მადლიანი საქმე
მადლიანი საქმე
საპატრიარქოს სამკერვალო
საღვთისმსახურო სამოსი ჯერ კიდევ მაცხოვრის ეპოქიდან იღებს დასაბამს. ეს ის სამოსია, რომლითაც იმოსებოდა უფალი მიწიერი ცხოვრების ჟამს. მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა შესამოსლის ფერი, ფორმა, რაოდენობა, ნაქარგობა და თვით ტექნიკაც კი ქრისტიანულ სიმბოლიკას უკავშირდება და ღრმა თეოლოგიურ შინაარსს შეიცავს. განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სამოსი. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში დაცული დიდი მხატვრული ღირებულების მდიდარი კოლექცია ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, თუ როგორ იმოსებოდნენ ქართველი სასულიერო პირები. ძველი ქართველი ოსტატები მრავალფეროვან ეფექტებს მრავალნაირი ტექნიკური ხერხის გამოყენებით ქმნიდნენ. კერვისა და ქარგვის ეროვნულ ტრადიციებს ისინი თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ისტორიულმა ვითარებამ განაპირობა საქართველოში საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების შეწყვეტა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაუქმდა მრავალი სახელოსნო და სკოლა, სადაც ეს საქმე შეისწავლებოდა. რუსეთიდან შემოტანილმა პროდუქციამ ჩაანაცვლა მემკვიდრეობით მიღებული ქართული სამოსი. რუსული გავლენა გარკვეული ელემენტების სახით ქართველ სასულიერო პირთა სამოსს, სამწუხაროდ, დღემდე შემორჩა.

საქართველოში ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლების კვალობაზე აღდგა საეკლესიო ხელოვნების მრავალი დარგი. გაჩნდა სასულიერო პირთა სამოსის კერვის გაწყვეტილი ტრადიციის აღდგენის საჭიროებაც, რაც, რა თქმა უნდა, ადვილი საქმე არ გახლავთ. სასულიერო პირთა სამოსში დაკარგული ქართული ელემენტების აღდგენისთვის მუშაობა დღემდე გრძელდება. ის გულისხმობს, უპირველესად, ისტორიული, ლიტერატურული და იკონოგრაფიული ძეგლების საფუძვლიან შესწავლასა და ძველი ელემენტების გათვალისწინებით ახალი მოდელებისა და კონსტრუქციების შექმნას; ძველ სასულიერო პირთა სამოსში გამოყენებული ფერების, მასალებისა და მათი სიმბოლური დატვირთვის კვლევას, ახალთან შედარებითი ანალიზის გაკეთებას და სხვ. თანამედროვე სასულიერო პირთა სამოსის კონსტრუქტორები და მკერავები ცდილობენ, გაითვალისწინონ ძველი ქართული ელემენტები, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელია ქართული საღვთისმსახურო სამოსის განვითარების ისტორიაში. დღეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს არაერთი სამკერვალო-სახელოსნო, სადაც თანამედროვე სასულიერო პირები იმოსებიან. ერთ-ერთი პირველი გახლავთ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე საპატრიარქოს სამკერვალო, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ქალბატონების - დიანა კალანდიასა და ირინე მებონიას თაოსნობით. აქ ყოველი სამუშაო დღე ლოცვით იწყება. ხატებით გარემოცული და საკმევლის სურნელით გაჯერებული ატმოსფერო სასულიერო პირთა სამოსის შესაკერად სათანადო განწყობას ქმნის. სამოსის კერვა შრომატევადი, მაგრამ მადლიანი საქმეა და საინტერესოც, რადგან ყოველი დღე რაღაც სიახლის აღმოჩენას უკავშირდება. აქ ყველაფერი იკერება საეკლესიო კანონიკის გათვალისწინებით, ხარისხიანად. საღვთისმსახურო სამოსის კერვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ამ სამკერვალოს თითოეული თანამშრომელი აცნობიერებს.

ვესაუბრებით საპატრიარქოს სამკერვალოს ხელმძღვანელს, ქალბატონ დიანა კალანდიასა და მენეჯერს, ქალბატონ მარიამ შავიძეს.

- როგორ დაინტერესდით ამ საქმით?

- რამდენიმე წლის წინ რუსეთში წმინდა ადგილების მოსალოცად ვიყავით. ეკლესია-მონასტრებში ყურადღება მიიპყრო სასულიერო პირთა მოხდენილმა ჩაცმულობამ. გული დაგვწყდა - ჩვენთან აშკარად იგრძნობოდა ამის დეფიციტი. თანაც ჩვენი სასულიერო პირები იმ დროისთვის ძირითადად კერძო მკერავების მიერ შექმნილი სამოსით იმოსებოდნენ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც ამ სამოსის კერვას შეეფერებოდა - ეკლესიური და მკერავებიც ეკლესიასთან დაახლოებული ადამიანები ყოფილიყვნენ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საეკლესიო მსახურებისთვის განკუთვნილი სამოსი, პირველ რიგში, არის სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების სიმბოლო და შემდეგ - სამსახურებრივი. თითოეულ დეტალს, პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, ღრმა სიმბოლური დატვირთვაც აქვს და გარკვეულ კანონიკას ექვემდებარება. სასულიერო აკადემიაში საგანგებოდ ვსწავლობდით ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას, რაც ძალიან გამოგვადგა ჩვენი საქმიანობის წარმართვაში. ასევე დიდი სამსახური გაგვიწია წმინდა წერილის შესწავლამ, რადგანაც საეკლესიო სამოსში შემთხვევით არაფერი გვხვდება: მასალა, თარგი, მოქარგვა, კომპოზიცია, ფერი, ძაფი - ყველაფერი იმ კანონიკას, დოგმატიკას და სიმბოლიკას ემორჩილება, რაც ძველსა და ახალ აღთქმაშია გადმოცემული.

ძალიან გაგვიჭირდა თარგის შოვნა. ბოლოს ერთ-ერთ კონსტრუქტორს შევუკვეთეთ. დროთა განმავლობაში სამოსის კერვის პროცესი თანდათან დაიხვეწა. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ საეკლესიო პირთა მოთხოვნები და შევიმუშაოთ სამოსის კონსტრუქციული და ტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები. გამოცდილი მხატვარ-დიზაინერები ქმნიან სხვადასხვა მოდელის ესკიზებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ფერთა შეხამებასაც, რასაც მხატვრული ალღო და ნატიფი გემოვნება სჭირდება.

KARIBCHE- ძირითადად, რა ფერის სამოსზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

- სხვადასხვა რანგის საეკლესიო მსახურებაზე სასულიერო პირები სხვადასხვა ფერის სამოსით იმოსებიან. როდესაც საეკლესიო მსახურება მიძღვნილია მაცხოვრის, მოციქულებისა და წმინდა მამების დღესასწაულებისადმი, მაშინ იმოსებიან ოქროსფრით და ყვითლით; ღვთისმშობლის ხსოვნისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში - ცისფრით და თეთრით; თუ დღესასწაულები ეძღვნება მაცხოვრისა და მისი ჯვრის მოხსენიებას, მღვდელმთავრები იმოსებიან იისფრით ან მუქი წითლით; წამებულთა დღეებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში - წითელი ფერით (წითლის სხვადასხვა ვარიაციით); მწვანე ფერის სამოსით იმოსებიან მღვდელმთავრების, ეკლესიის ახალგაზრდა მოღვაწეთა მოხსენიების დღეებში, ასევე წმინდა სამების, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლისა და სულიწმინდის დღესასწაულებში; მარხვის დღეებში მღვდელმსახურთა სამოსი არის მუქი ლურჯი, იისფერი, მუქი მწვანე, მუქი წითელი; ხოლო დიდმარხვის დღეებში ძირითადი ფერი არის შავი, თუმცა კვირას და სადღესასწაულო დღეებში რჩება მუქი ოქროსფერი ან ფერადით გაწყობილი. რადგანაც ღვთისმსახურების აღსრულებისას ტაძარში ყველაზე ხშირად გამოიყენება ოქროსფერი (ყვითელი), ამიტომ მოთხოვნა ძირითადად ამ ფერზეა. დღესდღეობით ჩვენს სასულიერო პირებს არა აქვთ იმდენი საშუალება, რომ ყველა ფერის სამოსი შეიძინონ. მოთხოვნა არის ასევე მეწამული (ნაღვლიანი) ფერის სამოსზე, რადგან ის უფრო ქართულ ფერად ითვლება.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საეკლესიო პირთა სამოსის კერვას ადამიანი მიუდგეს უფრო მეტი მოკრძალებითა და მოწიწებით, ვიდრე ჩვეულებრივი სამოსის კერვისას?

- ცხადია, რომ ლოცვისა და მოწიწების გარეშე ასეთი საქმე ვერ გაკეთდება. ზოგიერთმა აქ მოსულმა ეკლესიური ცხოვრება ამ სამოსის კერვის შემდეგ დაიწყო. ზემოთაც მოგახსენეთ, თითოეულ დეტალს სიმბოლური დატვირთვა აქვს და მათთან შეხებაც კი სხვაგვარი სიღრმით გაააზრებინებს ადამიანს მათში ჩადებულ შინაარსს. აქ მომუშავე ადამიანები დღე და ღამე ამ საქმეში ვართYჩართულნი. ფუნქციები განაწილებული გვაქვს. იმდენი წვრილმანია, ყველა დეტალს დიდი რუდუნება და ღრმა გააზრება სჭირდება. დროთა განმავლობაში თანდათან ვიხვეწებით. ტექნოლოგიაც თანდათან გავაუმჯობესეთ. შევიძინეთ უახლესი ტიპის საქსოვი და საკერავი მანქანები. ღვთის შეწევნის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით ასეთი სამოსის შეკერვას. ძალაუნებურად შიში გიპყრობს, როდესაც ქმნი, თუნდაც, საკოსს - კვართს, რომელიც მაცხოვარს ემოსა.

KARIBCHE


- თქვენ ცდილობთ სასულიერო პირთა სამოსში აღადგინოთ დაკარგული ქართული ელემენტები. კერძოდ რა შეცვალეთ?

- ძველ საქართველოში ღვთისმსახურთა ზედა სამოსს წარმოადგენდა ,,ჩოხა". მე-19 საუკუნიდან ჩოხის მაგიერ სასულიერო პირთა სამოსში დამკვიდრდა ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი ,,კაბა", რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენით. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ქართველ საეკლესიო პირთა სამოსში შეიმჩნეოდა ტენდენცია ,,უცხო" კაბის უარყოფისა, უმეტეს შემთხვევაში ბერძნული კაბით. საისტორიო თხზულებებიდან ირკვევა, რომ ქართველ ბერ-მონაზვნებს შესამოსლად ჩოხა ჰქონიათ. ქართულში ტერმინი ,,ჩოხა" IX საუკუნიდან გვხვდება. ადრეფეოდალური პერიოდიდან, კერძოდ, მე-9 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით, იგი ორივე სქესის ბერ-მონაზონთა ზედა სამოსის და საჩოხე შალის აღმნიშვნელი ტერმინი იყო. მოგვიანებით ეს ტერმინი გვევლინება საერო პირის ჩაცმულობის აღმნიშვნელადაც, რაც ასევე ისტორიული და ლიტერატურული წყაროებით დასტურდება. ,,ჩოხა" ყოფილა კოჭებამდე გრძელი სამოსი, რომელიც ორი ასიმეტრიული კალთისგან შედგებოდა. კალთები იკვრებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. სიმბოლურად მარჯვენა მხარე სულიწმინდას განასახიერებს, ხოლო მარცხენა - ეშმაკს. სულიწმინდა ამარცხებს ეშმაკს, სწორედ ამიტომ ღვთისმსახურთა სამოსის შეკვრა ამ პრინციპით ხდება. სახელო გრძელია, ჩაკერებული იღლიის ამოღებულობაში სწორად, მხრის ხაზზე განიერი, ბოლოში დავიწროებული. საყელო ოდნავ ამაღლებული. გვერდის განაჭერ ნაპირში იყო ჯიბის ჭრილი, ჯიბის პარკის გარეშე. მარჯვენა და მარცხენა კალთაზე, გულმკერდის ხაზზე უკეთდებოდა 5-5 ქილა 10 მცნების სიმბოლოთი. ჩოხას წელის ხაზზე იკრავდნენ სარტყლით. სპეციალისტების გამოკვლევის საფუძველზე შეიქმნა სასულიერო პირთა ზედა სამოსის, ,,ჩოხის" მოდელის ესკიზი. ვცდილობთ, შევიმუშაოთ მისი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები. ეს ცვლილება ეხება მიტრებსაც. ცოტა ხნის წინ შევიმუშავეთ ქართული მიტრის მოდელი, რომელსაც აქვს ქართული ეკლესიის გუმბათის ფორმა და შედარებით სადაა.

- როგორც ვიცი, ღვთისმსახურთა სამოსი უმეტესად მრევლის შემოწირულობით იქმნება...

- დიახ, ჩვენი სასულიერო პირების მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითადად მრევლი ზრუნავს მათ შემოსვაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მომსახურება სასულიერო პირებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი იყოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat