სულ ახლახან გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა ხალხურ სამკურნალო რეცეპტთა კრებული - "კარაბადინი". წიგნის ავტორი ჟურნალების "კარიბჭისა" და "ოჯახის მკურნალის" მთავარი რედაქტორი ექიმი თამარ მამაცაშვილი გახლავთ.
კარაბადინი ძველად სამკურნალო დანიშნულების წიგნს ეწოდებოდა.
წიგნის შექმნის ისტორია ასეთი გახლავთ: გაზეთ "კვირის პალიტრის" 2002 წლის ერთ-ერთ ნომერში დაფუძნდა ახალი რუბრიკა, რომელსაც "ხალხში გაბნეული რეცეპტები" ეწოდა (მოგვიანებით მას "კარაბადინი" დაერქვა). რუბრიკის დაბადებას კი ეს წინასიტყვაობა მიეძღვნა:
"ძვირფასო მკითხველო, ჩვენი გაზეთი ერთ საინტერესო წამოწყებას გთავაზობთ: ქართული ტრადიციული მედიცინა საუკუნეების მიღმა იღებს სათავეს და მის მასულდგმულებელ წყაროს ხალხში გაბნეული სიბრძნე - ხალხის მიერ ასწლეულობით და იქნებ ათასწლეულობითაც გამოცდილი სამკურნალო რეცეპტები წარმოადგენს.
ჩვენი ახალი რუბრიკა - "ხალხში გაბნეული სამკურნალო რეცეპტები" სწორედ ამ სიბრძნის, ამ დიდი საგანძურის თავმოყრას და ხალხისავე სასიკეთოდ გამოყენებას ისახავს მიზნად, მაგრამ, ალბათ, ყველასთვის ნათელია, რომ ამ იდეის განხორციელება მხოლოდ თქვენი უშუალო, აქტიური მონაწილეობითაა შესაძლებელი. ჩვენი სურვილი სწორედ თქვენ მიერ მოწოდებული, მრავალნაცადი მცენარეული თუ სხვა ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების გამოქვეყნება და ათასობით მკითხველამდე მიტანა გახლავთ. არადა, ასეთი რეცეპტები ხომ მრავლადაა მიმობნეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მოგვწერეთ, ნუ დაიზარებთ! გვერწმუნეთ, ეს საშვილიშვილო საქმის დასაწყისია.
თუ მკითხველის აქტიურობა ჩვენ მიერ ნავარაუდევის შესაბამისი იქნება, შესაძლებელი გახდება, რომ დიდძალ ეთნოგრაფიულ-სამედიცინო მასალას მოვუყაროთ თავი. შემდგომში კი მიღებული ინფორმაცია შეჯერდება, დამუშავდება და ქართულ კლასიკურ სამედიცინო ძეგლებისა და დღემდე არსებულ მსგავს ინფორმაციასთან ერთად, შესაძლოა, ახალი ეროვნული ფარმაციის საფუძვლად იქცეს.
დღეს მთელ მსოფლიოში შეინიშნება მცენარეული პრეპარატებისაკენ მობრუნების ტენდენცია და ვის, თუ არა საქართველოს - მედეას ("მედიცინა" მის სახელთანაა დაკავშირებული) სამშობლოს, აქვს დიდი ისტორიული გამოცდილება და არანაკლებ დიდი პერსპექტივა ამ მიმართულებით?
განა ქართველი კაცი დოლარებზე უნდა ყიდულობდეს ამერიკიდან და ევროპიდან შემოსულ მცენარეულ წამლებს? ყველაზე მთავარი, რაზეც საზღვარგარეთული კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ, სხვადასხვა დაავადების დროს სამკურნალო მცენარეების ეფექტიანობის გამოცდაა.
ეს მთავარი საქმე კი ჩვენში უკვე სანახევროდ გაკეთებულია - ხალხმა გააკეთა, ხალხმა გამოცადა, ხალხმა გადასცა თაობიდან თაობას და ჩვენამდე მოიტანა. ჩვენ კი შვილებს უნდა გადავცეთ - დახვეწილი, მეცნიერულად გამართული ქართული ეროვნული მედიცინა".
მას შემდეგ დღემდე არ შეწყვეტილა რედაქციაში გაზეთის ერთგულ მკითხველთა წერილების ნაკადი. ბევრ ადამიანს გაუჩნდა გამოცდილების გაზიარების გზით სხვათა დახმარების სურვილი. გაზეთის ეს წერილები წლების განმავლობაში რუბრიკა "კარაბადინის" მეშვეობით მკითხველამდე მიჰქონდა, დღეს კი ეს რეცეპტები ერთ წიგნად აიკინძა. ვიმედოვნებთ, წიგნი ჩინებული საჩუქარი იქნება მათთვის, ვინც კარგად უწყის ქართული ტრადიციული მედიცინის ფასი.
წიგნის I ნაწილში თავმოყრილია გაზეთ "კვირის პალიტრაში" 2002-2008 წლებში რუბრიკა "კარაბადინში" გამოქვეყნებული ყველა რეცეპტი.
"კარაბადინის" შეძენა შეგიძლიათ საეკლესიო და წიგნის მაღაზიებში, აგრეთვე საგაზეთო ჯიხურებში. წიგნის სახლში მიტანა ფასნამატის გარეშე: 38-26-73; 38-26-74
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი