ინფორმაციის ნიაღვარში ქართული ტელემაუწყებლობა "ივერია" მართლაც ნათელი წერტილია
ინფორმაციის ნიაღვარში ქართული ტელემაუწყებლობა "ივერია" მართლაც ნათელი წერტილია
არა მგონია, არაზნეობრივმა საზოგადოებამ შექმნას რაიმე ღირებული, არამცთუ ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო
მასმედიას უდიდესი ძალა აქვს. მას შეუძლია მილიონობით ადამიანი სიკეთის გზაზე დააყენოს, მაგრამ, საუბედუროდ, მისი დაღუპვაც შეუძლია. დღეს, სამწუხაროდ, ეს მეორე ტენდენცია მძლავრობს. იმ მავნე ზეგავლენის შესახებ, რომელსაც ტელევიზია მოზარდებზე ახდენს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს: "ტელევიზიამ უკვე ყოველგვარი კონტროლი დაკარგა, აჩვენებენ ათასგვარ გახრწნილებას, უზნეობას და ამას უყურებს ჩვენი ახალგაზრდობა. სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც მოურიდებლად აჩვენებენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და ათასგვარ მკვლელობას და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს... ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ, ვითარების შესაბამისად, თავადაც იმეორებენ იმასვე... ჩვენს თვალწინ, ჩვენ მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს".

მაღალი ზნეობის ჩამოყალიბებას, პასუხისმგებლობის, მიტევების, ეროვნული სულისკვეთების, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის გაღვივებას ჩვენში მუდამ ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად. ამიტომაც სწორედ ეკლესიის, ჩვენი საპატრიარქოს წიაღში დაიბადა იდეა ტელემაუწყებლობა "ივერიის" დაარსებისა და ამ იდეას ერთი წლის წინ შეესხა ხორცი. "ივერიის" ეთერით ქართველ მაყურებელს შეუძლია ნახოს მონატრებული, თბილი და კეთილი ფილმები, ნამდვილი გმირები ღვთისა და სამშობლოს ერთგული ადამიანები. ამ ტელემაუწყებლობის საშუალებით შეგვიძლია შევხვდეთ ღირსეულ და ღვაწლმოსილ მეცნიერებს, მწერლებს, პედაგოგებს, რომელთა აზრების, შეხედულებების და ღირებულებების გათვალისწინება წაადგება მომავალ თაობას.

ასე რომ, ინფორმაციის ნიაღვარში ქართული ტელემაუწყებლობა "ივერია" მართლაც ნათელი წერტილია. გვესაუბრება ამ ტელემაუწყებლობის დირექტორი გიორგი ანდრიაძე.

- ბატონო გიორგი, როგორია მასმედიის, კერძოდ, ტელევიზიის როლი მოზარდი თაობის სულიერ ფორმირებაში?

- ტელევიზია და, საერთოდ, ელექტრონული საშუალებები (ინტერნეტი, რადიო თუ სხვა) არის საზოგადოების განვითარების შედეგი. თუ ერს სურს თავი დაიმკვიდროს იმ ახალ პირობებში, რომელსაც მას თანამედროვე მოთხოვნები უყენებს, უნდა აითვისოს ყველა თანამედროვე ტექნოლოგია. ტელევიზიაც და ელექტრონული საშუალებებიც არის საინფორმაციო ომში საზოგადოების განვითარებისა და თავდაცვის ერთ-ერთი პირობა, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს ძირითადად საინფორმაციო ომები და ამის შესახებ არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავის ეპისტოლეებში. ამიტომ ბუნებრივია და ლოგიკურიც, რომ სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა საპატრიარქოს რადიო "ივერია" (1999 წ.). ტელევიზია კი 2006 წელს გაიხსნა. მაგრამ, სამწუხაროდ, სიხშირე ოფიციალურად არ არის გამოყოფილი და იურიდიულ ვაკუუმში გვიხდება საქმიანობა. საზოგადოება (ახალგაზრდები თუ უფროსი თაობის წარმომადგენლები) ფაქტობრივად საზრდოობს ტელევიზიით, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სულიერ სფეროში. დღეს ტელევიზიამ ჩაანაცვლა წიგნი, გაზეთი, ჟურნალი... არაეკლესიური ადამიანისთვის კი - სულიერებაც. ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები რასაც ტელევიზიით იღებენ, ეს არის მათი ღირებულებათა სისტემა. ამიტომ მნიშვნელოვანია ალტერნატივის არსებობა. მიუხედავად პოლიტიკური კურსისა, მსოფლმხედველობისა თუ გემოვნებისა, თითქმის ყველა ტელევიზია ერთსა და იმავე ღირებულებებს უწევს პროპაგანდას, ანუ ყველგან უჩვენებენ უგემოვნო ლათინურამერიკულ სერიალებს, ირიბად თუ პირდაპირ პროპაგანდას უწევენ მეტად საეჭვო და არაზნეობრივი ცხოვრების წესს (ვგულისხმობ ნათესავებს შორის სქესობრივ ურთიერთობებს, ღალატს, ერთმანეთის გაყიდვას და ა.შ.). საღამოს ეთერში ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და აღვირახსნილობის მქადაგებელ ფილმებს. შესაბამისად, მაყურებელი ნებსით თუ უნებლიეთ მას ჰბაძავს. შეიძლება ადამიანმა მთლიანად არ გაითავისოს ეს, მაგრამ ხდება მისი ქვეცნობიერი ბუნების დაბინძურება, რადგანაც ეს ცოდვითი ელემენტები ავტომატურად აღიბეჭდება მის ფსიქიკაში. ეს განსაკუთრებით მოზარდის სულზე ახდენს დამანგრეველ ზემოქმედებას, ვინაიდან მან არ იცის, რომ, მაგალითად, სქესობრივი ურთიერთობა ახლო ნათესავთან (თუნდაც მასთან დაქორწინება) არის დასავლური კულტურის ცხოვრების წესი და დაცემული ადამიანური ბუნება ამას არ ეწინააღმდეგება. იგი მიდრეკილია ცოდვისკენ და ამ მიდრეკილებას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად რეზონანსულად აღვივებენ ტელევიზიები.

- ალბათ ეს უფრო კომერციული ინტერესების გამო ხდება.

- არა მგონია... ჩვენს ტელევიზიასაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი ჰყავს და სულაც არ არის აუცილებელი კომერციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად მდარე ხარისხის სერიალებისა და ფილმების პროპაგანდა. ასეთი რამ დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში არ ხდება. ამერიკის, ევროპის კანონმდებლობით ეს აკრძალულია. ამგვარი ფილმების ჩვენება დაშვებულია მხოლოდ ფასიან საკაბელო არხებზე, რადგანაც ეს ხელს არ უწყობს საზოგადოებასა და ახალგაზრდობაში ჯანსაღი ზნეობის განვითარებას. თუკი საზოგადოებაში ჯანსაღი ზნეობრივი ღირებულებები არ განვითარდება, ის ვერასოდეს შეძლებს წარმატებული სახელმწიფოს აშენებას. თუკი ადამიანს არ ექნება ჯანსაღი ზნეობა, ის ვერასოდეს იქნება კარგი ჯარისკაცი. ის იქნება სახიფათო ადამიანი. ხორციელ ვნებებს აყოლილი ახალგაზრდა ვერასოდეს მოერგება ვერანაირ რეჟიმს და სამსახურს. დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ, აღზარდონ ძლიერი ნებისყოფისა და ზნეობის მქონე მოქალაქეები. ჩვენს სახელმწიფოში კი კონტროლი და აკრძალვა კი არა, პირიქით, ყოველივე ამის წახალისება ხდება. ამ მიმართულებით უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული საპატრიარქოს, არაერთხელ შეხებია ამ თემას პატრიარქი, რომელიც თითქმის ყოველ მეორე ეპისტოლეში მოუწოდებს მასმედიას, ტელევიზიის მესვეურებს, რომ საზოგადოებაზე დადებითი და ჯანსაღი ზეგავლენა იქონიონ.

ასე რომ, ტელევიზიას აკისრია ძალზე დიდი როლი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში.

თუ დემოკრატიაა, სახელმწიფომ ჩვენისთანა ტელევიზიასაც უნდა მისცეს ელემენტარული არსებობის უფლება და საშუალება. ვგულისხმობ იმას, რომ თუნდაც საკანონმდებლო დონეზე გვქონდეს საკუთარი სიხშირე და ეთერში გასვლის გამო არ გვიწევდეს სახელმწიფოსთვის გაზრდილი რაოდენობის გადასახადის გადახდა.

- საზოგადოებამ იცის, რომ მეტად მწირი ტექნიკური საშუალებებით, საკმაოდ მძიმე პირობებში გიხდებათ მუშაობა. ფინანსური პრობლემების მოგვარება ალბათ პროდუქციის ხარისხზეც იქონიებს გავლენას, გააფართოებს გადაცემათა არეალს და ა.შ.

- დიახ, ჩვენ არა გვაქვს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ელემენტარულად, არა გვაქვს სტუდია, მხოლოდ ორი ვიდეოკამერა გაგვაჩნია. ტელევიზიის შტატში სულ 20 კაცია... ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენი ტელემაყურებელი შემწყნარებელი იყოს იმ ხარვეზებისა თუ ხარისხის მიმართ, რასაც შეიძლება ჩვენს ეთერში ჰქონდეს ადგილი. რა თქმა უნდა, გვჭირდება ფინანსები, რათა უფრო სტაბილურად და ხარისხიანად იმუშაოს ტელევიზიამ, მეტი საკუთარი გადაცემა შევთავაზოთ მაყურებელს. საბედნიეროდ, დაიწყო შემოსვლა რეკლამამ. უკვე 3-4 სერიოზული კომპანიის რეკლამა გადის. ჩვენი არხის მაყურებელი უფროსი თაობის აბსოლუტური უმრავლესობაა (30 წლის ზემოთ). განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სხვა არხებზე არ გადის საინფორმაციო გადაცემები, ჩვენ გვაქვს ყურებადობის პიკი და მიდის რეკლამებიც. ანუ ჩვენ დავიმკვიდრეთ თავი ტელებაზარზე. მაგრამ, სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ბეგარა მძიმე ტვირთად გვაწევს და არ გვაძლევს განვითარების საშუალებას. ჩვენი ტელევიზია ინტერნეტითაც გადის პირდაპირ ეთერში. გვაქვს ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღე უყურონ ჩვენს გადაცემებს, ქართულ ფილმებს, მოუსმინონ პატრიარქის ქადაგებებს, მოძღვართა ინტერვიუებს.

ჩვენ ვქმნით ქართული სულის მატარებელ პროდუქციას: რელიგიურ, საისტორიო და ქართული შინაარსის მქონე გადაცემებს. უცხოეთში, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ცდილობენ, არ მოაკლონ ეს სულიერი საზრდო თავიანთ თავსა და შვილებს. იმედი გვაქვს, ისინი და ქართველი ბიზნესმენები დაგვეხმარებიან ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.

- ძალიან საინტერესოა თქვენი მაუწყებლობის მიერ მომზადებული შემეცნებითი ხასიათის გადაცემები. მომავალში რაიმე ახალ პროგრამას ხომ არ შესთავაზებთ მაყურებელს?

- ჩვენს არხზე მაყურებელი, გარდა პოლიტიკური დაპირისპირებისა, ყველანაირ პროდუქციას ნახავს. ესაა: ქართული თუ უცხოური ფილმები, კინომუსიკა, შემეცნებითი ხასიათის გადაცემები, ფსიქოლოგიური, სამედიცინო... სექტემბრიდან ვაპირებთ ლიტერატურული პროექტის განხორციელებას. კიდევ უფრო განვითარდება ლიტერატურული და საისტორიო გადაცემები. წარმოჩნდება ჩვენი ისტორიის საინტერესო უცნობი მომენტები. იქნება ასევე ჩანახატები, რომელიც ტელემაყურებელს მიაწოდებს ინფორმაციას როგორც მეცნიერების, ასევე კულტურის სხვადასხვა სფეროში. ამ ტიპის გადაცემების მომზადება ძალიან რთულია. მოგეხსენებათ, ტელევიზია, რადიოსაგან განსხვავებით, მაინც უფრო საყურებელი ინსტრუმენტია. მას სჭირდება კადრები, რეჟისორული დადგმა. ამისთვის კი, ვიმეორებ, საჭიროა დრო და ფული...

ჩვენი გადაცემების სტუმრები არიან მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები.

ასე რომ, სექტემბრიდან ჩვენს მაყურებელს კულტურის, მეცნიერების, ისტორიის სფეროში ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტებს შევთავაზებთ. გვაქვს ახალგაზრდული პროექტი, რომელიც შარშან გადიოდა ჩვენს ეთერში - "48 საათი", სადაც ახალგაზრდები დადიან წინაპართა ისტორიულ ნაკვალევზე და იქ უწევთ მათ ინტელექტუალური და ექსტრემალური დაბრკოლებების გადალახვა. ამ ახალგაზრდული შოუს მთავარი გზავნილებია მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთგატანა. ის გახლავთ ანტიპოდი "ჯეობარისა" და მისდაგვარი პროექტებისა, სადაც, ყველამ ვიცით, თუ როგორი ანტიქრისტიანული და ამორალური ღირებულებების პროპაგანდა ხდებოდა. ამ პროექტს სექტემბრიდან შევთავაზებთ ტელემაყურებელს. ასევე ვფიქრობთ სხვა ახალგაზრდული და საბავშვო პროექტების განხორციელებას.

ერთ-ერთმა გაზეთმა გაგვკენწლა იმის გამო, რომ ჩვენს ტელევიზიაში არის ცენზურა. ფილმებიდან ვჭრით საჩოთირო ეპიზოდებს. ჩვენს ტელემაყურებელს შეუძლიათ თამამად უყუროს ყველა ფილმს, ვინაიდან ის განკუთვნილია მთელი ოჯახის საყურებლად და უხერხულ მდგომარეობაში არავის ჩააყენებს.

ვფიქრობთ, სწორედ ისეთი ტიპის საზოგადოება, რომელიც უყურებს ჩვენს არხსა და ფილმებს, ააშენებს ქართულ სახელმწიფოს, რადგანაც არა მგონია, არაზნეობრივმა საზოგადოებამ შექმნას რაიმე ღირებული, არამცთუ ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat