ჩემი გულისხმიერება და ძველი ქართული დამწერლობის სიყვარული უწმინდესმაც შენიშნა
ჩემი გულისხმიერება და ძველი ქართული დამწერლობის სიყვარული უწმინდესმაც შენიშნა
საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა
ქართული დამწერლობა მსოფლიოში არსებულ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთია. იგი სამი სახისაა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრულ ხელნაწერებს XI საუკუნის ჩათვლით ვხვდებით. შემდგომ საუკუნეებში კი მას იყენებდნენ ეპიგრაფიკული წარწერებისთვის, სათაურებისა და საზედაო ასოების შესასრულებლად. ნუსხური დამწერლობის პირველი ნიმუში IX საუკუნიდან გვხვდება და XIX საუკუნემდე მხედრულის პარალელურად არსებობს. ასომთავრულსა და ნუსხურს ხუცურ დამწერლობას უწოდებენ, რადგან ამ დამწერლობით სასულიერო პირები სარგებლობდნენ, ხოლო მხედრული საერო საქმეებისთვის გამოიყენებოდა.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყველას მოუწოდებს, შეისწავლონ ძველქართული დამწერლობა, რადგან: "ასომთავრული და ნუსხური დამწერლობის შესწავლა არის ხიდი გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ... დღეს წმინდა ეკლესია არის ერთადერთი სავანე, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა".

ქრისტიანობის შემოსვლამ ჩვენში განავითარა წიგნის კულტურა, ხელნაწერი წიგნების შექმნის ხელოვნება. XVIII საუკუნემდე, ვიდრე ვახტანგ VI სტამბას დააარსებდა, ჩვენში წიგნებს ხელით წერდნენ. ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა სკრიპტორიუმები, სადაც გადამწერი ბერები მოღვაწეობდნენ. გადამწერთა სკოლები არსებობდა სინას მთაზე, დავითგარეჯის უდაბნოში... გადაწერის ოსტატები თავისი დროის ყველაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. მათი სახელები ზოგჯერ ანდერძ-მინაწერებშია მოხსენიებული. ქართული ხელნაწერების სახით ჩვენამდე მოღწეული ფასდაუდებელი სულიერი მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძალისხმევითა და რუდუნებით მუშაკობდნენ ჩვენი წინაპრები; როგორ ჰქონდათ ნაგრძნობი ქართული დამწერლობის მშვენიერება, სიმდიდრე და სისადავე; ყოველ ასოს როგორ აგვირისტებდნენ, ძერწავდნენ, თავს დაჰკანკალებდნენ, სულს უბერავდნენ, ეალერსებოდნენ... დრო-ჟამისგან გახუნებული ეტრატებითა და ფოლიანტებით მონაბერი ჰაერი თითქოს ინახავს ღვაწლით დამაშვრალ წინაპართა მადლმოსილი სულის სურნელსა და სუნთქვას, სენაკების სიმარტოვეს... უხილავად გვაკავშირებს სანატრელ "საოცრების წარსულთან", ჩვენს გარდასულ ყოფასთან, ფესვებთან.

საბედნიეროდ, საქართველოში ხელნაწერი წიგნების შექმნის გაწყვეტილი ტრადიცია აღდგა. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის კეთილი ნებით, 1989 წელს დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერი სახარების გადაწერა და განსრულდა 2000 წელს. სახარება გადაიწერა ეტრატზე, რადგანაც ეტრატს, ტრადიციულად, საზეიმო დანიშნულება აქვს. შემდეგ წესითა და რიგით აკინძეს, ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედილ ყდაში ჩასვეს, პატიოსანი თვლებითა და მინანქრის ეპიზოდებით შეამკეს და წმინდა სამების ტაძარში დააბრძანეს.

ამ ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის რაფაელ გოგიტიძეს, რომელსაც კალიგრაფის საოცარი ნიჭი უბოძა ღმერთმა. ამ ნიჭმა უკარნახა, ძალისხმევა არ დაეშურებინა, ძველი კალიგრაფების დარად ფოლადის კალამი მოემარჯვებინა და ეტრატებზე ჩვენი საუკუნის ხელწერაც შეექმნა.

- როდის დაინტერესდით ქართული კალიგრაფიით და როგორ გადაწყვიტეთ ამ საქმეში წვლილის შეტანა?

- ბევრმა ადამიანმა მიაშურა სასულიერო აკადემიას იმ განზრახვით, რომ იქ ნახავდა საქართველოს. მეც, ქართული სულისკვეთებით განმსჭვალულმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის (ფიზიკის ფაკულტეტის) დამთავრების შემდეგ სასულიერო აკადემიაში განვაგრძე სწავლა. საქართველოში ის-ის იყო იწყებოდა ეროვნული მოძრაობა. სწავლის დროს განსაკუთრებით გამოვარჩიე ძველი ქართული დამწერლობა. ძალიან მომეწონა, რადგან მასში მაღალი გემოვნება ჩანს. ძველ ქართულ დამწერლობას ვსწავლობდი მეფის რუსეთის დროს გამოცემული ლიტურგიკული წიგნებით, რომელთა შრიფტის სათავე და სახე ხელნაწერებია. თუმცა აჯობებდა, ხელნაწერებს გავცნობოდი და იქიდან მესწავლა წერა. ულამაზესი ხელით წერდნენ ძველი კალიგრაფები. დღეს ალბათ მათსავით ვერავინ დაწერს. მაგალითად, ითვლება, რომ იოანე-ზოსიმე ყველაზე გაკრული ხელით წერდა, მაგრამ მის მიერ შესრულებული ხელნაწერიც კი იმდენად ცოცხალი და ბუნებრივია, რომ ისიც მიუწვდომელია დღევანდელი კალიგრაფისთვის.

ჩემი გულისხმიერება და ძველი ქართული დამწერლობის სიყვარული უწმინდესმაც შენიშნა. საბედნიეროდ, სტუდენტობისას მასთან ურთიერთობამ მომიწია. პირველ კურსზე, დაახლოებით 1990 წელს, ჩემი ნაწერი მივუტანე უწმინდესს, რომელსაც კეთილი საქმეებისთვის სტიმულის მოცემის გასაოცარი უნარი შესწევს. ჩემმა მოძღვარმა - მამა გიორგი გამრეკელმაც გამამხნევა და უფრო მეტად დავინტერესდი ქართული დამწერლობის შესწავლითა და კალიგრაფიის ათვისებით.

- ამ დროს უკვე დაწყებული იყო სახარების გადაწერაზე მუშაობა, რომელსაც თქვენც შეუერთდით...

- ვიდრე სახარების გადაწერაზე დაიწყებოდა მუშაობა, უწმინდესმა შეიძინა ეტრატის ფურცლები. ეტრატს ოდითგანვე (XI საუკუნის ჩათვლით) გაბატონებული მდგომარეობა ეკავა. ეს არის ხბოს ტყავისგან დამზადებული მასალა. მისი დამუშავების ხელოვნება ჩვენში V საუკუნიდან იღებს სათავეს. ეს საქმე მამა ირაკლის (ამჟამად ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი) ებარა. იგი თავის მამასთან ერთად მუშაობდა, რომელიც პროფესიით ინჟინერი იყო. მათ მთელი სახარება შეისწავლეს გეომეტრიული თვალსაზრისითაც. ე.ი. იცოდნენ, საიდან დაიწყებოდა ტექსტი და სად დამთავრდებოდა; სად იქნებოდა, ვთქვათ, ტიპიკონური ჩანართი და ა.შ. მოამზადეს ქაღალდის მაკეტი, რომელიც უწმინდესთან განიხილეს, შეათანხმეს და ამის შემდეგ დაიწყეს ეტრატზე ფანქრით დახაზვა. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა. უკვე გადაწერილი იყო მათეს სახარება და მარკოზის სახარების პირველი ორი თავი, რომლებიც მეუფე დავითმა შეასრულა. მეუფე დავითთან ერთად მუშაობდა თამარ თეთრაშვილი, რომელმაც რამდენიმე ფურცელი გადაწერა. შემდეგ მეუფე დავითგარეჯის მონასტრის მშენებლობაში ჩაერთო. ემატებოდა საქმეები, რის გამოც ბოლომდე ვერ განასრულა სახარების გადაწერა. უწმინდესმა მაკურთხა, მეც მიმეღო მონაწილეობა სახარების გადაწერაში. ჩვენში, როგორც ჩანს, უფრო ხშირად ლერწმის, იშვიათად - ფრინველის ფრთის და ლითონის კალმებს ხმარობდნენ. ძველი ტრადიციის მიხედვით, ლერწმის კალმით მინდოდა წერის დაწყება. მოგეხსენებათ, გადაწერის ტრადიცია გაწყვეტილი იყო და არ ვიცოდი, კალმის წვერი როგორი უნდა ყოფილიყო. ადრე, თურმე, ლერწმის კალმის წვერს სხვადასხვანაირად თლიდნენ იმის მიხედვით, თუ დამწერლობის რომელი სახით უნდა შეესრულებინათ ტექსტი - ნუსხურით თუ მხედრულით. საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა მოხაზულობა, ხაზის სისქე. ეს საკითხი უფრო დეტალურ გამოკვლევას მოითხოვს, რადგანაც წყაროებში ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ერთი კალიგრაფი წერდა, - კალამი დამივარდა და წვერი მოსტყდა, რის გამოც ვერ მოვახერხე გადაწერაო. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ კალმის წვერი ნაზი და წვრილი უნდა ყოფილიყო. ლერწმის კალმით კი დავიწყე წერა, მაგრამ ეტრატის ზედაპირი არც ისე კარგად დამუშავებული, ხაოიანი აღმოჩნდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ისევ რკინის კალამზე გადავსულიყავი.

სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქ ბათუმში ვმსახურობდი. შემდეგ თბილისში დავბრუნდი. ამ ხნის განმავლობაში სახარებაზე მუშაობა შეწყვეტილი იყო. უწმინდესმა დამიბარა და მაკურთხა, მუშაობა გამეგრძელებინა. მან მოიხმო უზომოდ ნიჭიერი ადამიანი - რუსუდან ფეტვიაშვილი, რომლის დამსახურებაცაა ამ სახარების გრაფიკულად უფრო მაღალ დონეზე შესრულება. მას ჰქონდა განუმეორებელი, აღუწერელი გულმოდგინება და საქმის გასაოცარი ერთგულება, დილიდან საღამომდე იჯდა და მუშაობდა. რუსუდანისგან ისეთი დადებითი შემოქმედებითი ენერგია მოდიოდა, რომ მის გვერდით შეუძლებელი იყო ერთ დონეზე გაყინულიყავი. ამ დროისთვის დავასრულე მარკოზის სახარების დარჩენილი ნაწილი, ასევე ლუკას და იოანეს სახარებები.

უწმინდესი ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა. დღე ისე არ გავიდოდა, 3-4-ჯერ მაინც არ მოსულიყო და არ დაეხედა ჩვენთვის. ძალიან გვიხაროდა უწმინდესთან ურთიერთობა. იქვე როიალი გვედგა, რომელზეც რუსუდანი უკრავდა და ღვთისმშობლის საგალობლებს გალობდა. უწმინდესის მიერ ნათქვამი მადლიანი სიტყვა და მისგან წამოსული მუხტი ვის არ მისცემს დიდი ხნის სამყოფ სულიერ საზრდოს!

- ამჟამად სად მოღვაწეობთ?

- ახლა პოლიგრაფიაში, კომპიუტერულ გრაფიკაზე ვმუშაობ. სათანადო დონის მისაღწევად პოლიგრაფიაც დიდ შრომას მოითხოვს. ჩემი სურვილი იყო, შექმნილიყო პოლიგრაფიული ჯგუფი. ამ გამომცემლობის მწვერვალი კი იქნებოდა ხელნაწერი წიგნი. მაგრამ ეს საქმე ფინანსურ მხარდაჭერასაც მოითხოვს. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ თითოეულ მონასტერში ერთი ხელნაწერი წიგნი მაინც შეიქმნებოდა.

- სახარებისეული ეპიზოდების გააზრებისა და წვდომის ან თუნდაც ქართული დამწერლობის ახალ-ახალი სიღრმეების აღმოჩენის თვალსაზრისით რა მოგცათ ამ წიგნზე მუშაობამ?

- ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა, რომელსაც ხშირად ცრემლიც მოჰყვებოდა ხოლმე, რადგანაც ვგრძნობდი, რომ ერთგვარი ხიდი იდებოდა დღევანდელობასა და წარსულს შორის. ყველა საფეხურზე სიახლეებს ვხედავდი და აღმოჩენებს ვაკეთებდი ხელნაწერებში, ეს კიდევ უფრო მაახლოებდა წარსულთან.

დღემდე იმ მადლით ვცხოვრობ, რა მადლითაც ეს სახარება გადაიწერა. ეს მადლი მეხმარება ცხოვრებაში და გზას მიკაფავს. ამის მერე დავოჯახდი კიდეც. ოთხი შვილი მომცა უფალმა. სახარების გადაწერა ჩემს ცხოვრებაში იყო ყველაზე დიდი და გარდამტეხი შემოქმედებითი ეტაპი. ფიზიკოსიც ვიყავი. ბავშვობიდანვე მიყვარდა ფორმულების გამოყვანა. მათშიც არის სილამაზე და ჰარმონია, მაგრამ ეს სულ სხვაა... სახარების გადაწერის დროს არაერთხელ ისეთი ენით გამოუთქმელი ნეტარებით აღმვსებია გული, რომ ალბათ ამაზე დიდი ამქვეყანაზე არაფერი არსებობს. ყოველთვის მზად ვარ წიგნების გადასაწერად. ახლა მეუფე ნიკოლოზი მაწერინებს სამღვდელმთავრო კონდაკს. ამისთვის საგანგებოდ ჩინური რვეული იშოვა. ასე რომ, ღმერთი არ მტოვებს და იმედი მაქვს, დადგება დრო და მე ისევ გადავწერ სახარებას, თანაც დიდი სიხარულით!

- გისურვებთ წარმატებებს.
ბეჭდვაელფოსტა
26.05. 2021
მაჭავარიანი ევტიხი
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა! ამინ!!!
სხვა სიახლეები
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
31.03.2022

არქიმანდრიტი ილიას (თოლორაია) ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

 

-კაენმა,როდესაც აბელი მოკლა,

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თამარს ვაქებდეთ მეფესა"
დიდი ხნის ნანატრი შვილი შეეძინათ მეფე გიორგის და დედოფალ ბურდუხანს - მშვენიერი თამარი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler