საბერძნეთის სიწმინდეების შესახებ მასალები "კარიბჭის" მკითხველს წინა ნომრებშიც შევთავაზეთ. ამჯერად კუნძულ ლეროსა და იქაურ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის 16 ეკლესიის შესახებ გიამბობთ.
ამ წმინდა ადგილებზე ქართველმა ემიგრანტმა ესმა ღონიაშვილმა მიამბო.
კუნძულ ლეროზე ამჟამად 8500 მოსახლეა. აქ ქრისტესშობამდე IV ათასწლეულიდან ცხოვრობს ადამიანი. კუნძულის დედაქალაქია პლატანო. აქაურებს განსაკუთრებით უყვართ ღვთისმშობელი - კუნძულზე მის სახელზე 16 ეკლესია-მონასტერია.
ლეროს ჩრდილო-აღმოსავლეთით, პიტიკის ბორცვის მწვერვალზე პადელის ციხესიმაგრე დგას. მისი გარნიზონი თურქების შემოსევის დროს იფარავდა ადგილობრივ მოსახლეობას. იქვეა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია.
გადმოცემის თანახმად, თურქმა დამპყრობლებმა ერთ ღამეს ზღვაში ნავი შენიშნეს. როდესაც ნავი მიუახლოვდათ, გაკვირვებულებმა აღმოაჩინეს, რომ შიგ იყო მხოლოდ ღვთისმშობლის ხატი ორი ანთებული სანთლით. ვერ შეძლეს აეხსნათ, რა ხდებოდა. ნავი დაინაწილეს, როგორც ავგაროზი. მას შემდეგ ქრისტიანებსაც და თურქებსაც მიჰყავდათ ავადმყოფები ხატთან განსაკურნებლად.Aამ ხატის პატივსაცემად ღვთისმშობლის მიძინების სახელზე 1669 წელს ტაძარი ააგეს.
საავტომობილო გზის გარდა ციხე-კოშკამდე, სადაც ეკლესიაა, 500-საფეხურიანი კიბე მიდის. კიბე იწყება წმინდა პარასკევას ეკლესიიდან. გზადაგზა ისეთი სილამაზეა, რომლის აღწერა კალმითაც შეუძლებელია.
ღვთისმშობლის ტაძრის დღესასწაული 15 აგვისტოს აღინიშნება. მოსალოცად მისული მორწმუნეები შავი ტანსაცმლით არიან შემოსილები. 14 აგვისტოს, მწუხრის ლოცვაზე ხატის წინ იჩოქებენ და ლოცულობენ. შემდეგ იცვლიან შავ ტანსაცმელს.
ღვთისმშობლის ხატს ბევრი სასწაული აქვს მოხდენილი. ქსიროკამბოელ ერთ მწყემსს ღამით ვიღაცამ დაუძახა: - გიორგი, გიორგი! ცოლს ეგონა, რომ მის მეუღლეს ფერმაში უხმობდნენ. ქმარი წავიდა. შინ დაბრუნება შეაგვიანდა. შეშფოთებული ქალი შვილთან ერთად საძებრად წავიდა. ვიწრო ხეობაში პირქვე დამხობილი იპოვეს. სხეულში გაყრილი ჰქონდა საკუთარი ჯიბის დანა. დაელაპარაკნენ, მაგრამ პასუხი არ გასცათ. გააფთრებული უცქერდა ცოლ-შვილს. იმ დღიდან დაიწყო მათი ტანჯვა. ოთხი წელიწადი ვერა ექიმმა კაცი გონს ვერ მოიყვანა.Bბოლოს კუნძულ ლეროზე მიიყვანეს. ერთ-ერთ მრევლთან სახლი დაიქირავეს. ახლოვდებოდა 15 აგვისტო, ტაძრის დღესასწაული. ჩააცვეს შავი პერანგი და მწუხრის ლოცვაზე ტაძარში წაიყვანეს. ღამე ღვთისმშობლის ხატის გვერდით გაათენეს. დილით სასულიერო პირებმა საღვთო ლიტურგია ჩაატარეს. წირვის დასრულების შემდეგ ავადმყოფი მეუღლემ შინ წაიყვანა. გზაში ცოლს დაუძახა: - კირანო! რაო, გიორგი? - გამოეხმაურა ცოლი. ქალს სიხარულით ცრემლი მოადგა. მას შემდეგ კაცი გამოჯანმრთელდა. ეს სასწაული მოახდინა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა.
სასწაულმოქმედია ლეროს ღვთისმშობლის ხატი. ამიტომაც მიმართავენ მას ლოცვით მწუხარების, სიძნელეების გადასალახად.
ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი აიგო 1860 წელს. 1969 წელს ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბა ხაძიდაკისმა ეზოში წყალსაცავი გადააკეთა წმინდა საბა იგიასმენის სამლოცველოდ. მომლოცველს აღაფრთოვანებს ტაძრის დიდებული ხის კანკელი, რომელიც 1912 წელს შეიქმნა.
ღვთისმშობელი გურლომატა. გურლომატა დიდთვალებას ნიშნავს. ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ ღვთისმშობელს ამ ხატზე დიდი თვალები აქვს გამოსახული. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია შუა საუკუნეებში, დაახლოებით 1327 წელს უნდა იყოს აგებული.
ღვთისმშობელი პალიოკასტრო (ძველი კოშკი). პატარა ეკლესია ქსიროკამბოს დასახლებაში ძველ კოშკში, დიდი ბიზანტიური ეკლესიის ნანგრევებზეა აგებული. ტაძრის დღესასწაული 15 აგვისტოსაა.
ღვთისმშობელი კავურადინა. კავურა - კიბორჩხალას ნიშნავს. ეს ტაძარიც ქსიროკამბოშია, ზღვის პირას მდებარე ერთ კლდეში. კუნძულზე ყველაზე ლამაზ ეკლესიად ითვლება. ხატის აღმოჩენის ორი გადმოცემა არსებობს: სანაპიროზე მეზღვაური ნიჟარებს აგროვებდა და მოულოდნელად კიბორჩხალამ უკბინა. მაშინვე კლდის ნაპირას მას ღვთისმშობლის ხატი გამოეცხადა. მის დანახვაზე ლოცვა დაიწყო, თაყვანი სცა და ჭრილობა გაუქრა. ამ სასწაულის შემდეგ ხატი სოფლის ეკლესიაში წამოიღო. იმავე საღამოს სიზმარში შავად შემოსილი მანდილოსანი ნახა, რომელმაც უთხრა, ხატი უკან დააბრუნეო. მეორე დღეს ხატი ისევ იქ აღმოაჩინა, სადაც იპოვა.Aამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტეს, იქვე აეგოთ ტაძარი.
მეორე გადმოცემით - სამი მეზღვაური ლეროს სანაპიროსთან თევზაობდა. შინ დაბრუნებისას შენიშნეს ზღვის სანაპიროზე მოტივტივე პატარა ხის ნატეხი, რომელიც ნავისკენ მიჰქონდა ქარს. გაოცებულებმა ამოიღეს ზღვიდან, გაასუფთავეს და ხელში პანაღია შერჩათ. შინ დაბრუნებულებმა ერთმა კიბორჩხალებიანი კალათი წაიღო, მეორემ - ხატი და ხატების კუთხესთან მოათავსა.Mმესამე მეთევზემ სიზმარში ნახა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა: "დამაბრუნე იქ, სადაც მიპოვე და ამიშენე პატარა ეკლესია. არ დაგავიწყდეს!" მეზღვაური შეუთანხმდა მეგობრებს, მივიდნენ ლეროზე და მშენებლებს ააშენებინეს ეკლესია. ხატი ხის კანკელზე დააბრძანეს. მესამე დღეს მეზღვაურმა სიზმარი ნახა, სადაც ღვთისმშობელი სთხოვდა დახმარებას: "ჩემო კარგო, ვერ მომათავსე კარგად, ჩემს კუთხეში. წადი ისევ ლეროზე და ეკლესია ამიგე, იქ, სადაც მიპოვე, გელოდები". მეზღვაური ისევ გაემართა ლეროზე და მისდა გასაოცრად, ეკლესია დანგრეული დახვდა. ეძება ხატი. ვერ იპოვა. იმედგაცრუებულმა ქსიროკამბოსკენ გასწია. კლდის ეხში ღვთისმშობლის ხატი დახვდა. იმ ადგილას ააგო ტაძარი. ტაძრის დღესასწაული 8 სექტემბერს აღინიშნება.
პანაღია ლიმნიოტისა მდებარეობს ლაკის დასახლებაში, სახელმწიფო სკოლის შენობაში. ვიდრე იტალიელები ამ სკოლას ააშენებდნენ (ერთხანს კუნძული იტალიელებისა იყო), დაანგრიეს იმ ტერიტორიაზე მდებარე პანაღია ლიმნიოტისას ეკლესია (ლიმნიოტისა იმიტომ ჰქვია, რომ იქ მრავალი წყარო იყო. ლიმნი ტბას ნიშნავს) და სკოლა ააშენეს, შიგნით კი კათოლიკური ტაძარი. განთავისუფლებისა და საბერძნეთთან მიერთების შემდეგ კათოლიკური ეკლესია გადაკეთდა ღვთისმშობელ ლიმნიოტისად. ტაძრის დღესასწაული 31 აგვისტოს აღინიშნება.
ღვთისმშობლის კიდევ ერთი ტაძარი აშენდა ომის შემდეგ. ტაძრის დღესასწაული 15 აგვისტოსაა.
პანაღია ფანერომენი კლიდის რაიონშია. კლიდი ქართულად გასაღებს ნიშნავს.
პანაღია ფარაკლიოტისა წმინდა გიორგის რაიონში, ფარაკლეში მდებარეობს. აქედან მიიღო ეკლესიამ სახელი ფარაკლიოტისა. ტაძარი ზეიმობს ცხოველსმყოფელი სიცოცხლის წყაროს დღეს.
პანაღია მონი. როგორც ეკლესიის სახელი (მონი - მონასტერი) და ეკლესიის გარშემო შემორჩენილი ნანგრევები ადასტურებენ, ამ ადგილას ოდესღაც მონასტერი ყოფილა. ტაძრის დღესასწაული 8 სექტემბერსაა.
პანაღია თეოსკეპასტი კრითონის რაიონში მდებარეობს.
პანაღია ამორგიანი წმინდა სიდეროსთან ახლოსაა. ეს სახელი ეწოდა იმიტომ, რომ იგი შედიოდა ამორგეს პანაღია ხოზევიოტისას მონასტრის შემადგენლობაში.
პანაღია ხრისოკასტრიოტისა კრითონის რაიონში ხაძიოანეს სახლშია.
პანაღია დაკრიუსა (დაკრი - ცრემლები) მდებარეობს აი გიორგის რაიონში.
პანაღია დიასობუსა კი პატელის რაიონშია.
პანაღია ალიონდიოტისა - ძველი ქრისტიანული ტაძარია ალინდას რაიონში. იქ, სადაც დღეს სასტუმრო "ქსენონა" მდებარეობს. დღეს აქ ეკლესია შემორჩენილი არ არის. მისგან მხოლოდ იატაკია დარჩენილი.
კუნძულ ლეროზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის 16 ტაძრის შესახებ ცნობები ესმა ღონიაშვილს უამბეს მამა ნიკოდიმოსმა, მამა სტეფანემ, ბატონმა თეოდორ თეოდორუსმა, კონსტანტინია კარპათაკმა და მიხეილ კარპათაკმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი