ორი პატრიარქის დალოცვილნი
ორი პატრიარქის დალოცვილნი
მოგზაურობა წმინდა მიწაზე
იერუსალიმის წმინდა მიწა მოილოცეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ფერიის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა. მომლოცველთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ გიმნაზია-პანსიონის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მარიამ ქორიძე, რომელსაც ვთხოვეთ, ორიოდე სიტყვით მოეთხრო გიმნაზიასა და იერუსალიმის წმინდა მიწაზე მოგზაურობის შესახებ:

"ღვთის ნებითა და ქველმოქმედი ადამიანების წყალობით შესაძლებელი გახდა იერუსალიმის წმინდა მიწის მოლოცვა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ეს არ იყო ჩვენი პირველი გასვლა საზღვარგარეთ - ორი წლის წინ უფროსი ასაკის ბავშვები ისვენებდნენ თურქეთსა და საბერძნეთში. საბერძნეთიდან ერთი დღით იტალიის ქალაქ ბარიში გადავედით და წმინდა ნიკოლოზის საფლავი მოვილოცეთ. შარშან ჩვენმა პანსიონელებმა კაბადოკიაში იმოგზაურეს, წელს კი ტაო-კლარჯეთი და იერუსალიმი მოილოცეს.

ჩვენი გიმნაზია-პანსიონი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ფუნქციონირებს 2003 წლიდან. ამჟამად აქ 145 ბავშვი ირიცხება. ჯგუფები ასაკის შესაბამისად არის დაკომპლექტებული - ჩვილობიდან 18 წლამდე. ყველანაირი პირობაა შექმნილი მათი აღზრდისთვის, სწავლისა და კულტურული დასვენებისთვის. მშობელთან ან მეურვესთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს გაიყვანონ შვილი. სასწავლო წლის განმავლობაში კი ბავშვის გაყვანა შაბათ-კვირასაა ნებადართული. პანსიონში ფუნქციონირებს ხატწერის, გალობის, ხალხურ საკრავთა, გიტარის, ხატვის, ხეზე კვეთის, ქარგვის, ქსოვის შემსწავლელი წრეები. კალათბურთით, ფეხბურთით, ჭიდაობით დაინტერესებულ ბავშვებს ჩვენივე ტრანსპორტით დავატარებთ სპორტულ სკოლაში. ჰყავთ მოძღვრები, სისტემატურად ესწრებიან წირვა-ლოცვას.

იერუსალიმის წმინდა მიწაზე გამგზავრებამდე პანსიონელები თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ წირვა-ლოცვას. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყველას გზა დაგვილოცა.

მოგზაურობა ერთკვირიანი იყო. ჩავფრინდით ბენჰურიონის აეროპორტში, შემდეგ კი გალილეაში გავემგზავრეთ და სასტუმროში დავბინავდით. თითოეული დღე, თითოეული საათი და წუთიც კი გათვლილი გვქონდა..."

ნანახითა და განცდილით აღფროვანებული გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელები წმინდა მიწაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ.

ნელი ხუციშვილი: "იერუსალიმში წასვლა ჩემი ოცნება იყო. იქ ჩასულსაც კი არ მჯეროდა, რომ წმინდა მიწაზე ვიყავი. ვცდილობდი, ყველაფერი დამემახსოვრებინა.

როცა განცდის მთაზე ავედით, სადაც ორმოცი დღე მარხულობის შემდეგ ეშმაკი უფლის გამოცდას შეეცადა - სახარებისეული ეპიზოდი გამიცოცხლდა თვალწინ. მთა ძალიან მაღალი იყო და გადმოსახედადაც ძნელი.

დამამახსოვრდა ბეთლემი. უფლის დაბადების ადგილას ვარსკვლავია - ხელს ჩაყოფ და სიწმინდეს ეხები. საოცარი შეგრძნებაა!

მაცხოვრის საფლავზე ყოფნისას კი ვნახეთ მირონცხების ქვა, რომელზეც გარდამოხსნის შემდეგ დაასვენეს მაცხოვარი. ქვას დღესაც ეტყობა სისველე. აქვეა ქვა, რომელზეც გაშოლტეს მაცხოვარი. მასზე მიყურადებით აშკარად გაიგონებთ გაშოლტვის ხმებს. ამ ხმას უცრემლოდ ვერ მოისმენ..."

გიორგი მიქაძე: "უამრავი სიწმინდე ვნახე უფლის აღდგომის ტაძარში. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ტაძრის გასაღები მუსლიმანთა ოჯახშია და თაობიდან თაობას გადაეცემა.

იერუსალიმში ორი სურვილის ასრულება შევთხოვე უფალს: საქართველოს გაერთიანება და ჩემი მომავალი ცხოვრების ისე მოწყობა, რომ გავახარო ჩემი მეუფე დიმიტრი, რადგან, ვიცი, ძალიან ბევრს ზრუნავს და ფიქრობს ჩვენზე".

კახა მიქაძე: "თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, ჩვენმა პატრიარქმა დაგვლოცა, იერუსალიმში - იერუსალიმის პატრიარქმა. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს!

მაცხოვრის საფლავთან ღამისთევით ლოცვა რომ ჩატარდა, მეუფემ გვითხრა: ილოცეთ, შენდობა გულით ითხოვეთ და ცოდვები მოგეტევებათო. ვეზიარე. ზიარების შემდეგ ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი, მეგონა, დავფრინავდი. ეტყობა, ბევრი ცოდვა მომეხსნა. ვიფიქრე, ამის მერე ვეცდები, კარგად მოვიქცე-მეთქი".

ქეთი ტაჟდინოვა:
"წმინდა გიორგის საფლავთან ჯაჭვი ვნახეთ. დედა სიდონიამ ყველას სათითაოდ შემოგვახვია კისერზე და გვირჩია, გულში ჩვენ-ჩვენი სათხოვარი გამოგვეთქვა. მინდა, ყველანი ბედნიერი ვიყოთ.

ძალიან ლამაზები და კარგები ვიყავით, როცა თეთრ სამოსელში გამოწყობილები შევედით მდინარე იორდანეში. მეუფემ ყველას სათითაოდ სამ-სამჯერ ჩაგვაყვინთვინა. მინდა, მადლობა გადავუხადო მეუფე დიმიტრის და დედა სიდონიას იმ დიდი ამაგისთვის, ჩვენთვის რომ გასწიეს".

გვანცა ხაზიური:
"ქებრონში ბიბლიური მამრეს მუხა ვნახეთ. აქ გამოეცხადა აბრაამს ღმერთი სამი მოგზაურის სახით. მეუფემ გვითხრა: მუხა თითქმის გამხმარია, გადარჩენილი ნაწილიც რომ გახმება, ბოლო ჟამიც დაიწყებაო.

ვნახეთ დავით მეფსალმუნის საფლავი. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი - ერთში მარტო გოგონებს უშვებენ, მეორეში - მხოლოდ ბიჭებს".

გიორგი გორგილაძე: "როცა ჩემი მფარველი წმინდანის დიდმოწამე გიორგის საფლავთან ჯაჭვი შემოვიხვიე, ვინატრე, კარგად მყავდეს დედა და მასთან ვიყო-მეთქი. ვილოცე ჩემი ოჯახის წევრებისთვის, მეუფისთვის, დედა სიდონიასთვის... მინდა, ყველა ჯანმრთელად იყოს. ამიტომაც მოსახსენებელს ყველგან ვტოვებდი.

მდინარე იორდანეში შესვლის წინ უფლისგამოსახულებიანი თეთრი პერანგები დაგვირიგეს. ყველა გახარებული იყო, მე კი ძალიან მეშინოდა - წყალში იმხელა ლოქოები დაცურავდნენ, კინაღამ ვიტირე. ვიფიქრე, არ შემჭამონ-მეთქი. მაგრამ შევდგი თუ არა მდინარეში ფეხი, ლოქოების არსებობაც კი გადამავიწყდა. როცა ამოვედი, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი...

მადლობა უფალს, მადლობა მეუფეს".

ზაზა ქათამაძე:
"არასოდეს დამავიწყდება ადგილი, სადაც ჰეროდემ ყრმები დაახოცვინა. საფლავები ცალ-ცალკეა გაკეთებული. ვნახეთ ქრისტესთვის პირველწამებულთა ასამდე თავის ქალა. გავიარეთ გოლგოთის გზაც. მეუფემ გვითხრა, ამ გზაზე ექვსჯერ წაიქცა მაცხოვარი ჯვრის ტარებისასო. ვნახეთ უფლის ხელის ანაბეჭდი, როცა ჯვრის ზიდვით დაუძლურებული კედელს მიეყრდნო. ლაზარეს აღდგინების ადგილას კი ჩვენმა მოძღვრებმა პარაკლისი გადაიხადეს. ვიყავით იმ შენობაშიც, სადაც უფალი გაასამართლეს".

ელისაბედ ხაზიური: "საოცარი მადლი ვიგრძენი წმინდა მარიამ მაგდალინელის ტაძარში! გამოსვლა აღარ მინდოდა, იქ დარჩენა მინდოდა... გალილეის კანაში ვნახე ჭურჭელი, რომელშიც უფალმა წყალი ღვინოდ აქცია. იმ ჭურჭლებიდან ორიღა შემორჩა".

ანა გადაბაძე:
"სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი ბავშვების მფარველი ყოფილა. მეც ვთხოვე შემწეობა. წმინდა სპირიდონს თურმე ყოველ წელს უცვლიან ფეხსაცმელს, რადგან უცვდება.

ვიყავით იმ ტაძარში, მაცხოვარი მღვდელმთავრებს რომ ესაუბრებოდა, როცა მშობლებს ჩამორჩა. შევეხეთ ქვას, რომელზეც თავად უფალი იჯდა. გემით გადავცურეთ გალილეის ტბა... ძალიან კარგი იყო!"

დავით ხავთასი:
"ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ადამის თავის ქალამ და მირონცხების ქვამ მოახდინა. ძალზე ამაღელვებელია გაშოლტვის ხმების მოსმენაც.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ვეზიარე. წირვა დილის 6 საათზე დაიწყო და განსაზღვრულ დროზე ათი წუთით მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც სომხებმა გაგვლანძღეს, მაგრამ ირგვლივ ისეთი მადლი სუფევდა, მათი ყვირილისთვის ყურადღებაც არავის მიუქცევია..."

ალეკო ტაჟდინოვი: "ვნახე პატარა ლოდი, რომელზეც ღვთისმშობელი იდგა და მაცხოვრის ამაღლებას უყურებდა. იერიქონში ვნახეთ ლეღვის ხე, რომელზეც ზაქე იჯდა, როცა უფალმა ჩამოიარა".

მარიამ ჭანკვეტაძე: "ღვთის წყალობა და ჩვენი მეუფის დიდი მონდომება რომ არა, იერუსალიმში ჩასვლას ვერც წარმოვიდგენდით.

გამგზავრებამდე უკვე ვფიქრობდი, რა უნდა მეთხოვა წმინდა მიწისთვის. ვიქნები გულახდილი და გეტყვით: ჩემი უპირველესი საფიქრალი მამაჩემია, რომელიც ლოთობს. 2 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. ბებიამ გამზარდა. ისიც გარდამეცვალა. მაგრამ მადლობა უფალს, რომ უპატრონოდ არ ვარ - გამომიჩინა ჩემზე მზრუნველი და მლოცველი მეუფე დიმიტრი და დედა სიდონია. მინდა, მამაჩემმა სმას თავი დაანებოს და ქრისტიანული ცხოვრება შეძლოს. ყოველთვის ვგრძნობ უფლის მფარველობას და ვიცი, შეისმენს ჩემს ლოცვას.

გოლგოთის ტაძარში ვნახე ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ცრემლები სდიოდა. ისეთი თვალები ჰქონდა, გეგონებოდა, ცოცხალიაო. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და მეც ავტირდი..."

ილია მარსაგიშვილი:
"ძალიან მომეწონა საბა განწმენდილის ლავრა. შუაგულ უდაბნოშია, კლდეში გამოკვეთილი. იქ ქალებს არ უშვებენ, მარტო ჩვენ ვიყავით, ბიჭები. ვნახეთ გამოქვაბული, სადაც ლოცულობდა საბა განწმენდილი. ვიყავით ღირსი გიორგი ქოზიფელის მონასტერშიც. იქაც არის გამოქვაბული, რომელშიც ილია წინასწარმეტყველს ყორნები საჭმელს უზიდავდნენ. აქ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლის მამა - ზაქარიაც.

არ დამავიწყდება ჯვრის მონასტერი... აქ ჩვენი პატრიარქების, მღვდლების, დიაკვნების შესამოსლები ვნახეთ. აქვეა გადაჭრილი ხე, რომლისგანაც მაცხოვრის ჯვარი გააკეთეს. ქართულმა ფრესკებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველას გვიხაროდა, რომ ქართველები ვართ და ვთხოვეთ ღმერთს, ძველი დიდება დაუბრუნდეს საქართველოს. მონასტრის ეზოში ფორთოხლის ხე დგას, რომელსაც უშვილობის ფორთოხალს ეძახიან. ბავშვები ხეზე ავძვერით და ფორთოხალი ვჭამეთ. ძალიან გემრიელი იყო.

ვნახეთ ასევე მარიამ მაგდალინელის სამკურნალო წყარო, რომელიც თვალების მკურნალია. წმინდა წყალი ჩვენც ვისხურეთ და სულიერად და ხორციელად განწმენდილნი დავბრუნდით სამშობლოში...

იერუსალიმში გატარებული დღეები არასოდეს დაგვავიწყდება!"

ესაუბრა
ირინარქი კვირკველია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat