჯვებისა. ეს ის ბრძოლაა, რომელიც ყოველდღიურად და დღის განმავლობაში ძალიან ხშირად იმართება. ბრძოლა, რომელსაც ხშირად ახლავს დაცემა, მძიმედ, მაგრამ მაინც წამოდგომა, ბრძოლა ჭეშმარიტებისთვის, მისი დაცვისთვის, რომელიც ყოველთვის დამთავრდება გამარჯვებით, რადგან ჭეშმარიტება გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა რამ ყოფიერი...

2. ბავშვობაში მთელ ზაფხულს გელათში ვატარებდი. გელათის მონასტრის ძირში მამაპაპისეული სახლი გვაქვს, ჭირაქაძეების ფუძე (დედა მყავს ჭირაქაძე). ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით მტკიცდება, რომ ორ ძმა ჭირაქაძეს ჩამოუბრძანებია XII საუკუნეში გელათში ხახულის ღვთისმშობლის ხატი. ერთი ძმა აქ დასახლებულა გელათში, მეორე - მეზობელ სოფელ გოდოგანში. ამ დროიდან ვიდრე ბაბუაჩემამდე (ივანე ჭირაქაძე) ყველანი სასულიერო პირები იყვნენ. ბოლო სასულიერო პირი, ჩემი დიდი ბაბუა, მღვდელი იპოლიტე ჭირაქაძე 1957 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია გელათში.

ბავშვი ვიყავი, ეკლესიაში რომ მივედი. გელათის მონასტერი ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი, მხოლოდ კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა. ძალიან დიდ დროს ვატარებდი მონასტრის ეზოსა და მის ახლომახლო, სადაც ოდესღაც დედათა მონატერი, დავითის კონცხი, სასულიერო აკადემია... იყო. ქვეცნობიერად საოცარი სიყვარული მქონდა ამ ადგილების, მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ეხებოდა ტაძრის რესტავრაციასა თუ არქეოლოგიურ გათხრებს.

არასოდეს დამავიწყდება გელათის ზარების პირველი ხმა და ნაგუბარი, ცრემლნარევი სიხარული. თითქოს ყველა ჩემი წინაპრის სიახარულს განვიცდიდით მთელი ოჯახი.

ჩემი პირველი აღსარება და შესვლა ეკლესიის წიაღში გელათში მოხდა. არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზი (პიტნავა) არის ჩემი პირველი მოძღვარი. საოცარი რუდუნებითა და სიყვარულით დაიწყო გელათში მივიწყებული სამონასტრო კერის გაღვივება. მეც ჩემებურად ვმონაწილეობდი, როგორც ბავშვს შეეფერებოდა, ხშირად ვეხმარებოდი ლიტურგიისას და სხვადასხვა საქმიანობაში. დღემდე საოცარი მაგალითია მამა ნიკოლოზი ჩემთვის ბერობის, უბრალოების, უფლისადმი სასოებისა და სიყვარულისა.

3. საქართველოს როლი ამ საკითხებში, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, როგორც სამყაროს ნაწილისა, იმ დოზით, რა დოზითაც ეს საჭიროა. ხოლო თუ გლობალიზაციის ქვეტექსტი აგრეთვე ერთა გაერთიანება და სხვა სახელწიფოებრივი პარამეტრებისა და ნიშნების უგულებელყოფაა (როგორიცაა ენა, კულტურა, ტრადიციები...), ვერ ვიქნებით მისი მონაწილენი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ავად თუ კარგად დღემდე გადარჩენილი ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი ქვაკუთხედი "მამული, ენა და სარწმუნოებაა". აქ ვერ დავთმობთ ვერაფერს, ვერაფრის ხარჯზე, რადგან ეს ჩვენთვის კარგად ნაცადი და ჟამგამოვლილი გადარჩენის ფორმულაა, გზა მზიანი ღამის გათენებისა.


KARIBCHEმანანა ანუა, 46 წლის, ექიმი, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

1. საქართველოს და ქართველ ერს განსაკუთრებული მისია აკისრია - ის ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა... საქართველო ჩაუმქრალი შუქურაა, სწორედ ის მზეა, რომელიც 2000 წელზე მეტია სხვა ერებს უნათებს უფლისკენ სავალ გზას. სწორედ ამიტომ ყოველი ქართველი ვალდებულია, მთელი არსებით აცნობერებდეს თავის წილ პასუხისმგებლობას ამ ღვთივკურთხეული მისიის წინაშე. რომ გავიმარჯვოთ და ღირსეულად ჩავაბაროთ გამოცდა ღვთისა და ერის წინაშე, უპირველესად, უნდა გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე, უნდა მოვიპოვოთ ჭეშმარიტი თავმდაბლობა უფლის წყალობის და სულიწმინდის მადლის მოსაპოვებლად. მხოლოდ ამ ღვთაებრივი მადლით შემოსილნი და გაძლიერებულნი შევძლებთ მოვიგერიოთ ხილული და უხილავი მტრის შემოტევა და გავიმარჯვოთ.

2. საბედნიეროდ, მე დავიბადე და გავიზარდე მორწმუნე და ღვთისმოსავ ოჯახში, რამაც განაპირობა ჩემი ეკლესიისადმი განსაკუთრებული მოწიწება. მამაჩემი - იური (გიორგი) ანუა ღრმად მორწმუნე იყო. უწმინდესისა და უნეტარესის, ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მან აფხაზეთში, სოფელ კომანში აღადგინა მსოფლიო მნიშვნელობის მართლმადიდებლური სიწმინდეები: წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესია, ააშენა 1500 კიბე წმინდა იოანე ნათლისმცემლის მესამედ თავის პოვნის ადგილამდე, გაამშვენა წმინდა ბასილისკოს წყარო. მამაჩემს უდიდესი სიყვარულის ნიჭი ჰქონდა. მას, ეროვნებით აფხაზს, ერთნაირად უყვარდა აფხაზები და ქართველები. ეს იყო მისი მრწამსი, რომელსაც ბოლომდე არ უღალატა და მისდამი ერთგულება მოწამებრივი აღსასრულით დაამტკიცა. დედაჩემი, საპატრიარქოს მონაზონი დედა მარიამი, განსაკუთრებული ანთებული რწმენის, სიყვარულის და სულიერი სიმტკიცის მქონე პიროვნებაა. ჩემი მშობლების დიდმა რწმენამ დიდი ზეგავლენა იქონია ჩემს ჩამოყალიბებაზე.

უამრავი განსაცდელის და ტკივილის გადატანის შედეგად უფალზე მინდობა და მუდმივად მისი ნების ძიება იქცა ჩემი ცხოვრების და საქმიანობის ლაიტმოტივად. ჩემს ცნობიერებაში უფალი უპირველესად უმოწყალესი, უტკბესი მამაა, რომელსაც არასოდეს მივუტოვებივარ ყველაზე მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაშიც კი.

3. გლობალიზაციის პროცესი ძირითადად ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტს მოიცავს.

მთავარია, ამ პროცესის შედეგად თავადვე არ დავაზიანოთ ჩვენი თვითმყოფადობა და არ გავცვალოთ სულიერი, კულტურული და ინტელექტუალური ფასეულობები, რომელნიც წარმოაჩენენ ქართველ ერს როგორც განსაკუთრებულს და განუმეორებელს მსოფლიოს რუკაზე.

ჩვენი მთავარი ფასეულობა ჩვენი სარწმუნოებაა, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ერი და მოიყვანა დღემდე. ამიტომაც სჭირდება მას ასეთი სათუთი მოპყრობა და გაფრთხილება, რამეთუ მხოლოდ და მხოლოდ მასში ინახება ჩვენი არსებობის საიდუმლო.


KARIBCHEლევან გიორგობიანი, 37 წლის, პროექტების მენეჯერი, ჰყავს მეუღლე - ცისმარი გეწაძე და 2 შვილი - ელენე და გიორგი.

1. ადრე თუ გვიან, შესაძლებელია, ყველა ადამიანს გაუჩნდეს სულიერი განწმენდისა და ღმერთთან დაახლოების სურვილი. ცოდვა რომ ჩვევაში არ გადაგვეზარდოს, ალბათ, რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის.

მართალია, ცოდვა-მადლი სიმდიდრითა და სიღარიბით არ გაიზომება, მაგრამ მე რაც მინახავს, მეტწილად სიმდიდრეში ცდუნებაც მეტია. ამიტომ თუ სიმდიდრეს მრუშობაში, კაზინოებში, ხორციელი ნეტარებისთვის ზრუნვაში გამოვიყენებთ, ცხადია, ვერავითარ სულიერ საზრდოს ვერ მივიღებთ, მაგრამ ხომ შესაძლებელია მისი კეთილი მიზნით გამოყენებაც? - ვთქვათ, შევეწიოთ ეკლესიებს, დავეხმაროთ გაჭირვებულებს, ან ჩვენი სულის სასიკეთოდაც მოვიხმაროთ იგი. ვგულისხმობ სრულფასოვანი განათლების მიღებას, წმინდა ადგილების მოლოცვას, მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოს ხალხთა კულტურის, ისტორიის, ტრადიციების გასაცნობად და ა.შ. თუმცა ყველაფერი პირად არჩევანზეა დამოკიდებული.

თუ ჩვენს სულიერ მდგომარეობას დავუკვირდებით, ალბათ შევძლებთ იმ ჩვევების დაძლევას, რაც არ მოგვწონს და სულს გვიფორიაქებს. მაგრამ ზოგჯერ ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო ძნელია ადამიანისათვის, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ ცოდვასთან შებრძოლება და მისი აღმოფხვრა.

პოლიტიკაში ნაკლებად ვარ ჩართული, მაგრამ ხელისუფალნი, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრებასა და ევროპასთან ინტეგრაციაში ხედავენ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას, ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა ცხოვრობდნენ ეკლესიურად. სხვა იყო, როცა საქართველოს მირონცხებული მეფეები მართავდნენ, რა გასაკვირია, რომ მაშინ ჩვენი ქვეყანაც ერთიანი და ძლიერი ყოფილიყო?

2. ცხოვრებაში დამიდგა ისეთი წუთი, როცა გონებაში უჩვეულო აზრმა გამიელვა: "ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც გავიღვიძო და გავქრე ამ ქვეყნიდან?" - ამ ფიქრმა მოსვენება დამიკარგა.

ბავშვობაში განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა სარწმუნოებისადმი. ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატში სწავლისას, მოგვიანებით კი უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდშიც, ვცდილობდი, ლაღად და ნებისაებრ ჩემისა მეცხოვრა. როგორც ჩანს, ყმაწვილკაცობაში ადამიანი ნაკლებად ფიქრობს ცუდზე. იმხანად ალბათ მაცხოვრის ხატსაც ვერ გავარჩევდი სხვა წმინდანებისგან. ისიც კი გამიფიქრებინა, აღსარება მოხუცებულობის ჟამს ჩამებარებინა მოძღვრისთვის. დაახლოებით 5 წლის წინ მომეძალა პირველად სიკვდილზე ფიქრი. ჩემს დას ახალი დამთავრებული ჰქონდა მაშინ წმინდა ილია მართლის სახელობის საპატრიარქოს გიმნაზია და მთხოვა, ეკლესიაში გავყოლოდი. გავყევი. ასე გავხდი წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის მრევლი. პირველი წირვა-ლოცვის დროს საოცარი სიმშვიდე და სულიერი შვება ვიგრძენი. ჩემმა დამ თავის მოძღვართან მამა ნიკოლოზთან (ჩიტია) მიმიყვანა. მანამდე მოძღვართან ურთიერთობის არავითარი გამოცდილება არ მქონდა, ამიტომ პირდაპირ ვუთხარი: რა ვქნა, მამაო, მინდა ეკლესიური ცხოვრება დავიწყო, მაგრამ არ ვიცი, ამას როგორ შევძლებ-მეთქი. რაც შეიძლება ბევრი უნდა იშრომოო, - მითხრა (ლოცვას, მარხვას და წირვა-ლოცვებზე ჩემს ინტენსიურ დასწრებას გულისხმობდა). დაახლოებით ორი თვე მაინც მაკვირდებოდა, როგორ შევძლებდი კურთხევის შესრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიმიღო თავის კელიაში აღსარების ჩასაბარებლად, რომელმაც 2 საათზე მეტხანს გასტანა. ამიკრძალა მარხვის პერიოდში მოწევა. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა დაძლევას. კვირა საღამოს ბოლო სიგარეტი მოვწიე და ნამწვი ურნაში ჩავაგდე. მარხვის ორშაბათი დღის დადგომამდე, მართალია, პატარა სულიერი ბრძოლა დამეწყო, როგორც ამ დროს იცის ხოლმე, მაგრამ რადგან გადაწყვეტილება მივიღე, ღვთის შეწევნით, შევძელი მოძღვრის კურთხევის შესრულება და ასე დავძლიე ჩემს თავში პირველი წინააღმდეგობა.

ცოდვები დღესაც ბევრჯერ მახსენებს თავს, მაგრამ ვცდილობ, არ დავემორჩილო მათ. შარშან, მარხვის პერიოდში, ფოკის მამათა მონასტერს რამდენიმე კვირით ვესტუმრე. ისე მომეწონა მონასტრული ცხოვრება, კვლავაც გამიჩნდა სურვილი, მომენახულებინა იქ მოღვაწე მამები. ამას წინათ მეორედაც ვეწვიე მონასტერს.

ალბათ, ადამიანი თვითონ სანამ არ მივა იმ დასკვნამდე, რომ ცოდვა უდიდესი ტვირთია და უნდა მოიცილოს იგი, მანამდე ვინც არ უნდა ჩააგონოს და ბევრი ესაუბროს ამ საკითხზე, ვეჭვობ, რაიმე შედეგი გამოიღოს ამ მცდელობამ. ჩემი აზრით, ადამიანს თვითონ უნდა გაუჩნდეს ამის სურვილი, რაშიც ღვთის ნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

3. ბევრი სასიკეთო რამ ხდება საქართველოში ქრისტიანული ცხოვრების ასაღორძინებლად; აიგო მრავალი ეკლესია-მონასტერი, ბევრი ისტორიული ძეგლი განახლდა, ბევრიც აღდგენას ექვემდებარება.

"მზიანი ღამეა, მალე გათენდება"...

ღვთის დაშვებითა და მარიამ ღვთისმშობლის შემწეობით, ეტყობა, ჩვენი პატრიარქი საქართველოს უკეთეს მომავალს ხედავს და ამიტომ არის, რომ მისი სიტყვებიდან უდიდესი იმედი გამოსჭვივის.

4. ერთხელ ჩემს მოძღვარს ვკითხე, საიდან დააგროვეთ ამდენი ცოდნა, რომ ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი-მეთქი. სახარებიდანო. სახარება მართლაც ამოუწურავია, ისევე როგორც ჩვენი ფიქრები, რომელიც ყოველ წამს იბადებიან.

ამწუთას ასეთი კითხვა გამიჩნდა; როგორ ხდება ადამიანის სახელის შერჩევა? რადგან მე ლევანი მქვია, მაინტერესებს, ეკლესიურად როდის მოიხსენიება ჩემი მფარველი წმინდანი, რომ წელიწადის იმ დღეს, შევძლო მისი აღნიშვნა.


KARIBCHEგვესაუბრება თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი).

- ადამიანს, ვისაც სურს ჩასწვდეს ქრისტიანობის არსს, იკითხოს საღმრთო წერილი და ყველაფერზე მიიღებს პასუხს. აქვს კი ჩვენს ერს ამის სურვილი? ბევრისგან მსმენია, საქართველოს დიდი განსაცდელი უდგას, გზა კი არ ჩანს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდანო. საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ან უნდა გვეომა, ან ისეთ სულიერ დონეზე უნდა ვყოფილიყავით, რომ ღვთის დიდებითა და ლოცვით, ღმერთს დიდი წყალობა ებოძებინა ჩვენთვის. დღესაც ეს ორი გზა რჩება, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, უფრო მეორეს მივანიჭებდი უპირატესობას, რაც ჩვენს ეკლესიურობასა და რწმენისადმი პატივისცემაში გამოიხატება. უფალს ისევე უნდა შევევედროთ, როგორც მოსეს გამოსვლის დროს ევედრებოდნენ ებრაელები, რადგან ჩვენს მეზობელ მართლმადიდებელ ქვეყანასთან ბრძოლას ვერც შევძლებთ და არც მიმაჩნია გამართლებულად. ასეც რომ არ იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთავარი მტერი არის ეშმაკი, რომელსაც სურს, ქრისტიანული ქვეყნები ერთმანეთს წაჰკიდოს, უხილავ მტერს კი ვერც თოფს დავუმიზნებთ, ვერც ხმალს მოვუქნევთ და ვერც ძალით დავუპირისპირდებით. დარჩა ერთადერთი გზა - ვილოცოთ მთელი გულით, ბავშვებივით მივენდოთ უფალს და რაც შეიძლება ხშირად ვიაროთ ეკლესიებში. დავანებოთ თავი იმაზე ლაპარაკს, ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი ვართ და ვერავინ შეძლებს ჩვენს დამარცხებასო, რადგან რაც უფრო მეტი მოგვეცა, მით მეტი ვალდებულების წინაშე გვაყენებს და ღვთისმშობელიც მეტი მომთხოვნელობით მოგვეპყრობა. ვთხოვოთ უფალს: ნუ აიღებს ჩვენზე ხელს და გვაპატიოს ჩვენი ცოდვები, გულარხეინობამ და გაზვიადებულმა წარმოდგენებმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, იმან, რომ სულიერზე მაღლა მატერიალური ავაყენეთ და არც კი ვცდილობთ ძირეულად ჩავწვდეთ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოს - მივემსგავსოთ უფალს. მართალია, ჩვენ ხორციელი არსებები ვართ, მაგრამ ეს არ გვათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან, რადგან ყოველ ქრისტიანს ამის დიდი მცდელობა და სურვილი უნდა ამოძრავებდეს. ეკლესიებში ისე კი არ უნდა ვიაროთ, როგორც დღეს დადის ბევრი დედაკაცი შარვლითა და ლურჯად შეღებილი თმით, არა, ბატონო, ქრისტიანი არა მარტო შინაგანი, არამედ გარეგნული მომხიბვლელობითა და უბრალოებით უნდა გამირჩეოდეს.

- მამა ანტონ, იმისათვის, რომ ადამიანმა დღევანდელ დროში ნაწილობრივ მაინც გაართვას თავი იმ მოთხოვნებს, რასაც მას ეკლესია უყენებს, ალბათ, მოძღვარზეც ბევრია დამოკიდებული.

- რასაკვირველია, მოძღვარი არის კომპასი. იგი ვალდებულია მასთან მისული პიროვნება ღმერთთან მიიყვანოს. ყოველმა ადამიანმა ისეთი მოძღვარი უნდა შეარჩიოს, მის სულიერ მათხოვრობას (გაჭირვებას) რომ აკმაყოფილებდეს.

მოძღვარი უნდა იყოს მომთხოვნი, მკაცრი და მოუსყიდავი პიროვნება. მოვიყვან ასეთ მაგალითს: ერთმა კაცმა, რომელსაც სახელად სიმონი ერქვა, მოციქულებს ფული შესთავაზა იმის საზღაურად, რომ მათგან სულიწმინდის მადლი მიეღო. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რომ მექრთამეობას ეკლესიურად სიმონიას უწოდებენ. ამიტომ მოძღვარი მოუქრთამავი პიროვნება უნდა იყოს, სულიერ შვილს კი მისი რიდი და თავშეკავება უნდა გააჩნდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ასე არაა, ნათქვამია: "ბევრნი არიან წვეულ და მცირედნი - რჩეულ". ზოგჯერ მრევლიც ისეთი მოდის ეკლესიაში, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული თავიანთი ცოდვები: ამას წინათ ერთი ახალგაზრდა მოვიდა ჩემთან და ასეთი რამ მითხრა: "მამაო, ეს როგორ არის, რომ მიუხედავად იმისა, ცოტას ვქურდობ, ცოტას ვთამაშობ და სხვა უამრავ ცოდვასთან ერთად წამალსაც ვიკეთებ, ღმერთმა მაინც ვერაფერი შემამთხვიაო?" თუ ყველაფერ ამას სჩადი და იმის გონიერება არ გაგაჩნია, რომ ყოველივე ეს დამღუპველია შენთვის, ღმერთმა ამაზე მეტი რაღა უნდა შეგამთხვიოს-მეთქი.

არის ისეთი ცოდვები, რომლის უცებ მოცილება ძნელია, ამიტომ მოძღვარი ვალდებულია, განუმარტოს სულიერ შვილს, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იმავე ცოდვა დიდხანს მოჰყვება. მე სულიერი შვილები რუსეთშიც მყავს. ერთმა მღვდელმა თავისი გასაჭირის შესახებ მიამბო, რომელიც მის ცოდვას შეეხებოდა, შევატყვე, ძალიან უჭირდა ამ ცოდვის დატევება, ამიტომ ვუთხარი: მამაო, მოდი, ასე შევთანხმდეთ, ამჯერად მე ჩემს თავზე ვიღებ ამ შენს ცოდვას და წაგიკითხავ შენდობის ლოცვას, მაგრამ შეეცადე, ეს ცოდვა თანდათანობით შეკვეცო, დღეს ერთი გრამი მოაკელი, ხვალაც ამდენივე და თუ ასე გააგრძელებ, აუცილებლად განიკურნები-მეთქი. განთავისუფლდა ამ ცოდვისაგან. ამიტომ ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას: - მორჩა, ამიერიდან აღარ ჩავიდენ ამ ცოდვასო. ერთხელ რუსეთის პატრიარქმა ალექსიმ განაცხადა: "ზოგჯერ ძალიან დიდხანს უნდა ვევედროთ ღმერთს, განვთავისუფლდეთ ამა თუ იმ ცოდვისაგან და თხოვნა თუ გულწრფელი იქნება, უფალი აუცილებლად შეისმენს მას ადრე თუ გვიან, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უფალმა 20-ზე მეტი წლითაც გადაუვადოს სიკვდილი ადამიანს, მანამდე, სანამ ამ ცოდვას საბოლოოდ არ დაძლევსო". მოძღვარმა, როგორც აფთიაქის სასწორზე, ისე უნდა აწონ-დაწონოს სულიერი შვილის მიერ მოტანილი ცოდვები. ვთქვათ, თუ დღეს 3 კგ ცოდვა მომიტანა, შემდეგ კი 3კგ და 2 გ, მესამე მოსვლაზე, რამდენიმე გრამით კიდევ მეტი, მე მას ვეტყვი, შენ არ ცდილობ ამ ცოდვის მოშორებას, ამიტომ წადი სხვა მოძღვართან, მე ვეღარ ვიქნები შენი მოძღვარი-მეთქი. პედაგოგი თუ ხედავს, რომ ბავშვს არ შეუძლია პროგრამის ათვისება და მისი ყოველგვარი მცდელობა უშედეგოა, მშობელს დაიბარებს და ეტყვის, მე ხელს ვიღებ ამ ბავშვის მომზადებაზე, რადგან არ ცდილობს ისწავლოსო. მაგრამ სულ სხვაა, როცა ბავშვს გაკვეთილის მომზადება უჭირს, ძალიან განიცდის ამას და ტირის, მაშინ მასწავლებელი არ ზოგავს თავს მის დასახმარებლად. ჩემი მასწავლებელი ვალერია ვოლკოვა, როცა დაინახავდა, მოსწავლეს ძალიან უჭირდა საგნის ათვისება, შინ მიჰყავდა და მანამდე ამეცადინებდა, სანამ არ ასწავლიდა. სწორედ ასეთი სულიერი კავშირი უნდა დამყარდეს მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის და ცოდვას ამ შემთხვევაში დავამარცხებთ. "მწყემსმა კეთილმა თავი თვისი დასდოს სამწყსოსთვის", - წერია იოანეს სახარების X თავში, რადგან კეთილი მწყემსია და მისი მოვალეობაა გადაარჩინოს თავისი სამწყსო.

- მამა ანტონ, საქართველოშიც არიან ალბათ ისეთი ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ ჩვენი ერისთვის.

- თუ მდიდარი თავის სიმდიდრეს კეთილი მიზნისთვის იყენებს, ღმერთი ათმაგი სიკეთით გადაუხდის.

ვიცი, დღეს ბევრი აშენებს ეკლესიებს, მაგრამ არ დადის ეკლესიაში, მათ შორისაა ერთ-ერთი ცნობილი მეცენატი, რომელმაც საქართველოსთვის მართლაც ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ სწამს ღმერთი. სახარებაში მაცხოვარი გარკვევით ამბობს: "ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს არ ეზიარება, იგი არ არის ჩემი ღირსიო". აბა, მითხარით, ბევრია საქართველოში ისეთი ქველმოქმედი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს და ხშირად ეზიარება?

- გმადლობთ საუბრისთვის. დადგა დრო, უპასუხოთ რესპონდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს. ქ-ნი მანანა ანუას შეკითხვა ნაწილობრივ ეხმიანება კიდეც ჩვენი საუბრის თემას.

- ამ კითხვამ გამახსენა დრო, როცა პასპორტიზაცია უნდა დაწყებულიყო საქართველოში. მაშინ მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ვიყავი. მორწმუნეთა ერთი გუნდი მომადგა იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. კარგად იცოდნენ, რომ ჩემი მოძღვარი ფსკოვ-პეჩორის ლავრის სავანეში მოღვაწე მამა, არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) გახლდათ და ვინაიდან იმწუთას გამიჭირდა მათთვის რაიმე კონკრეტული რჩევის მიცემა, დავპირდი, მოძღვართან შეხვედრისას, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შემდგარიყო, ამ საკითხს აუცილებლად გავარკვევდი. როდესაც მამა იოანეს ამაზე ვესაუბრე, მითხრა: "მორწმუნე არა ხარ?! რაღაც ქაღალდს ფერი შეუცვალეს და ამან შეგაშინა?! იქ ხომ შენი გვარ-სახელი, ქვეყანა და მისამართი იქნება მხოლოდ მითითებული, დასტურად იმისა, რომ ასეთი პიროვნება მართლაც არსებობს შენი სახით. მერედა, რა მნიშვნელობა ექნება ამას შენთვის?.. ხომ არ დაგვიწყებია დავით მეფსალმუნის სიტყვები: "გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს". ღვთისთვის ხომ შენი პასპორტი ის არის, რაც შენს გულში წერია".

ყოველი დრო თავისი დამახასიათებელი თავისებურებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს, გავაანალიზოთ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ ყოველივე უნდა მივიღოთ ისე, როგორც გვაწვდიან. უახლესი მეცნიერული აღმოჩენები, ტექნიკური პროგრესი (ტელევიზია, ჩიპი, კომპიუტერი) მორწმუნისათვის ბოროტების მანქანებად მოიაზრება და, ბუნებრივია, შიშიც აქედან მოდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალმა ასე დაუშვა და ინება. შეიძლება ღმერთს რაიმე ძალის ეშინოდეს ან ეშმაკის ძალამ ღვთისას აჯობოს?.. ეს ხომ წარმოუდგენელია! ახალი მსოფლიო მოწყობა ვერ დააზიანებს ჩვენს სულებს, რომელიც ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს, სხეული კი შესაძლებელია დააზიანოს (მხედველობაში მაქვს კატასტროფული ეკოლოგიური გარემო, კომპიუტერიზაციის უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მასობრივი უმუშევრობის ყოველდღიური მატება და მრავალი სხვა). რახან ღმერთმა ასე დაუშვა, არ გამოვრიცხავ, რომ მას სურს დაინახოს ჩვენში, როგორ შევინარჩუნებთ მისადმი სიყვარულს და ერთგულებას უდიდესი განსაცდელის დროსაც კი და ამით თითოეულ ჩვენგანს ცხონების მეტ შესაძლებლობასაც გავძლევს. კარგია, თუ ვისწავლით ამის თქმას: "მე ამის ღირსი ვარ, ღმერთს ასე ნებავს", რაც ბევრად შეგვიმსუბუქებს გაუსაძლის მდგომარეობას. გავიხსენოთ მრავალტანჯული იობი ბიბლიიდან და, მერწმუნეთ, ყველაფერი მარტივი და გაცილებით იოლი მოგვეჩვენება, მთავარია, არ დავკარგოთ და ბოლომდე შევინარჩუნოთ ღვთის იმედი და სასოება.

და კიდევ ერთი, თუ ეს შესაძლებელი იქნა, უნდა ვისწავლოთ კომპიუტერის და ნებისმიერი ტექნიკური საშუალების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება.

ანტონ და თეოდოსი პეჩორელები ეშმაკს ზურგზე მოასხდნენ და თვალის დახამხამებაში შეძლეს იერუსალიმში ჩასვლა. მოსკოვში ჩემთვის უთქვამთ: "მამაო, მეტრო იქნება ეს, მატარებელი, გემი თუ თვითმფირნავი, ყველაფერს ეშმაკის გამოგონილს უწოდებთ. მაშინ რატომ არ ამბობთ უარს ამ საშუალებების გამოყენებაზეო?" მაშინ მე მათ პეჩორელების მაგალითი მოვუყვანე და ვუთხარი, - საჭიროებისამებრ, ჩვენც მათსავით მოვიქცეოდით, რადგან ჯობია ეშმაკი ჩვენს სასიკეთოდ ვატაროთ, ვიდრე მან ჩვენ გვატაროს-მეთქი. ამის შემდეგ აღარავინ შემომდავებია.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, მართლმადიდებლური ტრადიციით, როდესაც ოჯახს ახალი წევრი შეემატებოდა, შვილისათვის სახელის შესარჩევად მშობლებს ნამდვილად არ ჰქონდათ დიდი არჩევანის საშუალება. საეკლესიო კალენდრის მიხედვით იმ წმინდანთა სახელებიდან ერთ-ერთი უნდა ამოერჩიათ, რომელიც ახალშობილის დაბადების თარიღს დაემთხვეოდა.

ბავშვის ნათლობის დღეს მხოლოდ ნათლიას ჰქონდა უფლება, დაეტოვებინა ან შეეცვალა მშობლების მიერ დარქმეული სახელი. ეს უფლება მას დღესაც არ ჩამორთმევია.

თუ ადამიანს არ ჰქვია რომელიმე წმინდანის სახელი, მღვდელს უფლება ეძლევა, ნათლობის შემდეგაც შეცვალოს სახელი და იგი შენდობის ლოცვაში ახალი სახელით მოიხსენიება.

მოგეხსენებათ, ადამიანს მფარველი ანგელოზი ნათლობის შემდეგ ეძლევა. 5 მარტს (ახ.სტ.) მოიხსენიებენ VIII ს-ში მოღვაწე წმიდანს ლეონ კატანელ ეპისკოპოსს. ლეონი, რომელიც ლომს ნიშნავს, იგივე ლევანია ქართულად, მაგრამ თუ რესპონდენტს მაინცდამაინც ქართველი წმინდანის სახელის ტარების სურვილი გაუჩნდება, ახ. სტ. 24 დეკემბერს აღინიშნება საქართველოში წამებულთა ყოველთა წმინდათა დღე, რომელთა შორის ლევანიც იგულისხმება. დაბოლოს, მოგახსენებთ კიდევ ერთ დღეს, რომელიც ამ სახელს უკავშირდება: საეკლესიო კალენდრით, ახ.სტ. 3 მარტს მოიხსენიებენ X ს-ში მოღვაწე წმინდა ლეონს, რომის პაპს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat