ძველი გაზეთების კვალდაკვალ
ძველი გაზეთების კვალდაკვალ
"ცნობის ფურცელი",
1897 წელი
სვეტიცხოვლობა
"საუცხოვოდ ჩაიარა წლევანდელმა დღეობამ სვეტიცხოვლის ტაძრისამ. ეს ხუთი წელიწადია, რაც ასეთი კარგი დარი არა ყოფილა და არც ამდენი მლოცველები მოსულან, როგორც წლეულს. ნაწირვევისათვის იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ გალავანში ძლივას ეტეოდნენ.

სოფლებიდან ხომ აუარებელი ხალხი მოაწყდა! წინა ღამეს, ჩვეულებრივ, ღამე უთიეს ტაძრის გალავანში. როგორც წინა ღამეს, ისე თვით 1-ელ ოქტომბერს ტფილისიდან მცხეთამდე თხუთმეტამდე მატარებელი მოვიდა და მოიყვანა მლოცველები, ყოველთვის ვაგონები სავსე იყო ხალხითა. მცხეთასა და სადგურის შუა ეტლები ასამდე იყო. შეუსვენებლივ დაჰყავდათ იქით-აქეთ ხალხი, მაგრამ მაინც ვერ ასდიოდნენ.

წინა დღით საღამოზე მლოცველი ბრძანდებოდა არქიმანდრიტი ლეონიდი. ხოლო მეორე დღეს მწირველი ბრძანდებოდა მისი ყოვლად უსამღვდელოესობა საქართველოს ექსარხოსი ვლადიმერი თანამსახურებითა და დანარჩენის სამღვდელოებითურთ. გალობდა ტაძარში ორი გუნდი მგალობელთა: ექსარხოსისა და მღვდელ ვ. კარბელაშვილისა.

აქ მომსვლელი ერთს თვალსაჩინო უხერხულობას იგრძნობდა. სხვა მონასტრებში აუცილებლად იყიდება დაწვრილებითი აღწერილობა ეკლესიისა. მცხეთა კი, ეს შესანიშნავი ისტორიული ნაშთი საქართველოსი, უცხო მლოცველთათვისაც კი არა, ქართველებისთვისაც კი გაუცნობიერებელი რჩება. რამდენი ხატია შიგ, ძვირფასი და ძველის ძველი, რამდენი საფლავები ჩვენის მეფეებისა თუ სამეფო გვარეულობის წევრთა და მათი ერთად იაფფასიან წიგნში აღწერილი კი არ არის. ჩვენის აზრით, ყველაზე მეტად ამისათვის ადგილობრივმა მღვდელმა უნდა იზრუნოს. მლოცველი, ვინც მოვა, ყველა იყიდის თითო წიგნს ტაძრის აღწერილობისას, თუ იაფად იქნება დაბეჭდილი და ამით გაიცნობს საქართველოს დიდებას, და მეორეც _ წიგნის გასყიდვით შემოსული ფული, განსაახლებლად რომ აგროვებენ, იმ თანხას მიემატება".


"ივერია", 1898 წლის
23 ოქტომბერი
"20 ოქტომბერს მცხეთაში მობრძანდა ტფილისის სასულიერო სემინარიის რექტორი მამა ჰერმოგენი მეექვსე კლასის მოწაფეებით. იმ დღეს მამა ჰერმოგენი ტაძრის კრებულით მწირველი ბრძანდებოდა სვეტიცხოველში. წირვის დროს ჰგალობდნენ ქართულად სემინარიისა და ადგილობრივ სამრევლო სასწავლებლის მოსწავლენი. წირვაზედ იქადაგა მღვდელმა პლატონ ხუროშვილმა, რომელმაც აუხსნა ხალხს სახე მეფის ალექსანდრე III-ისა, როგორც მშვიდობისმყოფელისა, ბოლოს გარდახდილ იქნა პანაშვიდი. სემინარიის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამთავროს დედათა მონასტერი და ჯვრის მონასტერი. დიდად მოგვწონს აზრი მამა რექტორისა _ გააცნოს ჩვენს მწყემსთა მოსწავლე ახალგაზრდობას ძველი წმინდა ადგილები და მონასტერი და შთაუნერგოს ის უკვდავი გრძნობები, რომელთაც იყვნენ აღვსილნი ჩვენი სულიერი მამანი".


"ივერია", 1898 წლის
21 თებერვალი
"ჩვენი დაუვიწყარი და სათაყვანო ერეკლე მეფე განისვენებს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. აქვე განისვენებენ მრავალნი სხვა ჩვენი სახელოვანი მეფეები და გმირები. საზოგადოთ ეს ტაძარი შეადგენს მთელის ჩვენის ერის სიქადულსა და დიდებას, მაგრამ წარმოიდგინეთ, ეს სახელოვანის გვარებით აღვსილი ტაძარი, ეს ჩვენი გამოჩინებული საერო წმიდანი უკიდურესს მდგომარეობაში იმყოფება, ირღვევა, წვეთი ჩადის შიგ და, თუ დროზედ არ მივეშველეთ, სრულიად გამოგვეცლება ხელიდან! ნუთუ ასეთი მდგომარეობა ტაძრისა არ უნდა აფიქრებინებდეს ქართველობას? ნუთუ შესაძლოა ამისთანა საქმეში გულგრილობა ნამდვილის მამულიშვილისათვის?Eერეკლე უნდა მოვიხსენიოთ და დავანახვოთ ქვეყანას, რომ ჩვენც ვიცით ისტორიის გმირთა ღირსეული დაფასება და სიყვარულიო, მაგრამ ვინ დაგვიჯერებს ყველაფერ ამას, თუ სვეტიცხოველი დაგვექცა და ქვეშ დაიყოლა როგორც ერეკლესი, ისე ათასის გამოჩენილის კაცის საფლავი?! სვეტიცხოველი არ დაიქცევა, მთავრობა გააკეთებსო, იტყვიან მრავალნი, მაგრამ გააკეთებს კი? როდის და როგორ? აბა ამის თავდები ვინ არის, რომ ყველამ გული დავაშოშმინოთ სვეტიცხოვლის საშიშარ მომავლის შესახებ?!

ჩემის აზრით, ქართველობამ 22 თებერვალს თავის საერო ვალად უნდა აღიაროს მცხეთის დიდებულის საქართველოს ტაძრის ღირსეულად განახლება. ამით ქვეყანას დაუმტკიცებს, რომ იგი გულითადა სცემს ერეკლეს პატივსა და არა მხოლოდ ლიტონის სიტყვით, რომ ეს ამოდენა წერა-ლაპარაკი და ბაასი ერეკლეს გამო ნამდვილი სიწრფოებაა და არა თვალახვევა, ბუკის ცემა, უშინაარსო მანიფესტაცია".


"ივერია", 1899 წლის
17 თებერვალი
ფელეტონი
მოსე ჯანაშვილი სვეტიცხოვლის განახლების გამო წერს: "მეფობა იყო ლუარსაბ I-ისა და კათალიკოზობა გერმანესი, რომელიც საპატრიარქო საჭეთმპყრობლად შეიქმნა გადაყენებულ კათალიკოზის მელქისედეკის შემდეგ. ეს მელქისედეკი იყო ძმა დავით მეფისა და იგი "პირველადვე გაძევებული იყო და იდგა მონასტერსა არმაზისასა". მალე მისი ძმებიც გიორგი და ბაგრატ აგრეთვე მონაზონ იქმნენ. გიორგის ეწოდა გერასიმე და ბაგრატს ბარნამე. სიკვდილის წინად გამონაზონდა თვით დავით მეფეც და ეწოდა დამიანე.

სამეფო ტახტიცა და საკათალიკოზო საჭეც რომ ასე ირყეოდა, გაყაენდა შაჰ-ისმაილი. იგი დიდის ჯარით წარმოვიდა და დადგა აღჯაყალას. ლუარსაბ მეფემ გაამაგრა ტფილისი, ყაენმა წარმოგზავნა დიდის ჯარით პირველად სპასალარი ყარაფილი. მერე თითონაც გამოილაშქრა. ყარაფილს მეფე დაუხვდა თელეთს, შემუსრა მისი ძალა და უკუ აქცია მტერი. გაქცეულთ შემოხვდა ელისბეგი, უკანვე გამოაბრუნა და შემოება მეფეს. ქართველთ გაიმარჯვეს. მტერნი გაიქცნენ. გამარჯვებულნი გამოეკიდნენ. ამასობაში ყაენი ტაბახმელას გადმომდგარიყო და გაფიცხებულ ქართველებს ზურგის მხრით მოექცა. შეიბნენ ძლიერად. ლუარსაბ დამარცხდა და ზემო ქართლს გაიქცა. ყაენი მოადგა ტფილისს და მისს ციხეს დაუწყო ბრძოლა. ციხის თავი მოისყიდა და აიღო ქალაქიცა და ციხეც. ბოროტმა ყაენმა დალეწა ქალაქის სიწმინდეები, ავლაბრის ხიდის ყურზედ მეჩეთი ააგო და დიდის ალაფით დაბრუნდა სპარსეთს და მოკვდა.

ლუარსაბმა შემოიკრიბა ჯარი და ყიზილბაშებს წაართო ტფილისი და გაამაგრა.

ახალი ყაენი შაჰთამაზი ყარაბაღს მოვიდა. მეფე არ ელოდა მის შემოსევას. 1536 წელიწადი იყო. ლუარსაბს მოუკვდა მცირეწლოვანი ვაჟი. იმავე მწუხრს მეფე-დედოფალმა განსვენებულის გვამი წაასვენეს მცხეთას და დაფლეს სვეტიცხოველში. ღმერთმა იხსნა თვისი ცხებული. იმავე ღამის განთიადს ყაენი ტფილისში შემოიპარა. მას სურდა მეფისა და მოსახლეობის შეპყრობა. გარნა მეფე რომ აქ არ დახვდა, ქალაქი გადაწვა. ციხის თავს გულბადს შეეშინდა, ციხიდამ გადმოეშვა და ყაენთან მივიდა. მეციხოვნეთაც მას მიჰბაძეს, ხოლო ზოგნი გაიფანტ-გამოიფანტნენ. ყაენმა ყველას დაატევებინა ქრისტე და მაჰმადიანჰყო, ციხეში შეაყენა თავისი რაზმი და ყარაბაღს წავიდა. ამ ყოფაში იყო მონგოლ თემურლენგისგან მრავალგზის აოხრებული და გადაბუგული საქართველო და ამისდა მიუხედავად, მაინც მეფეებსა და კათალიკოზებს ფული არ აკლდათ. ქვემორე ამისა ვბეჭდავთ მცხეთის სვეტიცხოვლის ქონების ანგარიშს.

ქაღალდი, რომელზედაც დაწერილია ეს საანგარიშო სიგელი 1546 წელს, მეტად დაზიანებულია, თუმცა მაინც ჩანს, რომ მცხეთას ვერცხლი და თეთრი (ვერცხლის ფული) ლიტრით ურწყავ და არ უთვლია.

სვეტისა ცხოვლისათა: ქორონიკონსა სლდ (1546წ). თებერვალს, ოთხსა ჩუენ ღუთივ გუირგუნოსანმან ლუარსაბ და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა მამათ მთავართა მთავარმან ვქენით ანგარიში სამოციქულო კათოლიკე საყდრისა განძისა. არს თვალითა ხატი მაცხოვრის: ხუთი ერთი თვალითა და მარგალიტითა შემკული ნაწილით სავსე. მაცხოვრის ხატი სამი ვერცხლით მოჭედილი, ყოვლადწმიდისა ხატი ერთი, ნათლისმცემლისა ხატი ერთი ვერცხლის სერაბინი, ცოტა ხატი ერთი ვერცხლით მოჭედილი, მაცხოვრის ხატი სამი ვერცხლით მოჭედილი. თეოდორეს ხატი ერთი, ვერცხლის ბარძიმი ოქროთ დაფერული მისით თავსახურავითა, ერთი ვერცხლის ბარძიმი, ვერცხლის თეფში, კრეტსაბმელი. ერთი სვეტიცხოვლისა ზედა გარდასახურავი, ერთი მოჭედილი ოთხთავი და დავითი. ერთი მოჭედილი სახარება, ორი სვინაქსარი და სხვა მრავალი.

უმეტესი ნაწილი აქ მოხსენიებულ ძვირფას სამკაულისა მცხეთისათვის შეუწირავს კათალიკოზს მალაქიას".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat