მას აქეთ სხვაგვარად განვიცდი ყველაფერს, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული
მას აქეთ სხვაგვარად განვიცდი ყველაფერს, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული
ერთი წლის წინ, როდესაც საქართველოს თავისუფლებას შეწირული რაინდის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს, უნებურად ოთარ ჭილაძის სიტყვები გამახსენდა, აკაკი წერეთელს რომ ეძღვნება: "...მთაწმინდისთვის იყო გაჩენილი და ეს იმ უსულგულო და უგრძნობელმა ორთქლმავალმაც იცოდა, მოტირალი ქალივით რომ მოჰკიოდა ქართლის ველ-მინდვრებს... მოიჩქაროდა, მოაფრიალებდა კვამლის შავ ნაწნავს, რათა წმინდა ცხედარი დროულად გადაეცა უკვდავებისთვის... მოისწრაფოდა თავგამოდებული, გულამოვარდნილი - გრძნობდა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველ წამს, როგორი მოუთმენლობით ელოდა მთელი საქართველო, როდის ჩაიბარებდა დედაქალაქი გულდაკოდილი და ბოლო წუთამდე მაინც მომღერალი მგოსნის ნეშტს, რათა მისთვისაც იქ მიეჩინა სამუდამო განსასვენებელი, სადაც სამშობლოსათვის ტანჯულთა და წამებულთა ძვლები განისვენებდნენ მხოლოდ. "საშვილიშვილო სამარეში", ანუ ქართველის შეგნებისთვის ყველაზე მაღალ ტაძარში, ყველაზე მდიდრულ აკლდამაში..."

ლოდინი 70 წელიწადს გაგრძელდა. მანამდე კი იყო ჯერ სენტ-ანტუანის სასაფლაო პარიზის მახლობლად, შემდეგ - ქართველთა საძმო სასაფლაო ლევილში. მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მთაწმინდისთვის იყო დაბადებული, აქ დაკრძალულთა მსგავსი, მათსავით გამორჩეული თავისი ხვედრით, მისიით, "საღმრთო ვალით". "უფალო, ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა?.. რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა, და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა", - ამბობს მეფსალმუნე.

და აი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავსაც დაჰნათის მთაწმინდის მთვარე.

2006 წლის ივნისში თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამარეზე დასადგმელი მემორიალისთვის კონკურსი გამოაცხადა. გთავაზობთ ინტერვიუს გამარჯვებული პროექტის ავტორთან იოსებ ანდრიაძესთან.

- სოსო, როგორია ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავის ქვის ესკიზი?


- ეს ესკიზი წარმოადგენს ქართული (და არამარტო ქართული) ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ფორმის - ქვაჯვარის - გადამუშავებულ ვარიანტს. ის სამი ნაწილისგან: თავად ჯვრისგან, ტანისა და ბაზისისგან - შედგება. სამივე ნაწილი შემკულია გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობის რელიეფური თუ ორნამენტული გამოსახულებებით, რომლებიც ერთ მთლიან შინაარსს ქმნის.

ბაზისი ორ საფეხურზეა დასვენებული და სამი ნაწილისგან შედგება - სწორკუთხა ფილისგან, ტრაპეციისებრი ნაწილისა და დამასრულებელი სწორკუთხა ქვისგან. აქ გამოსახულია მეომრული სულისკვეთების შემცველი ტრადიციული სიმბოლიკა - ფარი და ხმალი. ბაზისის ქვედა ნაწილში შეფიცულთა სახელზე გამოკვეთილია ნიშები, რომლებიც უწყვეტ სარტყლად მიუყვება ქვაჯვარის ბაზისს. ქვაჯვარს სამივე მხრიდან დაუყვება შეფიცულთა დროშაზე ამოქარგული დევიზი: "ჩვენთან არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი". ამ ნაწილში გამოსახული ნიშები ქაქუცას და მისი შეფიცულთა რაზმის ამქვეყნიურ მეომრულ ცხოვრებას წარმოგვიდგენს.

ქვაჯვარის ტანი ოთხკუთხაა. ყოველ წახნაგს თაღოვანი ლილვი ევლება გარს. გვერდითა წახნაგებზე გამოსახულია ტოტებგაშლილი ბროწეულის ხეები. ბროწეული ქრისტიანულ ხელოვნებაში მარადიულობის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელიც თანადროულად გამოსახავს სამოთხის ბაღსა და ზეციურ საქართველოს, სადაც სხვა ღირსეულ მამულიშვილებთან ერთად ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინაპრები განისვენებენ. ამის ნიშნად წინა ფასადზე, ბროწეულის ხეებს შორის, გამოსახულია ჩოლოყაშვილების საგვარეულო გერბი. ქვაჯვარს ასრულებს მთავარი ქრისტიანული სიმბოლო - ჯვარი. მის ცენტრში გამოსახულია მზე, რომლისგან გამომავალი ფოთლოვანი ორნამენტიც ჯვრის მკლავებში წრიულად ეხვევა. ჯვრის ქვედა მკლავი დანარჩენებზე გრძელია. ამ მკლავზე ფოთლოვან ორნამენტს ებმის მტევანი, დანარჩენი ნაწილი კი სავედრებელი ასომთავრული წარწერით არის შევსებული. "სასუფეველსა შენსა მოიხსენე მონაი შენი ქაიხოსრო", - წერია ჯვარზე.

ჯვრის ცენტრში გამოსახული მზე გამოხატავს მაცხოვარს, რომლის ერთ-ერთი ეპითეტი ქრისტიანულ სახისმეტყველებაში არის "მზე სიმართლისა". მისგან გარდამოედინება სულთა მაცხოვნებელი მადლი. ამ მადლის სიმბოლოა ფოთლოვანი ორნამენტი, ხოლო მტევანი მარადიულ ცხოვრებასთან ზიარების სიმბოლო გახლავთ.

- რა მასალაში შესრულდება ესკიზი?

- გამოყენებული იქნება მოყვითალო-მოთეთრო ფერის მარმარილოს შემცველი კირქვა, რომელიც მტკიცეც არის და დამყოლიც, ასე რომ, ერთსა და იმავე დროს ადვილად დასამუშავებელიც არის და გამძლეც, ამიტომ თანამედროვე საეკლესიო მშენებლობაში ეს ქვა ხშირად გამოიყენება.

- საფლავზე დადგმული ძეგლი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ხშირად ეს მდუმარე ქვა და მასზე ამოტვიფრული გამოსახულებები უფრო მეტყველია, ვიდრე მჭევრმეტყველთა ქადაგებები. პროექტზე მუშაობისას, ალბათ, დიდი იყო პასუხისმგებლობის გრძნობა...

- ქაქუცა ჩოლოყაშვილის პიროვნების მიმართ მუდამ მოწიწებით ვიყავი განწყობილი, მაგრამ რაც მუშაობა დავიწყე, მისი პიროვნება საოცრად ახლობელი გახდა ჩემთვის. მას აქეთ სხვაგვარად განვიცდი ყველაფერს, რაც მის სახელთან არის დაკავშირებული. მეორე მხრივ, ქაქუცას სახელი ერთგვარად ხელის შემშლელიც აღმოჩნდა - რომ გავიაზრე, ვისთვის უნდა გამეკეთებინა საფლავი, ცოტა არ იყოს დავიბენი: როგორ ამესახა ამ სულმნათი კაცის ღვაწლი, როგორ მიმეგო მისთვის პატივი? თანდათან დავძლიე ეს განცდა... ჩემი შემოქმედებითი ჩანაფიქრი იმთავითვე ერთიან იდეად ჩამოყალიბდა. ყველაფერი საოცრად მარტივად და ბუნებრივად აეწყო. თუ ამპარტავნებად არ ჩამითვლით, ამას "ზეგარდმო კარნახს" დავარქმევდი - ამქვეყნად ხომ ყოველივე ღვთის შეწევნითYხდება; უბრალოდ, კარი უნდა გაუღო და ყური მიუგდო უფალს.

ჩემი პროექტი გამარჯვებულად რომ აღიარეს, მაშინ უფრო მძაფრად ვიგრძენი, რამდენად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმისთვის მომიკიდია ხელი.

- ქაქუცა ჩოლოყაშვილის სამარესთან დგას დიდი ხე, რომელიც, ფაქტობრივად, საფლავის განუყოფელი ნაწილია...

- ამის გათვალისწინებაც აუცილებელი გახდა - რაკი ეს ხე საფლავის ნაწილად აღიქმება და უკვე არსებულ აქტიურ ფორმად გვევლინება. მას უკვე უჭირავს სივრცე. ამგვარ სიტუაციაში ახალი ფორმის დამატება მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენდა. იგი არ უნდა დაპირისპირებოდა გარემოს. ქვაჯვარისთვის ისეთი ადგილი უნდა შეგვერჩია, რომ ის არც მეტისმეტად დასცილებოდა ხეს, რათა მათ შორის კავშირი არ გაწყვეტილიყო და არც ძალიან ახლოს ყოფილიყო, რათა ხის მასშტაბს არ შთაენთქა იგი. ოქროს შუალედის მოძებნა იყო საჭირო. ვფიქრობ, ამ ამოცანას თავი გავართვი. როცა ქვაჯვარს წინიდან ვუყურებთ, იგი ახალაშენებული ტაძრის ფონზე იკითხება და ქვაჯვარსა და ტაძარს შორის ერთგვარ შინაარსობრივ კავშირს ესეც უსვამს ხაზს. ამასთანავე, მისი ვერტიკალური ფორმა ხისა და გვერდითა საფლავების ვერტიკალურ ფორმასთან ბალანსირდება. ქვაჯვარი მასშტაბითაც ეხამება გარემოს (იგი სიმაღლით 2 მეტრამდე იქნება).

- როგორი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძველი საფლავები?

- რამდენადაც მახსოვს, პირველი საფლავის ქვა ფორმით ქვაჯვარს ენათესავებოდა. ეს იყო XIX საუკუნის სტილის ობელისკი, რომელზეც ქაქუცას პორტრეტი გახლდათ გამოსახული შესაბამისი წარწერებითა და ეპიტაფიით: "ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე".

KARIBCHE

მეორე საფლავი ცნობილმა მოქანდაკემ ელგუჯა ამაშუკელმა შეასრულა. მასზე გამოსახული იყო ფარ-ხმალი. ზოგიერთი მისი ასლის გაკეთებასაც ემხრობოდა, მაგრამ ის ძველი საფლავები ისტორიის კუთვნილება გახდა. მთაწმინდაზე მას ახალი საფლავი ექნება.

- სოსო, შენ უკვე არაერთი რელიეფური გამოსახულება გაქვს შექმნილი ქვაში. როგორ დაინტერესდი ამ დარგით?

- თავდაპირველად ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ სწავლა განვაგრძე თბილისის სასულიერო სემინარიაში, ბოლოს კი სასულიერო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. ამ სასწავლებლებში მიღებული ცოდნა დამეხმარა ჩემი შემოქმედებითი გეზის განსაზღვრა-ჩამოყალიბებაში.

რამდენიმე წლის წინ ჩემმა მოძღვარმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა, ასურეთის დედათა მონასტრის მშენებლობა წამოიწყო. იმხანად ინტენსიურად ვიყავი დაკავებული ხეზე კვეთით (ვკვეთდი ჯვრებს, ხატებს, მედალიონებს...). ზოგი მატერიალურად შეეწეოდა ამ მონასტრის მშენებლობას, მე კი მინდოდა, ჩემი შრომით შევწეოდი. ამასობაში სასულიერო აკადემიაში დიპლომის დაცვის დროც მოახლოვდა. თემად ასურეთის ეკლესიის ექსტერიერის იკონოგრაფიული პროგრამისა და ესკიზების შექმნა ავირჩიე. თავდაპირველად ტაძრის მშენებლობაში ვმონაწილეობდი - საპერანგე ქვებს ვთლიდი, მერე კი, როცა დადგა ტაძრის რელიგიური გამოსახულებებით გამშვენების დრო, მეც შევეცადე, ამაში საკუთარი წვლილი შემეტანა და ქვის მხატვრულ დამუშავებაშიც მომესინჯა ძალები. წმინდა გიორგის რელიეფი გახლდათ ჩემი პირველი ცდა. ქვაზე კვეთა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ნამუშევრები ტრადიციული ხელოვნებით უნდა ყოფილიყო ნასაზრდოები. ჩემი შინაგანი ხედვაც აქეთ იყო მიმართული და მამა გიორგიც იმავეს მოითხოვდა, მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. თუმცა ჩემი პირველივე ნამუშევარი მოიწონეს და ეკლესიის დასავლეთ ფასადზე ჩააყენეს. ამას მოჰყვა სხვა რელიეფური გამოსახულებები. ღვთის შეწევნით, მერე და მერე უფრო გავუთამამდი ქვას. ყოველ წელიწადს თითო-ოროლა რელიეფს მაინც ვქმნიდი. ვიღებდი საეკლესიო დაკვეთებს, თუმცა ცოტას, რადგან ასურეთის მონასტრის მშენებლობის რიტმი თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მაძლევდა. საბოლოო ჯამში კი, თუმცა ჩემი ძირითადი საქმიანობა გრაფიკა და ფერწერა გახლდათ, აღმოჩნდა, რომ ამ დარგში უფრო ნაკლები მნიშვნელოვანი ნამუშევარი მაქვს შექმნილი, ვიდრე ქვაში. ახლა შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ, ღვთის შეწევნით, ქვისა "მესმის".

- კონკურსი ივლისში დასრულდა. რა მიზეზით ფერხდება პროექტის განხორციელება?

- უმთავრესი ის იყო, რომ უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა დამჭირდა, რაც საკმაოდ გაიწელა დროში. ამას დაემატა ქვის მოპოვების პრობლემაც. ფირმა, რომელსაც ამ საკითხის მოგვარება დაევალა, დღემდე ცდილობს პრობლემის გადაჭრას, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ, ვიმედოვნებთ, ყოველივეს მოევლება და კიდევ ერთი დიდი ადამიანის ხსოვნას საკადრისი პატივი მიეგება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა"
დიდი ხნის ნანატრი შვილი შეეძინათ მეფე გიორგის და დედოფალ ბურდუხანს - მშვენიერი თამარი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler