დარუბანდის კარები
დარუბანდის კარები
მემატიანე გვამცნობს: 1124 წელს დავითის მეომარნი "დაეხსნეს შაბურანს დარუბანდელსა და მოწვყიტნეს ქურდნი ლეკნი".  ამ გალაშქრების მიზეზი შემდეგი რამ ყოფილა: ერთ ქართველ ვაჭარს საქონელი წაეღო დარუბანდში გასასყიდათ. გზაში თურმე ლეკები დაეცნენ და თუ რამე ებადა, ყველაფერი წაართვეს. ვაჭარი მიიქცა ლეკის უფროსისადმი თხოვნით:
-შენს საბრძანებელში მოვედი, საქონელი მოვიტანე გასასყიდათ და შენმა ხალხმა სულ წამართვა, სამართალს ვითხოვ, წართმეული დამიბრუნეთო.
-შენ სადაური ხარ?-ჰკითხა ლეკის უფროსმა.
-მე ქართველი ვარ.
-ჰო, აბა მიდი საქართველოში და შენს მეფეს დავითს ფეხქვეშ ჩაუგორდი და სამართალი იმას თხოვეო, უთხრა ლეკმა.
-სამართალს მე შენ გთხოვ, თვარა დავითს რომ ეს უთხრა, საქმე ცუდად წავა.
-ჰამ!..ცუდად წავა!.. რას მიზამსდავითი? დარუბანდის კარები არ ჩამომიხსნას!..
ვაჭარი დაბრუნდა საქართველოში და ყოველივე უამბო დავითსა. ისიც დასძინა, ლეკმა რა სთქვა "დავითმა დარუბანდის კარები არ ჩამომიხსნასო".
დავითმა ვაჭარს უბრძანა:- რადგან შენ ლეკებმა საქონელი წაგართვეს და მათმა უფროსმა შენი თხოვნა არ შეიწყნარა, ამისთვის მე იმ დაკარგულ საქონელს საქონლითვე უკან დავიბრუნებო.
ეს თქვა და მოაყვანინა ათასი ცხენი, ათასივე _ მათი წინამძღოლი, გააკეთებინა ორი ათასი კიდობანი და თითოში ჩასვა თითო შეიარაღებული ქართველი, ცხენის წინამძღოლები გამოაწყო ვაჭრულად. ყველაფერ ამაებს წინ გაუმძღვარა მომჩივანი ვაჭარი და გაისტუმრა დარუბანდში, თითონ კი უკან გაჰყვა. როცა დარუბანდს მიუახლოვდნენ, დავითმა გაგზავნა კაცი ლეკის უფროსთან, საქონელი მომაქვს გასაყიდად და ქალაქის კარები გააღეთო. ლეკებს გაუხარდათ, უფრო მეტ საქონელს ვიშოვითო და გააღეს კარები. დაღამდა. შუაღამისას დავითმა გაახსნევინა კიდობნები, და ამოაშვებინა იქიდან შეიარაღებული კაცები. ფეხზე იდგა სამი ათასი გულადი მეომარი. ამათ აიღეს დარუბანდი, წაართვეს ქალაქის კლიტეები ლეკთა მთავარს და ნადავლით დაბრუნდნენ სინ. დავითმა ჩამოახსნევინა რკინის კარები, რომელიც დარუბანდის შესავალ გზას იცავდა, შეუბა შიგ ლეკები და ისე ჩამოიტანა გელათში. ერთი მათგანი დღესაც მოწმობს დავითის სიდიადეს (ერთ-ერთი ხალხური გადმოცემით მეფე დავითმა მოთვინიერებული ჯორ-ეშმაკათი ჩამოიტანა გელათში დარუბანდის კარები. "დარუბანდის კარები მეფემ მონასტრის სამხრეთ კარიბჭეში ჩადგა).
ლეკების მთავარს მეფე ლმობიერად მოეპყრო, დანაშაული აპატია, დაჭერილი ჰყავდა და გაუშვა. მაშინ, განთავისუფლებულმა უთხრა მეფეს: -რადგან ამდენი სიკეთე მიყავ, ეს მადლიც ზედ დასძინე, ერთი ხარის ტყავის სიფართე ადგილი მიბოძე დასასახლებლადო, დავითმა უბოძა. ლეკთა მთავარმა მოატანინა ხარის ტყავი, დაჭრა იგი წვრილ-წვრილ თასმებად, გადააბა ერთიმეორეზე და ამ სახით თასმა იმ სიგრძე შეიქნა, რომ თელ დარუბანდს გარს შემოუარა.
დავითმა ვერაფერი ვეღარ თქვა და დარუბანდი ისევ ლეკებს დარჩათ.
ეს ლეგენდა 1939 წელს ჩაუწერია ანუსია კარგარეთელს. ლეგენდის საფუძველია ისტორიული ცნობა. ვახუშტის აღწერილობით გელათის ეკლესიას "ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა აღმაშენებლის მოტანილი დარუბანდიდამ". " ამ კარებს ახლაც აჩვენებენ გელათში და იწოდება განჯის კარებად".(ქს.სიხარულიძე)
1651 წელს გელათში მყოფი რუსი ელჩები ასე იხსენიებენ ამ კარებს: "მარცხენა მხარეზე არის სხვა ჭიშკარი ქვიტკირისა, მაგარი რკინის კარებით", "ის კარები მოტანილია დავითის მიერ დარუბანდიდან".
"მე-18 საუკუნეში, სოლომონ I-ის მეფობის დროს, დავით აღმაშენებლის მიერ დაუბანდიდან ჩამოტანილი რკინის კარების ერთი ფრთა (მარცხენა ფრთა-კ.კ.) დაჭრეს ლურსმნებად ღვთისმშობლის ტაძრის გადასახურად. ხოლო წარწერიანი ნაწილი შეინახეს და იგი დღესაც დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში"-ბრძანებს ბატონი გივი ტყეშელაშვილი წიგნში "გელათის საგანძური".
ხოლო ივანე ჯავახიშვილი ბრძანებს: "1138-1139 წელს დემეტრე მეფეს ქ. განძის წინააღმდეგ გაულაშქრია და იქითგან საქართველოში ძლევამოსილი დაბრუნებულა. მეფეს თან ქ. განძის კარები წამოუღია. ეს კარი ეხლაც გელათის მონასტერში ინახება და ზედ ამ ამბის დამამტკიცებელი დაზიანებული ქართული წარწერა აქვს. ამ წარწერაში ნათქვამია რომ დემეტრე მეფეს ეს კარი მოუტანია "[წე] ლსა მეფ [ო] ბის… იგ: (13) ხ՜დასაბამითგან"... ანუ მართლაც 1138—1139 წლებში".
ბეჭდვაელფოსტა
20.02. 2019
ზალიან მაგარია
ზალიან მაგარია
სხვა სიახლეები
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler