ჩვენ, ამ კუთხის შვილები, სიყვარულმა შეგვკრიბა
ჩვენ, ამ კუთხის შვილები, სიყვარულმა შეგვკრიბა
"გურიაში ისეთი გათენება იცის, იფიქრებ: ამ დილას დაღამება არ უწერიაო. გათენდა... ნათლად გამოჩნდა უბიწო თოვლით დაფარული გურიის მთები, ლაჟვარდოვანი ცა. ისმის მგალობელ ჩიტთა ჭიკჭიკი და ჟღურტული. ნაპირს ასკდება გუბაზოულის აქაფებული ტალღები. გელამუნება და გეფერება ნიავი, რომელსაც ბახმაროს ტყეების საამური სურნელი მოაქვს. სოფლებში ოდებიდან კვამლი ამოდის თეთრ ბოლქვებად. მამლები ყივიან, ძროხები ბღავიან, თხები პეტელებენ, თიკნები კიკინებენ, ქათმები კრიახობენ; კონცხოულაზე უშველებელი მზე შემომდგარა. იგი ნელ-ნელა მაღლა იწევს და ოქროს ჯიღასავით ადგება ქვეყანას", - მშობლიური კუთხის სიყვარულით გამთბარი ეს სიტყვები ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის, რომელიც ჩოხატაურის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ხიდისთავში გაიზარდა.

სიყმაწვილის დროინდელი შთაბეჭდილებები იმდენად მნიშვნელოვანი და წარუხოცელია, რომ განსაზღვრავენ ადამიანის შემდგომ ცხოვრებას, მის ბუნებასა და ხასიათს.

1998 წლის 14 ივლისს, სწორედ ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს, თბილისში ინტელიგენციის ერთმა ნაწილმა, რომლებიც ჩოხატაურელები არიან, დააარსეს რაიონის კულტურული და ეკონომიკური მემკვიდრეობის აღორძინების ფონდი "მზეთამზე". მისი მიზანი მშობლიური კუთხის გაძლიერება და ერთიანი, ძლიერი საქართველოს აღმშენებლობის კეთილშობილურ საქმეში წილის დადება გახლავთ. ჩვენი სტუმარია ჩოხატაურის კულტურული და ეკონომიკური მემკვიდრეობის აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების ვიცეპრეზიდენტი, ქალბატონი ვიოლა კოროშინაძე.

- ქალბატონო ვიოლა, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა დღესდღეობით ურბანიზაციაა. მაგრამ ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ალბათ, ურბანიზაციის ცნებას გასცილდა და უფრო მასობრივ გაქცევას ჰგავს. სოფლებში შესაბრალისად შემოგვცქერიან ყველასაგან მიტოვებული, დაცარიელებული და გამოკეტილი, დავიწყებული ნამოსახლარები. თქვენ ერთ-ერთი მათგანი ბრძანდებით, ვისაც შესტკივა გული საკუთარ მხარეზე. ამ ფონდის არსებობაც ხომ თქვენი რაიონის აღორძინებას ემსახურება. გვიამბეთ ფონდის საქმიანობის შესახებ.

- ჩვენი ფონდის დამფუძნებლებსა და მის წევრებს კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ დღევანდელ პირობებში შეუძლებელია სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი რაიონის მთლიანად აღორძინება, ამიტომ მიზნად დავისახეთ, შეძლებისდაგვარად წარმოგვეჩინა და შთამომავლობისათვის შეგვენახა ის მდიდარი, თვითმყოფადი კულტურულ-ეკონომიკური მემკვიდრეობა, რითაც ესოდენ მდიდარია ჩოხატაური. ჩვენ, ამ კუთხის შვილები, სიყვარულმა შეგვკრიბა და გადაგვაწყვეტინა, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეგვეწყო მისი კულტურული მემკვიდეობის აღორძინებისთვის.

ჩვენს საზოგადოებას 11 წელი უსრულდება. სამწუხაროდ, ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი, საფრანგეთში მოღვაწე ჩოხატაურელი, ბატონი მამია ბერიშვილი უკვე ცოცხალი აღარ არის.

დაუვიწყარი იყო ჩვენი შეხვედრები და საღამოები, რომლებიც ზეიმად იქცა. უდიდეს დახმარებას გვიწევდა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ კალანდაძე, რომელმაც გამოგვიყო სამუშაო ოთახი და დარბაზი, სადაც ვხვდებოდით სისტემატურად ჩვენი კუთხის ხელოვნებისა და კულტურის მუშაკებს, მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეებს და რიგით მოქალაქეებს.

საკუთარი ხარჯით ვბეჭდავდით გაზეთ "ჩოხატაურს", რომელიც უსასყიდლოდ ურიგდებოდა მოსახლეობას ჩოხატაურში.

ვეხმარებოდით რაიონიდან ჩამოსულ ნიჭიერ ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევაში, მათ შორის საუკეთესონი ირიცხებოდნენ უმაღლესი სასწავლებლის უფასო განყოფილებებზე.

მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ადგილზე სამედიცინო დახმარებებს უწევდნენ ჩოხატაურელები - არჩილ ხომასურიძე და მისი ექიმები, ოფთალმოლოგ ივა ბერაძის კლინიკა, გურამ დვალის ხელმძღვანელობით ჩატარდა თვალის ოპერაციები, თბილისის კარდიოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს დაახლოებით 5000 კაცს. მათ უფასოდ მედიკამენტებიც დაურიგდათ. აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი და სულისჩამდგმელი ჩოხატაურელი ნუგზარ ჩხიკვაძე გახლდათ.

ვეხმარებოდით ჩოხატაურელ ავტორებს წიგნების გამოცემაში. ვახალისებდით ახალგაზრდა დამწყებ პოეტებსა და მწერლებს. რესპუბლიკის პრესაში რეგულარულად ქვეყნდებოდა წერილები ჩოხატაურსა და ჩოხატაურელების შესახებ.

სამწუხაროდ, დღეს ვერაფრით დავიტრაბახებთ. შეწყდა გაზეთის გამოშვება, აღარც საღამოები და ლექცია-შეხვედრები გვაქვს. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი ბრძანებდა: "სხვა სოის და გუჯაბის ვართ გურულები, ზედმეტად გულღიები და პირდაპირები". დავეთანხმები მის ბრძნულ გამონათქვამს და გეტყვით, ყველას ვევედრები, დამეხმარეთ, გამოვცეთ ის 300 ბიოგრაფია, რომლებიც ფონდმა გამოჩენილ ჩოხატაურელებზე შეაგროვა.

ჩოხატაურელ ახალგაზრდობას შევახსენებ წმინდა ილია მართლის სიტყვებს: "ერის პირქვე დამხობა, გათახსირება და გაწყალება იქიდამ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს". ჩვენს ჩოხატაურს კი ისეთი ისტორია აქვს, თაობებს ეყოფა საამაყოდ. ნიკო ბერძენიშვილი, ნიკო მარი და მოსე გოგიბერიძე მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერები იყვნენ, მათი სალექციო კურსი გერმანიის, ავსტრიისა და ევროპის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში იკითხებოდა.

მარტო ერთმა პატარა სოფელმა ხიდისთავმა საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ანა კალანდაძე, ნოდარ დუმბაძე და მორის ფოცხიშვილი მისცა.

უცნაურები არიან ჩოხატაურელები, სიმღერა სულსა და გულში უზით, კარის მეზობელივით თან ახლავთ, სიხარულის დროს მღერიან, გლოვობენ და იქაც მღერიანო. ეს სიტყვები ჩოხატაურელ ფილიმონ ქორიძეს ეკუთვნის, რომელიც 22 წელიწადი წარმატებით მღეროდა იტალიასა და რუსეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში, მისი ხმა აღაფრთოვანებდა მსმენელს. მაგრამ ჩოხატაურში სტუმრად მყოფი, ისე დააინტერესა ეროვნულმა მუსიკალურმა ფოლკლორმა, რომ გურიიდან ფეხი აღარ მოუცვლია და სიცოცხლე ეროვნული ფოლკლორის მოვლა-პატრონობას მიუძღვნა. ჭეშმარიტი ხელოვანი, ერის მოამაგე - ასეთი შეფასება მიეცა ფილიმონ ქორიძის შემოქმედებას.

ულამაზესი სოფელია სურები, სადაც დღეს, XXI საუკუნეში, 9-10 წლის ბავშვებს შუქზე და ნათურაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. მაგრამ ამ სოფელთან ფესვებით არიან დაკავშირებული ქართული ცეკვის ჯადოქარი, ქალბატონი ნინო რამიშვილი, საქართველოს მოამაგე შვილები: მამია ბერიშვილი, ნოე რამიშვილი.

უფროსი თაობის სახელით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩოხატაურელ ჭაბუკებსა და გოგონებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩოხატაურიდან ფეხი არ მოუცვლიათ, რათა ჩოხატაური ჩოხატაურად დარჩეს.

- ეტყობა თუ არა ჩოხატაურსაც ქართული ეკლესიის აღორძინება?

- რა თქმა უნდა. 1997 წლის 11 აგვისტოს, რაიონის მაშინდელი გამგებლის, ბატონ გია ცინცაძის ხელმძღვანელობით, ბახმაროში აშენდა ფერისცვალების ეკლესია, ხოლო სოფელ ხევში წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. ამჟამად საჭამიასერში შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელსაც სრულიად საქართველოს დედები აშენებენ. ეს ტაძარი ბათუმში მცხოვრები ქალბატონის - ნინო ახობაძის ხელმძღვანელობით შენდება. ვიმედოვნებ, რომ ეკლესიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ამ მხარეში ლოცვა უფრო და უფრო გაძლიერდება.

- ქალბატონო ვიოლა, თქვენ არაერთი სასიკეთო საქმის თაოსანი ბრძანდებით. გვიამბეთ ახალგაზრდული დასის - "სალაღობოს" საქმიანობაზე, რომლის დაარსებაც თქვენი იდეა იყო. თქვენ ხელმძღვანელობდით მას დაარსების დღიდან...

- ჩვენი დასის სახელწოდებად ლადო ასათიანის ლექსის სათაური ავიღეთ. ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდა სულიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ მისიას ასრულებდა "სალაღობოც", რომელიც ქალბატონმა ანიკო ვაჩნაძე-ასათიანმა დალოცა და ეს დალოცვა ფეხბედნიერი აღმოჩნდა - საოცრად ლამაზ საღამოებს ვაწყობდით. პირველი დიდი საღამო 1992 წლის 17 აპრილს რუსთაველის თეატრის სცენაზე ჩატარა და ლადო ასათიანის ხსოვნას ეძღვნებოდა.

"სალაღობომ" არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა. ვცდილობდით აღგვენიშნა საიუბილეო თარიღები ჩვენი საყვარელი მწერლებისა და პოეტებისა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ნოდარ დუმბაძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. "სალაღობოს" დაარსებიდან უკვე 18 წელი გავიდა. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანისა, ვინც გვერდით გვედგა ამ წლების მანძილზე.

ერთმანეთს ცვლიან თაობები. ხვალ ჩვენს ადგილას სხვები მოვლენ. ამიტომ თქვენ, ახალგაზრდებმა, ეს ქვეყანა მაღალგუმბათიან ტაძრად უნდა აქციოთ, რათა შთამომავლობამ მოკრძალებით მოიხაროს ქედი ამ ტაძრის წინაშე და მოწიწებით დარეკოს მის მაღალ სამრეკლოზე ოფლითა და ტანჯვით ატანილი მომავლის ზარი!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat