"სადაც არ უნდა ვიყვე, ჩემი გული თქვენთან და ჩემს ტანჯულ სამშობლოსთან იქნება"
"სადაც არ უნდა ვიყვე, ჩემი გული თქვენთან და ჩემს ტანჯულ სამშობლოსთან იქნება"
"დიმიტრი ყიფიანი იყო იმგვარ რჩეულთაგანი, რომელიც მრავალ საუკუნეების განმავლობაში თითო-ოროლა გამოერევიან ხოლმე, მაღლით იყო ცხებული და ქვეყნისადმი მიჩენილი მისი მადლიანი არსება"

- აკაკი წერეთელი

2007 წლის 26 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანთა დასში შეირაცხა დიდი ქართველი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე - დიმიტრი ყიფიანი და ეწოდა წმინდა დიმიტრი (ყიფიანი) სამშობლოსთვის წამებული. სინოდის განჩინებით, მისი ხსენების დღედ მისსივე დაბადების დღე 14/26 აპრილი დადგინდა.
2014 წელს 200 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან. ამ თემის გარშემო ვესაუბრე წმინდა დიმიტრი ყიფიანის შთამომავალს – მწერალს, ფილოლოგიის მეცნიერებთა დოქტორს თამარ მიქაძეს, რომელმაც წლების განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანა წინაპრის სახელის უკვდავყოფაში.

- ცნობილია, წმინდა დიმიტრი ყიფიანის ოჯახი თვალსაჩინო კულტურულ - საგანმანათლებლო კერა იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის I ნახევრის საქართველოში. რას გვეტყოდით მის მეუღლესა და შვილებზე?

-წმინდა დიმიტრი ყიფიანმა და ნინო ჭილაშვილმა 1845 წელს შექმნეს ოჯახი. ნინო განათლებული ქალბატონი იყო, მთელი ცხოვრება გვერდით ედგა მეუღლეს. მას დამთავრებული ჰქონდა სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. იყო "ტფილისის მუსიკალური საზოგადოების" დამფუძნებელი და წევრი, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში. გახლავთ საინტერესო მოგონების ავტორი ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მათ ოჯახში სამი მოღვაწე გაიზარდა: უფროსი ვაჟი ნიკოლოზი - კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მეცნიერი, გამომცემელი; კოტე ყიფიანი - მსახიობი, ქართული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლექსიკოგრაფი და ელენე - მწერალი, ჟურნალისტი, რომელიც მეუღლესთან ერთად ქველმოქმედებას ეწეოდა.

KARIBCHE
დიმიტრი ყიფიანის მეოთხე თაობა: მარცხნიდან ქეთევანი, ელისაბედი დიმიტრი და ბიანკა

- რამდენადაც ვიცით, შემდეგი თაობებიც ღვაწლმოსილი ადამიანები იყვნენ, თუმცა შთამომავლობა მხოლოდ ერთი შვილის ხაზით გაგრძელდა.

-დიახ, მასეა, შთამომავლობა მხოლოდ წმინდა დიმიტრის უფროსი ვაჟის ნიკოლოზის ხაზით გაგრძელდა; მას სამი ქალიშვილი ჰყავდა: ნინო ყიფიანი პოლიტიკური მოღვაწე იყო, ბარბარე ყიფიანი მეცნიერი, ენციკლოპედიაში შესულია როგორც პირველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი (მოღვაწეობდა ბრიუსელში). ელისაბედი (ვეტა) კი საქართველოში ცხოვრობდა, იყო დამსახურებული პედაგოგი. ის ქვიშხეთში უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს ქართულ და რუსულ ენებს. მისი ერთ-ერთი შვილი - ქეთევან სულხანიშვილი ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო, ჰყავდა 2 შვილი დედაჩემი - ლალი და ბიძაჩემი - გურამ პატარაია – ცნობილი კინორეჟისორი და მოღვაწე.

- თბილისში, სვანეთის უბანში წმინდა დიმიტრის სახელზე ტაძარი იგება, როდის შეიტყვეთ და რას მოგვიყვებით ამის შესახებ?

- ჩვენთვის ეს დიდი ბედნიერებაა... ამის შესახებ 2009 წელს ჩვენი ალბომის პრეზენტაციაზე შევიტყვე, სადაც გაგვეცნო დეკანოზი მალხაზი ყიფიანი. მას შემდეგ ჩვენს შორის თბილი, ნათესაური კავშირი დამყარდა. მისი თაოსნობით მშენებლობა ინტენსიურად მიდის წინ, მამა მალხაზის სურვილია, ტაძრის ქვევით წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნება, სადაც ჩატარდება კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, ხელმძღვანელი კი მისი სურვილით თქვენი მონა მორჩილი იქნება.

- ხომ ვერ გაგვაცნობდით თქვენს სამომავლო გეგმებს, საზოგადოებისთვის ცნობილია ამ საკითხში თქვენი ჩართულობა თეორიული თუ პრაქტიკული თვალსაზრისით.

- ჩვენს ოჯახში ინახება არქივი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბევრ რეპრესიას და უბედურებას გადაურჩა და მოაღწია ჩვენამდე. 2009 წელს ბიზნესმენი ლაშა პააპშვილის მხარდაჭერით გამოცემული ალბომი წმინდა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველია. ამჟამად კი ვმუშაობთ 6 თაობის მასალის გამოცემაზე სათაურით "დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი", რომელიც მოიცავს: ბარათებს, წერილებს, დოკუმენტურ მასალას და სხვ.

- ქალბატონო თამარ, წმინდა დიმიტრი ყიფიანი ოჯახთან ერთად გარკვეული პერიოდი ქვიშხეთში ცხოვრობდა, იქნებ მოკლედ მოვყვეთ ამ პერიოდის შესახებ?

-სოფელ ქვიშხეთში წმინდა დიმიტრი ყიფიანი 60-ანი წლებიდან ცხოვრობდა. გარდა იმ დღეებისა, როცა თბლისში უხდებოდა ჩამოსვლა. ძალიან სტუმართმოყავრე ყოფილა. მისი ორსართულიანი სახლი მაღლობზე იყო გაშენებული. ეზოს შუაგულში მთის წყარო მოჩუხჩუხებდა; ის ხშირად მეორე სართულის აივანზე იდგა, თან პარიზში ნაყიდი დიდი დურბინდით გზას გაჰყურებდა. თუ ვინმეს მისი სახლისკენ მიმავალს ნახავდა, განკარგულებას გასცემდა, სამზადისს შესდგომოდნენ. მასთან ხშირად მიდიოდნენ მწერლები, მოღვაწეები, ასევე გლეხები, რომელთა ჭირ-ვარამის გამზიარებელი იყო. სტავროპოლში გადასახლების ამბავიც წმინდა დიმიტრიმ ქვიშხეთში შეიტყო, როდესაც მის ეზოში შეგროვდა ქვიშხეთის გლეხობა და სხვა გულშემატკივარი ახლო სოფლებიდან. წმინდა დიმიტრი ხალხს მიესალმა შემდეგი სიტყვებით: "სადაც არ უნდა ვიყვე, ჩემი გული თქვენთან და ჩემს ტანჯულ სამშობლოსთან იქნება".

- თავის დროზე წმინდა დიმიტრი ყიფიანმა ეკლესიაც ააშენა.

-დიახ, წმინდა დიმიტრიმ ქვიშხეთში ეკლესია ააშენა, რომელიც 90-იან წლებში აღადგინეს, ამჟამად იქ დედათა მონასტერია. მათი წყალობით, იქაურობა გალამაზებული და ნაპატრონებია.

- იქნებ მოგვიყვეთ, ბოლო დროს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ და ორიოდ სიტყვით პრესით და გაჟღერებულ ოჯახურ პროტესტსაც შეეხოთ?

- ჩოხოსან რაინდთა დასმა გოგი დოლიძის მესვეურობით მშვენიერი ღონისძიებები გამართა, ჯერ თბილისში 2007 წელს, შემდეგ კი ხაშურში 2014 წელს. ახლახანს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა წმინდა დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი აკადემიური კონფერენცია, ქალბატონ როზეტა გუჯეჯიანისა და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის გიორგი ჩუბინიძის ინიციატივითა და ძალისხმევით.
რაც შეეხება ჩვენს პროტესტს, ის ეხებოდა ერთ პიროვნებას, რომელმაც სამი კუთხით "იღვაწა". ოჯახმა ჩავთვალეთ, რომ არც წიგნი, არც ღონისძიება არ შეესაბამებოდა წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელს, პირიქით შეიცავდა მკრეხულ ელემენტსაც.
საერთოდ, როცა საქმე დიდ წინაპარს და მითუმეტეს, წმინდანს ეხება, სასურველი იქნება, თუ ორგანიზატორები ეკლესიას ჩააყენებენ საქმის კურსში, რადგან მსგავსი ღონისძიებების დროს გამორჩეული პასუხიმსგებლობა გვმართებს.

- ამ პროტესტის დროს თქვენ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგიჭირათ მხარი…

- მინდა მადლობა მოვახსენო თითოეულ მათგანს. გამოვარჩევდი დამსახურებულ კინომცოდნეს, პროფესორ გოგი დოლიძეს, ჟურნალისტსა და ლიტერატორს - დავით ჭელიძეს და ცნობილ პოეტს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, გენო კალანდიას. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დაიცვა წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელი.

KARIBCHE
თამარ მიქაძე, მეუფე სვიმეონი და დეკანოზი მალხაზ ყიფიანი


- როგორც თქვენი ფოტოებიდან ჩანს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე სვიმეონს სტუმრობდით, იქნებ გვიამბოთ ამის შესახებ?

- ამ ზაფხულს წილად მხვდა პატივი გამეცნო მეუფე სვიმეონი, ახლახან მიგვიწვია რეზიდენციაში ოჯახი და მამა მალხაზი. ეს იყო ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღე, ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, დღემდე ვგრძნობ იმ დღიდან გამოყოლილ სითბოს..

- თავისთავად ცხადია, რომ თქვენი გენეტიკური კავშირი ძლიერია, ხომ ვერ დაგვისახელებდით თუნდაც ერთ თვისებას, რომელიც საერთოა მთელი შთამომავლებისთვის?

- როგორც პატრიარქი ბრძანებს, არსებობს ძლიერი სულთა კავშირი. გამოვყოფდი ერთ თვისებას, ეს არის უსამართლობასთან ბრძოლა. ჩვენ, ისეთი პიროვების შთამომავლები ვართ, რომ ვერასოდეს ვიტყვით "ჰოს" თუ ჩვენი გული ამბობს "არას".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფლის ბრწყინვალე აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. მარიამ მაგდალინელი, ლაზარეს დები მართა და მარიამი, სალომე, იოანა, სუსანა და სხვები...

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler