ეს ოჯახი მტკიცედ იყო დაკავშირებული ეროვნულ ფესვებთან, მართლმადიდებლობასთან
ეს ოჯახი მტკიცედ იყო დაკავშირებული ეროვნულ ფესვებთან, მართლმადიდებლობასთან
ლიახვის ხეობის შესახებ "კარიბჭის" მკითხველს უკვე ვუამბეთ. უყურადღებოდ არც განადგურებული სოფელი დისევი დაგვრჩენია. ამ ლამაზ, ისტორიულ სოფელში დაიბადა და აღიზარდა მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე. რუბრიკა "შთამომავლები" გთავაზობთ მასალას გასული საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი უკანასკნელი დისეველის, მღვდელ ალექსანდრე ოქროპირიძის (1879-1959) შესახებ. მისი შთამომავალი გახლავთ ბატონი ზურაბ ოქროპირიძე, რომლის მეშვეობითაც გაგაცნობთ ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

***
"შვიდი წლისა რომ შევიქენ, მამაჩემმა შემისვა ცხენს უკან და წამიყანა ქ. გორში, სასულიერო სასწავლებელში მისაბარებლად", - წერს მოგონებებში დისეველი მღვდლის, ბესარიონ ოქროპირიძის უფროსი ძე, რომელიც იმ წელს მოევლინა ქვეყანას, როდესაც მამამისს, წმინდა სინოდისა და საქართველოს ეგზარქოსის იოანიკის განჩინებით, მღვდლად დაასხეს ხელი და განამწესეს შატილში ქრისტიანობის საქადაგებლად. ახალშობილს ალექსანდრე უწოდეს. მისი წინაპრების უმეტესობა ქრისტიანობისთვის თავდადებული მსახური იყო. ალექსანდრეს პაპა, გაბრიელი ქართლში კარგად ცნობილი დეკანოზი, განათლებული და წიგნიერი პიროვნება იყო. სხვადასხვა სასულიერო წოდებისანი იყვნენ პაპის ძმა ზაქარია და ბიძები - იოანე და დავითი.

1886 წლიდან პატარა ალექსანდრე გორის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლე ხდება. მომავალი მღვდელმთავარი იგონებს: "ყოველ დილით დაუკლებრივ, ყველას ერთად ეკლესიაში გვალოცებდნენ ნახევარი საათი... შემდეგ ყველას თავ-თავიანთ კლასებში გვქონდა კატეხიზმო, სლავიანური გრამატიკა და ბერძნული, რომელსაც ძალდატანებით ყველა ჩვენგანი გაუგებრად, კაჭკაჭივით ვზეპირობდით". მიუხედავად ამისა, სემინარიაში გატარებულმა წლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ალექსანდრეს აზროვნებით-შემეცნებითი და სოციალური მხარეების ჩამოყალიბებაში (სემინარიაში მასთან სწავლობდა და მეგობრობდა სოსო კუბლაშვილი).

ალექსანდრე ძირითადად მშობლების გარემოცვაში იზრდებოდა. ყრმობის ამბავი, მშობლიური დისევის გულზვიადი მთები, თანატოლებთან ტყეში ხეტიალი და ჩიტებზე ნადირობა სამუდამოდ აღიბეჭდა ყმაწვილის მეხსიერებაში. ოქროპირიძეების გვარი და, კერძოდ, ეს ოჯახი, მტკიცედ იყო დაკავშირებული ეროვნულ ფესვებთან, მართლმადიდებლობასთან. ისინი მოყვასის, სარწმუნოებისადმი სიყვარულით ზრდიდნენ შვილებს.

ალექსანდრესთვის ოჯახის გარდა მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ დიდი დისეველი მღვდელმთავრები, ერთ-ერთი მეთაურნი ქართული ეკლესიისა - ეპისკოპოსები ალექსანდრე (1824-1907წ.წ.) და ლეონიდე (1860-1921წ.წ) ოქროპირიძეები. რაც მთავარია, მის აღზრდას აქტიურად ადევნებდა თვალყურს ოქროპირიძეთა გვარის (დედის მხრიდან) კიდევ ერთი სიამაყე ეპისკოპოსი კირიონი (1855-1918წ.წ.). კირიონი ალექსანდრეს პაპიდაშვილი, გაბრიელ დეკანოზის დისშვილი იყო. მღვდელმთავრის საოჯახო არქივში სათუთადაა დაცული წმინდა კირიონის, ასევე მისი ძმის, იერონიმე საძაგლიშვილის ფოტოები.

გორის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე სწავლას აგრძელებს ელიზავეტოპოლის საქალაქო სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1900 წელს. 1901 წელს მან ცოლად შეირთო გერმანელი მეწარმის ჰენრიხ მალკეს (რომელსაც თბილისში საკუთარი ქარხანა ჰქონდა) მშვენიერი ასული ოლგა მალკე. თავიდან სასიმამრო თურმე უარს ამბობდა ამ ქორწინებაზე. იმ წელს ახალგაზრდა, ფიზიკურად საუკეთესო მამაკაცის გამოსავლენი კონკურსი გამართულა, სადაც ალექსანდრეს გაუმარჯვია. ჰენრიხსაც ბევრი აღარ უფიქრია... ალექსანდრემ და ოლგამ ღირსეული შვილები, ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, აღუზარდეს სამშობლოს.

***
900-იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრეს მღვდლად დაასხეს ხელი. იგი მაღალმთიანი სოფლის, ჭარების ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა. მოღვაწეობდა გორში, მშობლიურ სოფელ დისევში, სტეფანწმინდაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი, როგორც იძულებით სამღვდელოწოდებააყრილი, მკვიდრდდება მშობლიურ დისევში და იწყებს საგანმანათლებლო-პედაგოგიურ საქმიანობას. მისი მოღვაწეობა გამსჭვალული იყო ტყვედპყრობილი სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით. საშა მღვდელი, როგორც მრევლი უწოდებდა მას, მატერიალურადაც ეხმარებოდა შეჭირვებულებს. პატრონობდა ობოლ, ხელმოკლე ოჯახებს, ბავშვებს, მათ შორის ოსებსაც. ყაზბეგში ერთ მიუსაფარ ბავშვს წლების განმავლობაში პატრონობდა. დაწყებითი განათლებაც მიაღებინა. ეს ადამიანი, ვასილ აბაევი, შემდეგში ცნობილი ოსი მეცნიერი გახდა. მათ შორის ახლო ურთიერთობა ალექსანდრეს სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. 1959 წელს კი, როცა მღვდელმთავარი გარდაიცვალა, აბაევი შუბლზე ეამბორა და ასე გამოემშვიდობა მის ცხედარს: "მშვიდობით განისვენე, ჩემო დიდო მოამაგევ და მასწავლებელო". 1988 წელს, როცა დაიწყო ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველთა გამოდევნა, ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში სტუდენტებთან შეხვედრისას ვასილ აბაევმა თქვა: - ბუნდოვნად მახსოვს ერთი ქართველი მღვდელი, რომელიც ბავშვობაში მეხმარებოდაო. რას ვიზამთ, გულმავიწყი არა მარტო აბაევი, მისი მოდგმაც ყოფილა. ისე, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ოს სწავლულთაგან განსხვავებით, აბაევმა კატეგორიულად მოუწოდა თვისტომთ, თავიდან ამოეგდოთ ქართული მიწის მიტაცების მცდელობა.

***
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საქართველო მნიშვნელოვანი ამბების მოლოდინშია. ამ დროისათვის უკვე ბლაღოჩინი ალექსანდრე მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. იგი მონაწილეობდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 1917 წლის ისტორიულ არჩევნებში.

მღვდელმთავრის ბიოგრაფიაში უმთავრესია 1918-1922 წლები. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წელსვე და მანამდეც ოსური დაჯგუფებები სისტემატურად ესხმოდნენ თავს ქართულ სოფლებს. მოძღვარი იძულებული გახდა, თანამოაზრეებთან ერთად სოფლების დაცვისთვის ეხელმძღვანელა. ხოლო როცა ქართული გვარდია საკადრის პასუხს სცემდა რუსულ-ოსურ ბოლშევიკურ ნაწილებს, იგი იცავდა მძარცველთაგან ოსთა მიტოვებულ სახლებს.

1921 წლის თებერვალში კი საქართველოს ანექსიის დღე დადგა. დაიწყო მასობრივი დაპატიმრება-დახვრეტები. განსაკუთრებით დაერივნენ თავადაზნაურობასა და სამღვდელოებას. ალექსანდრეს უბრძანეს, უარი ეთქვა სამღვდელო წოდებაზე... ხუთი შვილის მამას სხვა გზას არ უტოვებდნენ. 1921-1922 წლები ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ლიახვის ხეობისთვისაც. ოსური ბანდები მოედვნენ ქართულ სოფლებს. იარაღი არ იყო. ალექსანდრემ, დიდი ავტორიტეტისა და ნაცნობ-მეგობრების წყალობით, მოახერხა კომუნისტებთან საერთო ენის გამონახვა. იგი პირადად ეახლა საშა გეგეჭკორს და ხეობის სოფლების დასაცავად იარაღი სთხოვა. უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა თბილისიდან მარტომ ცხენებით ჩამოიტანა იარაღი და დისევსა და მეზობელ ქართულ სოფლებში თავისი საძმოს წევრებს დაურიგა. თავადვე ხელმძღვანელობდა თავდაცვით ოპერაციებს. იმ წლებში ბევრი ქართული სოფელი გადარჩა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ალექსანდრე ოქროპირიძეს (სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ 90-იან წლებში, ქართულ-ოსური დაპირისპირებისას, პირველი საშა მღვდლის სახლი განადგურდა).

მუდმივ შიშსა და დაძაბულობას ვეღარ გაუძლო ალექსანდრეს მეუღლემ, ოლგამ და 1924 წელს გარდაიცვალა. მრავალრიცხოვანი შვილების (უმცროსი შვილი ამ დროს 12 წლის იყო) აღზრდა-პატრონობას ამიერიდან მარტო უნდა გაძღოლოდა.

გავიდა წლები. თითქოს ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ ბოლშევიკები ადვილად არ ივიწყებდნენ წარსულს. 30-იან წლებში მას მღვდლობა გაუხსენეს. ბრალი დასდეს 1921-1922 წლებში ქართველთა და ოსთა ურთიერთწაკიდებაში. ხიფათი რეალური იყო. მას უნდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. მოხდა იმ დროისთვის იშვიათი გამონაკლისი - ბოლშევიკებმა, სოფლების - ტყვიავისა და მერეთის რევკომების ყოფილმა თავმჯდომარეებმა, სამადაშვილმა და მეცხვარიშვილმა, რომლებიც კარგად იცნობდნენ საშა მღვდელს, იგი გადაარჩინეს. ჩვენამდე მოაღწია ამ უკანასკნელთა მიერ გაცემულმა ცნობა-დახასიათებებმა, სადაც ისინი ცდილობენ უკვე დისევის სკოლის პედაგოგის გამართლებას. "ვადასტურებ, - წერს ტყვიავის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე, - რომ ჩემს რევკომის თავმჯდომარეობის დროს ტყვიავის რაიონში 1921 წლის სექტემბერში ბანდების გამოსვლის დროს ოსურ სოფლებში მივმართე დასახმარებლად ამხანაგ ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძეს, რომელსაც ჰყავდა შეიარაღებული გლეხები ინტერნაციონალური პოზიციის დასაცავად". მერეთის რევკომი წერს: "ვადასტურებ, რომ ალექსანდრე ბესარიონის ძე ოქროპირიძეს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ ოსთა და ქართველთა შორის მომხდარი ინციდენტის დროს 1921-1922 წლებში კანონიერად ჰქონდა მიღებული 50 ბერდანის თოფი, 280000 პატრონით. იგი, თავისი რაზმებით, შუაში ჩადგა და გადაარჩინა ბევრი ქართული და ოსური სოფელი დაწიოკება-აოხრებისაგან. იგი მოქმედებდა ხალხის კეთილდღეობისთვის. მან ყოველი დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა და პატიოსნად. დღიდან მშვიდობის დამყარებისა იარაღი ჩაბარებულ იქმნა სრულად".

***
ალექსანდრე სიცოცხლის ბოლომდე იყო დისევის სკოლის პედაგოგი. იმ უღმერთობის ხანაში მისი გაკვეთილები და საუბრები ერთგვარ სულიერ საზრდოდ ეფინებოდა არა მხოლოდ მოსწავლეებს. მისი ყოფილი აღსაზრდელები ახლაც მოწიწებით იხსენებენ საშა მღვდელს.

მამის წარსულმა არაერთი უსიამოვნება მოუტანა მის ვაჟს - გაბრიელს (მას უმეტესად გერმანელი დეიდა და ბიძა ზრდიდნენ. ბრწყინვალედ იცოდა გერმანული ენა). გაბრიელი, როგორც მღვდლის შვილი, წინა ხაზზე იბრძოდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კავკასიის ფრონტზე. ერთ-ერთი ოპერაციის დროს მისმა რაზმმა ოთხი გერმანელი ტყვე აიყვანა. ისინი 18-19 წლისანი, ტანსზევით შიშვლები ყოფილან. ზამთრის პირი იყო და ტყვეები გზაში სიცივით სულ გალურჯებულან. გაბრიელი გერმანულად დალაპარაკებია, შეცოდებია და თავისი ჯარისკაცებისათვის უბრძანებია, საკუთარი ქურთუკები მიეცათ მათთვის. რუსებს დაუბეზღებიათ მეთაურთან, გერმანულად ელაპარაკა ტყვეებს, მერე კი ჩვენი ტანსაცმელი ჩააცვა მათო. გაბრიელი განწირული იყო. გენერალთან დაკითხვაზე კვლავ უხსენეს მამის მღვდლობა და დედის გერმანელობა. თავი მოხერხებულად იმართლა: მამა არ ეურჩებოდა საბჭოეთს. სემინარიაში სტალინთან სწავლობდა და მეგობრობდა. დედას კი არავითარი კავშირი არ ჰქონია გერმანიასთან. ქურთუკები იმიტომ ჩავაცვი, მინდოდა, ცოცხლები მიმეყვანა ნაწილში, რათა მათგან საჭირო ინფორმაცია მიგვეღოო. ალექსანდრეს შვილს დახვრეტა არ ასცდებოდა, თუ გაირკვეოდა, რომ მისი ბიძა, კარლ ელიხი, გერმანიაში ცნობილი ადვოკატი, ჰიტლერის გარემოცვასთან დაახლოებული იყო. ამის გამო დედის მხარეს საერთოდ აღარ ახსენებდა.

ალექსანდრე ოქროპირიძის შთამომავლები არიან ალექსანდრე, ვახტანგ და გრიგოლ ოქროპირიძეები, ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში რეზო ადამია, მისი და, კომპოზიტორი მარინა ადამია (წლების განმავლობაში ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, მისი მეუღლეა ცნობილი ქართველოლოგი პატრიკ ჰილერი), ბრწყინვალე გერმანისტი ბელა სახაროვა, მარინა და ზურაბ ესიაშვილები.

საშასთან მეგობრობდნენ მისი ყოფილი სემინარიელები: ლადო კეცხოველი, კოლა მარღიევი (შემდგომში აფხაზეთის მიტროპოლიტი იოანე), პროფესორი ივანე ყიფშიძე, იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), ცნობილი ქართველი მწერლები ნიკო ლომოური და ანტონ ფურცელაძე, რომელთა შესახებაც საინტერესოდ მოგვითხრობს მოგონებებში. ალექსანდრეს ფიქრ-აზრის გამზიარებელნი იყვნენ ყოფილი დისეველი მღვდელმთავარი და დიაკვანი იროდიონ და ლადო ოქროპირიძეები, ექიმი ბესარიონ ოქროპირიძე და სხვები.

ჩვენც მათი - ოქროპირიძეების შთამომავალნი, ვალდებული ვართ, თაობებს გადავცეთ ღვაწლმოსილი წინაპრების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ღირსეული ფურცლები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat