დავით აღმაშენებლის ბეჭედი.
დავით აღმაშენებლის ბეჭედი.
ერთი ქართული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისას, სამხრეთ კედლის ყველაზე დიდი ქვა დავით აღმაშენებელს საკუთარი ხელით დაუდვია. მნახველი ყოველთვის გაოცებული და მეტად აღფრთოვანებულიც დარჩენილა მეფე-გვირგვინოსნის სიძლიერით...ხოლო ქვაზე ამოკაწრული მზის საათი ავ და კეთილ დროთა დინებას დასტურჰყოფდა მხოლოდ და ბევრ ურწმუნო თომას დართ გზას ტაძრის ჩრდილოეთის კედლის ფრესკაზე მითითებდა, რათა ყურადღებით დაკვირვებოდა მეფის მარცხენა ხელსა, რომელშიც ტაძრის გეგმა უჭირავს და უთუოდ შეამჩნევდა მის ძლიერ თითებს და თუ ესეც საკმარისი საბუთი არ იქნებოდა, მაშინ ტაძრის სალაროში დაცულ ბეჭედს დაანახებდნენ.
ალბათ, ამიტომაც წერდა მე-19-ე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულში დეკანოზი დავით ღამბაშიძე: "იმავე ხელის თიგამოხატულია შესანიშნავი ბეჭედი, რომელიც დღემდე ინახება ამ მონასტრის სალაროში...ბეჭდის სიდიდე უნდა იყოს მიზეზი, რომ ხალხი დღესაც ღონიერ კაცად სთვლის დავით აღმაშენებელს"...
ბეჭედი, როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, დავით აღმაშენებელს ჰქონდა სახელმწიფო ბეჭდის ნაცვლად. კეთილმსახური მეფე, როცა ხელს აწერდა, ხოლმე, რომელიმე სიგელს, ანდა ამა თუ იმ საქმის გადაწყვეტა სურდა, განსაკუთრებით კი ბრძოლაში შესვლის წინ, ახდიდა, თურმე ბეჭდის კიდობანს და მასში მოთავსებულ წმინდანთა ნაწილებს სთხოვდა შემწეობასა და მფარველობას.
ჩვენამდე მოაღწია კონდაკოვის და ბაქრაძის ლითოგრაფიულმა ფოთომ და აღწერამ. მათი შეფასებით დავით აღმაშენებლის ბეჭედი იყო მსგავსი სამეფო და საეპისოპოსო ბეჭდებისა, რომელიც თავისი დიდი ზომის გამო პრაქტიკულად არასოდეს არ ყოფილა ხელის სამკაული. ბეჭდის ზედაპირი ამობურცულია და ოქროში დაფერილი. მის სიღრმეში ამოტვირფულია წმინდა გიორგი, რომელიც ფეხზე დგას, ბიზანტიელი პატრიცის პოზაში, ფარითა და შუბით ხელში.
ბეჭედი გადანასკვულია ქართული კვანძებით და ორნამენტებით და წარმოადგენს ქართულ-ბიზანტიური საოქრომჭედლო ნაკაეთობათა მშვენიერ ნიმუშს.
ბეჭდის წარწერაა: "წმ. გიორგი ძალითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა". დ.კონდაკოვისა და დ.ბაქრაძის მოსაზრებებით, ბეჭედზე დასმული ხელრთვა უნდა ეკუთვნოდეს თამარ მეფის მამა გიორგი III/1156-1184/, რომელმაც არაერთხელ დაამარცხა შემოსეული მაHმადიანები და სრული უფლება ჰქონდა თავისი გამარჯვებანი წმინდა გიორგის მფარველობისათვის მიეწერა.
ჩვენი საისტორიო და საეკლესიო ტრადიცია ზემოთხსენებულ ავტორთა მოსაზრებებს არ იზიარებს. გელათის საგანძურში ეს ბეჭედი, როგორც დიდი სიწმინდე და სანაწილე, დაცულ იყო მხოლოდ დავით აღმაშენებლის სახელზე, ხოლო წარწერაში მოხსენიებული გიორგი, ადვილი შესაძლებელია, მართლაც შემდგომი ეპოქის რომელიმე მეფე გიორგი იყოს, მაგრამ ეს არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, თითქოს ბეჭედი დავით აღმაშენებელს არ ეკუთვნოდა და საგანგებოდ მისთვის არ ყოფილიყოს დამზადებული.
ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ზ.ავალიშვილის დაკვირვება, რომ დავითის ბეჭედზე იკითხებოდა ასეთი წარწერა: "ჯვარითა მტერთა მძლეველი-მე, დავით, ვარ უძლეველი".
ბეჭედში დაცულ სიწმინდეთა შესახებ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ და ამას ბეჭედზე ამოტვირფული წმინდა გიორგის გამოსახულებაც ადასტურებს, რომ სანაწილეში ძელი ჭეშმარიტის ნაწილთან ერთად მოთავსებული უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგის ნაწილიც. ვინაიდან მეფე ძელი ჭეშმარიტის ჯვრისწინამძღვრობით, როგორც წმინდა გიორგის მოყმე, ამარცხებდა მტერს და განაგებდა ქვეყნის ბედს.
გელათის საგანძურიდან რვა საუკუნის მანძილზე მფარველობდა ერსა და ბერს ეს ბეჭედი...
ბოლო ირისისფერ ქვაზე მზის საათი საბედისწეროდ იწყებდა მეჩვიდმეტე ერგასის მითვლას!
1904 წლის 17 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ მიიღო გელათის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ სერაპიონის /ახვლედიანის/ დეპეშა: "გელათის მონასტერი გაძარცვეს"... სხვა სიწმინდეთა შორის ყაჩაღების მიერ გატაცებული აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის ბეჭედიც. პოლიციამ დაიწყო მძარცველების ძებნა და იმავე წლის 30 სექტემბერს დაბა სვირის რკინიგზის სადგურზე შეიპყრეს ვინმე ა. ჩხეიძე, ს. სვანიძე და გ. კანდელაკი, რომელთაც გელათის მონასტრის გაძარცვა დაბრალდათ. ეჭვმიტანილნი რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო დაკარგული ნივთების ასავალ-დასავალი უცნობი დარჩა.
ამ საზარელმა ფაქტმა დაამწუხრა ყოველი ჭეშმარიტი ქართველის გული.
იმავე წლის 8 სექტემბერს გელათის მონასტერში თქმული ქადაგების ბოლოს ბოლოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ ასე მიმართა მრევლს: "შევიგნოთ, საყვარელნო მსმენელნო, დღევანდელი ჩვენი დიდად საშიში მდგომარეობა, დავეთხოვოთ ნასესხებს, სამარცხვინო, ყოველ ჭეშმარიტებას და სიმართლეს მოკლებულ მიმართულებას /სოციალიზმს-გ.ტ./ ბეჯითად დავადგეთ ისევ მამათა ჩვენთა სარწმუნოების კვალს, თუ არ გვსურს, ჩვენვე საკუთარი ხელით ყელის გამოჭრა და სიცოცხლის მოსპობა".
გულდამწუხრებული აკაკი წერეთელი მომხდარი ამბის გამო სწერდა: ` არ დავიცავ, ბევრი რამ მამა-პაპათა ნაანდერძევი, დღეს დაკარგულ-დავიწყებული, მიგლოვია, მაგრამ არც ერთი ისე არ დამსობია გულზე, როგორც ეს უკანასკნელი უკუღმართობა~.
აკაკიმ ლექსით გამოიტირა დავით აღმაშენებლის ბეჭედის დაკარგვა:
და ის საცერე დიდი ბეჭედი,
აღმაშენებელს რომ თითზე ეცვა,
და კურთხეულმა მისმა მარჯვენამ
საქრისტიანო რითაც დაიცვა,
სხვა სიმდიდრესთან, ბოროტგამზრანხველს
გაუტაცია ისინიც ერთად,
აღარ უცვნია გადარჯულებულს
ტაძარი ტაძრად და ღმერთი ღმერთად.
პოეტის გულისდაწყვეტა და აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ იმედგადაწურული წერდა: "მკვდრებს თუ მივუტირებთ, თვარა ცოცხლებს აღარა ეყურებათ რა!"
მომხდარის გამო გელათის წინამძღვარი გადადგა. წლები გადიოდა და გამოძიების შედეგები არ ჩანდა. უცხოტომელთათვის ძნელად აღსაქმელი იყო ქართველთათვის სათაყვანო სიწმინდის დაკარგვა...
ხოლო ირისისფერი ქვის მზის საათში გულმოდგინედ მოყურადე უთუოდ გაიგონებს მონანიე მეფის უკვდავ სიტყვებს: "არავის ხელეწიფების ხმარებად მისსა არა რად: მოელოდეთ მუნ ცეცხლსა საუკუნესა გამზადებულსა ეშმაკთათვის.
წიგნიდან გივი ტყეშელაშვილი_"გელათის საგანძური".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat