წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი.
წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი.
ღვთის კარნახმა უბრძანა დავით აღმაშენებელს ერისა და ქვეყნის ხსნისათვის აეგო ღვთისმშობლის ტაძარი, რომელშიც განსხეულდებოდა მისადმი საქართველოს წილხვდომილება. მისი მემატიანე ამ ფაქტს ხაზგასმით აღნიშნავს: "გამოირჩია მადლმან საღმრთომან-ო" და როცა მას ეს განზრახვა უნდა აღესრულებინა, როგორც ეს ხალხის მეხსიერებაში დავანებული ფოლიანტები გვამცნობს, მეფემ შინაგანი რწმენის განმტკიცების გზაზე მრავალი ეშმაკისეული წინააღდგომა დაძლია, რა თქმა უნდა, მფარველ ანგელოზთა და წმინდა რელიქვიათა შემწეობით.
ეს ისტორიული ლეგენდები მეტ ზეშთამოსილებას იძენენ დღეს.
ხალხური გადმოცემები გვიამბობობენ:
"დავით აღმაშენებელმა ერთად ჩაყარა სამი ეკლესიის ბალავერი: გელათში, მარტვილში და სუჯუნაში; მან დაიწყო ტაძრის მშენებლობა, მაგრამ ეშმაკი ყოვლთვის უნგრევდა. ერთხელ დავით აღმაშენებელი თვითონ გაუდარაჯდა, აცალა მას ტაძრის დანგრევა და, როდესაც ეშმაკი ჩავარდა წყალში ჩასაძირავად, ესროლა ბადე და დაიჭირა. გაუკეთა რკინის ლაგამი, რომელიც ჯორად იქცა მაშინვე.
შეჯდებოდა ჯორზე დავითი, ერთ ქვას გელათს ტაძარს დაადებდა, მეორეს მარტვილისას და მესამე სუჯუნისას.
გელათის მონასტრის აგებაზე მეფე დავითს დიდი შრომა გაუწევია. წყალწითელადან თავისი ხელით ამოუტანია ორი უზარმაზარი ქვა. ეს ქვები მეტად დიდებია. ისინი არიან დატანებული სამხრეთ-დასავლეთ ყურეში. ერთ მათგანზე დღემდისაც არის მითომ დავითის გაკეთებული მზის საათი. დარუბანდიდან ჩამოუტანია დიდი უშველებელი კარები და მონასტრის გალავანზე დაუკიდია.
ეს "ეშმაკ ჯორი" –კი ისევ ემსახურებოდა დავითს: დადიოდა ის აქეთ-იქით იმ ჯორით. გაჭირვების დროს, ცუდ გზაზე, როცა მათრახი მოხვდებოდა ხოლმე, ისეთი სიმწრით ადგამდა ჯორი ფეხს, რომ ყველგან კვალს აჩენდა. დღესაც იმერეთში უჩვენებენ ერთ კლდეზე ნიშანს, რომელსაც "ჯორის კვალს" ანუ "ეშმაკის ნაფეხურს" ეძახიან. ის ორი ვეება ქვა და დარუბანდის კარებიც თურმე ამ ჯორით მოიტანა დავითმა-უკან შემოკრული.
ერთხელ, გელათიდან მარტვილს მიმავალ დავითს ჩუნეშში გარება შეექმნა. ერთ კლდეზე ჯორს გაუწყდა აბჟანდი, დავითი ჩამოხტა, თავისი ხელით გაუკერა და სამახსოვროდ ბრძანა იმ ადგილს ტაძრის აშენება. ეს ტაძარი დღეს დანგრეულია, მაგრამ იმ ადგილს კიდევ შერჩენია "აბჟანდნაკერის" სახელი. როდესაც ყველა ტაძრები ააშენა დავითმა, უბრძანა დიაკვანს: წაიყვანე ჯორი, ლაგამი არ მოხსნა, ისე დაბანე, წყალი დაალევინე და მომიყვანეო". დიაკვანმა ბრზანებისაებრ წაიყვანა წყაროზე ჯორი. ჯორმა წყალი დასუნა, მაგრამ არ დალია. დიკვანმა იფიქრა, ნამდვილად ლაგამი უშლისო ხელს და მოაძრო.მაშინ ჯორმა დაიყურყუმელავა და დაიკარგა".
მეორე ლეგენდა დავით აღმაშენებლის მიერ სხვა სასწაულის ქმნას მოგვითხრობს, ამჯერად უკვე სახელდებულ წმინდა გიორგის ცხენის ლაგამის შემწეობით:
ერთხელ, თბილისიდან ქუთაისს მარტოდმარტო მომავალმა მეფემ მცხეთის სანახებში რქოსანი ცხენი შენიშნა, მოუხმო მას და შეიპყრო. ამ დროს მოვიდნენ თანმხლებნიც, რომელთაც უბრძანა, შეეკაზმათ იგი წმინდა გიორგის ცხენის ლაგამით. რქოსანი ცხენი მკვირცხლი და ძალზე მალი იყო, მან არ იცოდა დაღლა და მოსვენება. მეფე ერთ დღეში შემოივლიდა ხოლმე ქართლს, კახეთს, სანს, სომხეთს, აფხაზეთს და მშენებლებს გაამხნევებდა, შეაგულიანებდა და ღმერთს მადლობას სწირავდა ასეთი საჩუქრისათვის".
ამ ხალხურ გადმოცემას იმეორებს იოანე ბატონიშვილი დაზუსტებით და სხვა ისტორიული რეალიებითაც გაამდრებს მოგვიანებით: "მასთანვე ღერბსა ამა მეფისას (იგულისხმება დავით აღმაშენებელი) შესძინეს ცხენი რქოსანი, რომელიც მოიპოა თვით მეფემან მარტო თფილისიდან ქუთაისს საშენებლად, ესრეთ, რომელ იხილა მცხეთის იწროთა ადგილთა შინა ცხენი ესე რქოსანი. დაუძახა მეფემან და მოვიდა მეფესთანა და შეიპყრა მეფემან და მაშინ მოვიდნენ მონანიცა მეფისანი, და ბრძანა მეფემან შეკაზმა ცხენისა ამისი და აღუდვა ლაგამი წმიდისა გიორგის ცხენისა, რომელიც აწ არს გელათს შინა მიზეზითა. რომელს სული არ იყოს-რა ცხენი იგი, გარნა განგებითა ღვთისათა მიეცა ცხენი იგი რომელ დღე ყოველ ვლიდა უშენთა ადგილთა შორის და აგულსმედგინებდა მუშაკთა, რომელ ცხენი იგიესრეთ მკვირცხლი და მარდი. რომელ ერთ დღესა ადრე მოვიდის თფილისიდან ქუთაისს და მუნიდგან ქართლს, და ქართლიდან კახეთს, და ეს ცხენი არცა გხდის და არცა მოიღალის და მაშინ სცნნა წმინდამან, რომელ ცხენი ესე მიეცა განგებითა რაითა მავლიად მოვლიდეს თვისთა ქვეყანათადა განამხობდეს მუშაკთა".
"იოანე ბატონიშვილის ცნობაში ყურადსაღებია წმინდა გიორგის ცხენის ლაგამის-როგორც ქრისტიანული სიწმინდის-გელათში არსებობის ფაქტი. როგორც ჩანს მე-19 საუკუნის პირველ ნახევარშიმაინც, ეს სიწმინდე გელათში იყო. მართალია საარქივო თუ გელათის მონასტრის ქონებათა აღწერილობებში მასზე რაიმე კონკრეტული ცნობა არაა დაცული, ისე როგორც სხვა მრავალ სიწმინდეზე მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით, წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი, მოთავსებული უნდა ყოფილიყო იმ სანაწილეში, რომლის შესახებაც მოიპოვება დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტი: "ხის სანაწილე ხარლამპარიდან, ძვ. #88, ფარჩის პირბადე ფრიად დაფლეთილი დატოვებული იქნა იქვე. #1050". ეს დოკუმენტი შედგენილია 1923 წლის 22 ნოემბერს, როცა გელათიდან ქუთაისის მუზეუმში სხვა სიწმინდეებთან ერთად ჩამოტანილ იქნა ერთი ნაწილი მონასტრის განძეულობიდან.
როგორც ირკვევა, შემდგომში მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხის სანაწილეში მოთავსებული სიწმინდეები დაანაწილეს და წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი როგორც ეთნოგრაფიული ნივთი აღმოჩნდა შესაბამის საფოსტო განყოფილებაში.
მუზეუმში დაცული წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი არის იმდრონდელი ბიზანტიური ხელობისა, რკინისაგან დამზადებული, ზედაპირი შემკობილია მასიური ამობურცული ბურთულებით. დაცულია კარგად.
ლევან ტყეშელაშვილი-"გელათი".
გივი ტყეშელაშვილი-"გელათის საგანძური".
სურათზე: წმ. გიორგის ხატი სინას მთიდან, წმინდა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat